რომელი წიგნები უნდა წაიკითხოთ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?!

ჰოროსკოპი

14 აპრილი 20:00, 2016 წელი

კითხვისას ოთახიდან გაუსვლელად შეგიძლიათ იმოგზაუროთ, დაუვიწყარი თავგადასავალი გადაგხდეთ, უცხო ადამიანების ტრაგიკული ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდეთ, თავგანწირვით შეგიყვარდეთ და რამდენჯერმე მოკვდეთ... ასტროლოგები თქვენთვის შესაფერისი წიგნების ჩამონათვალს გთავაზობენ.

ვერძი
თუ ხანშიშესულ ვერძს გვერდით მიუჯდებით და სთხოვთ, რომ თავისი წარსულის შესახებ გიამბოთ, გაოცდებით! ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულთა ცხოვრება თავგადასავლებით არის სავსე. ისინი ვნებიანები, მიზანდასახულები და სიცოცხლით სავსენი არიან. შესაბამისად მათთვის საინტერესოა წიგნის ისეთი ჟანრები, როგორიცაა: სათავგადასავლო, ბოევიკი, ისტორიული და დეტექტივი. ხშრად ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულთა საყვარელი მწერალი ჯეკ ლონდონია. მწერალი გვიამბობს მებრძოლი სულის პერსონაჟებზე, რომლებიც აუცილებლად აღწევენ დასახულ მიზანს. მაგალითად, „მარტინ იდენი.“
კითხვისას ვერძს სურს, ნაწარმოებში მოვლენები სწრაფად განვითარდეს, მაგრამ მძაფრი ემოციები გაუღვიძოს. ასტროლოგები მას აგათა კრისტის დეტექტივების კითხვას ურჩევენ: „მკვლელობა აღმოსავლეთ ექსპრესზე,“ „სიკვდილი ნილოსზე,“ „სიკვდილი ბოლოს მოდის,“ „ჰელოუინის ზეიმი“ და ა.შ. 


თანამედროვე ლიტერატურიდან  წაიკითხეთ:
1. ვიქტორია ავეარდის ,,წითელი დედოფალი“; 
2. ამელია კაჰანის ,,გულგატეხილი“;
3. ვერონიკა როთის ,,დივერგენტი“;
4. მიშელ გაგნონის ,,უკან არ მობრუნდე“;
5. პიტტაკ ლორის ,,მეოთხე ნომერი ვარ“.



კურო
იმისთვის, რომ კურომ თავი ბედნიერად იგრძნოს, მის ირგვლივ ყველა და ყველაფერი ლამაზად უნდა გამოიყურებოდეს. ამ ადამიანების სახლში ხშირად წააწყდებით წიგნებს ინტერიერის, მოდის, რემონტისა და სახლის მცენარეების შესახებ. ისინი ხელოვნებას და მუსიკასაც აფასებენ, ამიტომ შესაბამისი ლიტერატურაც აინტერესებთ. მაგალითად, რენესანსის ეპოქის მხატვრების ბიოგრაფია და მათი ფერწერული ტილოების ანალიზი. 
კუროს შრომა უყვარს, თუ სამსახურში ძალიან არ იღლება შინ მუშაობას აგრძელებს. მაგალითად, დურგლის როლს ითავსებს და საკუთარი ხელებით ქმნის ახალ სკამებს. თუ მას ინსტრუქციების  წიგნი „შექმენი თავად“ არ აქვს, აუცილებლად უნდა შეიძინოს.


თანამედროვე ლიტერატურიდან  წაიკითხეთ:
1. კელი ამსტრონგის ,,შეკრება“;
3. ჯოდი ლინ ანდერსონის ,,ვეფხვი სახელად ლილი“;
4. ვერონიკა როსის ,,არარსებული ცის ქვეშ“;
5. ალექს მალორის ,,ველური“.


