რომელი ზოდიაქოს ნიშნების გვერდით იქნება ბედნიერი კირჩხიბი?

ჰოროსკოპი

19 ივნისი 10:00, 2016 წელი

მართალია, ბედნიერებას ყველა თავისებურად აღიქვამს, მაგრამ, ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ ბევრი ადამიანისთვის ბედნიერება ჰარმონიულ სასიყვარულო ურთიერთობასთან ან ოჯახთან ასოცირდება. გაინტერესებთ, ზოდიაქოს რომელ ნიშნებთან იგრძნობთ თავს კომფორტულად? ასტროლოგები პასუხს გთავაზობენ.

კირჩხიბი ბედნიერი იქნება კუროს, კირჩხიბის, ქალწულის, მორიელისა და თევზების გვერდით.


კირჩხიბი არაჩვეულებრივად ეწყობა კუროს. მათ ურთიერთობას კურო რომანტიკასა და სიმშვიდეს სძენს, კირჩხიბი კი კომფორტსა და რაციონალურობას. ორივე მათგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სახლი, ოჯახი და მყუდროება. კურო და კირჩხიბი არაჩვეულებრივი მშობლები არიან, ამიტომ მათი თანაცხოვრება ჰარმონიული და უკონფლიქტო იქნება.


თუ არჩევანის საშუალება გექნებათ, ყოველთვის კირჩხიბი აირჩიეთ. რადგან კირჩხიბისა და კირჩხიბის რომანი გრძელვადიანი, ჰარმონიული და თითქმის იდეალურია. ორივე ჭკვიანი, პრაქტიკული და ამავე დროს სულიერებაზე ორიენტირებულია. მათი ემოციური ინტელექტი განუსაზღვრელად მაღალია. სასურველია, ერთ-ერთი პარტნიორი უფროსი იყოს. 


მართალია, შეყვარებულობის პერიოდში კირჩხიბსა და ქალწულს შორის არ იფეთქებს მგზნებარე სიყვარული, მაგრამ მათი ქორწინება მყარი იქნება. ვინაიდან არც კირჩხიბი და არც ქალწული ოჯახის დანგრევის მომხრენი არ არიან. პირიქით, მათთვის ეს ხელშეუხებელი ინსტიტუტია. ეს ზოდიაქოს ნიშნები ღირსეულ პარტნიორობას გაუწევენ ერთმანეთს. ქალწული რაციონალურია, რაშიც არც კირჩხიბი ჩამოუვარდება. ორივე გონიერია. შეიძლება ქალწულმა ხანდახან მეტი ლოგიკურობა გამოავლინოს და ცივი გონებით იმოქმედოს, სანამ კირჩხიბი გრძნობებსა და ემოციებს იქნება აყოლილი. 


ყველასთვის ამოუცნობ მორიელს კირჩხიბი ძალიან მალე შიფრავს. მხოლოდ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულს შეუძლია მისი გაგება. სამაგიეროდ მორიელი მთელი ცხოვრება ცდილობს კირჩხიბის ამოცნობას და ხანდახან არ გამოსდის. ეს აზარტული თამაშია! კირჩხიბსა და მორიელს ერთნაირი შინაგანი სამყარო აქვთ, სწორედ ამიტომ ერთად თავს ძალიან კომფორტულად გრძნობენ. 


კირჩხიბი და თევზები ერთმანეთს დიდ პატივს სცემენ, აფასებენ და, შეიძლება ითქვას, ერთმანეთის უსიტყვოდ ესმით. ეს ნიშნები საუკეთესო მეგობრები არიან. ვერავინ ჩასწვდება თევზების მრავალფეროვან შინაგან სამყაროს ისე ღრმად, როგორც კირჩხიბი. მათ შეუძლიათ, თავიანთ სიყვარულს სიცოცხლეც კი შესწირონ. საერთოდაც, მათთვის სიყვარული ყოველდღიური ნებაყოფლობითი მსხვერპლშეწირვაა. მათი ურთიერთობა აგებულია მაღალ მატერიებზე, მძაფრ განცდებსა და სულიერ სიახლოვეზე.

დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ფისუნია, მანდ რა გინდა?! (10 ფოტო)

ნახეთ, ერთ დღესაც სად შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი ოთხფეხა მეგობარი. ჰოდა, პრევენციული ზომებიც მიიღეთ...
საკნატუნო ამბები

9 უტყუარი ნიშანი იმისა, რომ კაცი გღალატობთ

კერძო დეტექტივები ამბობენ, რომ ქალის ეჭვიანობის 80%-ის შემთხვევაში კაცის ღალატი დასტურდება.
დღის ჰოროსკოპი

21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.
ამბები

ანა მიქელაძე: ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
საკნატუნო ამბები

მიზეზები, რომელთა გამო ქალები სექსზე უარს ამბობენ

როგორც აღმოჩნდა, იმ ფაქტორების კლასიფიცირება მოხდა, რომელთა გამო ქალბატონები სექსზე უარს აცხადებენ.   
დღის ჰოროსკოპი

20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ანა მიქელაძე: სულ შესულია 68 საჩივარი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებას 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.