კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნისთვის საჭირო კვება წონის დასაკლებად

ჰოროსკოპი

9 იანვარი 18:00, 2016 წელი

თუ გეცოდინებათ, როგორ იკვებოთ სწორად თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, მაშინ ზედმეტ წონასაც აარიდებთ თავს და ჯანმრთელობასაც შეინარჩუნებთ...

ვერძი
ამ ნიშნით დაბადებული ადამიანი, იმპულსური ხასიათის გამო, არ ფიქრობს შედეგზე, როცა გემრიელ საკვებს ხედავს. თქვენთვის სასარგებლოა საათობრივი დიეტის დაცვა. ამისთვის კი ფსიქოლოგიურად მოემზადეთ. შეეცადეთ, წინასწარ კარგად მოიფიქროთ, რა სახის დიეტის დაცვას შეძლებთ და არ გაგიჭირდებათ. ბევრი იმოძრავეთ და იარეთ ფეხით სუფთა ჰაერზე. გამოიმუშავეთ გახდომის საკუთარი გეგმა, რომელშიც აბსოლუტურად დარწმუნებული იქნებით. არ მიიღოთ დღეში 1 500 კალორიაზე მეტი. მოერიდეთ ფუნთუშების, ბრინჯის, ყველის, ბანანის, ქიშმიშის, ცხიმიანი ხორცისა და ტკბილეულის ჭამას. მიირთვით ნუში, თევზი, მოხარშული მჭლე ძროხის ხორცი და ხშირად სვით მინერალური წყალი. 


 



კურო

ამ ნიშნით დაბადებული ადამიანი გურმანია. თუ კარგად არ გამოიკვება, უჭირს სამუშაოს შესრულება და გონების მართვა. ხშირად ისე იკვებება, რომ ზომას აჭარბებს და ეს მისი ზედმეტი წონის მიზეზი ხდება. გირჩევთ, მოერიდოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე ექსპერიმენტების ჩატარებას. იკვებეთ ზომიერად და არ იფიქროთ იმაზე, რომ, თუ მთლიანად არ მოასუფთავეთ თეფში, ისე ვერ დანაყრდებით. ხშირად ჭამეთ ჭარხალი, სტაფილო, კარტოფილი, ყვავილოვანი კომბოსტო, კომში, ატამი, ქლიავი. რაციონში შეიტანეთ უცხიმო რძის ნაწარმი და ნატურალური უშაქრო ხილის წვენები. ეს ზედმეტი წონისგან დაგიცავთ და მეტ ენერგიულობას შეგმატებთ. 


 



ტყუპები

ტყუპებს არ უყვართ ერთფეროვანი საკვები. ამიტომ, ცდილობენ, ყველაფერი გასინჯონ, რაც კი მაგიდაზე დევს. ეს მათთვის ყოველდღიურად მიღებული ზედმეტი კალორიებია და შესაბამისად, წონაში მომატების მიზეზი. აკონტროლეთ მადა და თუ დიეტის დაცვა გადაწყვიტეთ, აუცილებლად ბოლომდე მიიყვანეთ. მიიღეთ ნაკლებკალორიული საკვები: ხილი, ბოსტნეული, იოგურტი, მოხარშული თევზი. მოერიდეთ ბევრ პურს. მოიწყვეთ კვირაში ერთხელ განტვირთვის დღე და მიიღეთ მხოლოდ 2 ცალი ვაშლი და 3 ლიტრი მინერალური წყალი. 


 


 



კირჩხიბი

კირჩხიბები მიზანდასახულები და პრინციპულები არიან. არასდროს უჭირთ საკუთარი წონის კონტროლი, მთავარია, მოინდომონ და ფორმაში ადვილად ჩადგებიან. ნუ მიიღებთ საკვებს, როცა ემოციურად გადაღლილი ხართ, თორემ ზომას ვერ გააკონტროლებთ და ზედმეტი საკვები ზედმეტ კალორიებს დაგიგროვებთ. დღეში თქვენთვის მხოლოდ 1300 კალორიაა ნებადართული. ჭამეთ ბევრი სალათა, ორთქლზე მოხარშული თევზი, ხორციანი წვნიანები და ფხალეული. ეს უფრო სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის, ვიდრე შემწვარი ხორცი და ცხიმიანი საკვები.


