18-24 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

18 აპრილი 00:05, 2016 წელი

კვირა შეუმჩნევლად ჩაივლის. ბუნებასთან ერთად, ადამიანებთან ურთიერთობაც გაცოცხლდება, რაც აშკარად, საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობაში გამოვლინდება. თქვენს ცხოვრებაში ახალი ადამიანის გამოჩენა მობეზრებული სასიყვარულო ურთიერთობის შეწყვეტას გამოიწვევს. ნუ აიძულებთ საკუთარ თავს, იყოთ ზედმეტად მოწადინებული სამუშაო საქმეებში და განთავისუფლდით ყველანაირი მოგონებებისგან.

ვერძი
კვირის მანძილზე ვერძების ყოველდღიურ ყოფაში განსაკუთრებული ცვლილებები არ შეინიშნება. თქვენი კარიერა და პირადი ცხოვრება ერთნაირი სცენარით განვითარდება, რომელშიც თქვენ სხვების სურვილების შემსრულებლის როლში აღმოჩნდებით. შეეცადეთ, გამოავლინოთ თქვენი შინაგანი პოტენციალი შემოქმედებით სფეროში, სადაც საკმაოდ დიდი წარმატება გელოდებათ. თავისუფალ დროსა და დასვენების დღეებს მთლიანად პირად პროექტებზე მუშაობას დაუთმობთ და პირველი შედეგებიც მალევე შეინიშნება.


 


კურო
კუროების შეცდომაში შეყვანა მომავალ კვირას, მარტივი იქნება, რადგან საკუთარ შინაგან სამყაროს აბსოლუტურად ნებისმიერი ადამიანისთვის გახსნიან და ვერც კი წარმოიდგენენ, რომ მათ შორის უამრავი მოღალატეა. კუროებო, სხვებთან დიალოგში იმდენად გულახდილი იქნებით, რომ ელემენტარულ სიფრთხილესაც კი არ გაითვალისწინებთ. მართალია, მალევე გაარკვევთ, ვინ გაამხილა თქვენი საიდუმლო და ამ შეცდომას გადალახავთ, მაგრამ ეს ფაქტი ჭკუის სასწავლებელია: თქვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ახლად გაცნობილ ადამიანებს აღარ დაუახლოვდებით.


 


ტყუპები
ტყუპები, მომავალ კვირაში, პირადი ქონების დაკარგვის საშიშროების წინაშე აღმოჩნდებიან. თქვენ არ იქნებით თაღლითობის მსხვერპლი. ამ დანაკარგის მიზეზი თქვენი არასერიოზულობით აიხსნება. გამორიცხული არ არის, რომ ძვირფასი ნივთი, საფულე ან მანქანის გასაღები დაკარგოთ და ეს ფაქტი საკმაოდ შეგაწუხებთ. დანაკარგის პოვნას, ალბათ, ვერ შეძლებთ და ამიტომ, მოგიწევთ, სასწრაფოდ მოიფიქროთ, რით უნდა შეცვალოთ დაკარგული ნივთი. თქვენთვის, კვირის მანძილზე, ეს ყველაზე დიდი პრობლემა იქნება, რადგან პირად ცხოვრებასა და კარიერაში უსიამოვნებები არ გელოდებათ.


 


კირჩხიბი
მატერიალურ მხარდაჭერას სრულიად მოულოდნელი წყაროდან მიიღებთ. თქვენი „მფარველი ანგელოზი“ არცთუ ისე ახლო ნათესავი გახდება. შესაძლოა, უცებ ვერ გაერკვიოთ, რატომ გახდით უფლებამოსილი უძრავი ქონების საკითხებში იმ ადამიანის მხრიდან, რომელთანაც იშვიათად კონტაქტობდით.  ამისთვის მასთან დიალოგი დაგჭირდებათ და სიტუაციაც გაირკვევა: მან იმიტომ დაგასახელათ მემკვიდრედ, რომ ოჯახის სხვა წევრებზე განაწყენებულია. საუბრის შემდეგ თქვენ ყოველდღიურ საქმიანობას დაუბრუნდებით, რომელშიც კვირის განმავლობაში პოზიტიური მოვლენები არ გელოდებათ.


 


ლომი
ლომები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით დაუშვებელ დაუდევრობას გამოიჩენენ. მართალია, გადაწყვიტეთ, საკუთარი თავის ექიმი თავად გახდეთ, თუმცა ნამდვილად არ შეგწევთ უნარი, რომ კომპლექსური მკურნალობის კურსი დამოუკიდებლად დაინიშნოთ. გარდა ამისა, ერთ-ერთი პრეპარატი, რომელსაც სპეციალისტის კონსულტაციის გარეშე მიიღებთ, ძლიერ ალერგიას გამოიწვევს. მოგიწევთ ექიმთან მისვლა და მისთვის საკუთარი „სამედიცინო ექსპერიმენტის“ გამხელა. სანამ ამ საკითხებით იქნებით დაკავებული, პირად ცხოვრებაზე ფიქრის დრო და სამსახურში წარმოქმნილი სირთულეების გადაწყვეტის საშუალება არ გექნებათ.


 


ქალწული
ქალწულებო, მომავალ კვირაში არასერიოზულობით გამოირჩევით. დაუღალავად იფლირტავებთ იმ ადამიანებთანაც კი, რომლებიც თქვენში განსაკუთრებულ სიმპათიას არ იწვევენ. თქვენი ქმედება იაფფასიან ფარსს დაემსგავსება და მხოლოდ თქვენთვის იქნება ცნობილი ამ ქცევის რეალური მიზეზი. ყველასთან გაღიმებით იმ ტკივილის იგნორირებას შეეცდებით, რომელსაც მეორე ნახევარი მოგაყენებთ. ის აუხსნელად განგიცხადებთ განქორწინების შესახებ და დაგტოვებთ მარტო ამ მოულოდნელი გადაწყვეტილების მიზეზებზე  დასაფიქრებლად.


