ზოდიაქოს ნიშნები და სიყვარული

ჰოროსკოპი

12 ივლისი 10:00, 2016 წელი

სიყვარულს ყველა თავისებურად გრძნობს და განიცდის, თუმცა ვარსკვლავები უფრო მეტს გვამცნობენ - ზოდიაქოს ყველა ნიშანს თავისებური სიყვარულის უნარი აქვს. 

ვერძი
ცეცხლოვანი ვერძი სიყვარულშიც ავანტიურისტია, მას უყვარს სასიყვარულო თავგადასავლები, ხშირად აახლებს ძველ პარტნიორებთან ურთიერთობას. ვერძი ყველგან მძაფრ ემოციას ეძებს, გამუდმებით ესაჭიროება სასიყვარულო  მრავალფეროვნება. ვერძები იდეალისტები არიან, ამიტომ ძალიან უჭირთ მეორე ნახევრის პოვნა. მათ მუდმივი პაექრობა აქვს პარტნიორთან, რის გამოც ხშირად ენგრევათ ოჯახები და სასიყვარულო ურთიერთობებსაც მალე ასრულებენ.  


 


 


კურო
კუროებისთვის სიყვარული ზრუნვასთან ასოცირდება. თუ მათ უყვართ, ეს იმას ნიშნავს, რომ იღებენ ვალდებულებას, მთელი ცხოვრება მიუძღვნან საყვარელ ადამიანს. მათთვის სიყვარულთან ერთად მნიშვნელოვანია ფულიც. მატერიალურ კეთილდღეობასა და კომფორტს თუ ვერ იღებს კურო, მისი სიყვარული განწირულია. კუროები ვნებიანი საყვარლები არიან, საინტერესო შინაგანი სამყარო აქვთ, ამიტომ მათთან ურთიერთობისას პარტნიორი ყოველთვის კომფორტულად გრძნობს თავს. 


 


 


ტყუპები
ტყუპები სიყვარულში რომანტიკოსები არიან, გამძაფრებული მგრძნობელობა აქვთ, უყვართ ფლირტი და ცდუნებას ვერ უძლებენ. მათი ვნება პარტნიორს თავბრუს ახვევს. ერთფეროვნება მალე ბეზრდებათ, ამიტომ ხშირად თავადვე ახდენენ ამა თუ იმ სიტუაციის პროვოცირებას პარტნიორთან კონფლიქტის წამოსაწყებად. ტყუპები გვერდით ვერ იგუებენ ისეთ ადამიანს, რომელსაც მენტალობის პრობლემა აქვს.


 


 


კირჩხიბი
კირჩხიბთათვის სიყვარული იდუმალებასთან, მჩქეფარე გრძნობებთან და ზღვარგადასულ ლტოლვასთან არის ასოცირებული. სასიყვარულო ურთიერთობებს მისთვის მძაფრი ემოციები მოაქვს და თავს კარგავს. უყვარს თავდაჯერებული პარტნიორის შერჩევა, რომელზე დამოკიდებულებაც ბედნიერებას ანიჭებს. მისთვის მნიშვნელოვანია, პარტნიორი ზრუნავდეს და მისგან ზედმეტ ყურადღებასა და ალერსს ითხოვს. როგორც წესი, მათ ვალდებულებებისგან თავისუფალი ურთიერთობები მოსწონთ.


 


 


ლომი
ლომებმა მთელი გულით იციან შეყვარება და ერთგულებით გამოირჩევიან. ისინი მთელი ცხოვრების მანძილზე ცდილობენ, ბევრი საყვარელი იყოლიონ, არავის უშვებენ გულთან, მუდმივად სიამოვნების მიღებაზე ფიქრობენ და პარტნიორზე „ნადირობით“ იქცევენ თავს. გარკვეული ძიების შემდეგ, ლომები ერთჯერადი ურთიერთობიდან სერიოზულ სიყვარულამდე მიდიან და თუ პარტნიორში „რჩეული“ იპოვეს, ის მათი ერთადერთი სიყვარული ხდება, რომელსაც მთელ დარჩენილ ცხოვრებას უძღვნიან. შეყვარებული ლომები ავსებენ საყვარელ ადამიანს საჩუქრებითა და კომპლიმენტებით, მთელი ძალებით ცდილობენ სიყვარულისა და ერთგულების დამტკიცებას და ამასვე მოითხოვენ მათგანაც.


 


 


ქალწული
ქალწულები სიყვარულს დიდ დროს არ უთმობენ. მათთვის უფრო მნიშვნელოვანი საქმიანი ურთიერთობებია, თუმცა სამსახურებრივი რომანები ძალიან მოსწონთ და ართობთ. ქალწულებს გრძნობების დემონსტრირება ლამაზი სიტყვებითა და ალერსით არ ეხერხებათ, სამაგიეროდ, შეუძლიათ, პარტნიორს საქმითა და ქმედებებით დაუმტკიცონ სიყვარული. ისინი ვერ იტანენ მონურ დამოკიდებულებას და ცდილობენ, საპირისპირო სქესთან ურთიერთობისას ორივეს თანაბარი უფლებები ჰქონდეთ.


