რა გელოდებათ ივნისში?

ჰოროსკოპი

4 ივნისი 10:00, 2016 წელი

როგორი იქნება თქვენი ფინანსური მდგომარეობა ივნისში და რა სიახლეებს უნდა ელოდოთ პირად ცხოვრებაში? გაეცანით ასტროლოგების პროგნოზს...

ვერძი


ივნისში ფინანსური სირთულეები გელოდებათ. შეიძლება ხელფასს დააგვიანდეს, ან სამსახურიდან გაგათავისუფლონ. თუ სამუშაო ადგილს დაკარგავთ ძალიან ნუ ინერვიულებთ, სინამდვილეში ეს ახალი შანსია. გახსოვდეთ, როცა ერთი კარი იხურება, მეორე იღება.
თუ თქვენს პოზიციაზე დარჩით, უფროსისგან რთულ დავალებებს მიიღებთ. მაქსიმალურად დაგტვირთავენ. თავიდან შეგეშინდებათ, მაგრამ მალევე მიხვდებით, რომ თქვენთვის გადაულახავი წინააღმდეგობა არ არსებობს.
პირად ცხოვრებაში დაძაბული პერიოდი დაგიდგებათ. იჩხუბებთ პარტნიორთან. ნუ იქნებით ძალიან კრიტიკული და მომთხოვნი საყვარელი ადამიანის მიმართ. ამ თვეში სიყვარულის საქმით დამტკიცება მოგიწევთ.


 


კურო


თუ წარსულში დაწყებულ საქმეს ბოლომდე არ მიიყვანთ, ახალ პროექტებს თავს ვერ გაართმევთ. მოახდინეთ ძალებისა და ყურადღების მაქსიმალური კონცენტრაცია. თქვენი მინიმალური შეცდომაც კი უარყოფითად აისახება მთელ კოლექტივზე, ამიტომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდეთ სამუშაოს.
ივნისში ფინანსური პრობლემები არ შეგექმნებათ, მეტიც, თვის ბოლოს პრემიით დაჯილდოვდებით. ნუ დააბანდებთ ფულს, წინააღმდეგ შემთხვევაში გაურკვევლობაში აღმოჩნდებით და საქმიან პარტნიორთან პრობლემები შეგექმნებათ.
ივნისში საყვარელ ადამიანთან ერთად სამოგზაუროდ წახვალთ, რაც კიდევ უფრო დაგაახლოებთ და თქვენს გრძნობებსაც გააძლიერებს. 


 


ტყუპები


თქვენთვის ფინანსურად არახელსაყრელი პერიოდი დგება. იყავით ეკონომიური და რაციონალულად ხარჯეთ ფული, წინააღმდეგ შემთხვევაში ვალებში ჩაეფლობით. მათ, ვისაც პირადი ბიზნესი აქვთ, წინსვლა ელოდებათ. როგორც იქნა, თქვენი ბიზნესი რეალურ მოგებას მოგიტანთ და სტაბილური შემოსავლის წყაროდ გადაიქცევა.
ადამიანებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ დიპლომატია და მოთმინება, თორემ კომპანიას, საცხოვრებელს ან სამსახურს დაკარგავთ.
თუ ჯერ კიდევ არ შეხვედრიხართ თქვენს მეორე ნახევარს, ივნისში ბედი გაგიღიმებთ. შეგიყვარდებათ ადამიანი, რომელსაც მოგვიანებით ცხოვრებას დაუკავშირებთ. 


 


კირჩხიბი


თუ კირჩხიბს სურს, პროფესიულ წარმატებას მიაღწიოს, თავდაუზოგავად შრომა მოუწევს. ივნისში მრავალფეროვანი იდეები მოგივათ, აუცილებლად დაფიქრდით მათი რეალიზების გზებზე.
კარგი პერიოდია პირადი ბიზნესის წამოწყებისთვის. მოერიდეთ კოლექტივში მუშაობას. შეიძლება კონფლიქტი მოგივიდეთ კოლეგებთან და სასურველ შედეგს ვერ მიაღწიოთ. თუ საზღვარგარეთ პარტნიორები გყავთ, გააფორმეთ კონტრაქტი. ის მომავალში დიდ წარმატებას მოგიტანთ. სამსახურში უფროსებთან პრობლემები შეგექმნებათ, თუმცა გამოსავალს მალევე იპოვით. საფრთხის წინაშე დგას თქვენი ავტორიტეტი, კონკურენტები ეცდებიან, სახელი გაგიფუჭონ.
ფინანსური სტაბილურობის შესანარჩუნებლად ქამრის შემოჭერის პოლიტიკას მიმართეთ.
ივნისში გაგიჭირდებათ სასიყვარულო ურთიერთობების ობიექტურად შეფასება, ნუ ენდობით სწრაფად აღძრულ სიმპათიებს და არც ნაადრევი დასკვნები გამოიტანოთ. საერთო ჯამში, პირად ფრონტზე  სიწყნარე და სტაბილურობა გელოდებათ. 


