რა გველის 2016 წელს

ჰოროსკოპი

1 იანვარი 16:00, 2016 წელი

მაიმუნის წელიწადის სიურპრიზები და გამოწვევები ზოდიაქოს ნიშნებისთვის...

ვერძი
2016 წელი ვერძის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის, პოზიტიური მოვლენებით იქნება დატვირთული. თუ მოინდომებთ, ნებისმიერ სფეროში ისე დაალაგებთ სიტუაციას, როგორც თავად გსურთ. გირჩევთ, სწორად ჩამოაყალიბოთ გეგმები და სურვილები, რათა მათი განხორციელება მომავალში რეალური გახდეს. ამ წელს მოსალოდნელია ბევრი რომანტიკული შეხვედრა და ასევე, სასიყვარულო სფეროში დადებითი ძვრები. არ არის გამორიცხული, ფინანსურ სფეროში ბედმა გაგიღიმოთ. მთავარია, ინიციატივა გამოიჩინოთ და დამოუკიდებლად იმოქმედოთ. თუ შრომას არ შეუთავსებთ დასვენებას, მაშინ ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები გარდაუვალი გახდება. ოჯახის საქმეები მშვიდად მოაგვარეთ და წინასწარი გეგმის მიხედვით იმოქმედეთ, რათა გარშემომყოფებმა ნეგატიური ცვლილებები არ შემოიტანონ თქვენს პირად ცხოვრებაში. მარტოხელა ვერძებისთვის კი ეს წელი განსაკუთრებულად დატვირთული აღმოჩნდება რომანტიკული და სასიყვარულო თავგადასავლებით. არ არის გამორიცხული, სწორედ წელს შეხვდეთ ადამიანს, ვისაც წლებია ელოდით. 2016 წელს უმჯობესია, საყვარელი ადამიანების რჩევები გაითვალისწინოთ, დაფიქრდეთ, რას გირჩევენ გამოცდილი ადამიანები და ხელმძღვანელი პირები და მათი რეკომენდაციების დაცვით იმოქმედოთ. ცეცხლოვანი მაიმუნის წელიწადში, ვერძებს დიდი შანსი გაქვთ, ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ. მთავარია, ნუ იქნებით ზედმეტად ემოციურები და ნუ გადავარდებით ფანტაზიებში. გჯეროდეთ საკუთარი თავის და გწამდეთ, რომ ყველაფერი გამოგივათ. გარშემომყოფებთან დაალაგეთ სიტუაცია და იყავით მეტად ქველმოქმედი. თუ თამამად გადადგამთ გააზრებულ ნაბიჯებს, მაშინ ბედნიერება 2016 წელს გარანტირებული გაქვთ. 
ზოგადად, ვერძის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი შრომისმოყვარეა, თუმცა ცოტა ჯიუტი. ამიტომ წელს გირჩევთ, სიჯიუტე დაივიწყოთ, მეტად გამოავლინოთ შრომისუნარიანობა და თამამად შეუდგეთ იმ გეგმების განხორციელებას, რასაც წლებია, ფიქრობთ. ამაში ფორტუნა ნამდვილად დაგეხმარებათ და ვარსკვლავების კეთილგანწყობასაც ხშირად იგრძნობთ.


 


