1-7 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

1 თებერვალი 00:05, 2016 წელი

გეგმების რეალიზება გაგიადვილდებათ პარტნიორების დახმარებით. ეს კარგი დროა მეგობრული კავშირების აღსადგენად. მოემზადეთ ახალი პროექტების დასაწყებად. არ გაფლანგოთ ფული ტყუილ-უბრალოდ.


ვერძი

ჩანაფიქრების განხორციელების დროა. ახალი კავშირები და ინფორმაცია სასიკეთოდ წაადგება თქვენს მომავალს. მომატებული ენერგიითა და განწყობით ადვილად გაუმკლავდებით რთულ სიტუაციებს. შესაძლოა, მოგიწიოთ შორეულ მოგზაურობაში გამგზავრება, სადაც დიდია მომავალი სასიყვარულო კავშირის დამყარების ალბათობა. ეცადეთ, არ გააიდეალუროთ ფარული სასიყვარულო გრძნობა, რადგან ამან შესაძლოა, მყარ ურთირთობას ან საქორწინო კავშირს შეუქმნას საფრთხე.




კურო

თქვენი ყურადღება სახლისა და ოჯახის პრობლემებისკენ იქნება მიპყრობილი. ოჯახის წევრები და მეუღლე ყოველმხრივ გაგიწევენ დახმარებას ბიზნესსა და პირად საქმიანობაში. ასევე, მოსალოდნელია დამატებითი სამუშოს ან ახალი ბიზნესის წამოწყებაც, რაც სრულიად შეცვლის თქვენს ცხოვრებას. რთულ სიტუაციებში ეცადეთ, სწრაფად იმოქმედოთ და დაუკავშირდეთ თანამოაზრებს. უარი თქვით სხვა ქალაქში გამგზავრებაზე, რათა გზაზე პრობლემებს აარიდოთ თავი.




ტყუპები

სოციალური და ეკონომიკური წინსვლისთვის მეტი შემოქმედებითი აქტიურობაა საჭირო. საქმეებში დახმარებას საიდუმლო გავლენიანი პირები ან თანამზრახველები გაგიწევენ. შესაძლოა, მეგობრული ურთიერთობა დიდ სიყვარულში გადაიზარდოს. რომანტიკული კავშირი გახსნილი და მეტი სიამოვნების მომტანი გახდება. ბავშვებმა შესაძლოა, მეტი დრო მოგთხოვონ, რაც დამატებით პრობლემებს შექმნის. ასევე, შესაძლოა ბავშვის ჩასახვაც. მოგზაურობა სასიკეთოდ და შედეგიანად ჩაივლის.




კირჩხიბი

წარმატებების გამო ეიფორიაში ნუ ჩავარდებით და მეტად პრაქტიკულად შეხედეთ სინამდვილეს. მეგობრული კავშირები ხშირად მოგაცდენენ საქმისგან. გაგიადვილდებათ ასაკით პატარა ადამიანებთან თანამშრომლობა და შესაძლოა, ლიდერის პოზიციაც კი დაიკავოთ. წვრილმანი ოჯახური პრობლემების გამო ნუ ინერვიულებთ, რათა არ გაგიუარესდეთ ჯანმრთელობის მდგომარეობა. მოგზაურობა დიდ ხარჯებს დაუკავშირდება, ხოლო უცხოეთში მიზნის მიღწევა შეუძლებელი გახდება.




ლომი

უეცარი მოვლენები და ინფორმაცია გონივრულად და დინჯად გააანალიზეთ. შემოქმედებითი მიდგომით და საქმის არატრადიციული გზით შესრულებით გარშემომყოფების შექებას დაიმსახურებთ. შესაძლოა, უეცრად წამოიწყოთ ფარული სასიყვარულო ურთიერთობა. კონტაქტების უმრავლესობას საქმიანი ხასიათი ექნება და შემოსავლის გაზრდას შეუწყობს ხელს. განწყობას გაგიუმჯობესებთ მოგზაურობა, სადაც შესაძლოა, სულიერი მასწავლებელი ან კარგი მრჩეველი შეიძინოთ.




ქალწული

ბევრ დროს წაგართმევთ სახლისა და ოჯახის საქმეები, თუმცა უმჯობესია, დრო ბიზნესსა და პირად საქმიანობას დაუთმოთ. მოემზადეთ ახალი პროექტების დასაწყებად და ჩანაფიქრების განსახორციელებლად. ეცადეთ, ფინანსები წესრიგში გქონდეთ და არ გაფლანგოთ ფული ტყუილ-უბრალოდ. სასიყვარულო სფეროში შესაძლოა, საიდუმლო ურთიერთობა ჩამოგიყალიბდეთ. წარსულ ურთიერთობას კი ნუ გამოედევნებით და ეცადეთ, მეტად ოპტიმისტურად შეხედოთ ცხოვრებას.