 


ლომი


ლომებს, რომლებსაც არ აკმაყოფილებთ ხელფასი და თავიანთი პოზიცია, უფროსებთან კამათი ელოდებათ. ლომისა და ხელმძღვანელის  აზრები, დაწინაურებასთან დაკავშირებით, ერთმანეთს დაუპირისპირდება. თუ თქვენ ჯერ კიდევ არ აგიღიათ თანხა გაწეული სამსახურისთვის, არ გაჩუმდეთ. ფინანსური დახმარება თქვენთვის აუცილებელია, რადგან ივნისში ფული ელვისებური სისწრაფით დაგეხარჯებათ.
დასახულ მიზნებს, სამწუხაროდ, ამჯერად ვერ მიაღწევთ. თუ კოლექტივთან ერთად მუშაობთ, მოუსმინეთ მათ რჩევებს. თვის ბოლოს ფინანსური წინსვლა გელით.
ლომს მოუნდება, ურთიერთობა აღადგინოს ყოფილ შეყვარებულთან ან ქალთან/კაცთან, რომელიც მოსწონდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.  


 


ქალწული


ივნისის დასაწყისში ფინანსური მატება გელოდებათ, მაგრამ ნუ იქნებით ხელგაშლილი. მთელი თვის განმავლობაში დამატებითი შემოსავლის წყარო არ გამოჩნდება.
ფრთხილად იყავით, ივნისში თქვენი ნაცნობები თქვენს მოტყუებას შეეცდებიან.
თუ აქამდე მარტოხელა იყავით, სიყვარული გეწვევათ. შეხვდებით ადამიანს, რომელიც ბედის არსებობაში დაგარწმუნებთ. თუ პარტნიორი უკვე გყავთ, გაითვალისწინეთ მისი თხოვნები და ყურადღებით მოუსმინეთ. თქვენს ურთიერთობაში ივნისი შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს: ან დაშორდებით, ან ცხოვრებას ერთმანეთს დაუკავშირებთ.


 


სასწორი


თუ რაიმე პროექტი მოგაფიქრდებათ, კოლეგებს ნუ გაუზიარებთ, პირდაპირ უფროსთან მიდით. ამ თვეში თქვენი კონკურენტები გააქტიურდებიან, ამიტომ სამსახურში მყარად დაიცავით თქვენი პოზიცია. არ ჩაიკეტოთ საკუთარ თავში. ყველას დაანახვეთ, რომ ენერგიული და კომუნიკაბელური ხართ.
თუ წარსულ გამოცდილებას შეაჯამებთ, ადვილად იშოვით სასურველ თანხას. ამ თვეში შეიძლება სასწავლებელში ჩაირიცხოთ ან მონაწილეობა მიიღოთ გაცვლით პროგრამაში.
2016 წლის ივნისი ის პერიოდია, როცა მეორე ნახევარს უდიდესი დრო უნდა დაუთმოთ. აგრძნობინოთ, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანი და ძვირფასია. ვარსკვლავები თქვენს სიყვარულს დიდ გამოცდას უმზადებენ.


 


მორიელი


ამ თვეში თქვენი პრობლემა ჰიპერაქტიურობა შეიძლება გახდეს. ნუ იმუშავებთ ზედმეტს. ნუ ეცდებით დავალებას სწრაფად გაართვათ  თავი, მთავარია ხარისხი და არა დრო.
ივნისში არც ერთ ნიშანს ფინანსურად ისე არ გაუმართლებს, როგორც მორიელს. გელოდებათ სერიოზული კონფლიქტი გავლენიან ადამიანთან. თვის ბოლოს ვარსკვლავები თქვენკენ გადმოიხრებიან და გამარჯვებული დარჩებით.
თუ პარტნიორს არ ენდობით, ეჭვიანობა დაშორების მიზეზი შეძლება გახდეს. ივნისში პირადი დეტექტივის როლს მოირგებთ, რაც თქვენს შეყვარებულს/მეუღლეს თქვენს დაუძინებელ მტრად აქცევს. თუ თავისუფალი ხართ, ივნისში დაუვიწყარი შეხვედრა, ბევრი ფლირტი და რომანტიკული სიტუაცია გელოდებათ. 


