22-28 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

22 თებერვალი 00:05, 2016 წელი

ეს კვირა საკმაოდ დინამიკური და დაძაბული იქნება. საჭიროებისამებრ, ნუ მოერიდებით დამატებითი ვალდებულებების აღებას. კარიერული გმირობები სჯობს, ჯერჯერობით გვერდით გადადოთ და ცხოვრებით დატკბეთ.

ვერძი
მომავალ კვირაში ვერძებისთვის წინა პლანზე ბიზნესთან და სამსახურთან დაკავშირებული საკითხები გადმოინაცვლებს. პრიორიტეტად კომუნიკაცია და სწავლა, ახალი უნარების გათავისება და მათი სამუშაოში გამოყენება დაისახეთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას კოლექტივის ინტერესები გაითვალისწინეთ და კოლეგები მხარს აუცილებლად დაგიჭერენ. თუკი აქამდე ვინმესთან უთანხმოება გქონდათ, ეს კვირა შესანიშნავი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ ურთიერთობები გამოასწოროთ.


 


კურო

წინ შთაგონებით სავსე კვირა გელით. იზრუნეთ, რომ თქვენს ფანტაზიამ სასარგებლო გამოყენება ჰპოვოს. წარმატებას მიაღწევთ ახალ საქმეებში. მომავალი კვირა ხელსაყრელი დროა სახლის მოწყობის, საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენისათვის. ერთი სიტყვით, რაც არ უნდა წამოიწყოთ, შედეგი აუცილებლად დადებითი იქნება.


 


ტყუპები

მომავალ კვირას სიტუაციის მოულოდნელ ცვლილებასთან გამკლავება მოგიწევთ. რა იღონოთ? ვარსკვლავები გირჩევენ, მაქსიმალურად აქტიურად იმოქმედოთ. მოცემული პერიოდის კრედო ასე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ: ნუ გადადებთ ხვალისთვის იმას, რისი გაკეთებას დღეს შეგიძლიათ. კვირის ბოლოს - ბალანსისათვის - ნუ დაზოგავთ დროს დასვენებისთვის. გაატარეთ დრო საინტერესო ადამიანებთან.


 


კირჩხიბი

დაუთმეთ მეტი დრო საქმეებს, საჭიროებისამებრ, ნუ მოერიდებით თქვენს თავზე დამატებითი ვალდებულებების აღებას. საბოლოოდ ისინი ახალ პროფესიულ შესაძლებლობებს გახსნიან თქვენთვის. კვირის ბოლო იდეალური დროა საოჯახო დღესასწაულისა და ოჯახური ტრადიციების განმტკიცებისთვის.


 


ლომი

კვირის დასაწყისში თქვენს მეგობრებსა და კოლეგებს თქვენი მხარდაჭერა დასჭირდებათ და ისინი აუცილებლად მოგმართავენ დახმარებისთვის. მიეცით მათ გონივრული რჩევები და დამუხტეთ პოზიტიური ემოციებით. თუმცა მოცემულ პროცესს მეორე მხარეც აქვს: თუ ურთიერთობისთვის საჭირო ძალა არ აღმოგაჩნდათ, პირველ რიგში, საკუთარ თავზე იფიქრეთ. თავდაცვის კანონი არავის გაუუქმებია! 


 


ქალწული

უკიდურესობებს უნდა ერიდოთ, ამაზე პლანეტათა განლაგება მეტყველებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ, საქმეების გარდა, საკუთარი თავიც გახსოვდეთ და ცხოვრების „სიკეთეებით“ დატკბეთ. კვირის პირველი ნახევარი დოკუმენტაციის გაფორმებისთვის ხელსაყრელი პერიოდი იქნება. მეორე - თქვენს სიამოვნებას მოახმარეთ. კვირის ბოლოს უაზრო პრინციპულობამ შესაძლოა ელემენტარულ საქმეებშიც კი ხელი შეგიშალოთ.


 


სასწორი

სამსახურში შექებას დაიმსახურებთ. წინ წარმატებული კვირაა მოგებიანი დოკუმენტების გაფორმების, აქტიური მოლაპარაკებების წარმოებისა და აუდიტორიის წინაშე გამოსვლისთვის. შესანიშნავი დროა თქვენი ფარული ნიჭის აღმოჩენის, საინტერესო დასვენების და სახლის მოდურად მოწყობისთვის.


 


მორიელი

იზრუნეთ ავტორიტეტის გამყარებაზე და პასუხისმგებლობით მოეკიდეთ სამუშაოს - ეს აამაღლებს თქვენს პიროვნებას ხელმძღვანელობის წინაშე, რაც, თავის მხრივ, შედეგს გამოიღებს. მომავალ კვირას საქმიანი საკითხების გადაწყვეტას ჩვეულებრივზე ორჯერ სწრაფად მოახერებთ. პლანეტათა განლაგება იმგვარია, რომ ინტუიცია ბევრ რამეს წყვეტს, თამამად გამოიყენეთ ის.


 


მშვილდოსანი

კვირის პირველი ნახევარი საკმაოდ დაძაბული იქნება, განსაკუთებით საყოფაცხოვრებო ასპარეზზე - მოგიწევთ სახლში გაუთვალისწინებელი პრობლემების გადაწყვეტა, თუმცა ამან არ შეგაშინოთ, სიტუაციის გამოსწორებას ადვილად შეძლებთ. რაც შეეხება სამსახურს, თქვენი ენთუზიაზმი და ამტანობა მთელ გუნდს ეყოფოდა და ამის შესახებ თქვენმა კოლეგებმაც იციან. 


 


თხის რქა

კვირის მეორე ნახევარი თქვენთვის ბევრად წარმატებული იქნება. კარიერული გმირობები სჯობს, ჯერჯერობით გვერდით გადადოთ და ცხოვრებით დატკბეთ. მომავალი კვირა არაჩვეულებრიცი დროა სწავლისა და თვალსაწიერის გაფართოებისთვის. ნუ დაგეზარებათ გამოფენების ანდაც წიგნების მაღაზიის სტუმრობა. კვირის ბოლოს მეგობრებთან და ნაცნობებთან კომუნიკაცია მნიშვნელოვან დატვირთვას შეიძენს.


 


მერწყული

მერწყულების ნატურის სიღრმე არ მოგცემთ უფლებას, კოლეგების პრობლემებს გულგრილად უყუროთ, ვერც მეგობრების შემოთავაზებებს დატოვებთ უყურადღებოდ: თქვენ ყველაფერში მიიღებთ მონაწილეობას. პლანეტათა განლაგება იმაზე მეტყველებს, რომ კვირა საკმაოდ ნაყოფიერი იქნება, თუ ზედმეტად ფილოსოფიურად არ მიუდგებით სხვადასხვა საკითხს და არც ოცნებას დაუთმობთ დიდ დროს.


 


თევზები

თქვენთვის მომავალი კვირა საკმაოდ დინამიკური და დაძაბული იქნება. მნიშვნელოვანია, წინასწარ განსაზღვროთ, რისი გაკეთებაა პირველ რიგში აუცილებელი და რა შეიძლება, შემდეგისთვის გადადოთ. ყველაფერს მარტივად მიუდექით და შეძლებთ ჩაფიქრებულის განხორციელებას. თქვენი წარმოსახვა და ინტუიცია აუცილებლად დაგეხმარებათ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?