 


 


სასწორი
სასწორებს ძალიან უყვართ ჯანსაღი ურთიერთობები. ისინი საყვარელ ადამიანზე რეალურად მაშინ არიან შეყვარებულები, როდესაც მასთან ფიზიკური სიახლოვე აქვთ. მათ ხშირად ახასიათებთ პარტნიორის მიმართ უნდობლობა და მოუთმენლობის განცდა. სასწორებს აქვთ პერიოდები, როდესაც ისინი სრულიად გამოფიტულები არიან და არ შესწევთ სიყვარულის გამოხატვის უნარი. შემდეგ ნელ-ნელა იწყებენ გარდასახვას და რადიკალურად იცვლებიან პარტნიორის მიმართ - ამკობენ ლამაზი სიტყვებით, ეალერსებიან და სითბოს უნაწილებენ.  


 


 


მორიელი
მორიელი სასიყვარულო ურთიერთობებში ყველაზე ვნებიანი ზოდიაქოს ნიშანია. სექსუალური თანაცხოვრება მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მორიელებს სიყვარულში ძალიან მოსწონთ დრამატული და რომანტიკული სცენები. ვნებიანი თავგადასავლების მოყვარულ მორიელებს პარტნიორისგან მუდმივად სწყურიათ ემოციის სიმძაფრე, მგზნებარე სიყვარული და კარგი სექსი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის პარტნიორს მიატოვებს და ახალი თავგადასავლის ძებნას დაიწყებს.


 


 


მშვილდოსანი
მშვილდოსნებისთვის სიყვარული მრავალფეროვან თავგადასავლებთან ასოცირდება. მათთვის საკმარისი არ არის ერთი სასიყვარულო ურთიერთობა და ზოგჯერ „ორმაგ“ თამაშში ერთვებიან. შეუძლიათ, პარალელურად ორი რომანი ჰქონდეთ და ამის გამო არანაირი სინანული და მორალური ვალდებულება არ იგრძნონ. ყოველ ჯერზე მათ ერთნაირად ძლიერად უყვარდებათ და წამიერი სიამოვნებით ტკბობას განიცდიან. ზოგადად, მშვილდოსნები მხიარული და ხალისიანი პარტნიორები არიან, მათთან არ მოიწყენთ.


 


 


თხის რქა
თხის რქის ნიშნის ქვეშ დაბადებულებმა სიყვარულისთვის თავგანწირვა იციან. მათ მტკიცე ხასიათი აქვთ და სიყვარულში ყოველგვარი დაბრკოლება მოთმინებით გადააქვთ. ისინი საყვარელი ადამიანებისგან ზრუნვასა და პატივისცემას მოითხოვენ. თხის რქები სიყვარულში არასოდეს არ არიან იმპულსურები, ყოველთვის კონსერვატულად უყვართ. ისინი პარტნიორთან ხანგრძლივი  ურთიერთობის შემდეგ აღიარებენ სიყვარულს და სიტყვას „მიყვარხარ“ იშვიათად ამბობენ. თხის რქები თავისუფლებისმოყვარეები არიან, მათი უმეტესობა გვიან ქორწინდება.


 


 


მერწყული
მერწყულთათვის სიყვარული ოჯახთან ასოცირდება და ერთგულებას დიდად აფასებენ. მერწყულებს თუ უყვართ, აუცილებლად გულწრფელები იქნებიან გრძნობაში და ეჭვი არ უნდა შეიტანოთ. მათ ურთიერთობისას უყვართ მოულოდნელობები და სინაზე, არასოდეს იზღუდებიან გრძნობებში. მერწყულები ძლიერ სიახლოვეს განიცდიან პარტნიორის მიმართ და დაშორება მტკივნეულად გადააქვთ. სიყვარულში იმედგაცრუებული მერწყულები კონტროლს კარგავენ და სასოწარკვეთილებაში ვარდებიან.  


 


 


თევზები
თევზებისთვის სიყვარული რომანტიკაა. მათ ამაღლებული გრძნობების, ბედნიერების ცრემლების, წყვილის ჰარმონიული ურთიერთობისა და ლამაზი სასიყვარულო ისტორიების სჯერათ. მიუხედავად იმისა, რომ თევზები თავისუფალი სიყვარულის მომხრე ზოდიაქოს ნიშანია, მაინც ძალიან აფასებენ ოჯახს. თევზებმა თუ ოჯახი შექმნა, მზრუნველი მეუღლე და კარგი მშობელი ხდება. მათთვის უცხოა ეჭვიანობა და შეზღუდვები.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?