ტყუპები
ალბათ გსმენიათ ან წაგიკითხავთ ფრაზა: „რამდენი ენაც იცი, იმდენი კაცი ხარ“. ტყუპები უცხო ენებს ადვილად ითვისებენ. მათთვის მეცადინეობა და ახალი სიტყვების დამახსოვრება სასიამოვნო თამაშივითაა. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულთა თაროები სავსეა ლექსიკონებითა და უცხო ენაზე გამოცემული ლიტერატურით.
ამ ადამიანთა ცხოვრება მდარედ არასდროს მიედინება, პირიქით, სავსეა გამოწვევებითა და თავგადასავლებით. ცნობისმოყვარე ტყუპები ხშირად კითხულობენ  წიგნებს მოგზაურობაზე და ღირსშესანიშნაობებზე. მათთვის საინტერესოა ნაწარმოებები მოულოდნელი დასასრულით. მაგალითად, ო’ ჰენრის მოთხრობები.


თანამედროვე ლიტერატურიდან  წაიკითხეთ:
1. ჰოლი სმეილის ,,გიკი გოგო“;
2. კრისტიენ ვაითის ,,ვარსკვლავთა ქაოსი“;
3. სენ ვილიამსის ,,ტყუპთა მშობელი“.


კირჩხიბი
კირჩხიბში გაერთიანებულია სტუმართმოყვარე დიასახლისი, ნიჭიერი კულინარი, ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი, შესაბამისად მისთვის საინტერესო ლიტერატურა მრავალფეროვნებით გამოირჩევა. კირჩხიბების დიდ ნაწილს ძალიან უყვარს ოსკარ უაილდის შემოქმედება, განსაკუთრებით „დორიან გრეის პორტრეტი.“  ამ ადამიანებში აღტაცებას იწვევს მიხეილ ბულგაკოვის „ოსკარი და მარგარიტა,“ ალექსანდრე დუმას „გრაფი მონტე-კრისტო.“
მგრძნობიარე კირჩხიბი გემოვნებიანი მკითხველია. მისთვის მნიშვნელოვანია მწერლის მიერ წიგნში ჩადებული მესიჯები, ავტორის წერის მანერა, პერსონაჟების სულიერი და ინტელექტუალური განვითარება. განსაკუთრებით გულშემატკივრობს  ტრაგიკულ  გმირებს. თუ თქვენ ამ ნიშნის ქვეშ დაიბადეთ, უსათუოდ გიყვართ შარლოტა ბრონტეს „ჯეინ ეარი,“ ემილი ბრონტეს „ქარიშხლიანი უღელტეხილი,“ ჯეინ ოსტინის „სიამაყე და ცრურწმენა,“ მარგარეტ მიტჩელის „ქარწაღებულნი.“
თუ  კირჩხიბი სადმე უცხო რეცეპტებით სავსე კულინარიულ წიგნს დაინახავს, აუცილებლად შეიძენს. ის სტუმრებისა და ოჯახის წევრების გაოცების შანსს ხელიდან არ გაუშვებს.


თანამედროვე ლიტერატურიდან  წაიკითხეთ:
1. რობინ შნაიდერის „ექსტრაორდინალური მიზეზები“;
2. ჟასმინ ვარგას „ჩემი გული და სხვა ბნელი სასტუმროები“;
3. სინტია ჰენდის „უკანასკნელი დამშვიდობება“;
4. ანდრეა პორტესის „წარუმატებელი ადამიანის ანატომია“;
5. პაულო კოელიოს „11 წუთი“.
6. გაბრიელ გარსია მარკესის „მარტოობის ასი წელი“;
7. ჯერომ სელინჯერის „თამაში ჭვავის ყანაში“;
8. სტივენ კინგის „ნისლი“;
9. სტეფანი მეიერის „ბინდი“.


