ვისთან იქნება ბედნიერი სასწორი?

ჰოროსკოპი

26 ივნისი 10:00, 2016 წელი

სასწორისთვის ცხოვრება სიყვარულის გარეშე ნამდვილი ჯოჯოხეთია! ნახეთ ზოდიაქოს ის ნიშნები, რომლებიც მთელი გულით შეგიყვარებენ. 

სასწორი ბედნიერი იქნება ვერძთან, ტყუპებთან, ლომთან, ქალწულთან, მორიელთან და მშვილდოსანთან.


ვერძი და სასწორი სიცოცხლით სავსე ნიშნები არიან. ვერძ მამაკაცს ნამდვილად შეუძლია, გახდეს თეთრ რაშზე ამხედრებული პრინცი, რომელსაც სასწორი ქალი ბავშვობიდან ელოდა და ზღაპრულ სამყაროში წაიყვანოს. თავის მხრივ, არც სასწორი ქალი ჩამოუვარდება. მას ვერძისთვის პრაქტიკული რჩევების მიცემა შეუძლია. სასწორი გრძნობს, რომ ვერძი მასზე ძლიერია და დიდი სიამოვნებით თამაშობს სუსტი და დაუცველი ადამიანის როლს, რითაც ვერძის ეგოს აკმაყოფილებს. ვერძი სასწორისგან ისწავლის, როგორ მოიპოვოს სულიერი ჰარმონია. 



ერთი შეხედვით, ვერც ტყუპი მიხვდება და ვერც სასწორი, რომ მეორე ნახევარი იპოვეს. საჭიროა მათ დიდხანს ისაუბრონ სხვადასხვა თემაზე. სწორედ ამის შემდეგ აღმოაჩენენ, რომ ღირსეული ოპონენტი ან თანამოაზრე შეიძინეს. მათი ინტელექტი თითქმის თანაბარია. გრძნობებს სწორედ გონებრივი თანასწორობა გააჩენს. ეს ორი ნიშანი ერთად თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს. ამ ურთიერთობაში წამყვანი ტყუპები იქნება, თუმცა სასწორი ამას არ გააპროტესტებს. სასწორ ქალს შეუძლია, უერთგულოს ტყუპ კაცს. რასაც ტყუპები ვერ დაჰპირდება. ამ წყვილის დაშორების მიზეზი სწორედ ღალატი შეიძლება გახდეს. 



ლომი
და სასწორი არა მხოლოდ კარგი საყვარლები, არამედ მეგობრები ხდებიან. მეგობრობა მათ ურთიერთობას სიცოცხლისუნარიანობას უხანგრძლივებს. მაშინაც კი, თუ დიდი ხნის თანაცხოვრების შემდეგ ვნება ჩაქრება, ეს ადამიანები ერთმანეთს არ დაშორდებიან. ლომი კაცისთვის სასწორი ქალი მუდამ ახირებულ ბავშვად დარჩება, თუმცა ყველაფერს გააკეთებს ამ ბავშვის გასაბედნიერებლად. სასწორს მფარველი ეყოლება, ლომს კი ძალაუფლება ექნება. 



ქალწულსა
და სასწორს იდეალური ურთიერთობა ექნებათ, თუ ეს წყვილი 2 წინააღმდეგობას გადალახავს: 1. ქალწულს უყვარს ყველასა და ყველაფრის კრიტიკა, განსაკუთრებით საყვარელი ადამიანების, რადგან თვლის, რომ მათ „გაუმჯობესებაში“ უნდა დაეხმაროს. სასწორს კი სიკვდილივით სძულს კრიტიკა. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულს სურს, რომ ისეთს იღებდნენ, როგორიც სინამდვილეშია, თავისი პლუსებითა და მინუსებით. 2. ქალწულს შეუძლია, აგრძნობინოს სასწორს, რომ ის საცოდავია, ამიტომ სასწორი მთელ ცხოვრებას სინანულში გაატარებს. თუ ამ 2 პრობლემის მოგვარებას შეძლებენ, ქალწულსა და სასწორს ყველაფერი გამოუვათ. აღსანიშნავია, რომ სექსში იდეალურად ეწყობიან ერთმანეთს.



მორიელი
, რომელიც თავისუფლებისკენ გიჟურად მიილტვის, სასწორის გვერდით თავს ბედნიერად გრძნობს. ეს ადამიანი მორიელს არანაირად არ ზღუდავს, სწორედ ამიტომ მორიელს შეუძლია, მთელი გულით შეიყვაროს. მორიელისთვის სასწორის სიყვარული საკუთარი თავისუფლების სიყვარულს უდრის. მორიელმაც და სასწორმაც არაჩვეულებრივად იციან, რომ იდეალურები არ არიან, მაგრამ ერთმანეთისთვის გამოსწორებას შეეცდებიან. მათ შორის უჩვეულო ურთიერთგაგება და ჰარმონიაა. კონფლიქტის მიზეზი შეიძლება გახდეს მორიელის სასტიკი მეთოდები, რომლის მეშვეობითაც მიზანს აღწევს.



მშვილდოსანი
შეიძლება სასწორისთვის გმირად იქცეს! გმირად, რომელიც თავგადასავლებით აავსებს მის ცხოვრებას და დაუვიწყარ მოგონებებს აჩუქებს. მშვილდოსანსაც, სასწორის მსგავსად, ბედნიერებისთვის სულიერი ჰარმონია სჭირდება. ყველაფერი კარგად იქნება, თუ სასწორი მშვილდოსნის ცხოვრების თავისუფალ სტილს შეეგუება. 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?