კურო
2016 წელი, კუროს ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის, პოზიტიურია. მთავარია, იყოთ პრაქტიკულები და საქმეში მეტი ძალისხმევა გამოავლინოთ. ეცადეთ, ყოველთვის წესრიგში გქონდეთ საბუთები, არ დაარღვიოთ წესები და კანონები და იყოთ სამართლიანები. ასევე, ნუ იტყვით უარს, თუ ახლობლები დახმარებას შემოგთავაზებენ, რადგან წელს მარტოს გაგიჭირდებათ საქმეებში გარკვევა და მათი მოგვარება. თუ დაგეგმილი გაქვთ ცვლილებები პროფესიონალურ სფეროში, სასიყვარულო ან საოჯახო ურთიერთობებში, კარიერაში და ზოგადად, იმ წრეში, სადაც ტრიალებთ, მაშინ ამისთვის 2016 წელი საუკეთესოა. ნებისმიერი ასეთი ცვლილება, მხოლოდ პოზიტიური აღმოჩნდება თქვენთვის. წელს  შეძლებთ იმ მიზნების მიღწევას და სიტუაციის დასტაბილურებას, რაც გასულ წელს ვერ მოახერხეთ. მთავარია, თამამად გადადგათ ნაბიჯები წინ, გჯეროდეთ საკუთარი შესაძლებლობების და ყველაფერი გამოგივათ. მართალია, ბევრი საქმე გექნებათ შესასრულებელი, მაგრამ ანაზღაურებით კმაყოფილი დარჩებით. ეცადეთ, მეტი ყურადღება დაუთმოთ ჯანმრთელობას, რადგან დიდია მისი გაუარესების ალბათობა. მეტად დაუგდეთ ყური ახლობლებისა და ოჯახის წევრების რჩევებს. თუ მაქსიმალურ სიფრთხილესა და წინდახედულობას გამოიჩენთ, ბარიერებს ადვილად ასცდებით და პრობლემებიც ნაკლები იქნება. სასიყვარულო ურთიერთობების მხრივ, 2016 წელი, კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის, ცვლილებების მომტანია. არ არის გამორიცხული, მარტოხელა კუროებმა, სწორედ წელს გაიცნონ ის ადამიანი, ვინც მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვან კვალს დატოვებს. მოიმატებს რომანტიკული შეხვედრების რაოდენობა და თავს მშვიდად და კომფორტულად იგრძნობთ.
ასე რომ, 2016 წელი, კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის ნეგატიური მოვლენებით არ იქნება დატვირთული. პატარ-პატარა წინააღმდეგობებს ადვილად გაუმკლავდებით და ახლობლების დახმარებით, ბევრი საქმის მოგვარებას შეძლებთ. პირად ცხოვრებაში კი, ცვლილებები თქვენი შეხედულებისამებრ დაგეგმეთ, რადგან ამაში მესამე პირის ჩარევა მხოლოდ ნეგატიურ შედეგს მოგცემთ.


 


ტყუპები
2016 წელი ტყუპების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის საკმაოდ დატვირთული იქნება ცხოვრებისეული გამოცდებით. ამიტომ გირჩევთ, მეტი ყურადღება გამოიჩინოთ თქვენ გარშემო მომხდარი მოვლენებისადმი და სწორად შეარჩიოთ საურთიერთო წრე. გადაწყვეტილებების მიღების დროს, გამოიჩინეთ მეტი დაკვირვება და საღი აზროვნება. ნუ იქნებით ილუზიებში ჩაფლული და საღად შეაფასეთ რეალობა, რაშიც ცხოვრობთ. ნებისმიერი ახალი ინფორმაცია თქვენს სასიკეთოდ გამოიყენეთ და ამით მეტ წარმატებას მიაღწევთ როგორც პროფესიონალურ და კარიერულ სფეროში, ასევე, პირად ურთიერთობებში. ნუ იქნებით დაბნეული. მაიმუნის წელიწადი არც ისე ადვილად გასავლელია თქვენთვის, რადგან მოსალოდნელია ბევრი არასასურველი მომენტი, თუმცა, ნუ ჩავარდებით დეპრესიაში და იფიქრეთ, რომ ეს ბარიერები თქვენთვის იმისთვის შეიქმნა, რომ აუცილებლად გადალახოთ, დაამტკიცოთ თქვენი სიძლიერე და მომავალში იყოთ წარმატებული და თავდაჯერებული საკუთარ შესაძლებლობებში. განსაკუთრებით სიფრთხილე გამოიჩინეთ წელს, გადაადგილებებისა და მოგზაურობების დროს, რადგან მაღალია ტრავმების, დაშავებებისა და ჯანმრთელობის გაუარესების ალბათობა. დიდი შანსია, დამოუკიდებლობის მოთხოვნა გაიზარდოს და მოგინდეთ, საკუთარ თავს დაუმტკიცოთ, რომ ძლიერი ხართ და ყველაფერს შეძლებთ. მაგრამ ნუ დაივიწყებთ, რომ ამ დროს უფროსი ადამიანების გამოცდილება გაითვალისწინოთ. ასევე, მოარიდეთ თქვენი სასიყვარულო ურთიერთობები გარშემომყოფების თვალს, რათა ჭორმა და უაზრო მითქმა-მოთქმამ ურთიერთობა არ გაგიფუჭოთ რჩეულთან. ამ საკითხში მეგობრებიც ვერ იქნებიან კარგი მრჩევლები, ამიტომ არ ღირს მათთვის გულის გადაშლა და ყველა დეტალის ზედმიწევნით მოყოლა.
ზოგადად, გირჩევთ, 2016, მაიმუნის წელიწადში გადახედოთ თქვენს განვლილ ცხოვრებას, გადააფასოთ ის, არა სხვის, არამედ საკუთარ შეცდომებზე გაამახვილოთ ყურადღება და ისწავლოთ, რეალურად დროისა და მომენტების შეფასება. ნუ გაუშვებთ ხელიდან იმ შანსებს, რაც წელს წარმატების მომტანია. სანამ ნაბიჯს გადადგამთ, დაფიქრდით, რას მოგიტანთ ის. 