ლომი
ლომი სიარულისა და თავდაჭერის მანერითაც კი შეიძლება ამოიცნოთ. მას ოთახში ყველაზე მეტად აქვს კისერი მოღერებული, მხრებში გამართული და თვითკმაყოფილია. იგი  ფიქრობს, რომ ყოველივე საუკეთესოს იმსახურებს. წვეულებები, ძვირადღირებული მანქანები, მოდური სამოსი, ფუფუნება - აი, რა თემები აინტერესებს. თუ გამოცდილი მკითხველი ხართ  უსათუოდ ონორე დე ბალზაკი გაგახსენდებათ. გასაკვირი არ არის, რომ ლომების საყვარელი წიგნი „შაგრენის ტყავია“.
ლომი ყურადღების ცენტრში ყოფნის სურვილით არის შეპყრობილი, ამიტომ ინტერესით კითხულობს გამოჩენილი ადამიანების ბიოგრაფიებსა და მემუარებს/წერილებს. მის უჯრაში შეიძლება იპოვოთ წიგნი „როგორ გავხდეთ კარგი ლიდერი.“


თანამედროვე ლიტერატურიდან  წაიკითხეთ:
1. როზამუნდ ხოჯის „საშიში სილამაზე“;
2. სუზან დენარდის „რაღაც უცნაური და მომაკვდინებელი“;
3. კირა კასის „სელექცია“.


ქალწული
ქალწულებში ხშირად შეხვდებით წიგნის ჭიებს. ეს დისციპლინირებული ადამიანები განათლებას განსაკუთრებით აფასებენ და ყოველდღიურად ინტელექტის ამაღლებას ცდილობენ. ქალწული ყველაზე ხშირად პროფესიული წიგნებით ინტერესდება. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები ისეთ ინფორმაციაზე ნადირობენ, რომელიც პროფესიონალებად ჩამოაყალიბებს და კარიერულ წინსვლაში დაეხმარებათ. აღსანიშნავია, რომ ქალწული დროს სამეცნიერო ლიტერატურის კითხვასაც უთმობს.


თანამედროვე ლიტერატურიდან  წაიკითხეთ:
1. რეი ქარსონის „უცხოპლანეტელის დედამიწაზე გასეირნება“;
2. აიზეკ აზიმოვის „მე - რობოტი“;
3. პაულო კოელიოს „ალქიმიკოსი“.


სასწორი
სასწორები წიგნის შერჩევისას პრეტენზიულები არიან. მათ მოსწონთ ნაწარმოებები, სადაც ბუნების ხედები ლამაზად არის აღწერილი, ხოლო პერსონაჟები მკითხველის თვალწინ ცოცხლდებიან. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს ტრაგიზმი იტაცებთ, ამიტომ უყვართ ემილ ზოლას „ხაფანგი,“  ჯეკ ლონდონის „დიდი სახლის პატარა დიასახლისი,“ გუსტავ ფლობერის „მადამ ბოვარი,“ ლევ ტოლსტოის „ანა კარენინა.“ მათ ბიბლიოთეკაში სათანადო  ადგილი უჭირავთ წიგნებს მოდისა და ხელოვნების სხვადასხვა დარგის შესახებ.


თანამედროვე ლიტერატურიდან  წაიკითხეთ:
1. ლექსა ჰილერის „მარადიულობის დამამტკიცებელი საბუთი“;
2. მეგი ლერმანის „ყველაფრის ღირებულება“;
3. ლორენ გიბალდის „თანხმობის ღამე“;
4. ჩელსი ფილპოტის „სამოთხეშიც კი...“
5. მელირა კანტორას „სრულყოფილებაზე უკეთესი“;
6. რობინ ბენუეის „ემი და ოლივერი.“


