8-14 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

8 თებერვალი 00:05, 2016 წელი

უცხოელი პარტნიორებისგან მიღებული შემოთავაზებები კარგ პერსპექტივებს გპირდებათ, ოჯახში არსებული პრობლემები კი, ჯობია, დროულად მოაგვაროთ...


ვერძი

დროებით დაივიწყეთ შეზღუდვები და ხორცი შეასხით ყველაზე თამამ ფანტაზიებს. ეს კარგი დროა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად. გაგიადვილდებათ გადაადგილებები და ახალი კავშირების დამყარება. ძირითადი ყურადღება მიაქციეთ კარიერასა და დამატებითი ცოდნის მიღების საკითხებს. ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად დაიხმარეთ ნათესავები. სასიყვარულო ურთიერთობამ კი შესაძლოა, გონება აგირიოთ და დიდ პერსპექტივებზე გათქმევინოთ უარი.


 


 


კურო
საქმიანი წრის გაფართოება ახალ იმედებს ჩაგისახავთ. გაგიადვილდებათ ხალხის მასებთან ურთიერთობა, მათი დაყოლიება და საქმიანი მოლაპარაკებების წარმართვა. ეს კარგი პერიოდია უძრავ ქონებასთნ დაკავშირებული საქმეებისთვის, სახლში დიზაინის შეცვლისა და რემონტისთვის. ეცადეთ, პერიოდულად შეისვენოთ ან ქალაქგარეთ გაისეირნოთ. პირად და სასიყვარულო ურთიერთობებში კი სასიამოვნო სიახლეებია მოსალოდნელი.


 


ტყუპები
ფინანსური გარიგებებისთვის არახელსაყრელი დროა, რადგან შესაძლოა, დანაკარგი განიცადოთ. გადაადგილებებისას კი ფრთხილად იყავით, რათა არ დაშავდეთ. სამაგიეროდ, თქვენს მომხიბვლელობას ამ პერიოდში მშვიდად გვერდს ვერავინ აუვლის, განსაკუთრებით კი საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლები. ოჯახში არსებული პრობლემები ჯობია, დროულად მოაგვაროთ. უცხოელებთან კონტაქტი კი მინიმუმამდე შეამცირეთ, რათა ემოციური მდგრადობა შეინარჩუნოთ.


 


კირჩხიბი
კარგი დროა კარიერაში წინსვლისთვის, ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენისთვის. ლიდერის პოზიციების დაკავებისას სირთულეები გაგიჩნდებათ კოლეგებთან. სახლის საქმეები ძალიან ბევრ დროს წაგართმევთ. მიუხედავად ამისა, გარშემომყოფები დაგეხმარებიან პროფესიონალურ და თანამდებობრივ ზრდაში. მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას  და ეცადეთ, არ გადაიღალოთ. შორეული მივლინება ან დასასვენებლად გამგზავრება ჯობია, დროებით გადადოთ, რათა საქმე არ გაიფუჭოთ.


 


ლომი
ერიდეთ ილუზიებს და მეტად პრაქტიკულად მიუდექით პირად და საქმიან ვალდებულებებს. მეუღლე ან საყვარელი ადამიანი დახმარებას გაგიწევთ საქმეების წარმოებაში, თუმცა ამისთვის აუცილებელი იქნება მასთან გულახდილი იყოთ. ნუ მიენდობით უცხო ადამიანებს და ახალ ნაცნობებს. ცუდი არ იქნება, თუ სხვა ქალაქში ან ქვეყანაში გაემგზავრებით სამოგზაუროდ. ჯანმრთელობის მდგრადობის შესანარჩუნებლად დაიცავით დიეტა და ნუ დალევთ სპირტიან სასმელებს.


 


ქალწული
გაგიუმჯობესდებათ როგორც ენერგეტიკული მდგომარეობა, ასევე სამუშაო პირობები და ინტელექტუალური აქტივობა. ყველა ძველი პრობლემა თავისით მოგვარდება. ფული კი ჯერჯერობით მხოლოდ საჭირო ნივთებზე და ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე დახარჯეთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში ნუ იქნებით პრონციპული და ეცადეთ, არაფერზე იეჭვიანოთ, რათა თავი აარიდოთ კონფლიქტებს. მანქანის მართვისას და გზებზე გადაადგილებიისას ნუ გარისკავთ, რათა შემთხვევით არ დაშავდეთ.