 


მშვილდოსანი


ივნისი თქვენთვის საინტერესოდ  ჩაივლის. გელოდებათ შთაბეჭდილებებით სავსე მივლინება უცხო ქვეყანაში ან ქალაქში. მოცემულ დავალებას თავს წარმატებით გაართმევთ, მოგივათ ახალი, პროდუქტიული იდეები. კოლეგები უფრო დიდი პატივისცემით მოგექცევიან. დაბრუნების შემდეგ ხელფასს მოგიმატებენ. ივნისში მოერიდეთ რისკზე წასვლას. თვის ბოლოს სასურველია, იქორწინოთ. თუ პარტნიორი არ გყავთ, მივლინების პერიოდში საბედისწერო ქალს/კაცს გაიცნობთ. 


 


თხის რქა


თხის რქას ივნისში დიდი დრო ექნება პირადი ცხოვრების მოსაწყობად. თქვენ   და თქვენი პარტნიორი დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდით განმარტოებას და, როგორც იქნა, „ოქროს ხანა“ დაგიდგათ. შეიძლება დასასვენებლად წასვლაც გადაწყვიტოთ.
თუ შეყვარებული ხართ, მაგრამ რჩეულისთვის გრძნობები ჯერ არ გაგიმხელიათ, ივნისი საუკეთესო დროა ინიციატივისთვის.
ყურადღება მიაქციეთ  დოკუმენტებს, არ გადადოთ საქმე მომდევნო დღისთვის. თვის ბოლოს დაგაწინაურებენ ან ხელფასს მოგიმატებენ.


 


მერწყული


შეწყვეტთ  საქმეს, რომელსაც დიდი ხანია შემოსავალი აღარ მოაქვს ან წამოხვალთ სამსახურიდან, რომელმაც ნევროზი დაგმართათ. სამწუხაროდ, საქმიანი პარტნიორები დაგაღალატებენ, ამიტომ შეიძლება ფინანსური კრიზისის წინაშე აღმოჩნდეთ.
ახალ ჰობის გაიჩენთ, რომელიც დამატებითი შემოსავლის წყარო გახდება. დაფიქრდით ახალ ბიზნესპროექტზე. ამ თვეში ჩასახული იდეა მომავალში წარმატებას მოგიტანთ. მოგიწევთ, ინვესტორი თავად გახდეთ.
თუ თქვენ უკვე დიდი ხანია, ცხოვრების მეგზურს ეძებთ, ივნისში აუცილებლად შეხვდებით მას! ეს თვე ყველა მერწყულისთვის რომანტიკითა და ინტიმითაა სავსე. თუ დაოჯახება გინდათ, გაითვალისწინეთ, რომ ქორწილისთვის საუკეთესო პერიოდია. 


 


თევზები


დაფიქრდით, რა არის თქვენთვის პრიორიტეტული: ოჯახი, სწავლა, კარიერა თუ სიყვარული?  ენერგია ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხისკენ მიმართეთ.
ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ივნისში თქვენი სამსახურიდან განთავისუფლების საკითხი წამოიჭრება. თუ სამუშაო ადგილის შენარჩუნება გსურთ, თავაუღებლად უნდა იშრომოთ და უფროსსაც დაელაპარაკოთ. თუ გაქვთ იდეები, რომელიც შეიძლება კომპანიას გამოადგეს, დროა გაამხილოთ!
ივნისში არავითარ შემთხვევაში არ დააბანდოთ ფული.
გახსოვდეთ, თუ სიყვარულში რომელიმე მხარე იჩაგრება, ურთიერთობას მომავალი არ აქვს. თუ მხოლოდ თქვენ მიდიხართ კომპრომისზე, თქვენს პარტნიორს კი არაფრის დათმობა არ სურს, განთავისუფლდით ტყვეობისგან.
თუ თქვენ არაჩვეულებრივი მეუღლე/შეყვარებული გყავთ, გამოიჩინეთ მის მიმართ მზრუნველობა და გაუკეთეთ საჩუქრები. თქვენი რჩეული კიდევ ერთხელ მიხვდება, რამდენად ღრმა გრძნობები გაკავშირებთ და მთელი ცხოვრების თქვენთან ერთად გატარებას მოინდომებს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?