როგორი სამკაულის ტარება მოგიტანთ წარმატებებს 2016 წელს

ჰოროსკოპი

16 იანვარი 18:00, 2016 წელი

თანამედროვე მანდილოსნები დღეს განსაკუთრებულ უპირატესობას ანიჭებენ ბიჟუტერიას. ასეთი სამკაული საქმიან შეხვედრებსა თუ წვეულებებზე მიღებული და მოდურია. თუ გსურთ, სამკაულმა წარმატება მოგიტანოთ, უნდა ისწავლოთ სწორად შერჩევა.


ვერძი

თუ ვერძის ზოდიაქოს ნიშნით ხართ დაბადებული და გსურთ ყურადღების ცენტრში ყოფნა, უპირატესობა ორიგინალურ კოლიეზე, გრძელ საყურეზე, ვარდისფერი ქვებით მოჭედილ ბეჭდებზე შეაჩერეთ, მკაფიო ფერის ქვებით ყვავილის ფორმის აქსესუარები კი გარშემომყოფთა ყურადღებასაც დაიმსახურებს და თქვენს ცხოვრებას უფრო ლამაზსა და მრავალფეროვანს გახდის.



კურო

თუ კუროს ზოდიაქოს ნიშანს განეკუთვნებით, მაშინ არჩევანი ლითონის აქსესუარებს მიანიჭეთ, ყურადღება კი ყელსაბამზე გადაიტანეთ. თქვენთვის მისაღებია მოვარდისფრო-მოწითალო ქვებით შემკული ბიჟუტერიის ტარება.


 



ტყუპები

ტყუპებისთვის კარგია თვალშისაცემი გულსაბნევების ყოველდღიურად ტარება. მით უმეტეს, თუ მათ ყვავილის ფოთლის ფორმა აქვს. რაც შეეხება ქვებს, კარგია ყვითელი ან ვარდისფერი ქვით მოჭედილი სამკაულები. არ გირჩევთ მასიური სამკაულის ტარებას.


 



კირჩხიბი
თუ კირჩხიბის ნიშანს განეკუთვნებით, ატარეთ ხის ან ლითონის სამკაული. გამჭვირვალე ქვებით მოჭედილი ბიჟუტერია კი უფრო მიმზიდველს გაგხდით. ასევე, სასიკეთო გავლენას მოახდენს თქვენს პროფესიონალურ სფეროზე და ადვილად მიაღწევთ წარმატებასა და პოპულარობას კარიერაში. 


 



ლომი
ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულმა ადამიანმა უნდა ატაროს დიდი ზომის სამკაულები, რომლებიც ვარდისფერი ქვებით იქნება შემკული. ეს ბიჟუტერია აუცილებლად ცნობილი ბრენდის და ძვირფასი უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზედმეტად ნუ გადაიტვირთებით.


 



ქალწული

ქალწულებს მონეტებისგან გაკეთებული სამკაული უფრო მეტად წარმატებულს გახდის. ერიდეთ ძვირფას ლითონებს და აქცენტი გლუვ ქვებზე გააკეთეთ. ეს დაგეხმარებათ, ადვილად ამოიცნოთ ფარული მტრები და ადვილად დააღწიოთ მათ მიერ დაგებულ მახეს თავი. ასევე, გახდეთ მეტად მომხიბვლელი და ადვილად მოიზიდოთ საპირისპირო სქესის წარმომადგენლების ყურადღება.


 



სასწორი
თუ სასწორის ნიშნით დაიბადეთ, მაშინ ყვითელი ფერის შუშის ბიჟუტერია მოგიხდებათ, ნატურალური ქვები კი მეტ თავდაჯერებას შეგმატებთ, ხელს მოგიმართავთ საქმეებში და მეგობრულ წრეში თქვენს ავტორიტეტს კიდევ უფრო აამაღლებს.


 



მორიელი

მორიელებს აქცენტი კლასიკურ სამკაულზე უნდა ჰქონდეთ შეჩერებული, რადგან ეს მათი სტილია. თუმცა, არც თანამედროვე მოდას უნდა ჩამორჩნენ. ატარეთ ყვავილის, პეპლის ან გულის ფორმის, გამჭვირვალე ქვებით შემკული პატარა ზომის გულსაკიდები. ეს მეტად მიმზიდველსა და წარმატებულს გაგხდით ცხოვრებაში.


 



მშვილდოსანი

თუ მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ ხართ დაბადებული, არჩევანი გააკეთეთ ცისფერი ქვებით გაწყობილ სამკაულებზე. ყოველდღიურად ატარეთ ბეჭედი, წვეულებებსა და შეხვედრებზე კი ნაზი, სადა ბიჟუტერია გაიკეთეთ. ეს თქვენდამი დაინტერესებას გააორმაგებს და თქვენს აზრს ყველა პატივს სცემს.


 



თხის რქა

თხის რქები მეტად რომანტიკოსები არიან, უყვართ ძველი სტილის სამკაულების ყოველდღიურად ტარება. გირჩევთ, სხვადასხვა ფერის ქვებით გაწყობილი ბიჟუტერია მოირგოთ და მას რომელიმე ცხოველის ფორმა ჰქონდეს.


 



მერწყული

მერწყულები  გემოვნებითა და მოდურობით გამოირჩევიან. მათ უცნაური ფორმის სამკაულების ტარება უყვართ. თქვენთვის კარგია წითელი, ცისფერი და ნარინჯისფერი ქვებით გაწყობილი ბიჟუტერიის ტარება, მით უმეტეს, თუ შეხვედრაზე ან მიღებაზე მიდიხართ.


 




თევზები

თუ თევზების ზოდიაქო გმართავთ, უნდა ატაროთ პატარა ზარის ფორმის გულსაკიდი, ბეჭედი ან საყურე – ეს ნებისმიერ სფეროში წარმატების გარანტი იქნება. ქვებიდან კი უპირატესობა ლურჯ, ყვითელ ან წითელ ფერებს მიანიჭეთ და ამ ფერის ქვებით გაწყობილი ბიჟუტერია ატარეთ.

დღის ჰოროსკოპი

21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.
ამბები

ანა მიქელაძე: ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
საკნატუნო ამბები

მიზეზები, რომელთა გამო ქალები სექსზე უარს ამბობენ

როგორც აღმოჩნდა, იმ ფაქტორების კლასიფიცირება მოხდა, რომელთა გამო ქალბატონები სექსზე უარს აცხადებენ.   
დღის ჰოროსკოპი

20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ანა მიქელაძე: სულ შესულია 68 საჩივარი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებას 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ამბები

ცესკოში მორიგი საინფორმაციო ბრიგინგი გაიმართა

ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიასთან 15:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ისაუბრა.
ამბები

ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 სთ-ის მდგომარეობით

ცესკოს პრეს სპიკერმა აქტივობასთან ერთად მედიას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია
კულინარია

გემრიელი სალათების სეზონი გაიხსნა!

გაზაფხულთან ერთად, ფერადი და არომატული ბოსტნეულიც შემოვიდა. ეს სალათა, რომლის რეცეპტსაც დღეს გიზიარებთ, ჯანსაღი, გემრიელი და უმარტივესად მოსამზადებელია!