4-10 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

4 აპრილი 00:05, 2016 წელი

ეს კვირა დინამიკური და დაუგეგმავი იქნება. დიდი დროს გაატარებთ მეგობრებისა და თანამოაზრეების წრეში, რომლებიც თქვენი კარიერული წარმატების მოპოვებაში დაგეხმარებიან.

ვერძი

კვირის განმავლობაში ვერძებს ბევრი სასიამოვნო რამ გადახდებათ თავს. სამსახურში აურზაური დაგხვდებათ, რომლის მოგვარების შემთხვევაშიც სათანადო მატერიალურ ანაზღაურებასაც მიიღებთ. თქვენი ხელმძღვანელების ხელგაშლილობა გაგაოცებთ და გადაწყვეტთ, ამიერიდან მათი ყველა თხოვნა ზედმიწევნით შეასრულოთ. პირად ცხოვრებაში მთავარი მიღწევა ძველ მეგობართან შერიგება იქნება. ამ კონფლიქტის საბოლოოდ გადაწყვეტისას მორალურ შვებას იგრძნობთ.


 


კურო

ეს კვირა კუროებს სრულ თვითკმაყოფილებას მოუტანს. სამსახურში თავს წარმოაჩენთ, როგორც საქმის ჭეშმარიტი მცოდნე, რაც სოლიდურ პრემიასა და ზემდგომთაგან მადლობას მოგიტანთ. ოჯახურ ასპარეზზეც წარმატების პიკზე იქნებით. საკითხი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ოჯახურ საბჭოზე განსახილვევლად დააყენეთ, თქვენს სასარგებლოდ გადაიჭრება. ერთადერთი, რაც შეგაშფოთებთ, ეს თქვენი ჯანმრთელობაა. იძულებული იქნებით, საავადმყოფოს მიაკითხოთ.


 


ტყუპები

ამ კვირაში ტყუპები სპონტანურად შეიცვლიან ცხოვრების ორიენტირებს. სამუშაო კვირის დასაწყისში ეცდებით, გადახედოთ პროფესიონალურ ამპლუას და დაიწყებთ კიდეც თქვენთვის ახალი საქმის ძებნას. თუმცა მალე მიხვდებით, რომ ასეთი დიდი ცვლილება მხოლოდ ძირეული მომზადების შემდეგ არის შესაძლებელი. პირად ფრონტზე დაუსაბუთებელი შფოთვა შეგიპყრობთ, რომელიც თქვენი ოჯახის წევრებს ნერვების ფასად დაუჯდებათ. 


 


კირჩხიბი

კირჩხიბები ამ კვირაში ზოგიერთ ეკონომიკურ საკითხს გადაწყვეტენ. მოგიწევთ, გაარკვიოთ, უახლოეს მომავალში როგორი იქნება თქვენი ოჯახის ბიუჯეტი და შეძლებთ, გადალახოთ ცოტა ხნის წინ დაწყებული ეკონომიკური კრიზისი. სამსახურში ამ კვირის განმავლობაში შეშფოთების საბაბი არ გექნებათ.  თქვენ გულდასმით გააგრძელებთ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას და შენიშნავთ, როგორ ხდება ხელმძღვანელობა თქვენ მიმართ ლოიალური.


 


ლომი

ლომებისათვის ამ კვირაში ტრამვებისა და მოტეხილობების რისკი იზრდება. ყურადღებით იყავით რთული ელექტროხელსაწყოების გამოყენებისას. ამასთანავე, უახლოეს დღეებში მოერიდეთ შორს მოგზაურობას და გულდასმით შეამოწმეთ თქვენი ავტომობილის გამართულობა. მთლიანობაში, ეს კვირა საკმაოდ მშვიდად ჩაივლის. შეამჩნევთ, რომ თქვენმა შემოსავალმა ზრდა დაიწყო. თქვენი პირადი ცხოვრება კი თანდათან წარმატებულად ვითარდება.


 


ქალწული

ქალწულებისთვის კვირა დინამიკური და დაუგეგმავი იქნება. ყველაფერი, რის შესრულებასაც მიზნად დაისახავთ სამსახურსა თუ პირად ცხოვრებაში, კარდინალურ გადახედვას დაექვემდებარება. ამ მოულოდნელი ცვლილებების მიზეზი ბედნიერი ცვლილება გახდება. ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე მიაღწევთ წარმატებას სამსახურში. არანაკლებ გრანდიოზული წარმატება გელით სასიყვარულო ფრონტზე. ყველაფერი, რაც ამ კვირაში თავს გადაგხდებათ, ლამაზ ზღაპარს მოგაგონებთ, მაგრამ აუცილებლად უნდა გახსოვდეთ, სიფრთხილე ყოველთვის და ყველგან საჭიროა. 


