მოიპოვეთ დედამთილის კეთილგანწყობა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ჰოროსკოპი

7 აპრილი 20:00, 2016 წელი

ამბობენ, ორი დიასახლისი ერთ სამზარეულოში ვერ გაჩერდება. რძალი და დედამთილი მაშინაც კი პოულობენ კამათის მიზეზს, თუ სხვადასხვა სახლში ცხოვრობენ. კაცს არც ცოლთან ჩხუბი უნდა და არც დედასთან ურთიერთობის გაფუჭება. თუ მზად ხართ, საყვარელი ადამიანის ბედნიერებისთვის კომპრომისზე წახვიდეთ, ასტროლოგები დედამთილის გულის მოგების გზას გთავაზობენ. 


ვერძი
დედა ვერძი ლომს მოგაგონებთ, შვილს  ხელგაშლილი და თანაგრძნობით სავსე დედოფალივით ექცევა. რძალთან მკაცრია და მისგან მორჩილებას მოითხოვს. თქვენი განსხვავებული მოსაზრება მასში აგრესიას გამოიწვევს, ამიტომ კამათისგან თავი შეიკავეთ. იმპერატიული ტონით ხშირად მოგცემთ მითითებებსა და რთულად შესასრულებელ დავალებებს, მაგრამ თუ მოითმენთ, ყინული დადნება. ასტროლოგები გირჩევენ, რომ ვერძს ძალიან არ დაუახლოვდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მოგიწევთ, მთელი ცხოვრება მის კალთაზე იყოთ მიჯაჭვული.


 



კურო
ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები პრაქტიკულები და გაწონასწორებულები არიან, თუმცა შვილის მიმართ გადამეტებულ მზრუნველობას იჩენენ. თუ გსურთ, დედამთილს თავი მოაწონოთ, თქვენი შესაძლებლობების დემონსტრაცია უნდა მოახდინოთ. მის წინაშე მოამზადეთ გემრიელი კერძი, დაალაგეთ სახლი, ყოველთვის შესთავაზეთ დახმარება და რაც შეიძლება, მალე დაფეხმძიმდით. კუროს ოცნებაა, ბებია გახდეს. სამწუხაროდ, ამ დედებს უსაფუძვლო ეჭვიანობა სჩვევიათ. ხშირად აგრძნობინეთ, რომ თქვენი ქმრის გულში ყოველთვის პირველ ადგილს დაიკავებს (მაშინაც კი, თუ ეს სიცრუეა). ამ ქალს შეუძლია კარგი დედამთილობა გაგიწიოთ: დაიტოვოს ბავშვები, მოგიაროთ ავადმყოფობისას ან შეგარიგოთ მეუღლესთან, თუ ხშირად დაურეკავთ და სტუმრადაც ეწვევით. არ დაგავიწყდეთ თვეში ერთხელ მისთვის საჩუქრის შეძენა.


 



ტყუპები
ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალი პირველივე შეხვედრისას გეტყვით, რომ სახელით მიმართოთ. ფრთხილად! ის გამოცდას გიწყობთ. შთაბეჭდილების მოხდენის მიზნით ნუ ეცდებით მის მოტყუებას. ტყუპები სიცრუის ხელოვნებას ფლობენ, ამიტომ ადვილად მიგიხვდებიან განზრახვას. ამ ქალს ფულის გამომუშავება ეხერხება, თუ მოეწონებით, ფინანსური პრობლემების მოგვარებაში ხშირად დაგეხმარებათ. დედამთილთან დისტანციას ნუ დაიჭერთ. ამ შემთხვევაში ის ურჩხულად გადაიქცევა და ყოველი შეხვედრისას შეგნებულად ნერვებს მოგიშლით. ამ ნიშანთან კონფლიქტი საშიშია, რადგან მისთვის ოჯახი შეურყეველი ინსტიტუტი არ არის და შეიძლება ქმართან დაგაშოროთ. ტყუპ ქალს დედასავით მოექეცით, მაგრამ გულს ბოლომდე  ნუ გადაუშლით.


 



კირჩხიბი
კირჩხიბ დედამთილთან პირველი შეხვედრა თქვენს მომავალზე აუცილებლად აისახება. ამ ქალისთვის მნიშვნელოვანია, როგორ ჩაიცვამთ და თავს როგორ დაიჭერთ, რადგან ადამიანზე  შთაბეჭდილება რთულად ეცვლება. შეიძლება ითქვას, რომ გაგიმართლათ. მაშინაც კი, თუ არ მოეწონებით, შვილს გულს არ ატკენს და მიგიღებთ. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული დედის გაცნობას იფიქრებთ, რომ სტუმართმოყვარე, მეგობრულ და კარგ დიასახლისს შეხვდით. თქვენ არც ცდებით, თუმცა ის სიურპრიზს გიმზადებთ. რძალთან თანაცხოვრებისას კირჩხიბში მორიელი იღვიძებს. მას არ სურს ძალაუფლება და შვილის სიყვარული გაგინაწილოთ. მართალია, კირჩხიბი დამოუკიდებლად ცხოვრების საშუალებას არ მოგცემთ, მაგრამ სამაგიეროდ, თქვენზე დედასავით იზრუნებს და თუ საჭირო გახდება, სიცოცხლესაც კი შემოგწირავთ. ეს ქალი არაჩვეულებრივი მრჩეველია, ამიტომ ყოველთვის შეგიძლიათ, მას მიმართოთ. სასურველია, კირჩხიბს „დედა“ დაუძახოთ.