 


კირჩხიბი
2016 წელი, კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის არც ისე პოზიტიურია. შეიძლება ვთქვათ, არასტაბილური. იგრძნობთ, რომ საკუთარი თავის რწმენა გაკლიათ და ამის დასამარცხებლად არაერთი შეცდომა შეიძლება დაუშვათ როგორ პირად, ასევე სასიყვარულო ურთიერთობებში. თუმცა სამეგობრო წრეში თავს მშვიდად იგრძნობთ და მოგინდებათ მეტი დრო მათთან ერთად, დროსტარებაში გაატაროთ. ნებისმიერ სიტუაციაში, სჯობს, მშვიდად მიუდგეთ მოვლენებს, დაიოკოთ თქვენი ფეთქებადი ხასიათი და არ ინანოთ ხვალ ის სიტყვები, რასაც დღეს დაუფიქრებლად იტყვით. მაიმუნის წელში თქვენი მთავარი დევიზი იქნება - გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა და ამის გამო მთელ თქვენს ენერგიას საქმეს მოახმართ. თუმცა, მომავალში შეიძლება ინანოთ, რადგან ამით თქვენს საყვარელ ადამიანს კიდევ უფრო დაშორდებით და არ არის გამორიცხული, თქვენს ურთიერთობასაც სამუდამოდ დაესვას წერტილი. გირჩევთ, იყოთ მეტად გულახდილი საყვარელ ადამიანებთან, გაუმხილოთ მათ თქვენი გულის ნადები და ამით მათი ნდობაც მოიპოვოთ და თქვენც დამშვიდდეთ. სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებთ, კარგად დაფიქრდით, აწონ-დაწონეთ, რადგან ემოციურად და სწრაფად მიღებული გადაწყვეტილება, მხოლოდ თქვენ დაგაზარალებთ. ეს წელი საკმაოდ რთული გასავლელი იქნება, ამიტომ გამოიჩინეთ მაქსიმალური ყურადღება. არ არის გამორიცხული, საცხოვრებელი ადგილის ან სამუშაოს შეცვლაც დაგჭირდეთ და ამისთვის მზად იყავით. განსაკუთრებით მოერიდეთ სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას და რაიმეს შეცვლას ცხოვრებაში. ის კირჩხიბები, კი ვისაც ხშირად უწევთ მგზავრობა და გადაადგილებები, განსაკუთრებულად ფრთხილები უნდა იყვნენ, რადგან, ამ მხრივ, საკმაოდ ნეგატიური წელიწადია.
სჯობს, 2016 წელს ყოველდღიური საქმიანობით შემოიფარგლოთ და ემოციებს არ აჰყვეთ. ნებისმიერი ნერვული საუბარი მხოლოდ თქვენზე აისახება უარყოფითად, ამიტომ ადამიანებთან ურთიერთობისას, სიმშვიდე შეინარჩუნეთ და მაიმუნის წელიწადი ფრთხილად და დაკვირვებით განვლეთ.


