28 მარტი - 3 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

28 მარტი 00:05, 2016 წელი

მომავალი კვირა თავდაყირა დააყენებს თქვენს წარმოდგენას ყოველდღიურ საკითხებზე. მომავალი 7 დღის განმავლობაში გაიგებთ საინტერესო ახალ ამბავსაც, რომელიც თქვენს პირად ცხოვრებას ძირფესვიანად შეცვლის.

ვერძი

მომავალი კვირა ხალისიანად ჩაივლის, თქვენ მიერ განსაზღვრული სცენარის მიხედვით. სამსახურში რამდენიმე რთული საკითხის გადაწყვეტა მოგიწევთ. სირთულეებს განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე გაარმთევთ თავს, თუმცა გამოცდილი კოლეგების დახმარება დაგჭირდებათ. დასვენების დღეების მოახლოებასთან ერთად, თქვენი ოჯახისთვის სადღესასწაულო ატმოსფეროს შექმნაზე იზრუნებთ და თავგადასავლებისთვის ქალაქგარეთ გამგზავრებასაც დაგეგმავთ.


 


კურო     

მომავალ კვირას გაუაართლებელი ოპტიმიზმი შეგიპყრობთ. მოგეჩვენებათ, რომ ადამიანი, რომლის გულის მოგებასაც წლებია, ცდილობთ, ბოლოს და ბოლოს, იმავე გრძნობით გიპასუხებთ. რამდენიმე დღეში კი მიხვდებით, რომ ფლირტი თქვენი საყვარელი ადამიანის მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ ილუზია იყო. იმედგაცრუებისაგან თავის დაღწევას სამსახურებრივი საქმეების შესრულებით შეეცდებით, თუმცა პროფესიული სფერო მხოლოდ წარმატებაზე მინიშნებებით თუ გაგახარებთ.


 


ტყუპები

მომავალ კვირას ტყუპები აქტიურად დაუთმობენ პირადი ცხოვრების მოწყობას. დიდხანს მოუნდებით პაემნისთვის შესაფერისი ტანსაცმლისა და ვარცხნილობის შერჩევას, შემდეგ კი საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა დასაპყრობად გაეშურებით. აუცილებლად შეხვდებით ადამიანს, რომელიც თავისი მომხიბვლელი ღიმილით მოგაჯადოვებთ. დაახლოებას ეცდებით და გამოელაპარაკებით, თუმცა იმედი გაგიცრუვდებათ - ცარიელი და უინტერესო ადამიანი აღმოჩნდება.


 


კირჩხიბი

კირჩხიბები მოისურვებენ, თავიანთ პროფესიონალიზმში ყველა დაარწმუნონ. უარს იტყვით წვეულებებში მონაწილეობაზე და დასვენების დღეებს თქვენს მომავალ კარიერას მიუძღვნით. ამ დროის განმავლობაში ვებ-სემინარებს ესტუმრებით, შეაგროვებთ უამრავ საჭირო ინფორმაციას თქვენი პროფესიის შესახებ. როგორც კი დასვენების დღეები დასასრულს მიუახლოვდება, მოისურვებთ, პრაქტიკაში გამოიყენოთ ახალი ცოდნა. სამწუხაროდ, თქვენი ხელმძღვანელობა თქვენს ენთუზიაზმს ვერ შეამჩნევს, თქვენს კოლეგებს კი თქვენი ქცევები უცნაურად მოეჩვენებათ.


 


ლომი

ლომებს გაუჭირდებათ უცხოებთან კომუნიკაცია. თქვენ მოგმართავთ ადამიანი, რომელიც საზოგადოებაში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს და სოლიდური სტატუსი აქვს და სამსახურეობრივ საქმეებში მფარველობას შემოგთავაზებთ, მაგრამ თქვენ ამ დახმარებაზე უარს ეტყვით. ამ სახარბიელო წინადადებაში სიყალბეს იგრძნობთ და იფიქრებთ, რომ მახეს გიგებენ. ამიტომ კარიერული მწვერვალების დაპყრობას თავადვე შეეცდებით.


 


ქალწული

დროსა და ენერგიას სრულიად უსარგებლო ღონისძიებებზე დახარჯავთ. დიდხანს მოუნდებით წვეულებისთვის ტანისამოსის შერჩევას იმის იმედით, რომ ადამიანი, რომელსაც თვალი დადგით, თქვენს მონდომებას დააფასებს. მაგრამ ის კორპორატიულ საღამოზე თვის მუდმივ მეორე ნახევართან ერთად მოვა. სამსახურში დაბრუნებულს ბრწყინვალე იდეებით გააოცებთ და გთხოვენ, განაგრძოთ ამ თემაზე სერიოზული მუშაობა.


