როგორ შევეწყოთ პარტნიორს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

ჰოროსკოპი

12 აპრილი 12:00, 2016 წელი

როგორც კი  ქალით/კაცით  ვიხიბლებით, ვცდილობთ, გავიგოთ, ზოდიაქოს რომელი ნიშნის წარმომადგენელია. რადიკალურად განსხვავებული ხასიათის ადამიანებს ურთიერთობა მართლაც უჭირთ, მაგრამ თუ უკვე შეყვარებული ხართ, შეუთავსებლობის დაძლევის ხერხები გამოგადგებათ.

როგორ შევეწყოთ ვერძს?
მაშინაც კი, თუ ასტროლოგების აზრით, თქვენ და თქვენი რჩეული ერთმანეთს არ შეეფერებით, ურთიერთობაში ჰარმონიის მიღწევა მაინც შეიძლება. ვერძი ძალიან ჯიუტია. ამ თვისებას დიპლომატიურად მიუდექით. ნუ ეცდებით, რომ ყოველი კონფლიქტისას გაიმარჯვოთ და პარტნიორს თავი დამარცხებულად აგრძნობინოთ, ხანდახან შეგნებულად უკან დაიხიეთ.


 


 


როგორ შევეწყოთ კუროებს?
კუროები  (მაშინაც კი, თუ ეჩქარებათ) ნელი მოძრაობებით გამოირჩევიან, რამაც თანაცხოვრებისას შეიძლება  ძალიან გაგაღიზიანოთ. სამწუხაროდ, კუროში სიზანტეს ვერ შეცვლით. თუ გსურთ, რომ ის თხოვნაზე მარტივად დაითანხმოთ ან ჩხუბის შემდეგ შემოირიგოთ, გემრიელი ვახშამი მოუმზადეთ, სუფრა ლამზად გააწყვეთ და წყნარად ესაუბრეთ. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული არავითარ შემთხვევაში არ აეჭვიანოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში კურო თქვენ წინ გადაულახავ ბარიერს აღმართავს.


 


როგორ შევეწყოთ ტყუპებს?
ზედაპირულმა ტყუპებმა თავისი ცვალებადობით შეიძლება, პარტნიორი ფსიქიკურ აშლილობამდე მიიყვანონ. მათ სურთ, რომ თქვენც ვითარდებოდეთ  და ექსპერიმენტებს ატარებდეთ. თუ რომანში პრობლემები წარმოიშვა, უნდა მიხვდეთ, რომ ცვლილებების დროა! დაარღვიეთ თქვენთვის ჩვეულებრივი დღის რეჟიმი, შეიცვალეთ იმიჯი, ერთად გადით ქალაქგარეთ, გაერთეთ თქვენთვის უცხო ადგილებში და  ა.შ.


 


 


როგორ შევეწყოთ კირჩხიბს?
კირჩხიბები ემოციურები და სევდიანები არიან. მათი  პარტნიორობა საკმაოდ რთულია. პატივი ეცით ამ ნიშნის საიდუმლოებებს და ნუ ეცდებით, სულში შეუძვრეთ. ხშირად მიეცით განმარტოების და ფიქრის საშუალება. თუ კირჩხიბი რამეს არ გიყვებათ, ნუ ჩააცივდებით და არც სკანდალი მოუწყოთ. ამ გზით საყვარელი ადამიანის ნდობას მოიპოვებთ.


 


 


როგორ შევეწყოთ ლომს?
ლომებს ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვართ და ეგოცენტრიკები არიან. არ სცადოთ ამ ადამიანის გამოფხიზლება. მას არც სურს რეალობისთვის თვალის გასწორება. მკაცრად აკონტროლეთ თქვენი საერთო ფინანსები. ლომებში  ხშირად ვხვდებით შოპაჰოლიკებს. ისინი თავს უარს ვერ ეუბნებიან ძვირადღირებულ სამოსზე, აქსესუარებსა და ფეხსაცმელზე. ფინანსური კრიზისი თქვენს ურთიერთობაში განხეთქილების ვაშლად იქცევა.


 


როგორ შევეწყოთ ქალწულს?
ქალწული რაციონული და პრაქტიკულია, შესაბამისად, თქვენი წინდაუხედავი ნაბიჯები გააღიზიანებს. ყოველთვის კარგად დაფიქრდით და შემდეგ იმოქმედეთ. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს  ორი უმნიშვნელოვანესი თვისება - თანაგრძნობის და გაგების უნარი აკლიათ. არ გეწყინოთ, თუ იგი თქვენს ტკივილს და დარდს ვერ გაიზიარებს. ჩხუბისას ქალწულს დაანახეთ, რომ ყველა საკითხში ეთანხმებით და ბოდიში მოუხადეთ (მაშინაც, თუ არაფერი დაგიშავებიათ.) ამ შემთხვევაში ის მომენტალურად შეწყვეტს ყვირილს და მოსიყვარულე  პარტნიორად გადაიქცევა.