 


ლომი
2016 წელი ლომის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისგან მოითხოვს, იყოთ მეტად გულახდილები და დაიმსახუროთ გარშემომყოფების მეტი ნდობა და სანდოობა. ნებისმიერ სფეროში ეს წელიწადი თქვენთვის სასიკეთო ელფერის მატარებელია. თუმცა, ნუ იქნებით ზედმეტად თავდაჯერებულები და ნუ მოდუნდებით. როგორც კარიერულ, ისე პირად ცხოვრებაში გამოიჩინეთ მაქსიმალური სიფრთხილე, კარგად გადაამოწმეთ ყველა საბუთი და თქვენამდე მოსული ინფორმაცია, სანამ მას გამოიყენებთ. ფინანსური კუთხით, მაიმუნის წელიწადი ლომებისთვის ცუდი არ არის, პირადი ცხოვრება კი დაგეხმარებათ, მშვიდად აკეთოთ ის საქმე, რაზეც პასუხისმგებლობა აიღეთ და ამაში ახლობლები და ოჯახის წევრებიც დიდ როლს ითამაშებენ. მაქსიმალური ყურადღება მიაქციეთ საქმიან პარტნიორებს. არ მოდუნდეთ და ეცადეთ, ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყოთ.
2016 წელს ადვილად შეძლებთ, გამოასწოროთ ის შეცდომები, რაც ადრე დაუშვით. არ გაგიჭირდებათ მწვერვალების დაპყრობა. თუმცა, ნუ იქნებით ზედმეტად ამაყი და თავდაჯერებული და ხშირად მოუსმინეთ, რას გირჩევენ გვერდით მყოფები. ასევე, ხშირად უსმინეთ, რას გკარნახობთ ინტუიცია და ისე იმოქმედეთ.


 


ქალწული
2016 წელი ქალწულის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის ერთგვარი განვლილი ცხოვრების გადაფასების წელიწადია. ცხოვრებაში მოსალოდნელია ისეთი ცვლილებები, რომლებიც რადიკალურად შეცვლის თქვენს გეგმებსა და მიზნებს. წითელი, ცეცხლოვანი მაიმუნის წელიწადი, ქალწულებისთვის, ერთგვარი გამოცდაცაა და როგორც მას ჩააბარებთ, ისე წარიმართება თქვენს ირგვლივ მომავალში მოვლენები. წელს კარგი შანსი გაქვთ, ყველაფერი გამოასწოროთ და შეიცვალოთ ის ძველმოდური მსოფლმხედველობა, რაც მანამდე გქონდათ. იმ ქალწულებს, ვინც ცვლილებებს სწორად გადააფასებს, წინსვლა და წარმატებები 2016 წელს გარანტირებული აქვთ. არ არის გამორიცხული, ეს ცვლილებები უკავშირდებოდეს როგორც კარიერულ და პროფესიონალურ სფეროს, ასევე პირად და ოჯახურ ცხოვრებას. ზოგადად, ეს წელიწადი ცოტა რთულია სასიყვარულო ურთიერთობებისთვის. ამიტომ ეცადეთ, ის მშვიდად განვლოთ, რომ თავი აარიდოთ სერიოზულ კონფლიქტებს. დაფიქრდით, სანამ რაიმეს მოიმოქმედებთ, რა მოჰყვება მას. ნუ მიიღებთ სულსწრაფ და სპონტანურ გადაწყვეტილებებს და ნუ გარისკავთ. თუ დიდი ხანია, უცხოეთში მოგზაურობას გეგმავთ, მაშინ ეს წელს განახორციელეთ, რადგან ამაში ვარსკვლავები ხელს შეგიწყობენ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, რადგან, ამ მხრივ, შედარებით რთული წელი გელით.
ასე რომ, ქალწულებს წინ ცოტა რთული პერიოდი ელით. ცეცხლოვანი მაიმუნი მათ დააფიქრებთ და მეტად ბრძოლისუნარიანსა და პრაქტიკულს გახდით. გირჩევთ, დაიცავით წესები და კანონები და სამართლიანობის პრინციპით იცხოვრეთ.


