როგორ შევისწავლოთ ადვილად უცხო ენა?

ჰოროსკოპი

6 თებერვალი 18:00, 2016 წელი

ასტროლოგია საშუალებას გვაძლევს, სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს ვურჩიოთ, როგორ დაიმახსოვრონ მათთან მისული ნებისმიერი ინფორმაცია ან როგორ გაიადვილონ უცხო ენის შესწავლა.


ვერძი

ვერძების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთათვის უცხო ენის შესწავლა ადვილია აუდიოჩანაწერებით. გირჩევთ, ხშირად უსმინოთ აუდიოჩანაწერებს და ასე აითვისოთ ენა, ვიდრე იკითხოთ წიგნები. შეგიძლიათ, თავად ჩაწეროთ ისინი და შემდეგ რამდენიმეჯერ მოუსმინოთ. ასე გაცილებით სწრაფად და კარგად დაიმახსოვრებთ ნებისმიერ ინფორმაციას და შეისწავლით ნებისმიერ უცხო ენას.


 



კურო

კუროს ნიშნით დაბადებული ადამიანი უცხო ენის შესწავლას კარგად შეძლებს კომფორტულ, მშვიდ, ოჯახურ გარემოში. შეგიძლიათ, ნებისმიერი უცხო სიტყვა რაიმეს მიუსადაგოთ და ასე დაიმახსოვროთ. ამ წესით გაცილებით ადვილად აითვისებთ ახალ ინფორმაციასაც.


 



ტყუპები

ტყუპების ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ნიჭიერები, მაგრამ ზარმაცები არიან. უცხო ენის ათვისება მათთვის პრობლემა არ არის, თუ კარგად ჩაუჯდებიან. ისინი ნებისმიერ ახალ ინფორმაციას უსწრაფესად ითვისებენ. ტყუპებს ძალიან ძლიერი მახსოვრობის უნარი აქვთ.


 



კირჩხიბი

კირჩხიბებისთვის უცხო ენის ათვისება გაცილებით იოლი იქნება, თუ ამას სამუშაო გარემოში მოახერხებენ. ყოველთვის თან იქონიეთ უცხო ენათა ლექსიკონი და თავად ეძებეთ იმ სიტყვის განმარტება, რაც გსურთ. ასე უფრო ადვილად შეძლებთ მის დამახსოვრებას. ასე რომ, კირჩხიბებს უცხო ენის შესწავლა შეიძლება, დიდხანს გაეწელოთ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ზემომოყვანილი მეთოდით ამასაც საფუძვლიანად შეძლებენ.


 




ლომი

ლომებისთვის უცხო ენების ათვისება ძალიან ადვილია. ეს ყველაზე კარგად შეუძლიათ უცხოური ფილმების ცქერით, სიმღერების მოსმენით და უცხოელებთან კონტაქტით. თავიდან, შესაძლოა, ეს გაგიჭირდეთ, მაგრამ დროთა განმავლობაში ბარიერს დაძლევთ და ნებისმიერ ინფორმაციასა თუ თქვენთვის სასურველ უცხო ენას ადვილად დაეუფლებით.


 



ქალწული

ქალწულის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანისთვის დამახასიათებელია ანალიტიკურობა. მათთვის ნებისმიერი ინფორმაციის თუ უცხო ენის ათვისება ადვილია, თუ გულისყურით მიუდგებიან. ამიტომ, მოინდომეთ, არ დაგეზაროთ და ნებისმიერ სირთულეს ადვილად გაართმევთ თავს.


 



სასწორი

სასწორისთვის ყველაზე ადვილია უცხო ენის სწავლა უცხოელებთან კონტაქტით. შეგიძლიათ, ჩართოთ ტელევიზორი ან რადიო და უცხო ენაზე უსმინოთ ახალ ამბებს, გადაცემებს და ასე შემდეგ. თუ კარგად გაამახვილებთ ყურადღებას და დაძაბავთ გონებას, ნებისმიერ ინფორმაციას მარტივად აითვისებთ.


 



მორიელი

მორიელის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს, სადაც მან უნდა ისწავლოს ან მიიღოს შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება. უმჯობესია, უცხო ენის სწავლა გრამატიკით დაიწყოთ. მორიელები ადვილად სწვდებიან ადამიანის აზრებს და შესაბამისად, ადვილად იღებენ იმ ინფორმაციას, რაც მათთვის საჭირო და აუცილებელია.


 



მშვილდოსანი

იმ ადამიანებს, ვინც მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნით არიან დაბადებული, უცხო ენების ათვისების ფენომენალური ნიჭი აქვთ. მათ დიალოგის საშუალებითაც შეუძლიათ ენის შესწავლა. ასევე, არ უჭირთ იმის გაგება და გაანალიზება, რაც ცხოვრებაში გამოადგებათ.


 



თხის რქა

თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანს შეუძლია, დაჯდეს და მეთოდურად მიუდგეს უცხო ენის სწავლას. მათთვის აუცილებელია, ჯერ უცხო სიტყვების ამოწერა-დამახსოვრება, შემდეგ გრამატიკაში გარკვევა და შემდეგ საუბარი უცხოელებთან პრაქტიკის მისაღებად. საერთოდ, თხის რქებს უჭირთ სწორი ინფორმაციის მიღება ან მიღებული ინფორმაციის სიზუსტეში გარკვევა. ამიტომ, ამ მხრივ, ისინი მეტად ყურადღებიანი უნდა იყვნენ.


 



მერწყული

მერწყულის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ძალიან ადვილად ითვისებენ ნებისმიერ უცხო სიტყვებს. ასევე, კარგია, თუ ისინი ლექსიკონის დახმარებით შეძლებენ რაიმე წიგნის ან ჩანაწერის თარგმნას. ამ მეთოდით ადვილად შეძლებთ ნებისმიერი უცხო ენის ათვისებას და მეტიც, რამდენიმეს ერთდროულად ისწავლით.


 



თევზები

თევზებისთვის კი უცხო ენების შესწავლა, რასაკვირველია, თუ მოინდომეს, ძალიან ადვილია. ისინი ცდილობენ, რამდენიმე უცხო ენას დაეუფლონ. ისინი, ასევე, ბეჯითები და ნიჭიერებიც არიან, შეუძლიათ, დამოუკიდებლად, წიგნით შეიძინონ ის ცოდნა და მიიღონ ის ინფორმაცია, რაც მათ სურთ და შემდგომში გამოადგებათ. 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?