 


 


ლომი
ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანი საკვებთან მიმართებაში თავს ზედმეტის უფლებას აძლევს. ამიტომ საჭიროა, წონას თვალყური ადევნოთ. კარგია, თუ მენიუში ხშირად ჩართავთ ოხრახუშს, ზეთისხილს, ნუშს, ხილსა და ფხალეულს. ხშირად არ ჭამოთ მსუყე საკვები და დაიცავით კვების საათები. რაციონიდან საერთოდ გამორიცხეთ მწარე და ცხარე საკვები, ცხიმიანი კერძები და ალკოჰოლიანი სასმელები. კვირაში ერთხელ მოიწყვეთ განტვირთვის დღე და სვით ბალახეული ნაყენები. ეს თქვენს ორგანიზმს შლაკებისა და წიდებისგანაც გაწმენდს და ზედმეტ წონასაც მოგაცილებთ.


 


 


ქალწული
დიეტის რაციონალურ დაგეგმვაში ანალიზის  უნარი დაგეხმარებათ. თავიდან მოიცილეთ იმაზე ფიქრი, რომ დიეტა თქვენს ჯანმრთელობას შეარყევს. იფიქრეთ იმაზე, რომ დიეტა სწორი კვებაა და ის აუცილებლად გჭირდებათ. საჭმლის მომნელებელი სისტემა სუსტი გაქვთ და თუ სწორად არ იკვებეთ, ეს თქვენს ჯანმრთელობაზე ნეგატიურად აისახება. ნახევარფაბრიკატებს ერიდეთ და ორგანიზმი ჯანსაღი პროდუქტებით მოამარაგეთ. ეცადეთ, ყველაფერი ნატურალური მიირთვათ და ხშირად ჩართეთ საკვებ რაციონში ფაფები და ბურღულეული. დილა კი ასკილის ჩაით დაიწყეთ. მოერიდეთ ცხოველური წარმოშობის ცხიმებს, შებოლილ პროდუქტებსა და ტკბილეულს.


 


 



სასწორი

რაციონალურად მიუდექით დიეტის დაწყებას. მერყევი ხასიათის გამო, არ არის გამორიცხული, დაარღვიოთ კვების რეჟიმი და წონაში მომატებაც ამან გამოიწვიოს. აუცილებელია თქვენი ორგანიზმისთვის დღეში 1700 კალორია და არა მეტი. გონივრულად გადაანაწილეთ საუზმის, სადილისა და ვახშმის დრო. შეავსეთ ორგანიზმი საჭირო ვიტამინებით და ყოველდღიურად ივარჯიშეთ. იკვებეთ ზღვის პროდუქტებით და ხშირად სვით ბალახეული ნაყენები.


 


 



მორიელი

ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები ძლიერი ბუნებითა და პრინციპულობით გამოირჩევიან. ამიტომ, არ უნდა გაუჭირდეთ დიეტის დაცვა. თუ მოინდომებთ, ადვილად შეძლებთ მადის კონტროლს და დაიკლებთ წონაში. შეგიძლიათ, დღიურად მხოლოდ 100 კალორია მიიღოთ და ეს საკმარისი აღმოჩნდება. ასე, ადვილად შეძლებთ, მოიცილოთ ზედმეტი წონა და ჯანმრთელობასაც გაუფრთხილდეთ. ხშირად მიირთვით თევზი, უმი ბოსტნეული, ზეთისხილი და ძროხის ღვიძლი. ასევე, დღეში ერთი ჭიქა წითელი, ნატურალური ღვინოც სასარგებლოა.


 


 



მშვილდოსანი

ამ ნიშნით დაბადებული ადამიანი მოძრავი და შრომისმოყვარეა. ამიტომ ხშირად ვერ იცლის, დაიცვას დიეტა. ეს მის წონაზე, მართალია, ნაკლებად აისახება, მაგრამ მაინც საჭიროა დროდადრო საკვები რაციონის გადახედვა და მასში კორექტივების შეტანა. არ მიიღოთ დღეში 1500 კალორიაზე მეტი. ჭამეთ დიდი რაოდენობით ხბოს ღვიძლი, უმი კომბოსტო, ბოლოკი, ვაშლი. მინიმუმამდე დაიყვანეთ მარილისა და შაქრის მოხმარება. 