 


სასწორი
2016 წელი სასწორის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის საკმაოდ პოზიტიური ელფერის მატარებელია. იგრძნობთ ამ წელიწადში ვარსკვლავების კეთილგანწყობას და ისინი დაგეხმარებიან, ნებისმიერი ბარიერი თუ წინაღობა უპრობლემოდ გადალახოთ. ჰარმონია და იდილია მუდამ თქვენი თანამდევი იქნება. ცეცხლოვანი მაიმუნი თქვენგან ითხოვს, წონასწორობისა და სიმშვიდის დაცვას, ოჯახურ და სასიყვარულო სფეროში მეტი სტაბილურობის დამყარებას. დაფიქრდით, რას არ აკეთებდით სწორად. ამაზე პასუხს ინტუიციურად მიხვდებით და მისი გამოსწორება არ გაგიჭირდებათ. კარგი წელიწადია სამოგზაუროდ, უძრავ ქონებაში ფულის დასაბანდებლად, ფინანსების ინვესტიციებში ჩასადებად და მრავალწლიანი გეგმების ჩამოსაყალიბებლად. მოუსმინეთ კონკურენტებსაც და გაითვალისწინეთ მათი გამოცდილებაც. ეს მხოლოდ სასიკეთოდ წაგადგებათ. ურთიერთობებში გამოიყენეთ დიპლომატიური ნიჭი და უნარი. სასიყვარულო-რომანტიკულ სფეროში წელს აჩქარება არ გარგებთ. იყავით მეტად დაკვირვებული, რათა ტყუილის, ჭორებისა და ინტრიგების მსხვერპლი არ გახდეთ. წელს სჯობს, საფუძველი ჩაუყაროთ ურთიერთობას, მომავალ წელს კი დაგეგმოთ ოჯახის შექმნა საყვარელ ადამიანთან ერთად.
ასე რომ, სასწორები მაიმუნის წელიწადში ადვილად დაძლევენ პრობლემებს, თუ საღ აზროვნებასთან ერთად გაითვალისწინებენ გარშემომყოფების, გამოცდილი ადამიანების რჩევებს, დაძლევენ შიშებს, რომლებიც წინსვლაში უშლიდათ ხელს, სიმშვიდესაც ადვილად მოიპოვებენ.


 


მორიელი
2016 წელი მორიელის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის ძიების წელიწადია. მოგინდებათ, შინაგანი იდილია დაიმკვიდროთ, გადააფასოთ თქვენი წარსული, დასახოთ მომავლის პრიორიტეტები. მაქსიმალურად ეცდებით, მთლიანად დაიხარჯოთ საქმეში და დღის ბოლოს, სახლში, ოჯახის წევრების გვერდით განიტვირთოთ. იზრუნეთ თქვენს განვითარებაზე, მაქსიმალურად მიიღეთ ის ინფორმაციები და მოვლენები რაც თქვენს გარშემო ხდება და ჩაერთეთ საზოგადოებრივ საქმიანობებში. თამამად აიღეთ თქვენს თავზე პასუხისმგებლობები პროფესიონალურ სფეროში, სასიყვარულო-რომანტიკულ ურთიერთობებში კი ინიციატივა თქვენს რჩეულს მიანდეთ. საყვარელი ადამიანის გვერდით მეტად მოდუნდით, დაივიწყეთ ყოველდღიურობა და საქმეზე ფიქრი და ნერვიულობა. ასე მეტად მშვიდად იგრძნობთ თავს და ნერვებსაც დაიწყნარებთ. გააფართოეთ სამეგობრო და სანაცნობო წრე. მაქსიმალურად გამოაჩინეთ თქვენი სახასიათო შტრიხები და დაენახვეთ გარშემომყოფებს ისეთი, როგორიც სინამდვილეში ხართ. მიიღეთ გადაწყვეტილებები ცივი გონებით, ნუ აჰყვებით ვნებებსა და ემოციებს, რადგან ეს მხოლოდ შეცდომებს გიქადით. მაიმუნის წელიწადში მორიელები იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას. გირჩევთ, დაკავდეთ სპორტით, გამოსცადოთ ექსტრემი და ბევრი იმოგზაუროთ. ნუ იქნებით აგრესიული და ზედმეტად კრიტიკული. ხშირად დაეკითხეთ რჩევა მეგობრებს და გაითვალისწინეთ მათი ნათქვამი. მოერიდეთ ნეგატიურ სიტუაციებს და იფიქრეთ მხოლოდ კარგზე.
წელს მორიელის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის განსაკუთრებით გასათვალისწინებელია ის, რომ იყოთ მეტად პოზიტიურები, მოერიდოთ კამათს, დაისახოთ მიზნები, გამოთქვათ თქვენი აზრები თამამად და გაამხილოთ თქვენი გეგმები. ასევე, არ არის გამორიცხული, სწორედ მაიმუნის ცეცხლოვან წელიწადში თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდეს ის ადამიანი, ვისაც ბედს დაუკავშირებთ. მოგეცემათ შანსი, ისე მოაწყოთ თქვენი პირადი ცხოვრება, რომ თავი ბედნიერად და დაცულად იგრძნოთ.