 


სასწორი
საქმისადმი სერიოზული დამოკიდებულება ხელმძღვანელი პირების მოწონებას დაიმსახურებს. არსებობს დაწინაურების პერსპექტივაც. გაზრდილი მომხიბვლელობა საწინააღმდეგო სქესის ბევრ ახალ თაყვანისმცემელს შეგძენთ. შესაძლოა, მოგიწიოთ მოგზაურობა, რაც სასიკეთოდ იმოქმედებს თქვენს ეკონომიკურ მდგომარეობასა და მომავალ პირად ცხოვრებაზე. მიუხედავად ამისა, ზედმეტად ნუ გადაიღლებით და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად დროულად მიიღეთ პროფილაქტიკური ზომები.


 


მორიელი
წინა პერიოდის უჩვეულო ან რთული მოვლენები სრულიად შეცვლის თქვენს მსოფლმხედველობას, მიზნებსა და გეგმებს. ფარული მტრები თავის რეალურ სახეს დაგანახებენ. კრიზისულ სიტუაციებს კი ადვილად დაძლევთ. პრობლემას შეგიქმნიან ბავშვები და მათი განათლების საკითხები. შესაძლოა, აუცილებელი გახდეს დამატებითი ცოდნის ან ინფორმაციის მიღება. ადრე დაწყებული სასიყვარულო ურთიერთობა კი შესაძლებელია, ქორწინებით დასრულდეს.


 


მშვილდოსანი
ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად დახმარებისთვის ძველ საქმიან პარტნიორებს მიმართეთ, შესაძლოა, ერთობლივი საქმეც წამოიწყოთ. ხელმძღვანელი პირები კი თქვენი მატერიალური კეთილდღეობის გარანტიები გახდებიან. იმისთვის, რომ საყვარელმა ადამიანმა არ მოგატყუოთ და სიმართლე არ დაგიმალოთ, ეცადეთ მეტად ყურადღებით იყოთ მის მიმართ. სიფრთხილე გმართებთ საკუთარი ჯანმრთელობის მხრივაც. ფიზიკური დატვირთვა ამ პერიოდში რეკომენდებული არ არის.


 


თხის რქა
ეს კარგი დროა დამატებითი ცოდნის მისაღებად და კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ასევე, პროფესიის ან სამსახურის შესაცვლელად, რითიც ერთდროულად ფინანსურ მდგომარეობასაც გააუმჯობესებთ და კარიერულ ზრდასაც უზრუნველყოფთ. ბევრმა შეხვედრებმა კი შესაძალოა, დაღლილობის გრძნობა გაგიჩინოთ. ახალი ურთიერთობის გამო მზად იქნებით, გაწყვიტოთ ძველი კავშირი. ეს კარგი დროა შორეული მოგზაურობებისთვის, უცხოელებთან პირადი და საქმიანი ურთეირთობებისთვის.


 


მერწყული
ორგანიზატორული თვისებების გამოვლენა და რეფორმატორული იდეები სათანადოდ დაფასდება ხელმძღვანელი პირების მიერ, მაგრამ მატერიალური მდგომარეობა სახარბიელო მაინც ვერ იქნება. პატივი ეცით სხვის აზრს და ამგვარად აიცილებთ უსიამოვნებების ტალღასა და ფსიქოლოგიურ კრიზისს ოჯახსა და საქმიან ურთიერთობებში. უცხოელი პარტნიორებისგან მიღებული დაპირებები ან შემოთავაზებები კი მომავალში კარგ პერსპექტივებს გპირდებათ.


 


თევზები
თქვენი ფიზიკური და ემოციური მდგომარეობა დაქვეითებულია, თუმცა ეს ხელს არ შეუშლის არც პროფესიონალურ საქმიანობას და არც მიზნის მიღწევას. შესაძლოა, გაიზარდოს თქვენი შემოსავალი ან სახელფასო განაკვეთი. მატერიალური მდგომარეობის საგრძნობლად გაუმჯობესებას კი საიდუმლო ან ფარული საქმეებით და დამატებითი სამუშოთი შეძლებთ. საყვარელი ადამიანი და ოჯახის წევრები ყოველმხრივ გვერდში დაგიდგებიან, მაგრამ ნუ გადაიღლებით.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?