როგორ მივხვდეთ, რომ ლომს მოვწონვართ?

ჰოროსკოპი

28 მაისი 10:00, 2016 წელი

ლომების მოხიბვლა რთულია, მაგრამ მათი სიმპათია ძლიერ სიყვარულში სწრაფად იზრდება. გთავაზობთ 5 ნიშანს, რომელიც  ლომის გრძნობების ამოცნობაში დაგეხმარებათ. 

ლომ მამაკაცს უსათუოდ მოსწონხართ, თუ...



  1. მკაფიოდ გამოხატავს თქვენ მიმართ ემოციებს, როგორც ნეგატიურს, ასევე პოზიტიურს. მხოლოდ სიტყვებით კი არა, მიმიკით, ჟესტებითა და ქცევით. თუ ძალიან ესაყვარლებით, შეიძლება პატარა ბავშვივით ლოყებზე გიჩქმიტოთ, თუ ნერვებს აუშლით, კედელს ხელს დაარტყამს ან მაგიდას გადააყირავებს. მოკლედ, დასამახსოვრებელ სცენებს გაგიმართავთ.

  2. დიდ დროს გითმობთ. სულ თქვენთან ურთიერთობა უნდა. შეიძლება ენაწყლიანობით არ გამოირჩეოდეს, მაგრამ ყოველთვის ეცოდინება, სად ხართ და შეგახსენებთ, რომ სხვა კაცებთან არ უნდა იფლირტაოთ. 

  3. რადიკალურად იცვლება. ნარცისისგან სენტიმენტალურ და რომანტიკულ ადამიანად იქცევა, რომელიც ქალზე ზრუნავს და ცდილობს, გააბედნიეროს. 

  4.  თავისი ქარიზმატულობის მაქსიმალურად მობილიზებას ცდილობს. თქვენს მოსახიბლად ყველა ხერხს იყენებს. თავს გაჩვენებთ უფრო ჭკვიანად, ნაკითხად, იდუმალად და საინტერესოდ, ვიდრე სინამდვილეშია.

  5. რცხვენია შეხება და როცა საქმე ფიზიკურ კონტაქტზე მიდგება, ხელის ჩაკიდებით ან ჩახუტებით შემოიფარგლება. ალბათ, გაგეღიმათ, ჩვეულებრივ ხომ ლომები მექალთანეები არიან და მათ ცხოვრებაში სექსს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. მიუხედავად ამისა, ეს კაცი მორცხვ ბიჭად გადაიქცევა, თუ ქალის მიმართ გრძნობები აქვს. პირველ პაემანზე მისგან კოცნას ნუ დაელოდებით. რა თქმა უნდა, ურთიერთობის განვითარების შემთხვევაში, ლომი გაიხსნება და ცეცხლოვან საყვარლად გადაიქცევა.


 ლომ ქალს უსათუოდ მოსწონხართ, თუ...


1. ადვილად სწყინს თქვენგან ყველაფერი, ხუმრობაც კი. ზოგადად, ლომები ძალიან მგრძნობიარეები არიან, ხოლო, როცა კაცი მოსწონთ, მათი სენსიტიურობა მძაფრდება.


2. გეთამაშებათ და გაბრაზებთ. მწარედ გეხუმრებათ, ხშირად გკბენთ, გაღიზიანებთ, მაგრამ შორს არასდროს ტოპავს. ამ ქალის მომაჯადოებელი ღიმილი ყველაფერს აბალანსებს. 


3. გაგაცნოთ თავისი მეგობრები. ლომისთვის საზოგადოების აზრი ძალიან მნიშვნელოვანია. რამდენად ხშირადაც ეტყვიან „ეს რა კარგი ბიჭი აგირჩევია!“ მით უფრო მეტად მოგეწებებათ.


4. კამათისას გითმობთ. ჩვეულებრივ, ლომი შეუვალი და ჯიუტია. სიამაყის გამო პირველ ნაბიჯს ძალიან იშვიათად დგამს და კომპრომისზეც არასდროს მიდის. თუ ამ ქალმა კამათისას უკან დაიხია და თავი გამარჯვებულად გაგრძნობინათ, შეიძლება არათუ მოსწონხართ, უყვარხართ კიდეც.


5. გეპატიჟებათ წვეულებებზე და თქვენთან ერთად ხალხში გამოჩენას ცდილობს (როგორც ჩანს, ეამაყებით!). ლომებს მეგობრებთან ერთად გართობა უყვართ, თუ თქვენთან ერთად ცეკვასა და დალევას მოინდომებს, გამოდის, კომფორტულ ზონას უქმნით.  

დღის ჰოროსკოპი

21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.
ამბები

ანა მიქელაძე: ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
საკნატუნო ამბები

მიზეზები, რომელთა გამო ქალები სექსზე უარს ამბობენ

როგორც აღმოჩნდა, იმ ფაქტორების კლასიფიცირება მოხდა, რომელთა გამო ქალბატონები სექსზე უარს აცხადებენ.   
დღის ჰოროსკოპი

20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ანა მიქელაძე: სულ შესულია 68 საჩივარი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებას 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ამბები

ცესკოში მორიგი საინფორმაციო ბრიგინგი გაიმართა

ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიასთან 15:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ისაუბრა.
ამბები

ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 სთ-ის მდგომარეობით

ცესკოს პრეს სპიკერმა აქტივობასთან ერთად მედიას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია
კულინარია

გემრიელი სალათების სეზონი გაიხსნა!

გაზაფხულთან ერთად, ფერადი და არომატული ბოსტნეულიც შემოვიდა. ეს სალათა, რომლის რეცეპტსაც დღეს გიზიარებთ, ჯანსაღი, გემრიელი და უმარტივესად მოსამზადებელია!