 


მშვილდოსანი
2016 წელი მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის, პოზიტიურია, თუმცა არაერთგვაროვანი მოვლენებით დატვირთული. აუცილებელია, იყოთ ტონუსში და არ მოეშვათ. კარგია მსხვილი გარიგებები, რომელიც მომავალში თქვენს წარმატებაზე იქნება ორიენტირებული. თუმცა, მოსალოდნელია, ასევე, მტრებისგან გარკვეული პრობლემები. ამას ადვილად დაძლევთ, თუ არ დანებდებით და იბრძოლებთ. მთავარია, გჯეროდეთ თქვენი თავის, გვერდით შემოიკრიბოთ ერთგული ადამიანები და დარწმუნდებით, რომ გადაუჭრელი პრობლემა არ არსებობს. ხშირად დაფიქრდით და გააანალიზეთ თქვენი მომავალი მიზნები, ჩამოყალიბდით და შეუდექით მოქმედებას. ამაში ვარსკვლავების კეთილგანწყობა და იღბალი დაგეხმარებათ. ცოტაოდენი რისკი გამართლებულია, მთავარია, წესები არ დაარღვიოთ და დაიცვათ კანონები. სასიცოცხლო ენერგიის მოზღვავება გაგიადვილებთ ნებისმიერ სფეროში ადვილად მიაღწიოთ წარმატებებს. ოპტიმიზმთან ერთად, იყავით რეალისტი და იმოქმედეთ პრინციპით - „შვიდჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი“. კონფლიქტები ეცადეთ, მშვიდობიანი გზით მოაგვაროთ, მაგრამ თუ სიტუაცია გამწვავდა, მაშინ სასწრაფოდ გადადით შეტევაზე. ცეცხლოვანი მაიმუნის წელიწადში გამოავლინეთ თქვენი სახასიათო შტრიხები, დაანახვეთ ყველას, როგორი ჰუმანური, სამართლიანი და ამავდროულად მებრძოლი ხართ. ამით კიდევ უფრო დაგაფასებენ, თქვენ კი უფრო მეტად თავდაჯერებული გახდებით. წელს გარემოებები არაერთ შანსს მოგცემთ, ცხოვრება კიდევ უფრო წარმატებული გახადოთ, თუმცა, კარგად დაფიქრდით, რამდენად ღირს რაიმეს შეცვლა. ექსპერიმენტებში მაინცდამაინც არ გაგიმართლებთ, ამიტომ ამას არ გირჩევთ.
ასე რომ, 2016 წელს კარგია სანაცნობო წრის გაფართოება, დაფიქრება წარმატებულ კარიერაზე და იმ სტაბილურობის შენარჩუნებაზე, რაც პირად და სასიყვარულო ცხოვრებაში გაქვთ.


 