 


როგორ შევეწყოთ სასწორს?
სასწორი მერყევია. გადაწყვეტილების მიღებამდე  მოვლენებსა და ფაქტებს მრავალი რაკურსით აღიქვამს, რაც აბნევს და სუბიექტურ აზრს უკარგავს. თქვენი ვალია, მის მაგივრად  შეუპოვრობა გამოიჩინოთ და სწორი ნაბიჯისკენ უბიძგოთ. სასწორებს კრიტიკა სწყინთ, რაც კიდევ უფრო ართულებს მათთან ურთიერთობას. თქვენ სასწორ ქალს ვერ ეტყვით, რომ ახალი ვარცხნილობა ან კაბა არ უხდება, ისევე როგორც კაცს ვერ მისცემთ თუნდაც დამსახურებულ შენიშვნას.


 


როგორ შევეწყოთ მორიელს?
მორიელი ადამიანების სუსტი წერტილების პოვნის დიდოსტატია. თუ გსურთ, მასთან ურთიერთობა წარმატებით ააწყოთ, თქვენი რეალური ემოციები არ დაუმალოთ, მათ შორის - ნეგატიური. მან უნდა იცოდეს, რა გტკენთ გულს, რა გახარებთ, რა გაშინებთ, რა გიქმნით კომფორტის განცდას და ა.შ. ხშირად ისინი პირქუშები არიან და ცხოვრებას  პესიმისტურად უდგებინ. მორიელის ყოველდღიურობაში პოზიტივი შეიტანეთ და აფიქრებინეთ, რომ ცხოვრება მშვენიერია.


 


როგორ შევეწყოთ მშვილდოსანს?
თუ თქვენი რჩეული მშვილდოსანია, პასუხისმგებლობების აღება საკუთარ თავზე მოგიწევთ. თქვენ უნდა განსაზღვროთ, რომ ყოველ თვეში კომუნალური დავალიანებებია დასაფარი. თუმცა რამდენჯერაც ცხოვრებაზე ხელს ჩაიქნევთ და დეპრესიაში ჩავარდებით, მშვილდოსანი იმდენჯერ დაგიჭერთ მხარს და  მომავლის იმედს დაგიბრუნებთ. მასთან ურთიერთობა მარტივი და სასიამოვნოა. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები სულ კარგ განწყობაზე არიან  და არასდროს დაგთრგუნავენ თავისი ნეგატივით.


როგორ შევეწყოთ თხის რქას?
თხის ქრისგან ემოციების ტორნადოს ნუ დაელოდებით. ის არ გაჩუქებთ ყვავილებს და გულის ფორმის შოკოლადებს. ურთიერთობაში რომანტიკული ინიციატორის როლი თქვენ უნდა მოირგოთ. სამაგიეროდ თხის რქა გასწავლით, როგორ გადალახოთ წინააღმდეგობები და მიაღწიოთ დასახულ მიზანს.


 


 


როგორ შევეწყოთ მერწყულს?
მერწყული მუდმივად ახალი ინფორმაციისა და უნარების ათვისებისკენ მიისწრაფის. მას სურს ყოველდღიურად გაიფართოოს სანაცნობო წრე. ცნობისმოყვარე, ინოვატორი და არატრადიციულია.  გასაკვირი არ არის, რომ სხვა ზოდიაქოს ნიშნები ვერ უგებენ. თუ მერწყულთან გრძელვადიანი რომანის წამოწყებას აპირებთ,  მის გაფანტულობას და არაპრაქტიკულობას შეეგუეთ. თქვენ  იზრუნებთ ფინანსურ საკითხებზე, მერწყული კი სამყაროში  ჩამალულ საოცრებებს გადაგიშლით თვალწინ.


 


როგორ შევეწყოთ თევზებს?
თევზები ხშირად თქვენი ქცევის მოტივებს მარტივად ხვდებიან. მათ ხომ გასაოცარი ინტუიცია აქვთ და ადამიანის ფსიქოლოგიაშიც კარგად ერკვევიან. ნუ ეცდებით თევზების მოტყუებას. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს  შეუძლიათ, თქვენი თავი სხვაგვარად დაგანახონ,  ახალი თვისებები და ღრმად ჩაფლული ტალანტი აღმოგაჩენინონ. თუ ამ ადამიანთან  ჰარმონიული რომანი გსურთ, მის სულს დაუახლოვდით. თევზები შეუპოვრობით არ გამოირჩევიან, ამიტომ (სქესის განურჩევლად) პარტნიორისგან სიმტკიცეს და ძლიერ მხარდაჭერას ელოდებიან.  

დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ფისუნია, მანდ რა გინდა?! (10 ფოტო)

ნახეთ, ერთ დღესაც სად შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი ოთხფეხა მეგობარი. ჰოდა, პრევენციული ზომებიც მიიღეთ...
საკნატუნო ამბები

9 უტყუარი ნიშანი იმისა, რომ კაცი გღალატობთ

კერძო დეტექტივები ამბობენ, რომ ქალის ეჭვიანობის 80%-ის შემთხვევაში კაცის ღალატი დასტურდება.
დღის ჰოროსკოპი

21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.
ამბები

ანა მიქელაძე: ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
საკნატუნო ამბები

მიზეზები, რომელთა გამო ქალები სექსზე უარს ამბობენ

როგორც აღმოჩნდა, იმ ფაქტორების კლასიფიცირება მოხდა, რომელთა გამო ქალბატონები სექსზე უარს აცხადებენ.   
დღის ჰოროსკოპი

20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ანა მიქელაძე: სულ შესულია 68 საჩივარი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებას 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.