25-31 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

25 იანვარი 00:05, 2016 წელი

კარგი დროა საზოგადოებრივი საქმიანობისთვის, თუმცა ახალი პროექტების დაწყებამდე სჯობს, ძველი საქმეები დაასრულოთ. ეცადეთ, მეტი დრო გაატაროთ სახლში და ხშირად დაისვენოთ. განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ პირად ურთიერთობაში.

ვერძი
ეს კარიერისა და პირად ცხოვრებაში დიდი აღმავლობის დასაწყისის მოსამზადებელი პერიოდია. შეიცვლება თქვენი მიზნები და სამოქმედო ახალ გზებს მიმართავთ. განათლებით, შეგრძნებების სიზუსტით და დაკვირვების უნარით ადამიანებში ავტორიტეტს მოიპოვებთ. ოღონდ, მოერიდეთ საკუთარი პოზიციების ძალისმიერად დაცვას. ხანმოკლე მოგზაურობები დასვენებისა და მოდუნების საშუალებას მოგცემთ. წარმატებას გპირდებათ უცხოელებთან ურთიერთობაც. სასიყვარულო ურთიერთობაში ჰარმონიისთვის კი მოგიწევთ, დათმოთ პრინციპული პოზიციები.


 


კურო
ახალი საქმის დაწყების შემთხვევაში დახმარებისთვის მიმართეთ ახლო ნათესავებსა და მეგობრებს. ნაყოფიერი გამოდგება თქვენი სტუმრობა სახელმწიფო მოხელეებთან და სოციალურ დაწესებულებებში. მოგებას კომერციული საქმიანობა მოგიტანთ. ნუ გამოიყენებთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას, განსაკუთრებით საყვარელ ადამიანთან დაკავშირებით. დადებითად ჩაივლის შორეული მოგზაურობები, ოღონდ ყურადღება მიაქციეთ ჩანთას, რათა არაფერი დაკარგოთ.


 


ტყუპები
მოიმატებს თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი, რისი მეშვეობითაც შეძლებთ, ახალი კავშირების დამყარებას, თავის უკეთ წარმოჩენას. უცნობ ადამიანებს ნუ გაუმხელთ იდეებსა და ჩანაფიქრებს, რადგან მათ შეიძლება, თქვენი იდეებით არაკეთილსინდისიერად ისარგებლონ. ეცადეთ, მეტი დრო გაატაროთ სახლში და ხშირად დაისვენოთ. განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ პირად სასიყვარულო ურთიერთობაში, რადგან დანაკარგის დიდი შანსია.


 


კირჩხიბი
ეს სტაბილური პერიოდია, რომელიც აღსავსე იქნება რომანტიკულობით და ფინანსური კეთილდღეობით. საქმეში წარმატება და ახლობლებისთვის უანგაროდ გაწეული დახმარება კი თქვენს ავტორიტეტს აამაღლებს. მიუხედავად ამისა, საქმეში სჯობს, გამოცდილი ადამიანების რჩევები გაითვალისწინოთ. უცხოელებთან დამყარებული კონტაქტი მომავალში მოგებას მოგიტანთ. ბავშვებთან კი მეტად დამთმობი და რბილი იყავით, რათა არ დაღალოთ თქვენი სიმკაცრით.


 


ლომი
მიზნები დაუკავშირდება ახალ ჩანაფიქრებსა და განსხვავებულ საქმიანობას. მეგობართა დახმარებით შესაძლოა ბევრი ახალი და საინტერესო ადამიანი გაიცნოთ, რომლებიც წინსვლაში დაგეხმარებიან. წარმატება გელით იურიდიულ და საბუთებთან დაკავშირებულ საქმეებში. სახლში ჰარმონიული სიტუაცია ენერგიას შეგმატებთ და შეძლებთ ადვილად გაუმკლავდეთ პპერიოდულ სირთულეებს პირად ცხოვრებაში. სასიკეთო შედეგს გამოიღებს მოგზაურობა და უცხოელებთან კონტაქტი.


