18-24 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

18 იანვარი 00:05, 2016 წელი

ფინანსური ოპერაციების ჩატარებისას ყური უგდეთ ინტუიციას და გადაამოწმეთ საბუთები. კარგი დროა მკურნალობის დაწყებისა და ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის.


ვერძი

ეს კარგი დროა ცოდნის მისაღებად და პროფესიის შესაცვლელად. გაგიადვილდებათ ნათესავებთან და ძველ მეგობრებთან კონტაქტის დამყარება. პერიოდულად განმარტოვება, ახალი ფასეულობების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს, ხოლო ბუნებასთნ სიახლოვე ენერგიით აგავსებთ. დაღლილობის შეგრძნებისას უმჯობესია მოვალეობების ნაწილი სხვებს გადააბაროთ და სადმე დასასვენებლად გაემგზავროთ. საყვარელ ადამიანს კი ნუ გაუბრაზდებით, თუ მას სამსახურის გამო ნაკლები თავისუფალი დრო ექნება.


 



კურო

არაოფიციალური სამუშო შესაძლოა, გახდეს შემოსავლის ძირითადი წყარო. რთულ სიტუაციაში დახმარებისთვის მიმართეთ მეგობრებს, ახლობლებს და ნათესავებს. აღადგინეთ ძველი კავშირები და საზოგადოებაში დაიმკვიდრეთ მნიშვნელოვანი ადგილი. სიფრთხილეა საჭირო გზებზე მოძრაობისას და მოგზაურობისას, რადგან იზრდება ავარიების ალბათობა. მეტ ყურადღებას მოგთხოვთ ბავშვების ჯანმრთელობა. საყვარელ ადამიანთან გაუგებრობა კი ადვილად მოგვარდება.


 



ტყუპები

რთული დროა, შეიძლება გახშირდეს ექსტრემალური და სარისკო სიტუაციები. სხვის ფულს საქმისთვის ნუ გამოიყენებთ და ეცადეთ, თავი აარიდოთ კრედიტების აღებას. უცხოელებთან დაკავშირებით მოსალოდნელია პრობლემები. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა მჭიდრო და სანდო გახდება, რაც მეტ ქმედითუნარიანობას და თავდაჯერებულობას შეგმატებთ. მოგზაურობები დამატებით სირთულეებსა და საზრუნავს გაგიჩენთ. კარგი დროა მკურნალობის დაწყებისა და ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის.


 



კირჩხიბი

ადვილად შეძლებთ ძველი საქმეების დასრულებას და ჩანაფიქრების განხორციელებას. შესაძლოა დაფიქრდეთ სამსახურის ან პროფესიის შეცვლაზე, სხვა ქვეყნიდან მიღებული მომგებიანი სამუშაოს წინადადების მიღებაზე ან სადმე გამგზავრებაზე. თუმცა, ამის რეალიზება ჯერ ჯობია გადადოთ. კარგი იქნება, თუ გაიხსენებთ რაიმე ძველ, კარგად დავიწყებულ ჰობის. ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში ისარგებლეთ ხალხური ან არატრადიციული მედიცინის საშუალებებით.


 



ლომი

გავლენიანი მეგობრები დაგეხმარებიან მიზნების მიღწევაში იმ შემთხვევაში, თუ ეს მათთვისაც ხელსაყრელი იქნება. წარმატებით გაართმევთ თავს წვრილმან და პრაქტიკულ საქმეებს. სასიკეთოდ შეიცვლება ოჯახის გარემო, საქორწინო და სასიყვარულო ურთიერთობები, თუ მეტად ყურადღებიანი იქნებით ამ ადამიანების მიმართ. კარგი დროა დიეტის დასაცავად და მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. უცხოეთში ხანგრძლივი მოგზაურობა ან საცხოვრებლად გადასვლა რეკომენდირებული არ არის.


 



ქალწული

ყურადღება გმართებთ ფინანსური საქმეებისა და საბუთების მიმართ, რათა არ დაუშვათ შეცდომები და ვალების აღება არ მოგიხდეთ. ეს კარგი დროა ახალი ნაცნობობისთვის, ოღონდ ზემეტად თავდაჯერებული ნუ იქნებით. ერიდეთ მივლინებებსა და მოგზაურობებს. სამსახურის გამო ეცადეთ არ გაანაწყენოთ მეგობრები. სასიყვარულო პარტნიორებთან კი შეიკავეთ ემოციები და საკუთარი პოზიციები არგუმენტების დახმარებით გაამართლეთ.