 


 



თხის რქა

უმოძრაო წესით ცხოვრება, თქვენი სასურველი წონის შენარჩუნების მთავარი მტერია. ეცადეთ, ყოველდღიურად ივარჯიშოთ და სათანადო ყურადღება დაუთმოთ კვებას. ჯიუტი ბუნების გამო, არ გაგიჭირდებათ დიეტის დაცვა და სასურველი წონის შენარჩუნება. ნუ მიიღებთ საკვებს საღამოს 7 საათის შემდეგ. ჭამეთ მოხარშული მჭლე ხორცი, ახალი ბოსტნეული, სეზონური ხილი, კენკროვნები. მიიღეთ პოლივიტამინები და თვეში ორჯერ მინერალური, გაზგასული წყლის დიეტა დაიცავით.


 


 


მერწყული
მერწყულის ნიშნით დაბადებულ ადამიანს გემრიელი საკვები უყვარს, რაც მის წონაზეც ხშირად აისახება. თუმცა, თუ შეძლო და მადა მოთოკა, არც სასურველ წონამდე უჭირს ორგანიზმის დაყვანა. გირჩევთ, ნაკლებად მიიღოთ ტკბილეული, ღვეზელები, ფუნთუშები, გაზიანი სასმელი. მეტად მიიღეთ რძის ნაწარმი, რათა ორგანიზმი არ გამოიფიტოს. თქვენი დღიური ნორმაა 1250-1300 კალორია. შაქარი შეცვალეთ თაფლით, მოერიდეთ ზედმეტად მარილიანი კერძების მიღებას. საღამოობით ბევრი ისეირნეთ ფეხით სუფთა ჰაერზე - ასე სასიცოცხლო პოტენციალსაც აიმაღლებთ და წონაშიც დაიკლებთ.


 


 


თევზები
ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები მგრძნობელობით გამოირჩევიან. არ ჰყოფნით ნებისყოფა, დაიცვან სწორი კვების რეჟიმი და თავს უფლებას აძლევენ, გემრიელად დანაყრდნენ. ამის გამო, ზედმეტი წონის აკრეფას ადვილად ახერხებენ, დაკლება კი უჭირთ. გირჩევთ, თავად დაფიქრდეთ და მიხვდეთ, რომელი საკვები გიქმნით წონის პრობლემებს და რის ჭამას უნდა მოერიდოთ. კარგია, თუ კვირაში ერთ დღეს მოხარშული ბრინჯის დიეტას დაიცავთ. ასევე, სასარგებლოა თქვენთვის თევზი, ისპანახი, მწვანილეულობა და სეზონური ხილი. არ დაგავიწყდეთ, რომ დღეში 1600-1700 კალორიაზე მეტი არ უნდა მიიღოთ.

საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.
ამბები

ანა მიქელაძე: ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
საკნატუნო ამბები

მიზეზები, რომელთა გამო ქალები სექსზე უარს ამბობენ

როგორც აღმოჩნდა, იმ ფაქტორების კლასიფიცირება მოხდა, რომელთა გამო ქალბატონები სექსზე უარს აცხადებენ.   
დღის ჰოროსკოპი

20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ანა მიქელაძე: სულ შესულია 68 საჩივარი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებას 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ამბები

ცესკოში მორიგი საინფორმაციო ბრიგინგი გაიმართა

ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიასთან 15:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ისაუბრა.
ამბები

ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 სთ-ის მდგომარეობით

ცესკოს პრეს სპიკერმა აქტივობასთან ერთად მედიას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია
კულინარია

გემრიელი სალათების სეზონი გაიხსნა!

გაზაფხულთან ერთად, ფერადი და არომატული ბოსტნეულიც შემოვიდა. ეს სალათა, რომლის რეცეპტსაც დღეს გიზიარებთ, ჯანსაღი, გემრიელი და უმარტივესად მოსამზადებელია!
დღის ჰოროსკოპი

19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?