მორიელი
მორიელები ძალიან საინტერესო ადამიანები არიან. ისინი კითხულობენ ისტორიულ წიგნებს, სადაც ზედმიწევნითაა აღწერილი ომი და საბრძოლო სტრატეგიები. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს აინტერესებთ დეტექტივებიც. რთულია, იპოვოთ მორიელი, რომელსაც არ წაუკითხავს უილკი  კოლინსის „ქალი თეთრებში,“ ართურ კონან დოილის „შერლოკ ჰოლმზის თავგადასავალი,“ რობერტ ჰარისის „მამული,“ ედგარ ალან პოს „კონკურენტები.“ ვნებიანი მორიელებისთვის სექსი მნიშვნელოვანია. ამ ადამიანებში პოპულარული წიგნებია: ე. ლ. ჯეიმზის „გრეის 50 ელფერი,“ „50 ელფერით მუქი“ და „თავისუფლების 50 ელფერი.“ უნდა აღვნიშნოთ, რომ მორიელები არც სენტიმენტალური რომანების მიმართ არიან გულგრილები.


თანამედროვე ლიტერატურიდან  წაიკითხეთ:
1. ორჰან ფამუქის „მე წითელი ვარ“;
2. სტიგ ლარსონის „გოგონა, რომელიც ცეცხლს ეთამაშებოდა“;
3. მიშელ უელბეკის „პლათფორმა“;
4. პაულო კოელიოს „ადიულტერი“;
5. ჯონ გრინის „ბედის ვარსკვლავის ბრალია“;
6. დავიდ ფონკინოსის „ჩემი ცოლის ეროტიკული პოტენციალი“;
7. კიმბერლი გრიფტის „აკრძალული“;
8. შერი ტომასის „ცა, რომელიც იწვის“.


მშვილდოსანი
ცნობისმოყვარე მშვილდოსნებს ხშირად წააწყდებით ბიბლიოთეკებში. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები სტაბილურობას გაურბიან და ცდილობენ, ცხოვრება გაიმრავალფეროვნონ, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ კითხვისას სათავგადასავლო ჟანრს ანიჭებენ უპირატესობას. მათი საყვარელი წიგნებია: „80 000 კილომეტრი წყალქვეშ,“ „საიდუმლო კუნძული,“ „ყინულის სფინქსი,“ „დედამიწიდან მთვარემდე,“ „კაპიტან გრანტის შვილები“ და ა.შ.    მშვილდოსნებისთვის საინტერესოა ბულვარული რომანიც, რომელსაც სამსახურში მისვლამდე, გონების დაძაბვის გარეშე წაიკითხავენ. მაგალითად, ქენდის ბუშნელის „სექსი დიდ ქალაქში,“ „ყველაფერი იყიდება,“ „ქერის დღიურები,“ „ბიზნესი მაღალ ქუსლებზე.“ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები კონცენტრაციას ვერ ახერხებენ დაწვრილებით აღწერებზე, ამიტომ დიალოგების კითხვა და მოკლე დროში მაქსიმალური ინფორმაციის მიღება ურჩევნიათ.
ეს ადამიანები ხშირად მოგზაურობენ ან ოცნებობენ, რომ ეგზოტიკური ქვეყნები მოინახულონ, ამიტომ გეოგრაფიული წიგნებიც მოსწონთ.


თანამედროვე ლიტერატურიდან  წაიკითხეთ:
1. ჯესი კირბის „ის, რასაც გულით შევიცნობთ“;
2. სტივ ბრეზენოფის „ბიჭი რეალური სამყაროდან“;
3. ჯესი ვესტის „ჩვენ შორის მანძილი“;
4. პატრიკ ნესის „დანარჩენები მხოლოდ არსებობენ“.


თხის რქა
ინტელექტუალი თხის რქისგან გასაკვირი არ არის, რომ ისტორიული რომანებით და არქეოლოგიური წიგნებით ინტერესდება. მისი სახლი სავსეა ენციკლოპედიებით. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს ძალიან მოსწონთ კონსტანტინე გამსახურდიას „დავით აღმაშენებელი,“ მიხეილ ჯავახიშვილის „არსენა მარაბდელი,“ ლევან გოთუას „გმირთა ვარამი.“


თანამედროვე ლიტერატურიდან  წაიკითხეთ:
1. ლორენ ოლივერის „პანიკა;“
2. მარგო რაბბის „კოცნა ამერიკაში;“
3. ჟოზებ დელანის „მეშვიდე ვაჟი.“


