რა ხდება განქორწინების მიზეზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის?

ჰოროსკოპი

5 მარტი 18:00, 2016 წელი

ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ წყვილის განქორწინების მიზეზი მათი ზოდიაქოს ნიშნებში იმალება.


ვერძი
ოჯახში ვერძს ყველაზე მეტად მეუღლესთან ურთიერთობის დალაგება და კომპრომისზე წასვლა უჭირს. ისინი წვრილმან საკითხებშიც კი მოუთმენლები და ჯიუტები არიან. კონფლიქტის მაპროვოცირებელი ფაქტორი, ძირითადად, ვერძის ეგოიზმია. განხეთქილების პირველი მიზეზიც ხშირად პარტნიორის ინტერესებისა და შეხედულებების გაუთვალისწინებლობა ხდება.


 



კურო
კურო ოჯახის შექმნისა და ქორწინების თვალსაზრისით ყველაზე ჰარმონიული ნიშანია. თუმცა, ჰარმონია მისთვის არა მხოლოდ ურთიერთობებში, არამედ მატერიალურ საკითხშიც მნიშვნელოვანია. თუკი შეყვარებული წყვილის ფინანსური მდგომარეობა არასტაბილური და საგანგაშოა, მაშინ კუროებისთვის ქორწინება არ ღირს, რადგან ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებში ოჯახის დანგრევის მიზეზი სწორედ ფინანსების სიმცირეა.


 



ტყუპები
ტყუპებს ყველაზე მეტად სჭირდებათ ურთიერთობები და მუდმივი კავშირი ახლო მეგობრებთან, რომლებშიც, რა თქმა უნდა, საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებიც შედიან. ეს კი,  შესაძლოა, ტყუპების მეორე ნახევრებისთვის ეჭვიანობის მიზეზი გახდეს. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს სასიყვარულო თავგადასავლების მაძიებლებს ნამდვილად ვერ დავარქმევთ, მაგრამ მათი განსაკუთრებული კომუნიკაბელურობა, გარკვეულწილად, ინტიმური კავშირების რისკებს რეალურად ზრდის. ასტროლოგიური  სტატისტიკის მიხედვით, ტყუპების განქორწინების მიზეზი სწორედ ეს არის.


 



კირჩხიბი
კირჩხიბები ძალიან არიან მიჯაჭვულები სახლსა და ოჯახს, თუმცა ეს ოჯახურ ურთიერთობებზე ყოველთვის დადებითად არ აისახება. დაძაბულობის მიზეზი, რასაც კირჩხიბები განქორწინებამდე მიჰყავს, შესაძლოა, იყოს ყოველდღიური პრობლემები, კონფლიქტი მეუღლის ნათესავებთან, მეუღლის მშობელთან ერთობლივი თანაცხოვრება, მშობლების ჩარევა ახალგაზრდა ოჯახში, მათი რჩევები და ა.შ. გავრცელებული სიტუაცია: ცოლიანი კირჩხიბი ოჯახის დანგრევაში სიდედრს ადანაშაულებს, ხოლო გათხოვილი კირჩხიბი - დედამთილს.


 



ლომი
ლომის ზოდიაქო მჭიდროდ არის დაკავშირებული ბავშვებთან. ამიტომ ოჯახში კონფლიქტის მიზეზი, როგორც წესი, ბავშვები არიან. მაგალითად, ბავშვის აღზრდის მეთოდი. თუმცა, ბავშვების არარსებობამაც შეიძლება გამოწვიოს განხეთქილება ურთიერთობებში. ლომს, ასევე, ძალიან უყვარს გართობა და საკუთარი თავის სიამოვნება. ამ სურვილმა კი, შესაძლოა, ღალატისკენ უბიძგოს.


 



ქალწული


ქალწულების ზოდიაქოს სახლი ვალდებულებებს, მუშაობასა და ჯანმრთელობას უკავშირდება. სამსახურისა და ფინანსური უზრუნველყოფის საკითხები (ვინ და რამდენი უნდა გამოიმუშაოს) ხშირად წარმოქმნის კონფლიქტს, თუმცა ჯანმრთელობაზე ზრუნვა მათთვის არანაკლებად მნიშვნელოვანია. ქალწულებს ყველაზე მეტად მეუღლის მავნე ჩვევები აღიზიანებთ.


 



სასწორი

სასწორების განქორწინების მიზეზი ყველაზე ბანალური და პროზაულია. ეს შეიძლება იყოს მწყობრიდან გამოყვანა, კამათი, სკანდალი, ტყუილი, ღალატი და ა.შ. მიუხედავად ამისა, სასწორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათმა პარტნიორმა იცოდეს კომპრომისებზე წასვლა და კამათის მშვიდად მოგვარება, ყოველგვარი უხეში სცენების მოწყობის გარეშე.