 


ქალწული
კარგი დროა ახალი საქმიანი პარტნიორული ურთიერთობების დასამყარებლად. თქვენ დარწმუნებული იქნებით საკუთარი აზრების სისწორეში და ყოველმხრივ დაიცავთ საკუთარ პოზიციებს. იზრუნეთ გარშემომყოფებთან ჰარმონიული ატმოსფეროს შექმნასა და ნაყოფიერად თანამშრომლობაზე. გაიზრდება გადაადგილებების, შეხვედრების და ახალი ნაცნობობის რაოდენობა. საყვარელ ადამიანთან იყავით მეტად თბილი და გამგები, რათა განშორება ან ურთიერთობის გაცივება თავიდან აიცილოთ.


 


სასწორი
გაგიტაცებთ ავანტიურული პროექტები. გაიზრდება ურთიერთობა ასაკით უმცროს ადამიანებთან. ოჯახში სჯობს თავი აარიდოთ სერიოზული საკითხების განხილვას. ეცადეთ,  განსაკუთრებით კატეგორიული არ იყოთ თქვენი პოზიციების დაცვის დროს. საყვარელ ადამიანთან უთანხმოების შემთხვევაში მას რამე აჩუქეთ და ყველაფერი უმალ გამოსწორდება. ეს პერიოდი აღსავსე იქნება გადაადგილებებით, თუმცა გზაზე მოძრაობისას მეტად ყურადღებით იყავით.


 


მორიელი
ამ პერიოდში ეცადეთ, არ გარისკოთ და ყველა ადამიანს გულღიად ეკონტაქტოთ. გარკვეულ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს მემკვიდრეობასთან და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეები. შემოქმედებითი სამუშაო, მოლაპარაკებები და ხანმოკლე მოგზაურობა მოგებას მოგიტანთ. პირად ცხოვრებაში დროულად გააკეთეთ არჩევანი, რათა სასიყვარულო პარტნიორმა უარი არ თქვას ურთიერთობის გაგრძელებაზე. თუ თავს შეუძლოდ იგრძნობთ, სჯობს, დროულად მიმართოთ ექიმს.


 


მშვილდოსანი
ენერგიული, ნაყოფიერი და შემოქმედებითი დროა, ამიტომ ეცადეთ, წინასწარ დაგეგმოთ ყველა საქმე. შემოსავალს იურიდიული, საკონსულტაციო და სამეწარმეო საქმიანობა მოგიტანთ. მასშტაბურ პროექტებში კი გონივრული რისკი გამართლებული იქნება. დროულად გაერკვიეთ გრძნობებში, რათა გული არ ატკინოთ საყვარელ ადამიანს. ამ დროს დაწყებული მოგზაურობა, მიუხედავად კარგი განწყობისა და ძლიერი ჯანმრთელობისა, სასურველ შედეგს ვერ მოიტანს, თუმცა გამოდგება ახალი საქმიანი კონტაქტების დასამყარებლად.


 


თხის რქა
შემოქმედებითი საქმეების შესრულება ფინანსურ მდგომარეობას გაგიმყარებთ. მიმოწერა, სატელეფონო საუბრები, გულის ნადების განხილვა და ინტიმური შეხვედრები მოგადუნებთ, ოპტიმიზმით აგავსებთ და შეგისუსტებთ ნერვულ დაძაბულობას. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან. სასიყვარულო პარტნიორმა კი შეიძლება, იმედი გაგიცრუოთ და სათანადო დახმარება ვერ გაგიწიოთ. კარგი დროა ახლო მოგზაურობებისა და უცხოელებთან კავშირისთვის.


 


მერწყული
ეს კარგი დროა იურიდიული და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის, თუმცა ახალი პროექტების დაწყებამდე სჯობს, ძველი საქმეები დაასრულოთ. შესაძლოა, თქვენი სანუკვარი ოცნებაც ახდეს. ბევრ მოულოდნელ ამბავს შეიტყობთ, მაგრამ არსებული მდგომარეობის შესანარჩუნებლად სჯობს, არაფერი შეცვალოთ. არსებული სასიყვარულო ურთიერთობა ან გამყარდება, ან გაქრება. ემოციებისგან დასასვენებლად კარგი იქნება ქალაქგარეთ გამგზავრება და გართობა.