 



სასწორი

გარშემომყოფებთან ბევრი რაღაცის დამალვა მოგიწევთ და მხოლოდ ოჯახის წევრებსა და ბავშვებტან იგრძნობთ თავს თავისუფლად. შესაძლოა დახმარება დასჭირდეს თქვენს დედმამიშვილს.  აუცილებლობის მიუხედავად, ცოტა ხნით გადადეთ მოგზაურობა, რათა უცხო ადგილას არ შეგექმნათ პრობლემები და უქმად არ დაგეხარჯოთ მოგროვილი თანხა. ახალი ფარული სასიყვარულო კავშირი კი ბევრ სიამოვნებას გაჩუქებთ და ცვლილებებისკენ გიბიძგებთ.


 



მორიელი

ნათესავებთან ერთდ სააქმის წამოწყებას და ფულის დაბანდებას არ გირჩევთ, რადგან ეს მხოლოდ დანაკარგს მოგიტანთ. საყვარელ ადამიანტან თუ არ გექნებათ თბილი და გულღია ურთიერთობა, შესაძლოა ურთიერთობა ჩიხში შევიდეს და დაცილების პროცესიც კი დაიწყოს. ეცადეთ, გათავისუფლდეთ კომპლექსებისგან და მეტად კრიტიკული იყოთ საკუთარი თავის მიმართ. მოგზაურობა ჯობია, დროებით გადადოთ და დრო დაუთოთ ჯანმრთელობას და ფინანსური მდგომარეობის მოწესრიგებას.


 



მშვილდოსანი

თავს იჩენს დაღლილობა და უხასიათობა, ამიტომ იდეების განხორციელება ჯობია, მოგვიანებით დაიწყოთ, როცა თქვენი ფსიქოემოციური და ფინანსური მდგომარეობა მეტად მყარი იქნება. ოჯახურ ურთიერთობებში დაძაბულობის თავიდან მეტი დრო დაჰყავით სახლში და არ დაიზაროთ მეუღლეთან ან ბავშვებთან გულღია საუბარი. დაუოჯახებელმა მშვილდოსნებმა კი ყურადღება მიაქციეთ თანამშრომლებს. აქ შესაძლოა ახალ რომანს ჩაეყაროს საფუძველი.


 



თხის რქა

საქმეში მეტად თავდაჯერებული იქნებით, თუმცა მოუსმინეთ სხვის რჩევებსაც, რათა არ დაუშვათ რთულად გამოსასწორებელი შეცდომები. სასურველია უარი თქვათ მეგობრების წრეში გართობაზე, რათა არასასიამოვნო ინციდენტის მონაწილე არ გახდეთ. სასიყვარულო სფეროში დროებითმა სიმშვიდემ შესაძლოა გაგაღიზიანოთ, ამიტომ დაფიქრდით ოჯახის შექმნაზე. ენერგობალანსი დაიწყებს კლებას, ამიტომ ეცადეთ არ გადაიტვირთოთ ფიზიკურად და ხშირად დაისვენოთ ბუნებაში, სუფთა ჰაერზე.


 



მერწყული

თქვენი ენერგობალანსი ჯერ კიდევ სუსტია, ამიტომ ეცადეთ ხშირად დაისვენოთ და არ გადაიღალოთ. სახლის საქმეები და ნათესავებთან ურთიერთობა ბევრ დროს წაგართმევთ. არ აჰყვეთ ცდუნებებს, რადგან შეცდომებს ვერ აცდებით და შესაძლოა ბევრი უსიამოვნება შეგხვდეთ. სიფრთხილე გმართებთ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობისასაც, რათა ამან ზიანი არ მიაყენოს თქვენს არსებულ სასიყვარულო ან საოჯახო კავშირს. შორეული მოგზაურობა კი სჯობს სხვა დროისთვის გადადოთ.


 


თევზები
ფინანსური ოპერაციების ჩატარებისას ყური უგდეთ ინტუიციას და გადაამოწმეთ საბუთები. თუ გამოიყენებთ სასიკეთო შემთხვევებს, წარმატებების მიღწევის ალბათობა გაიზრდება. თუ ჯერ კიდევ მარტოხელა ხართ, გამოიყენეთ ეს პერიოდი ახალი სიყვარულის საძიებლად, რადგან თქვენი მომხიბვლელობა და სექსუალურობა გარშემომყოფებზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს. მოგზაურობა ამ დროს სასურველ შედეგს არ გამოიღებს, ხოლო უცხოელებთან ურთიერთობამ შეიძლება, გაგაბრაზოთ კიდეც.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?