ვერძი, ლომი და მშვილდოსანი
ვერძი, ლომი და მშვილდოსანი ცეცხლის სტიქიას წარმოადგენენ. იაპონური ჰოროსკოპის მიხედვით, მათ მზის ქალღმერთი ამატერასუ (Amaterasu) მფარველობს. იაპონურ მითოლოგიაში კი Amaterasu „ცის გამნათებელს“ ნიშნავს და მისი კაშკაშა სინათლე ამ ზოდიაქოებს სიცოცხლითა და ენთუზიაზმით ავსებს. ქალღმერთს შეუძლია, მოზღვავებული ენერგიის მიწოდებით ვერძს, ლომსა და მშვილდოსანს საშუალება მისცეს, სამყარო უკეთესობისკენ შეცვალონ. ეს არის უნივერსალური ენერგია, რომელიც მოტივირებულს ხდის ცეცხლის თითოეულ ნიშანს.
კურო, ქალწული და თხის რქა
კურო, ქალწული და თხის რქა მიწის სტიქიას წარმოადგენენ და, იაპონური ჰოროსკოპის თანახმად, აღმოსავლურ მითოლოგიაში სამყაროს შემქმნელების - იძანამისა და იძანაგის (Izanami, Izanagi) კონტროლის ქვეშ იმყოფებიან. იძანამი და იძანაგი აწესრიგებენ დედამიწაზე არსებულ ქაოსს, ამიტომ აღნიშნული ღმერთების მფარველობით, ზოდიაქოს ამ ნიშნებს თავდაჯერებულობა და გამძლეობა ახასიათებთ. აქვთ კეთილდღეობისკენ სწრაფვა, დაგროვებისა და გამრავლების მომეტებული სურვილი. მათთვის ფასეულია ყველაფერი მატერიალური. შეუძლიათ, მიაღწიონ ბევრს, იყვნენ პრაგმატულები და ყველაფერში პრაქტიკულად იმოქმედონ.
ტყუპები, სასწორი და მერწყული
ტყუპები, სასწორი და მერწყული ჰაერის სტიქიის წარმომადგენლები არიან. მათ, იაპონური ჰოროსკოპით, ქარის ღმერთი სუსანო (Susanoo) მფარველობს. მისი ღვთიური გენია ამ ზოდიაქოებს აჯილდოებს მრავალფეროვანი ცხოვრებით, ცოდნის ათვისების კარგი უნარითა და ანალიზით. ჰაერი მუდმივ ძიებაშია, ამიტომაც აღნიშნული ნიშნები ხშირად იცვლიან ინტერესებს, მათთვის არ არსებობს იერარქიები, ბარიერები. ღვთაება სუსანო ცდილობს, თანაბრად გადაანაწილოს ჰაერი სივრცეში - ის ყველგანაა. ამიტომ თავისი ზოდიაქოს ნიშნებისთვის ბედნიერება მოაქვს ყველგან, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი. სუსანო ნაყოფიერების ღვთაებადაც მოიაზრება, აქედან გამომდინარე კი ტყუპები, სასწორი და მერწყული უსაზღვრო გულუხვობით გამოირჩევიან.
კიბო, მორიელი და თევზები
წყლის სტიქიის წარმომადგენლები არიან კიბო, მორიელი და თევზები. იაპონური ჰოროსკოპით, მათ მფარველობს მთვარის ღვთაება ცუკიუომი (Tsykiyomi). ის არასდროს ტოვებს დახმარების გარეშე თავისი მფარველობის ქვეშ მყოფ ზოდიაქოებს. აჯილდოებს მათ მდიდარი შინაგანი სამყაროთი, წარმოსახვისა და ინტუიციის უნარით. იდუმალი მთვარის ღვთაება წყლის სტიქიებს ღრმა ემოციურ მგრძნობელობას უვითარებს. მათთვის ემოცია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რაციონალიზმი.