 


თევზები
დროულად დაასრულეთ ძველი საქმეები და ამისთვის ახალი მეთოდები გამოიყენეთ. ხელშეკრულებების დასადებად და პარტნიორული ურთიერთობების დასამყარებლად უცნობებთან ურთიერთობას მოერიდეთ, რათა არავინ მოგატყუოთ. ახალი სასიყვარულო ურთიერთობა შესაძლოა, იმდენად უეცრად დაგატყდეთ თავს, რომ თავადაც ვერ მიხვდეთ. ეს კარგი დროა უცხოელებთან ურთიერთობისა და ცოდნის გასაღრმავებლად, ასევე, მოგზაურობისა და საქმიანი კავშირების დასამყარებლად.

დღის ჰოროსკოპი

19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

როგორ იქცა 24 წლის უდარდელი ბიჭი მრავალშვილიან მამად

4 ქალიშვილის მამას საიმონ ჰუპერს (Simon Hooper) არცთუ მარტივი ცხოვრება აქვს, თუმცა ის ინსტაგრამზე ყოველგვარი შეფერადების გარეშე აღწერს თავის ყოველდღიურობას და იუმორით ჰყვება, როგორია, იყო ერთადერთი მამაკაცი ხუთი ქალის გარემოცვაში. 
საკნატუნო ამბები

(+18) მითები „უკანა კარზე“ - 11 მცდარი მოსაზრება ანალურ სექსზე

მართალია, ანალური სექსი ტაბუ აღარ არის, მაგრამ კითხვა და მითი ამ თემის გარშემო ბევრია. მტკივნეულია? შესაძლებელია ორგაზმის მიღება? ვინმე მუდმივად კავდება ანალური სექსით? სპეციალისტები გვიმხელენ, რა არის სიმართლე და რა მითი.  
დღის ჰოროსკოპი

18 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

საქართველოში კიდევ ერთი საერთაშორისო ბრენდი Ipekyol&Twist • იპეკოლი&ტვისტი შემოვიდა

16 მაისს ბრენდის პირველი ოფიციალური მაღაზია სავაჭრო ცენტრ „მერანში“ გაიხსნა.
კინო

2 ახალი სერიალი ჯესიკა ალბასა და ჯორჯ კლუნის მონაწილეობით

ისინი 2019 სერიალებია. ერთ-ერთის პრემიერა კი, რომელშიც ჯორჯ კლუნის ვიხილავთ, ამ კვირაში გაიმართება.
ამბები

ცესკომ მიმდინარე წლის 19 მაისის არჩევნებისთვის სადამკვირვებლო ორგანიზაციების შესახებ სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა

2019 წლის 19 მაისის არჩევნებისთვის სტატისტიკური მონაცემები სადამკვირვებლო ორგანიზაციების შესახებ.
დღის ჰოროსკოპი

17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

კაპრეზე პესტოს სოუსით - აუცილებლად სცადეთ!

მწიფე პამიდორი, მადისაღმძვრელი მოცარელა და ცხარე სოუსი... ეს იტალიური სალათი შთამბეჭდავია არა მარტო ინგრედიენტების კომბინაციით, არამედ განუმეორებელი გემოთიც...
საკნატუნო ამბები

ყველაზე გავრცელებული შეცდომები სექსში (+18)

როგორც აღმოჩნდა, ქალებსა და კაცებს აბსოლუტურად სხვადასხვა ქმედება აღიზიანებთ საწოლში.     
დღის ჰოროსკოპი

16 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

7 ფილმი სამყაროს უსასრულობაზე

თუკი გიოცნებიათ კოსმოსში მოგზაურობაზე, მაშინ ეს ფილმები თქვენთვისაა...