რა გხდით განსაკუთრებით სექსუალურს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

ჰოროსკოპი

7 ივნისი 10:00, 2016 წელი

ზოდიაქოს ყველა ნიშანს განსაკუთრებულ სექსუალურობას ერთი შტრიხი ანიჭებს. ასტროლოგები თქვენი მიმზიდველობის საიდუმლოს გთავაზობენ. 

ვერძი - დამოუკიდებლობა
ძალიან რთულია, ვინმემ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანის ქარიზმას თავი დააღწიოს. ვერძებს სექსუალურობას დამოუკიდებლობა ანიჭებთ. მათი იმპულსურობა სხვა ნიშნებისთვის ძალიან მიმზიდველია. 


 


კურო - წარმატებულობა
რაც უფრო წარმატებულია პიროვნება, მით უფრო სასურველია საპირისპირო სქესისთვის. კუროები თითქმის ყველა სფეროში ლიდერები არიან, მათ შორის სექსშიც. მისი დომინანტური ბუნება და დიდი გავლენა საზოგადოებაში, მას ძალიან სექსუალურს აჩენს. 


 


ტყუპები - ფლირტის ხელოვნება
არავის შეუძლია ისე კარგად ფლირტაობა, როგორც ტყუპებს. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები არაჩვეულებრივად ამყარებენ თვალის კონტაქტს, კარგად ერკვევიან სხეულის ენაში, ღიმილს იარაღად იყენებენ, თითოეული მოძრაობით გიწვევენ და ეროტიკული შინაარსის ფიქრებს გიჩენენ. 


 


კირჩხიბი - არაპროგნოზირებადობა
ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანის ამოცნობა ძალიან ძნელია. ის მუდამ იცვლება. ერთ დღეს შეიძლება თბილი იყოს, მეორე დღეს - ძალიან ცივი. კირჩხიბი კონტრასტულია. მაგალითად: ერთდროულადაა პარტნიორზე დამოკიდებული და შინაგანად ძალიან თავისუფალი, საკუთარ თავში ჩაკეტილი და გიჟურად ემოციური, ერთს ამბობს და მეორეს ფიქრობს... ყოველივე ეს კირჩხიბს ეგზოტიკურსა და მიმზიდველს ხდის. 


 


ლომი - ქარიზმატულობა
ლომი კაცი, ალბათ, არასდროს წაგიყვანთ სახლში, სანამ არ დაგალევინებთ. არა იმიტომ, რომ მას თქვენი მოხიბვლა ფხიზელ მდგომარეობაში არ შეუძლია, უბრალოდ, სურს, ბოლომდე გაიხსნათ და „ლოგიკურობისგან განთავისუფლდეთ“. ფრთხილად იყავით, ეს მამაკაცი მომენტალურად დაატყვევებს არა მხოლოდ თქვენს სულს, არამედ ჰორმონებსაც.


ლომი ქალებიც თავისი ქარიზმატულობით გამოირჩევიან. ენერგიულები, მხიარულები, გრაციოზულები და ექსტრავაგანტურები არიან. უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა. ბევრ კაცს „ოცნების ქალი“ სწორედ ასეთი წარმოუდგენია. 


ქალწული - ინტელექტი
21-ე საუკუნეში წამოვიდა ტენდენცია, რომ ინტელიგენტობა სექსუალურია. მართლაც, ადამიანების დიდ ნაწილს აღაგზნებს, როცა ქალი/კაცი წიგნს კითხულობს. შეიძლება ქალწულმა კრეატიული სექსი ვერ შემოგთავაზოთ, მაგრამ ნაცადი ხერხებით ადვილად გასიამოვნებთ.


 


სასწორი - სენსიტიურობა
სასწორებს ადამიანის სულში წვდომა ეხერხებათ. ისინი თავს მისტიკურად და ძალიან სასურველად გაგრძნობინებენ. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს კარგად ეხერხებათ ნუგეში. თუ სექსისთვის სულიერი სიახლოვე გჭირდებათ, სწორედ სასწორი გაგიწევთ შესაფერის პარტნიორობას.