თხის რქა
2016 წელს თხის რქის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს მეტი დისციპლინის გამოვლენა გმართებთ. თამამად დასახეთ მიზნები და ეცადეთ, ის შინაგანი სიძლიერე დაანახოთ გარშემომყოფებს, რაც თქვენ ნამდვილად გაქვთ. მართალია, ცხოვრება ბევრ რთულ გამოცდას გიმზადებთ, მაგრამ წესებისა და კანონების დაცვით შეძლებთ საკუთარი სიმართლის დამტკიცებას და ნებისმიერი პრობლემიდან თავის დაძვრენას. გამოავლინეთ თქვენი გამოცდილება და პროფესიონალიზმი, დაუმტკიცეთ გარშემომყოფებს თქვენი შრომისუნარიანობა და დაელოდეთ, რით დაგაჯილდოებთ წლის ბოლოს მაიმუნის ცეცხლოვანი წელი. მიუხედავად ბევრი ბარიერისა და წინაღობისა, 2016 წელი მაინც იღბლიანია. მთავარია, იყოთ სამართლიანი და მიზანდასახული. დაგეგმეთ მომავალი და ისე გადადგით წინ ნაბიჯები. ასე უფრო გაგიმართლებთ და შეცდომებსაც ნაკლებად დაუშვებთ, როგორც კარიერაში, ასევე, პირად ცხოვრებაშიც. თუ ხედავთ, რომ თქვენს გარშემო არასაიმედო ხალხია, სასწრაფოდ ეცადეთ, ისინი ჩამოიშოროთ. მაგრამ, ამისთვის დიპლომატია გამოიყენეთ და არა კონფლიქტური და ემოციური ფონი. იყავით ქველმოქმედი. ილაპარაკეთ ნაკლები და იშრომეთ ბევრი. თუ ამას გაითვალისწინებთ, მაშინ არც ჭორების სამიზნე გახდებით და ხელმძღვანელი პირებისგანაც დამსახურებულ, ფინანსურ ჯილდოს მიიღებთ. მოერიდეთ ფულის ხარჯვას, რადგან წელს ეკონომიურობა თქვენი მთავარი მიზანია. ოჯახურ სფეროში კი, თუ დათმობაზე წასვლას არ ისწავლით და რქებით მიაწვებით თქვენს ჩვენებებს, მაშინ გაუგებრობები და კონფლიქტები გარდაუვალი გახდება. ეს კი დეპრესიაში ჩაგაგდებთ და საქმეშიც შეგიშლით ხელს. საღი აზრით გადახედეთ საურთიერთო წრეს, მოუსმინეთ ყველას და იმოქმედეთ მხოლოდ თქვენი შეხედულებისამებრ.
2016 წლის ბოლოს იგრძნობთ, რომ ეს წელი გაცილებით პოზიტიური ელფერის მატარებელი იყო, ვიდრე გასული წელიწადი და კმაყოფილი იქნებით იმ შედეგით, რაშიც მაქსიმალურად დაიხარჯეთ. ნებისმიერ გამოცდას ჩააბარებთ და ცხოვრებაც უფრო საინტერესო გახდება.


 


მერწყული
2016 წელი მერწყულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის ბრწყიბვალე წელიწადია, რათა მაქსიმალურად გამოავლინოთ შემოქმედებითი ნიჭი და უნარი. ფანტაზიის წყალობით არაერთ შედევრს შექმნით და ამით მიიზიდავთ გარშემომყოფებისა და საზოგადოების ყურადღებას. კრეატიული აზროვნება კი დაგეხმარებათ, ადვილად მიაღწიოთ წარმატებებს და დაიპყროთ მწვერვალები პროფესიონალურ სფეროში. მერწყულები მეოცნებეები არიან და ამ ოცნებების ასრულებაში მაიმუნის წელიწადი ნამდვილად დაგეხმარებათ. განსაკუთრებით კარგი წელიწადია შემოქმედებითი ადამიანებისთვის. ცოტა რთული წელიწადია ოჯახური ურთიერთობების თვალსაზრისით. წელს გირჩევთ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის დაკანონებისგან თავი შეიკავოთ და ეს მომავალი წლისთვის გადადოთ. მართალია, რომანტიკული კუთხით, ეს წელი პოზიტიურია, მაგრამ გაგიჭირდებათ გრძნობებში გარკვევა და ამიტომ, პირად ცხოვრებაში ნაჩქარევი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას მოერიდეთ. დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღებით ბევრი საქმის მოგვარებას შეძლებთ. თუმცა, მოერიდეთ ექსპერიმენტებს და იმოქმედეთ გონებაზე და არა გრძნობებზე დაყრდნობით. დაისახეთ მიზნები და იფიქრეთ მათ განხორციელებაზე. ამაში ვარსკვლავების კეთილგანწყობაც დაგეხმარებათ და იღბლიანობაც ზენიტში იქნება. წელს საჭიროა მეტი კომუნიკაბელურობის გამოვლენა, ახალი კონტაქტების დამყარება, ბევრი გადაადგილება და მოლაპარაკებების წარმოება. მართალია, ეს დამღლელი მოგეჩვენებათ, მაგრამ წლის ბოლოს შედეგით კმაყოფილი დარჩებით და ეს თქვენს ფინანსურ მხარეზეც დადებითად აისახება.
ასე რომ, 2016 წელს მერწყულის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულმა ადამიანებმა თამამად შეგიძლიათ, ნებისმიერ საქმეს მოჰკიდოთ ხელი, დაგეგმოთ მოგზაურობები და მომავალი გრანდიოზული გეგმები, იყოთ კრეატიულები, გამოავლინოთ შემოქმედებითი ნიჭი და დაელოდოთ ოცნებების ახდენას.