 



ლომი
დედამთილი ლომი პირველივე შეხვედრისას  გაგრძნობინებთ, რომ მისი შვილის ღირსი არ ხართ და ძალიან გაგიმართლათ. მისი გულის მოგება რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი. დაანახვეთ, რომ პატივს სცემთ. არასდროს დაუძახოთ „დედა“ და ყოველთვის თქვენობით მიმართეთ. თქვენი დიალოგის  ძირითადი თემა მისი პერსონა ან შვილი უნდა იყოს. მაგალითად, განიხილეთ, როგორ არაჩვეულებრივად აღზარდა ვაჟი, რა კარგი ბებიაა და ა.შ. თუ დედამთილი ძვირად ღირებულ სამკაულს გაჩუქებთ, იცოდეთ, რომ მობეზრებული ნივთი თავიდან მოიშორა. მიუხედავად ამისა, აგრძნობინეთ, რომ მადლიერი ხართ. ეს ქალი თავის ახალგაზრდობაზე ხშირად გამოგონილ ისტორიებს მოგიყვებათ, მაგრამ თქვენ თავი უნდა მოიკატუნოთ, რომ მისი გჯერათ. თუ ლომთან დისტანციას დაიჭერთ, მისთვის სულ ერთი გახდებით და არასდროს ჩაერევა თქვენს პირად ცხოვრებაში. თუ დახმარების თხოვნით მიმართავთ, გეტყვით, რომ თქვენი პრობლემები მას არ ეხება.


 



ქალწული
შვილთან ურთიერთობისას ქალწული თავშეკავებული, რაციონალური, მკაცრი და მომთხოვნია. რა თქმა უნდა, თქვენც ზუსტად ასე მოგექცევათ. ის ოჯახში პირველობას არ დათმობს.  შეეგუეთ,  რომ  დედამთილის  ჩრდილში მოექცევით. ქალწულს ჰგონია, რომ თქვენს ცხოვრებას თქვენივე სასიკეთოდ წარმართავს. თუ ამ ქალისგან თავს შორს დაიჭერთ კირჩხიბს დაემსგავსება, მზრუნველი და მოსიყვარულე გახდება. შეიძლება ითქვას, გათხოვების შემდეგ ვარსკვლავები ქალწულის სახით ორ დედამთილს გჩუქნიან, ერთი ყოველთვის  გვერდში დაგიდგებათ: გასწავლით კერძების მომზადებას, ქარგვას და ქსოვას (თუ მოისურვებთ); გაასეირნებს ბავშვებს, დარეცხავს ჭურჭელს და ა.შ. მეორე კი ცხოვრებას გაგიმწარებთ. თუ გსურთ, რომ დედამთილთან ჰარმონიული ურთიერთობა გქონდეთ, წვრილმანებს ყურადღება მიაქციეთ. მაგალითად, მტვერი ყოველთვის კარგად გადაწმინდეთ, მეუღლის პერანგზე ღილები საგულდაგულოდ დააკერეთ და ცხვირსახოცი გააუთოეთ. ქალწულს მფლანგველობა აღიზიანებს, ამიტომ ფული ეკონომიურად ხარჯეთ.


 



სასწორი
თუ სასწორებს იცნობთ, შენიშნავდით, რომ მათთან ურთიერთობა ყველას სიამოვნებს. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული დედა მერწყულს ჰგავს, შვილთან და მის ცოლთან მეგობრობს. ეს ქალი თქვენს პირად სივრცეში არ შემოიჭრება თუ გვერდით მამაკაცი ჰყავს. სასწორი მუდმივად სიყვარულის ძიებაშია და თუ თავს ბედნიერად ვერ იგრძნობს, შვილს გვერდიდან არ მოშორდება. ვაჟთან სიახლოვით სულიერ სიცარიელეს ებრძვის. დედამთილს ცხოვრების მეგზურის პოვნაში დაეხმარეთ და პრობლემაც მოგვარდება. სასწორი ქალის გულის მოგება მარტივია, აავსეთ კომპლიმენტებით. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალი კარგად ერკვევა კაცის ფსიქოლოგიაში და შვილის  მართვა შეუძლია. თუ მოინდომებს, ოჯახს დაგინგრევთ. ამიტომ დედამთილთან ურთიერთობისას დიპლომატია გამოიყენეთ.


