როგორ მოქმედებს ალკოჰოლი სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნებზე?!

ჰოროსკოპი

13 თებერვალი 18:00, 2016 წელი

ასტროლოგიურად, არსებობს კავშირი სპირტიანი სასმელების ზემოქმედებასა და კონკრეტული ნიშნით დაბადებულ ადამიანთა შორის. ამ მხრივ, ძალიან საშიში ფაზაა სავსემთვარეობა, რადგან ამ პერიოდში სასმელი ორგანიზმზე განსაკუთრებულად უარყოფითად მოქმედებს. ასე რომ, თუკი მაინც უნდა დალიოთ, ეცადეთ, ქვემომოყვანილი რჩევები გაითვალისწინოთ.


ვერძი

ვერძებისთვის დალევა საშიშია, რადგან სასმელი მათ ადვილად ათრობს და უაზრო საქციელისკენ უბიძგებს. ის თუ დალევს, ჯერ მოქმედებს და მერე ფიქრობს. მათი კომპანიონობით სუფრასთან ჯდომა და თრობა თუ გადაწყვიტეთ, ეცადეთ, მის ახირებებს არ აჰყვეთ და ნებისმიერ მის სიტყვას უთქმელად დაუქნიოთ თავი.


 



კურო

ნასვამი კუროები საშიშები არიან. ბუნებით ისინი ითვლებიან, როგორც აუღელვებელი ასტროლოგიური ნიშანი, მაგრამ სიმთვრალეში პატარა მიზეზიც კი საკმარისია, რომ „მხიარული“ ბუნება გამოამჟღავნონ. არ არის გამორიცხული, სწორედ სიმთვრალეში დაინახოთ მათი ნამდვილი სახე და გაარკვიოთ, რა სურს რეალურად თქვენგან.


 



ტყუპები

ტყუპების უმრავლესობას დალევა დიდად არ აინტერესებს. თუ სვამენ, არც ზომიერებას ივიწყებენ და ამ დროს მათი მდგომარეობიდან გამოყვანა ადვილია უბრალოდ საუბრით. თუმცა, თუ დააძალებთ და ზომაზე მეტს დაალევინებთ, მაშინ იმისთვისაც მზად იყავით, რომ მისი ხუშტურები და გამოხტომები აიტანოთ.


 




კირჩხიბი

კირჩხიბებისთვის ალკოჰოლიანი სასმელი, თუნდაც ლუდი, მავნებელია. მათ ნაზი კუჭი და არამდგრადი ფსიქიკა აქვთ. დალევის შემდეგ, ახსენდებათ ყველაფერი ცუდი, რაც მათ ცხოვრებაში მომხდარა. ენთებათ შურისძიების ნათურა და ყველაფერს თამამად მოგახლიან, რაც კი ოდესმე თქვენგან წყენიათ.


 




ლომი

ლომებმა მკაცრად უნდა დაიცვან ზომიერება ორი მიზეზის გამო: ერთი, რომ ალკოჰოლი ზედმეტად ტვირთავს მათ გულს და მეორე, მთვრალი ლომი ირგვლივ მყოფთა თვალში ავტორიტეტს კარგავს. თუ დალევთ, ეცადეთ, ზომიერება დაიცვათ და თანამესუფრეთა სიგიჟეებს არ აჰყვეთ.


 




ქალწული

ქალწულებისთვის ალკოჰოლი ნამდვილი საწამლავია. მათი უმრავლესობა ამას ხვდება და თავს არიდებს სასმელს. ხოლო ვინც სვამს, ალკოჰოლის ზემოქმედებით ღვიძლი ელვისებური სისწრაფით იწყებს მუშაობას და მათ ისეთი „პახმელია“ აქვთ, მტრისას. მიუხედავად ამისა, ვერ ეუბნებიან უარს მას, ვინც მათ დასალევად ეპატიჟება და მეორე დღეს ამას ძალიან ნანობენ.


 





სასწორი

სასწორი, როგორც წესი, სვამს თანამეინახეებისთვის და იმისთვის, რომ სხვას მისცეს მაგალითი. ამ დროს ისინი ხშირად აჭარბებენ. ამიტომ არცთუ ბევრი სჭირდებათ, რომ დისკომფორტს თავი აარიდონ.


 




მორიელი

მორიელისთვის სიმთვრალე ძალიან საშიშია. ჩვეულებრივ, თავშეკავებული, კარგავს კონტროლს ემოციებზე და შეუძლია, იმდენი ბოროტება გაუკეთოს საკუთარ თავს, რომ სულ დაინგრიოს ცხოვრება. მთვრალი მორიელი მარცხიანია და შეიძლება, ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდეს, სადაც დაშავების დიდი ალბათობაა.


 



მშვილდოსანი

მშვილდოსანი სიამოვნებით სვამს, მაგრამ ამას შემდეგ სავალალო შედეგები მოაქვს. მათი ღვიძლი ძნელად იტანს ალკოჰოლს, რაც ხშირად ცხიმოვანი გადაგვარებისა და ჰეპატიტის მიზეზი ხდება. ამიტომ მაქსიმალურად ეცადეთ, თავი აარიდოთ ალკოჰოლიან სასმელებს, მცირე დოზებითაც კი.


 




თხის რქა

თხის რქებისთვის სპირტიანი სასმელის დალევას სასურველი მოდუნება არ მოაქვს, მათი პრობლემები უცვლელი რჩება. დალევა იმ მიზნით, რომ პრობლემას დაივიწყებენ, უშედეგოა. მეგობრების წრეში კი სასმელის მცირე დოზებით სმა კარგ განწყობაზე აყენებთ.


 




მერწყული

თუ მერწყულები სასმელს მიეჩვევიან, საბოლოოდ ანადგურებენ თავიანთ ისედაც სუსტ ნერვულ სისტემას. ხდებიან ნევროზულები, ხშირად ემართებათ ნერვული კრუნჩხვა და ასთმაც კი. თუმცა, ცდილობენ, დალევას არ შეეჩვიონ, რადგან იციან, რომ გადაჩვევა ძალიან გაუჭირდებათ.


 




თევზები

თევზებისთვის სპირტიანი სასმელი, უბრალოდ, აკრძალულია. ისინი სწრაფად ეჩვევიან მას და სულ მალე ხდებიან მასზე დამოკიდებულნი. ამას გარდა, რთულად იტანენ ბახუსს. საკმარისია სულ ცოტა ალკოჰოლის მიღება და მათ ტვინში იმწამსვე ამოტივტივდება ის ნეგატიური მოვლენები და ფაქტები, რაც მათ განვლილ ცხოვრებაში იყო.

დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ფისუნია, მანდ რა გინდა?! (10 ფოტო)

ნახეთ, ერთ დღესაც სად შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი ოთხფეხა მეგობარი. ჰოდა, პრევენციული ზომებიც მიიღეთ...
საკნატუნო ამბები

9 უტყუარი ნიშანი იმისა, რომ კაცი გღალატობთ

კერძო დეტექტივები ამბობენ, რომ ქალის ეჭვიანობის 80%-ის შემთხვევაში კაცის ღალატი დასტურდება.
დღის ჰოროსკოპი

21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.
ამბები

ანა მიქელაძე: ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
საკნატუნო ამბები

მიზეზები, რომელთა გამო ქალები სექსზე უარს ამბობენ

როგორც აღმოჩნდა, იმ ფაქტორების კლასიფიცირება მოხდა, რომელთა გამო ქალბატონები სექსზე უარს აცხადებენ.   
დღის ჰოროსკოპი

20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ანა მიქელაძე: სულ შესულია 68 საჩივარი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებას 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.