 




მორიელი
ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის განქორწინების ძირითადი მიზეზი ღალატია. თავად მორიელებზეც ხშირად ეჭვიანობენ მეუღლეები, თუმცა უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად.


 


 


მშვილდოსანი
თავისუფლებისმოყვარული მშვილდოსანი მეუღლის თვალში ყოველთვის „მორჯულებულად“ გამოიყურება, მაგრამ ეს ცრუ შთაბეჭდილებაა. იმ შემთხვევაშიც კი, როცა მათი ოჯახური თანაცხოვრება სრულიად ჰარმონიულად ჩანს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მშვილდოსანი ქორწინებით კმაყოფილია. ამ ნიშნით დაბადებული ადამიანი ოჯახურ ცხოვრებას მოსაწყენად აღიქვამს. მშვილდოსნის ოჯახის დანგრევის კიდევ ერთი მიზეზი შესაძლოა, ისიც იყოს, რომ მისი მეუღლე არასდროს იზიარებს მის გატაცებებს.


 



თხის რქა
ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს კარიერისტებად მიიჩნევენ. შესაძლოა, ქორწინება მათი კარიერული ზრდისთვის დამაბრკოლებელ გარემოებად ჩაითვალოს და ამ საკითხში ხშირად დგანან რთული არჩევანის წინაშე. თხის რქების უმეტესობა ადვილად აღწევს წარმატებას, განსაკუთრებით მაშინ, თუკი ზურგს საიმედო ადამიანები უმაგრებენ. აქ კი ყველაფერი მეუღლეზეა დამოკიდებული, იქნება თუ არა ის თხის რქის მხარდამჭერი. კონფლიქტს, ძირითადად, ამბიციური თხის რქის ფსიქოლოგიური დისკომფორტი იწვევს, რაც ხშირად ოჯახის დანგრევის მიზეზიც ხდება.


 



მერწყული
მერწყულისთვის ქორწინება ვიწრო ჩარჩოსთან ასოცირდება, რომელშიც „ჩატევა“ მას ძალიან უჭირს. ოჯახის შესაქმნელად ჩვეული გზის შეცვლა მისთვის ადვილი არ არის. მაგალითად, უარი თქვას მხიარულ დროსტარებაზე, მეგობრულ შეკრებებზე და ა.შ. საყოფაცხოვრებო პრობლემები მუდმივ უკმაყოფილებას იწვევს მასში და ცდილობს, ოჯახის შექმნისთვის აღებული პასუხისმგებლობა მთლიანად მეუღლეს გადააბაროს. ურთიერთობებში ბზარების გაჩენას თავი რომ აარიდოს, მერწყულმა, პირველ რიგში, უნდა დაივიწყოს სიტყვა - „მე“ და ისწავლოს სიტყვა - „ჩვენ“.


 



თევზები
თავშეუკავებლობა, უმოქმედობა და საიდუმლოები ხშირად ხდება თევზების ოჯახში კონფლიქტის  მიზეზი. თუკი ქორწინებამდე თევზები თავიანთ გრძნობებსა და ფიქრებზე გულღიად საუბრობენ, ქორწინებაში ყველაფერი პირიქით ხდება. ზოდიაქოს სტატისტიკის მიხედვით, თევზები ხშირად ატყუებენ მეუღლეებს. ხშირად კი მიდრეკილება აქვთ მანკიერებებისკენ. ალკოჰოლის სიყვარული თევზების ოჯახის დანგრევის ყველაზე გავრცელებული მიზეზია.

დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ფისუნია, მანდ რა გინდა?! (10 ფოტო)

ნახეთ, ერთ დღესაც სად შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი ოთხფეხა მეგობარი. ჰოდა, პრევენციული ზომებიც მიიღეთ...
საკნატუნო ამბები

9 უტყუარი ნიშანი იმისა, რომ კაცი გღალატობთ

კერძო დეტექტივები ამბობენ, რომ ქალის ეჭვიანობის 80%-ის შემთხვევაში კაცის ღალატი დასტურდება.
დღის ჰოროსკოპი

21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.
ამბები

ანა მიქელაძე: ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
საკნატუნო ამბები

მიზეზები, რომელთა გამო ქალები სექსზე უარს ამბობენ

როგორც აღმოჩნდა, იმ ფაქტორების კლასიფიცირება მოხდა, რომელთა გამო ქალბატონები სექსზე უარს აცხადებენ.   
დღის ჰოროსკოპი

20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ანა მიქელაძე: სულ შესულია 68 საჩივარი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებას 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.