 


თევზები
2016 წელი თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის პოზიტიური ელფერის მატარებელია. თუ გასულ წელს ხშირად გიწევდათ სტრესულ სიტუაციებში ყოფნა, წელს ამისგან დაზღვეული ხართ. მაიმუნის წელიწადი შედარებით მშვიდი იქნება, რაც მეტად პოზიტიურად აისახება როგორც თქვენს კარიერულ, ისე პირად ცხოვრებაზე. გაგიჩნდებათ მოთხოვნილება, შეცვალოთ როგორც პირადი, ისე კარიერული ცხოვრება. გამოიყენეთ ყველა შანსი, რასაც გარემოებები გთავაზობთ მაიმუნის წელიწადში და მშვიდად მიჰყევით მოვლენებს. იღბალი აუცილებლად გაგიღიმებთ და ბედის კმაყოფილი დარჩებით. წელს მეტად გქონდეთ საკუთარი თავის რწმენა და იფიქრეთ იმაზე, რომ ყველაფერი გამოგივათ. თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდებიან ახალი მეგობრები, გაფართოვდება სანაცნობო წრე და ისინი დაგეხმარებიან, პროფესიონალურ სფეროში მეტ წარმატებას მიაღწიოთ. სასიყვარულო და რომანტიკულ სფეროში კი მოსალოდნელია თავბრუდამხვევი რომანები, პოზიტიური ურთიერთობები და ამავდროულად, იგრძნობთ, რომ თქვენ მარტო არ ხართ, სამყაროში ვარდისფერი ფერებიც არსებობს და მომავალი წარსულზე გაცილებით კარგია. ბუნებით რომანტიკულ, იდუმალ და ცოტა მშიშარა თევზებს ნამდვილად კარგი წელიწადი გაქვთ, ამიტომ ნუ მოეშვებით, არ იფიქროთ ცუდზე და დატკბით იმით, რაც თქვენს გარშემო ხდება. მთავარია, წელს დაივიწყოთ ილუზია, ცოტა იოცნებოთ, ჩართოთ თქვენი ფსიქოლოგიური ნიჭი ურთიერთობებში და მეტად იმოქმედოთ. გქონდეთ მხოლოდ თქვენი შესაძლებლობების იმედი და ნუ იქნებით სხვებზე დამოკიდებული.
ზოგადად, თევზებისთვის 2016 წელი სტაბილურია. იგრძნობთ ენერგიის მომატებას და სასიცოცხლო პოტენციალი მოგცემთ საშუალებას, ადვილად გაართვათ თავი ნებისმიერ სირთულეს.

დღის ჰოროსკოპი

21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.
ამბები

ანა მიქელაძე: ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
საკნატუნო ამბები

მიზეზები, რომელთა გამო ქალები სექსზე უარს ამბობენ

როგორც აღმოჩნდა, იმ ფაქტორების კლასიფიცირება მოხდა, რომელთა გამო ქალბატონები სექსზე უარს აცხადებენ.   
დღის ჰოროსკოპი

20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ანა მიქელაძე: სულ შესულია 68 საჩივარი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებას 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ამბები

ცესკოში მორიგი საინფორმაციო ბრიგინგი გაიმართა

ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიასთან 15:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ისაუბრა.
ამბები

ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 სთ-ის მდგომარეობით

ცესკოს პრეს სპიკერმა აქტივობასთან ერთად მედიას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია
კულინარია

გემრიელი სალათების სეზონი გაიხსნა!

გაზაფხულთან ერთად, ფერადი და არომატული ბოსტნეულიც შემოვიდა. ეს სალათა, რომლის რეცეპტსაც დღეს გიზიარებთ, ჯანსაღი, გემრიელი და უმარტივესად მოსამზადებელია!