 


მორიელი - მათი ბნელი მხარე
მორიელებს შეუძლიათ, სასტიკები/ბოროტები იყვნენ და თან ამით თავბრუ დაგახვიონ. მათ უყვართ ურთიერთობების გართულება, სწორედ ამით იზიდავენ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს. მათი ყოველდღიურობა ექსტრემითაა სავსე და რჩეულის ცხოვრებასაც  მრავალფეროვანს ხდიან.


 


მშვილდოსანი - თავგადასავლების მაძიებლობა
მშვილდოსნები მთელ ცხოვრებას მოგზაურობაში ატარებენ. მათ მოსწონთ ახალი მეგობრებისა და გამოცდილების შეძენა. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ყოველთვის მზად არის სახალისო, რეალური ისტორიები მოგიყვეს. სიცოცხლის სიყვარული და სიახლეებისკენ სწრაფვა, სხვა ზოდიაქოების თვალში, ძალიან მიმზიდველსა და საინტერესოს ხდის.


 


თხის რქა - მათი დუმილი
თხის რქა პარტნიორთან ძალიან რთულად იხსნება, არ ახდენს რეალური გრძნობების აფიშირებას, თავის შეხედულებებს არ გამოხატავს, მაქსიმალურად ინარჩუნებს იდუმალ და შეუვალ დუმილს. მასთან ურთიერთობა რებუსის ამოხსნას ჰგავს.


 


მერწყული - განსხვავებულობა
მერწყულები განსაკუთრებით მიმზიდველები არიან მაშინ, როცა ადამიანის მოხიბვლას საერთოდ არ ცდილობენ და ბუნებრივად იქცევიან. უცნაურია, მაგრამ თავისი ამ საოცარი უნარის შესახებ არაფერი იციან. მერწყულების  ყოველი ფრაზა და საქციელი სხვა ნიშნებისთვის  გაუგებარია, ამიტომ უცხოპლანეტელად აღიქვამენ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეს უცხოპლანეტელი ძალიან მოსწონთ და მისი კარგად გაცნობა სურთ.


 


თევზები -  მისტიკა
ასტროლოგები ერთხმად აღიარებენ, რომ თევზები მისტიკური ნიშანია. ის საკუთარ თავში დანარჩენი 11 ნიშნის პლუსებსა და მინუსებს მოიცავს. თევზებისთვის დამახასიათებელია ემოციურობა... თავისი გრძნობებით შეიძლება წაგლეკონ. ეს ერთგვარი სიყვარულის ტორნადოა, რომელსაც ცოცხალი ან გადაურჩებით, ან არა. აზარტული ადამიანებისთვის თევზები იდეალური პარტნიორები არიან. 

დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ფისუნია, მანდ რა გინდა?! (10 ფოტო)

ნახეთ, ერთ დღესაც სად შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი ოთხფეხა მეგობარი. ჰოდა, პრევენციული ზომებიც მიიღეთ...
საკნატუნო ამბები

9 უტყუარი ნიშანი იმისა, რომ კაცი გღალატობთ

კერძო დეტექტივები ამბობენ, რომ ქალის ეჭვიანობის 80%-ის შემთხვევაში კაცის ღალატი დასტურდება.
დღის ჰოროსკოპი

21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.
ამბები

ანა მიქელაძე: ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
საკნატუნო ამბები

მიზეზები, რომელთა გამო ქალები სექსზე უარს ამბობენ

როგორც აღმოჩნდა, იმ ფაქტორების კლასიფიცირება მოხდა, რომელთა გამო ქალბატონები სექსზე უარს აცხადებენ.   
დღის ჰოროსკოპი

20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ანა მიქელაძე: სულ შესულია 68 საჩივარი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებას 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.