მერწყული
მერწყული სამყაროს განსხვავებულად აღიქვამს. ზოდიაქოს ნიშნები, ჩვეულებრივ, ვერ უგებენ მას, ამიტომ ბევრისთვის ამოუცნობ ადამიანად რჩება. ბავშვობიდან მოყოლებული საყვარელი ჟანრი ფანტასტიკაა. სკოლის პერიოდში მათ მოსწონთ „ალისა საოცრებათა ქვეყანაში,“ „ჰარი პოტერი,“ „ბეჭდების მბრძანებელი“ და „ბინდი.“
მერწყულებისთვის სიანტერესოა ასტროლოგიური, ავტობიოგრაფიული, ისტორიული და გეოგრაფიული წიგნებიც.


თანამედროვე ლიტერატურიდან  წაიკითხეთ:
1. ენი ბლაკმანის „წყვდიადისა და ნისლის ტყვე“;
2. აარონ ჰარტზლერის „ის, რაც დავინახეთ“;
3. ქემი მაქგოვერნის „ნაბიჯი გადავარდნამდე“;
4. ჯორჯ მარტინის „ყინულისა და ცეცხლის სიმღერა“;
5. სტიგ ლარსონის „გოგონა, რომელმაც კრაზანების ბუდე დაანგრია“;
6. სტიგ ლარსონი „გოგონა დრაკონის ტატუთი“.


თევზები
თევზები, როგორც ვიცით, იდუმალი ადამიანები არიან. ძალიან ცოტას თუ შეუძლია მათ უძირო არსებაში შეღწევა. ეზოთერიკული და ფსიქოლოგიური წიგნები უყვართ. მაგალითად, მათთვის საინტერესო შეიძლება აღმოჩნდეს ალექსეი ესენძიუკის „ნაგუალის ხედვა.“
თუ თევზებს ღმერთის სწამთ, სიამოვნებით კითხულობენ ბიბლიას, ყურანს და სხვა რელიგიურ თხზულებებს.
ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს ფანტასტიკის ჟანრის ნაწარმოებებიც იტაცებთ. განსაკუთრებით მოსწონთ მომავალთან, პარალელურ სამყაროებთან და კოსმოსთან დაკავშირებული სიუჟეტები.


თანამედროვე ლიტერატურიდან  წაიკითხეთ:
1. ბენეტ მედისონის „სექტრემბრის გოგონები;“
2. კლაუდია გრეის „შენი არსების მილიონი ნაწილი;“
3. რობერტ ანდერსონის „ოცნების მიწა;“
4. ეპრილ პაიკის „გაიღვიძე!“
5. ლოკჰარტის „მატყუარები ვიყავით.“

საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.
ამბები

ანა მიქელაძე: ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
საკნატუნო ამბები

მიზეზები, რომელთა გამო ქალები სექსზე უარს ამბობენ

როგორც აღმოჩნდა, იმ ფაქტორების კლასიფიცირება მოხდა, რომელთა გამო ქალბატონები სექსზე უარს აცხადებენ.   
დღის ჰოროსკოპი

20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ანა მიქელაძე: სულ შესულია 68 საჩივარი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებას 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ამბები

ცესკოში მორიგი საინფორმაციო ბრიგინგი გაიმართა

ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიასთან 15:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ისაუბრა.
ამბები

ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 სთ-ის მდგომარეობით

ცესკოს პრეს სპიკერმა აქტივობასთან ერთად მედიას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია
კულინარია

გემრიელი სალათების სეზონი გაიხსნა!

გაზაფხულთან ერთად, ფერადი და არომატული ბოსტნეულიც შემოვიდა. ეს სალათა, რომლის რეცეპტსაც დღეს გიზიარებთ, ჯანსაღი, გემრიელი და უმარტივესად მოსამზადებელია!
დღის ჰოროსკოპი

19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?