 


სასწორი
მომავალ კვირაში სასწორები რთულ იურიდიულ საკითხებს გადაჭრიან. თუკი კომპეტენტური არ ხართ იმ საქმეში, რომელიც კანონებს ან საკუთრების უფლებებს ეხება, მოგიწევთ, მოიშველიოთ გამოცდილი ადვოკატი. იურიდიულ სააგენტოში ვიზიტების პარალელურად, თქვენს მეორე ნახევართან უთანხმოების მოგვარებას შეეცდებით, რადგან საყვარელი ადამიანი  გაუცნობიერებლად თქვენს კოლეგაზე იეჭვიანებს და იძულებული გახდებით, დაუმტკიცოთ მას საკუთარი უდანაშაულობა ღალატთან, ტყუილთან და მსგავს აუტანელ ქმედებებთან დაკავშირებით.


 


მორიელი
მორიელები მომავალ კვირას ნორმალურად მუშაობას ვერ შეძლებენ. კოლეგასთან კონფლიქტურ სიტუაციაში აღმოჩნდებით და მას, დანარჩენი თანამშრომლებიც შეუერთდებიან. თქვენი სამუშაო ადგილი საერთო საცხოვრებელს დაემსგავსება, სადაც სკანდალური ადამიანები ცხოვრობენ. საბოლოოდ, ორივე მხარის დაშოშმინებას ხელმძღვანელი შეძლებს. კარიერისგან განსხვავებით, პირად ცხოვრებაში კვირის მანძილზე შესანიშნავად გექნებათ საქმე. შესაძლოა, შიგადაშიგ, პარტნიორთან, მცირე კამათი წარმოგექმნათ, მაგრამ თანდათანობით თქვენი წყვილი კონფლიქტურ სიტუაციებს რომანტიკით ჩაანაცვლებს.


 


მშვილდოსანი
მომავალი კვირის განმავლობაში მშვილდოსნები სასიყვარულო ურთიერთობებს მატერიალური კუთხით განიხილავენ. გავლენიან პიროვნებას გაიცნობთ და ის უმალვე გამოხატავს უდიდეს სიმპათიას თქვენ მიმართ. თქვენ კი იფიქრებთ, რომ ეს შემთხვევა შესაძლოა, სასარგებლოდ გამოიყენოთ და არც კი აცნობებთ მას, რომ უკვე დიდი ხანია, არჩეული გყავთ სასიყვარულო პარტნიორი. ძალიან მალე გაირკვევა, რომ ეს ის ადამიანი არ არის, რომლის დამორჩილებას შეძლებთ. თქვენს შორის საუბარი გაიმართება და საბოლოოდ გულდაწყვეტილი მხოლოდ თქვენ აღმოჩნდებით.


 


თხის რქა
ოჯახის უფროს წევრთან, რომელიც გრაციოზული წვეულების ორგანიზებას ან სახლში სარემონტო სამუშაოების დაწყებას დაჟინებით გთხოვთ, მცირე შეკამათება მოგიწევთ. მართალია, ყველანაირი გზით შეეცდებით, აუხსნათ მას, რომ ახლა სამუშაო საქმეებით საკმაოდ დატვირთული ხართ და რემონტზე ფიქრის დრო არ გაქვთ, თუმცა თქვენს აზრს, ის ნაკლებად გაითვალისწინებს ან არასწორ ინტერპრეტაციას მისცემს. ძალიან გაგიჭირდებათ, ეს უთანხმოება მშვიდობიანად მოაგვაროთ. მთელ თავისუფალ დროსა და დასვენების დღეებს მაინც „საძულველ“ რემონტს დაუთმობთ.


 


მერწყული
მერწყულები, მომავალ კვირას, საკუთარი მსოფლმხედველობის გაფართოებას დაუთმობთ - ბევრს წაიკითხავთ, საუბარი გექნებათ სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებთან და ისარგებლებთ ინტერნეტით თქვენთვის საინტერესო ინფორმაციის მოსაპოვებლად, ხოლო შუალედებში, შეეცდებით, ამჟამინდელი სიყვარულის რეფორმირებას: მეორე ნახევრის მიმართ მზრუნველობას გამოიჩენთ, მაგრამ ამგვარი ქმედება საწინააღმდეგო შედეგს გამოიღებს. თქვენი პარტნიორი იეჭვებს, რომ რაიმე უღირსი ან არაკეთილსინდისიერი საქციელი ჩაიდინეთ და რომანტიკული მხოლოდ იმიტომ გახდით, რომ თქვენი საქციელის გადაფარვა გსურთ.


 


თევზები
თევზებო, კვირის განმავლობაში, უარყოფითი გარემოებების გადალახვა მოგწევთ. თქვენში ინოვაციური ბიზნესპროექტის რეალიზების სურვილი იმდენად ძლიერია, რომ ამ მიზნის მისაღწევად გასაოცარ სიჯიუტეს გამოიჩენთ. თქვენი შრომისმოყვარეობა ცუდ შედეგს ნამდვილად არ გამოიღებს, თუმცა არა ისეთს, როგორსაც გეგმავდით. დასახული მიზნის მისაღწევად ბრძოლას მაინც განაგრძობთ და ხანდახან იმასაც გაიხსენებთ, რომ თქვენ გვერდით არსებობს ისეთი ადამიანი, რომელიც თქვენგან ყურადღებასა და სიყვარულს მოელის. მას დროდადრო მოინახულებთ, მაგრამ ეს ვიზიტები მას აბსოლუტურად არ დააკმაყოფილებს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?