 


სასწორი

ამ კვირაში სასწორების ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებები მოხდება. მათ შორის - კოლეგების მიმართ თქვენს დამოკიდებულებაშიც. თქვენ შეძლებთ დიალოგის ორგანიზებას თანამშრომლებთან და მიხვალთ დასკვნამდე, რომ დროა, მოიკრიბოთ ძალები შემდგომი კარიერული წინსვლისთვის. არანაკლები შემართებით  შეუდგებით პირადი ცხოვრების მოწესრიგებას. თქვენ მარტოსული ხართ, თუმცა უახლოეს 7 დღეში რომანტიკული შეხვედრა გელით, რომელიც შეცვლის თქვენს ჩვეულ განრიგს და ბედნიერს გაგხდით.


 


მორიელი

მორიელები ამ კვირაში ვერ შეძლებენ, კონტროლი გაუწიონ თავიანთ შინაგან გრძნობებს. თქვენ მოგეწონებათ ადამიანი, რომელსაც დაუყოვნებლივ აცნობებთ თქვენი სიმპათიის შესახებ, მაგრამ ახალ ნაცნობთან დაახლოებას დიდი დრო დასჭირდება, რადგან თქვენი და მისი მენტალიტეტი სერიოზულად განსხვავდება ერთმანეთისგან. სანამ ასე აქტიურად იწყობთ პირად ცხოვრებას, საქმე მეორე პლანზე გადავა. გამორიცხული არ არის, რომ თქვენი ნებით თქვათ უარი სხვა ქალაქში ან სხვა ქვეყანაში წასვლაზე, რათა ახალ მეგობარს დიდი ხნით არ დაშორდეთ. 


 


მშვილდოსანი

მშვილდოსნები ამ კვირაში პირად საცხოვრებელ გარემოში განსაკუთრებული ჰარმონიის შეტანას მოისურვებენ. სრულიად მოულოდნელად ხელმისაწვდომ ფასად შეიძენთ ახალ ავეჯს, დეკორისთვის საჭირო მოსაპირკეთებელ მასალას ან სხვა საგნებს. ეს შენაძენი გიბიძგებთ იმ აზრისკენ, რომ დროა, სარემონტო სამუშაოებიც დაიწყოთ. უახლოეს დღეებში ეს საკითხი თქვენთვის პირველი ამოცანა იქნება და დროებით შეზღუდავს თქვენს ოცნებებს კარიერულ ზრდაზე.


 


თხის რქა

თხის რქები ამ კვირაში მნიშნველოვან ინფორმაციას გაიგებენ. ცნობილი გახდება, რომ საწარმო, სადაც თქვენ მუშაობთ, მალე დაიხურება. ახალი ვაკანსიის ძებნას დაიწყებთ, თუმცა ჯერჯერობით თეორიულად. თავისუფალ დროს გარეგნობას დაუთმობთ, რადგან სრულიად დასაბუთებულად მიიჩნევთ, რომ რესპექტაბელური გარეგნობა კიდევ ერთი კოზირია ახალი სამუშაოს ძებნისას.


 


მერწყული

ამ კვირაში მერწყულები ბედნიერი შემთვევითობის წყალობით გამდიდრდებიან. დიდი შანსია, ლატარეა მოიგოთ ან სოლიდურ თანხა მოხსნათ ტოტალიზატორში. მოგიწევთ, გადაწყვიტოთ ახალი საკითხი, როგორ განკარგოთ ფული. საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრებს შეიძენთ, დანარჩენ თანხას კი გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის გადადებთ. მართალიც იქნებით, რადგან მოგაწყდებიან ნათესავები, რომელთათვისაც ბანკეტის მოწყობაზე უნდა დაიხარჯოთ.


 


თევზები
ამ კვირას თევზები მეგობრებისა და თანამოაზრეების წრეში გაატარებენ. მორიდების გარეშე სთხოვთ ამ ადამიანებს დახმარებას, რათა რაც შეიძლება მალე შეასხათ ხორცი თქვენს თამამ შემოქმედებით ჩანაფიქრს. ახლობლები ყველაფერს გაკეთებენ, რომ თქვენმა პროექტმა წარმატება მოიპოვოს. ამით დაიწყება თქვენი თავბრუდამხვევი აღმავლობა დიდებისა და პოპულარობისკენ. ამავე დროს თქვენ ძლიერ შეცვლით პირად ცხოვრებას.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?