 


სასწორი

კვირა უღიმღამოდ ჩაივლის. საღამო, რომელსაც თქვენს მეორე ნახევართან ერთად დაესწრებით, უპირობოდ ჩაიშლება თქვენ მიერ მოწყობილი სკანდალის გამო. საყვარელ ადამიანზე იეჭვიანებთ და კონფლიქტის განეიტრალებაში საღამოზე მოწვეულთა უმრავლესობა ჩაერთვება. სახლში მარტო დაბრუნდებით და კვირის ბოლომდე ვერ გაიგონებთ სატელეფონო ზარს თქვენი განაწყენებული მეორე ნახევრისგან. სამსახურის საქმეებს მიუბრუნდებით, თუმცა სამუშაოზე კონცენტრირებას ვერ მოახერხებთ, რადგან გამუდმებით მომხდარზე იფიქრებთ.


 


მორიელი

მორიელებს მომავალი კვირა ნათელ შთაბეჭდილებებს ჰპირდება. მეგობრულ წვეულებაზე ვარსკვლავად იქცევით, საპირისპირო სქესის წარმომადგნელებისგან უამრავ კომპლიმენტს მოისმენთ. დაივიწყეთ ყველა პრობლემა და ლამაზი რეალობით დატკბით. მას შემდეგ, რაც დასვენების დღეები დასასრულს მიუახლოვდება, დიდი ენთუზიაზმით შეუდგების სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას. ამავდროულად თქვენი უფროსი პირად საქმეში დახმარების მიზნით მეგობრული რჩევისთვის მოგმართავთ.


 


მშვილდოსანი

მომავალი კვირა ბევრ საკითხში გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება. მოგიწევთ პასუხისმგებლობა აიღოთ იმ პრობლების გადაჭრაზე, რომელიც თქვენი ოჯახის ყველა წევრისთვის ძალიან რთული აღმოჩნდა. ცოტა მოგვიანებით თქვენი კოლეგებისთვის „გურუ“ გახდებით. თქვენი დახმარების გარეშე გაუჭირდებათ სამსახურში წარმოქმნილ სირთულეებთან გამკლავება. ერთი სიტყვით, გექნებათ მიზეზი იმისთვის, რომ საკუთარი თავით იამაყოთ.


 


თხის რქა

ვარსკვლავები თხის რქებს მომავალ კვირას სიმკაცრის გამოჩენას ურჩევენ როგორც სახლში, ასევე სამსახურში. თქვენს ყოველ გადაწყვეტილებას კოლეგებიც და ოჯახიც სკეპტიკურად აღიქვამენ, თუ მათ ულტიმატუმის ფორმით არ გააჟღერებთ. ფინანსურ საქმეებში უახლოესი 7 დღის განმავლობაში რისკზე წასვლისგან თავი უნდა შეიკავოთ. დაკმაყოფილდით იმით, რაც ახლა გაქვთ და ნუ გამოედევნებით საეჭვო თანხებს. ნუ დაგავიწყდებათ, დრო საკუთარ ჯანმრთელობასაც დაუთმოთ.


 


მერწყული

მერწულებისთვის ეს კვირა მხოლოდ სასიამოვნო სიახლეების მომტანი იქნება. დასვენების დღეებს სტუმრიანობაში გაატარებთ. მთელი ამ დროის განმავლობაში თქვენი საყვარელი მეორე ნახევარი გვერდით გეყოლებათ. თქვენი წყვილი ჯანსაღ ოპტიმიზმს ასხივებს და გარშემო განუმეორებელ ატმოსფეროს გიქმნით. სამსახურში მსუბუქი თავბრუსხვევა გელით: თქვენი უფროსი გამოაცხადებს, რომ დაგაწინაურეს და ხელფასიც საგრძნობლად გაგიზარდეს.


 


თევზები
თავი შეიკავეთ სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობისგან, რომელთა ინიციატივაც თქვენი ახლობელი მეგობრებისგან წამოვა. რამდენიმე ხანში ნათელი გახდება, რომ თქვენ მეგობარი მწარედ შეცდა, როცა თავისი აბსურდული ფინანსური იდეები წამოაყენა. თქვენ შეძლებთ თქვენი კაპიტალისა და ნერვების დაზოგვას, თუ მოახერხებთ, ტაქტიანად თქვათ უარი ჩანაფიქრში მონაწილეობაზე. ამ კვირის განმავლობაში ნუ დაელოდებით სიახლეებს პირადი ცხოვრების ასპარეზზე. ახლა რომანტიკის დრო ნამდვილად არ არის. მნიშვნელოვანი საკითხები გაქვთ მოსაგვარებელი.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?