სასურველი პროფესიები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ჰოროსკოპი

9 ივლისი 10:00, 2016 წელი

ნებისმიერი პროფესიის არჩევისას საკუთარი თავის პოვნას ვცდილობთ. ვნახოთ, რას გვირჩევს ასტროლოგია... 

 

ვერძი
ცეცხლოვან ვერძს მტკიცე ხასიათი საშუალებას აძლევს, ენთუზიაზმით შეასრულოს ნებისმიერი დავალება და კონკურენტუნარიან გარემოში გაიტანოს თავი. ის არავითარ შემთხვევაში არ დასთანხმდება ისეთ სამსახურს, სადაც შესაფერისი ანაზღაურება არ ექნება. ვერძები, იმპულსურობისა და თავდადებული ხასიათის წყალობით, შესანიშნავი პოლიციელები და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები არიან. თუ ვერძის ნიშნის ქვეშ ხართ დაბადებული, კარიერას სარეკლამო ბიზნესშიც კარგად აიწყობთ. ვერძების ბუნებას, ასევე, ძალიან შეეფერება საზოგადოებასთან ურთიერთობების მიმართულებით მუშაობაც. გარკვეული ასაკის შემდეგ შეგიძლიათ, ბედი პოლიტიკასა და მედიაშიც სცადოთ.


კურო
კუროს მთავარი კოზირი სტაბილურობაა. ისინი ერთგულად იმუშავებენ გარანტიებისა და გარკვეული სარგებლის მიღების მოტივით. კუროებს შეუძლიათ, შვებულების დროც კი სამსახურს მიუძღვნან და სარგებელიც ნახონ. ისინი გუნდის შესანიშნავი წევრები და საიმედო თანამშრომლები არიან. მათი ფანტაზია კუროებს კარგ დიზაინერებად აქცევს. არიან კარგი კულინარები. კუროებს ძლიერი ხმა დიქტორობასა და ორატორებაშიც გამოადგებათ. მათთვის საუკეთესო პროფესია მაინც იურისტობა და ბუღალტრობაა.


ტყუპები
თუ ინტელექტუალი თანამშრომელი გსურთ, მაშინ ტყუპები ყველაზე კარგი არჩევანია. მათთვის დაუღალავად მუშაობა მისაღებია და ხელმძღვანელებს ოპტიმიზმით ემსახურებიან. ტყუპებისთვის სასურველი პროფესია ტურიზმის სფეროშია. ისინი სრულყოფილად გრძნობენ თავს და გაცილებით შომისუნარიანები ხდებიან მოგზაურობისას. ტყუპები, ასევე, სოციალური ქსელის კარგი მოდერატორები და ტექნიკური მხარდაჭერის სამსახურის თანამშრომლები არიან.



კირჩხიბი
კირჩხიბებისთვის მისაღებია ისეთი სამუშაო, სადაც მათ სხვაზე ზრუნვის საშუალება ეძლევათ. ისინი შესანიშნავი აღმზრდელები არიან. საპასუხისმგებლო საქმესთან გამკლავება მათთვის მარტივია. სოციალური მუშაკის, მებაღისა და მასწავლებლის პროფესია კირჩხიბებისთვის საუკეთესო არჩევანია. მათი სფეროა, აგრეთვე, ადამიანური რესურსების მართვა და აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია.


ლომი
ლომის მსგავსად ვერავინ შეძლებს თქვენი კომპანიის წარმატებულ მართვას და დიდი მოგების მოტანას. ლომი დამოუკიდებლად მუშაობს, ის აუცილებლად ყურადღების ცენტრში უნდა იყოს. ლომისთვის მნიშვნელოვანია სტატუსი და ძალაუფლება. ისინი კარგი დირექტორები, გიდები, უძრავი ქონების შესანიშნავი აგენტები და მთავრობის მეთაურები არიან.



ქალწული
ქალწულების მაქსიმალიზმი ცნობილია. ისინი დეტალებში ორიენტირებულები არიან, გამოირჩევიან აბსტრაქტული აზროვნებით და უყვართ წესრიგი. ქალწულებს გირჩევთ, ბედი მომსახურების სფეროში სცადოთ. კარგი არჩევანია კვლევითი და სტატისტიკური საქმიანობაც. ქალწულები მხიარულად აკეთებენ საქმეს, აქვთ ენების შესწავლისკენ მიდრეკილება. არიან კარგი რედაქტორები, მწერლები, კრიტიკოსები, მთარგმნელები და დეტექტივები.



სასწორი                                                                                        
სასწორები სასიამოვნო მოსაუბრეები და გულითადი მსმენელები არიან. ისინი შესანიშნავი ელჩები და მომლაპარაკებლები დგებიან. სასწორებს ყველაზე კარგად გამოსდით სატელეფონო ოპერატორის პოზიციაზე მუშაობა და საბანკო მომსახურება.




მორიელი
მორიელს მუშაობის პროცესში შეუძლია, გარე ინფორმაცია დაბლოკოს და მხოლოდ საქმეზე მოახდინოს ფოკუსირება. ისინი სამსახურში თავისი შედგენილი საიდუმლო გეგმით მოქმედებენ. აქვთ ძლიერი ინტუიცია და წინასწარ ჭვრეტენ კარიერულ წინსვლას. მორიელებისგან კარგი ადვოკატები, მეცნიერები და ქირურგები გამოდიან.




მშვილდოსანი
ჰუმანური, ენერგიით სავსე და ფილოსოფიური - ასეთია მშვილდოსანი. ხელმძღვანელობისას ისინი სამართლიანად იღებენ გადაწყვეტილებას. კარგია, თუ მშვილდოსნები თავის პროფესიას ცხოველთა სამყაროს, რელიგიურ და მთარგმნელობით სფეროს დაუკავშირებენ. რთული სიტუაციებიდან მშვილდოსნები ხალისითა და მახვილგონივრულად გამოდიან. უყვართ მოგზაურობა, რუტინა კლავთ. მათგან კარგი მინისტრები, ცხოველთა ტრენერები, პიარმენეჯერები და, უბრალოდ, მოგზაურები დგებიან.



თხის რქა
თხის რქები ამბიციურები არიან. როგორც წესი, ისინი ზედმიწევნით აღასრულებენ ყველა წესს და გრაფიკის მიხედვით მოქმედებენ. ისინი კარგი მენეჯერები, ადმინისტრატორები და ბანკირები არიან.





მერწყული
მერწყულებს საქმის ხარისხიანად კეთება უყვართ. აწუხებთ ავანგარდული იდეები, შეუძლიათ, შეისწავლონ ახალი თეორიები, აქვთ საინტერესო და თავგადასავლებით სავსე ცხოვრება. სამსახურში სჭირდებათ აზროვნების თავისუფლება. მეამბოხე, წინააღმდეგობრივი ხასიათით გამოირჩევიან. ისინი კარგი მეცნიერები, გამომგონებლები, ფერმერები, დიზაინერები და მუსიკოსები გამოდიან.



თევზები
თევზები შემოქმედებითი ხალხია. ისინი ტრადიციული ხელოვნების, მუსიკის, ცეკვის, ფოტოგრაფიის მიმდევრები არიან, ამავდროულად პრაქტიკოსებიც. თევზებისგან საუკეთესო ასტროლოგები, მხატვრები, მედდები, თერაპევტები, ქველმოქმედები და ფსიქოლოგები დგებიან.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?