 



მორიელი
რთული წარმოსადგენია, მაგრამ დაუნდობელი მორიელი თავის შვილს ყველა შეცდომას პატიობს. ამ ნიშნის ქალებს ვაჟისადმი სიყვარული თევზებად აქცევთ. თქვენს დედამთილს ეყვარებით, თუმცა პერიოდულად მაინც დაგგესლავთ. თქვენი ქმრის ძველი რომანების შესახებ გიამბობთ და ყოფილი ქალების უპირატესობას გაუსვამს ხაზს. პროვოკაციაზე ნუ წამოეგებით. მორიელთან  უმნიშვნელო წაკინკლავებაც კი შეიძლება მწვავე ომში გადაიზარდოს. თუ ამ ქალისგან (თავდაცვის მიზნით) თავს შორს დაიჭერთ, თქვენი დედამთილი ქალწულს დაემსგავსება. მისი მეწვრილმანეობა ყოველ  შეხვედრაზე ხასიათს გაგიფუჭებთ.


 



მშვილდოსანი
მშვილდოსანი ქალი კომუნიკაბელური და განათლებულია, მაგრამ დედამთილის როლში ვერძს ემსგავსება, ეგოისტი და ჯიუტი ხდება. თუ მასთან კარგი ურთიერთობის დამყარება გსურთ, უნდა მოერიდოთ. არც კი იოცნებოთ,  რომ მისთვის ოდესმე ქალიშვილი გახდებით. დისტანციის შენარჩუნების შემთხვევაში მშვილდოსანი შეიძლება სასწორს დაემსგავსოს, მეგობრული და თავაზიანი გახდეს. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული დედა მთელი ცხოვრება ინტელექტუალურ და ამბიციურ რძალზე ოცნებობდა. მისი გულის მოსაგებად, როგორც მაგისტრის დიპლომი, ასევე სამსახური დაგჭირდებათ. მშვილდოსნისთვის მნიშვნელოვანი არ არის, რამდენად ლამაზი ხართ. მეტიც, ამ ნიშნის დედამთილებს ურჩევნიათ, რძალზე უკეთესად გამოიყურებოდნენ. არასდროს სცადოთ მისთვის თქვენი უპირატესობის დამტკიცება, მაშინაც, თუ მდუმარე დუელში გამოგიწვევთ. ასევე, არ ესაუბროთ ისეთ თემებზე, როგორიცაა სექსი, რელიგია და იდეოლოგია.


 



თხის რქა
თქვენ დაზღვეული ხართ ოჯახური სკანდალებისგან, თუმცა თხის რქისგან თბილ შეხვედრასაც ნუ დაელოდებით. იგი კონსერვატიულია, ამიტომ არასდროს მოწიოთ ან დალიოთ მისი თანდასწრებით. მოერიდეთ ექსპერიმენტულ ვარცხნილობებს და სამოსს. აუცილებლად უნდა გახსოვდეთ დედამთილის დაბადების დღე და ოჯახისთვის მნიშვნელოვანი თარიღები. მობილურით მილოცვა საკმარისი არ არის, უნდა მიაკითხოთ და საჩუქარიც მიუტანოთ.


 



მერწყული
მერწყული ცხოვრებას არ გაგირთულებთ. ასტროლოგები თვლიან, რომ იგი იდეალური დედამთილია. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები თავისუფლებას აფასებენ, ამიტომ შვილს დემოკრატიულად ექცევიან. ეს ქალი არ ჩაერევა თქვენს ურთიერთობაში ან შვილის აღზრდის პროცესში, არც ფინანსურად დაგეხმარებათ. სამაგიეროდ, აუცილებლად იზრუნებს შვილიშვილების  სულიერ და ინტელექტუალურ განვითარებაზე. თუ მერწყულს გააბრაზებთ, ის დაუნდობელი და ჭირვეული გახდება.



 



თევზები
თევზი ქალი არაპრაქტიკული და მეოცნებეა, მაგრამ, როგორც კი დედა გახდება, რადიკალურად იცვლება. წინდახედული და მზრუნველი ხდება. შვილსა და რძალს კირჩხიბივით ექცევა. მათგან ყველაფერი ადვილად სწყინს და იბუტება, მაგრამ წყვილს ყოველთვის თანაუგრძნობს და გასაჭირში ეხმარება. თუ თქვენ ეს ნიშანი აგითვალწუნებთ უცხოსავით მოგექცევათ - ცივად და რაციონალურად. ჩხუბის შემთხვევაში პირველი ნაბიჯის გადადგმა ყოველთვის თქვენ მოგიწევთ. მაშინაც კი, თუ თევზები დანაშაულს ხვდებიან, არ აღიარებენ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?