სასწორი

ახალი იდეები  და ახალი ტექნოლოგიებისადმი სწრაფვა მთელს თქვენს გონებას დაიპყრობს და მიზანმიმართულად მუშაობაში შეგიშლით ხელს. კარგი იქნება, თუ ყოფილ მეგობრებსა და ახლობლებს აპატიებთ ღალატსა და შეცდომებს. შესაძლოა, დიპლომატის როლშიც მოგიწიოთ ყოფნა. ხშირად დაისვენეთ და შეიმუშავეთ საქმეებისა და საკუთარი ბიზნესის დარეგულირების უმოკლესი გზები. დადებითად ჩაივლის შორეული მოგზაურობები და უცხოელებთან კონტაქტები.




მორიელი

ადვილად გაართმევთ თავს ძველი საქმეების დასრულებას და შესაძლოა, კარგი გასამრჯელოც აიღოთ. სამსახურში პრობლემების გაჩენისას დაფიქრდით იმაზე, თუ რისი შეცვლაა აუცილებელი. სასიყვარულო ან საოჯახო ურთიერთობების გაუმჯობესება კი შემდგომი მოქმედების სტიმულს მოგცემთ. მოგზაურობისას სიფრთხილე გმართებთ, რათა არაფერი დაკარგოთ. თქვენს ორგანიზმს ამ პერიოდში განსაკუთრებით კარგად წაადგება დინამიკური ვარჯიში, სპორტული თამაშები და მეგობრებთან ერთად მხიარულება.




მშვილდოსანი

საქმეებში ინიციატივა საკუთარ ხელში აიღეთ და სასურველი შედეგიც არ დააგვიანებს. ყურადღება მიაქციეთ ახლობლების შემოთავაზებებს, გამოიყენეთ არსებული მდგომარეობა და გაიუმჯობესეთ ცხოვრებისა და მუშაობის პირობები. ეს კარგი დროა ცოდნის გაღრმავებისა და სწავლისთვის. ფინანსური მდგომარეობის გამოსასწორებლად კი აუცილებელი გახდება ახალი კავშირების დამყარება. გზაში დამყარებული ნაცნობობა შემდგომში შესაძლოა, დიდ სიყვარულში გადაიზარდოს.




თხის რქა

სამსახურეობრივ საქმეებში გაუგებრობებს ადვილად მოაგვარებთ. ოჯახში ცვლილებები კი სჯობს გადადოთ, რადგან ამ დროს თქვენი ენერგოპოტენციალი დაბალია და შესაძლოა, ამან ჯანმრთელობის მდგომარეობა გაგიუარესოთ. ბავშვებთან ურთიერთობა სტიმულს მოგცემთ პირადი ცხოვრების მოსაწესრიგებლად და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე დაიწყებთ ფიქრს. მოგზაურობა და შეხვედრები შესაძლოა, პრობლემებს დაუკავშირდეს ან სრულიად ჩაიშალოს.




მერწყული

პროფესიულ სარბიელზე ბევრი ახალი იდეა გექნებათ, თუმცა წინასწარ აირჩიეთ მიზანიც და სამოქმედო ტაქტიკაც. ამ შემთხვევაში თქვენს მონდომებასაც დააფასებენ და კარგ შემოსავალსაც მიიღებთ. მოერიდეთ იურიდიულ ინსტანციებთან ურთიერთობას და მოაწესრიგეთ საბუთები. სასიყვარულო სფეროში დიდი წარმატებები გელით, თუმცა დაქორწინება ჯობია, დროებით გადადოთ. ეს კარგი დროა, როგორც საქმიანი მივლინებებისთვის, ისე დასვენებისთვის განკუთვნილი მოგზაურობებისთვის.





თევზები

კოლეგებში თქვენი ავტორიტეტი საგრძნობლად გაიზრდება. სამსახურის საქმეებში წარმატებისთვის გამოიყენეთ არაორდინალური გზები და ახალი მეთოდები. გეგმების რეალიზება გაგიადვილდებათ პარტნიორთა დახმარებით. ეს კარგი დროა მეგობრული კავშირების აღდგენის და საქმეების დასრულებისთვის. ერიდეთ ფულის უყაირათოდ ხარჯვას, რადგან ახალი შენაძენების გამო შესაძლოა, ვალის აღებაც კი მოგიწიოთ. ხანგრძლივი მოგზაურობა ჯობია სხვა პერიოდისთვის გადადოთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?