4-10 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

4 ივლისი 00:05, 2016 წელი

მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული კვირა გელით. დიდ ყურადღებას დაუთმობთ სხვათა პრობლემების მოგვარებას. ახლობლებისთვის ნამდვილი მხსნელი იქნებით...

ვერძი
ვერძები ამ კვირაში არცთუ ცოტა ძალასა და ენერგიას დახარჯავენ თავიანთი სანუკვარი ფინანსური წარმატების მისაღწევად. არ არის გამორიცხული, რომ უფულობისგან თავის სამუდამოდ დაღწევის მცდელობაში მეორე სამსახურიც იპოვოთ. დაუღალავი შრომა უსაზღვრო დაღლილობის მიზეზიც გახდება. ეცდებით, დასვენებისთვის შაბათ-კვირა გამოიყენოთ, თუმცა, შესაძლოა, ამ დღეებში ყოფით პრობლემებსაც წააწყდეთ.



კურო
ამ კვირაში შეძლებთ თქვენი ავტორიტეტის გამყარებას საზოგადოებაში და თქვენი ხელმძღვანელების უზარმაზარი პატივისცემის დამსახურებას. ყველას დემონსტრაციულად უჩვენებთ თქვენს პროფესიონალიზმს და ამჯერად მას შესაფერისად შეაფასებენ. ბოსი სხვა კოლეგების თანდასწრებით შეგაქებთ თქვენი მცდელობისთვის და არ არის გამორიცხული, მარტო დარჩენილს გამცნოთ, რომ თავის შემცვლელად გნიშნავთ.  


ტყუპები
ამ კვირაში დიდ ყურადღებას დაუთმოთ სხვათა პრობლემების მოგვარებას. ახლობლებისთვის ნამდვილი მხსნელი იქნებით, რომელსაც დახმარებისთვის გვიან ღამითაც და დასვენების დღეებშიც შეიძლება მიმართო. სანამ „ქველმოქმედებით“ იქნებით დაკავებული, დრო საკუთარი პრობლემების ლიკვიდაციისთვის, უბრალოდ, არ დაგრჩებათ. კარიერის მხრივ, თქვენი პოზიციის შენარჩუნებას მარტივად მოახერხებთ, აი, პირად ფრონტზე კი სიტუაცია ბევრად რთულად იქნება.


კირჩხიბი
თანამშრომლებს შორის მოკავშირეების ძებნას მნათობები არ გირჩევენ. გადაწყვეტილება რაღაც პროექტის განხორციელების შესახებ მარტომ უნდა მიიღოთ და მარტომვე იმოქმედოთ. ასე შეძლებთ იმ ადამიანის ღალატის თავიდან აცილებას, რომელსაც ყოველთვის ყველაფერში სრულიად ენდობოდით. გარდა ამისა, უახლოეს დღეებში ხშირად აკონტროლეთ თქვენი განწყობა. დასანანი იქნება, თუ უსაფუძვლო მელანქოლია შეგიპყრობთ.


ლომი
ამ კვირაში ლომებისთვის მიმზიდველი პერსპექტივების მთელი რიგი გაიხსნება, რომლებიც ფინანსებზე მოახდენენ გავლენას. არ არის გამორიცხული, რომ ვიღაც მაღალი რანგის ადამიანმა მოგმართოთ შემოთავაზებით ერთობლივი პროექტის შესახებ. თუ ამ შანსს გამოიყენებთ, თქვენ წინაშე ფინანსური გაძლიერებისთვის ყველა კარი გაიხსნება. რა თქმა უნდა, ამ ოცნების ასახდენად ბევრი შრომა მოგიწევთ...



ქალწული
კვირა საკმაოდ დაძაბული იქნება. სამსახურში დიდი აურზაური გელით, რომელთან გამკლავებაც არასამუშაო საათებშიც მოგიწევთ. სახლში ძალიან იშვიათად მოგიწევთ ყოფნა, თუმცა თითოეული დაბრუნება სერიოზული სკანდალით დასრულდება. როგორც არ უნდა ეცადოთ, ოჯახის წევრები ვერ გაიგებენ, რატომ ხართ ასეთი აგრესიული. თქვენი ოჯახის წევრებისგან ვერ მიიღებთ სითბოსა და მხარდაჭერას, რომელიც ასე ძლიერ გჭირდებათ.


სასწორი
სასწორები ამ კვირაში რამდენიმე სერიოზულ ამოცანას დაისახავენ, რომლებიც პირად ურთიერთობებთან იქნება დაკავშირებული. მას შემდეგ, რაც გარკვეულ რღვევას შენიშნავთ, თქვენი სასიყვარულო ურთიერთობის გადარჩენას ეცდებით. სამსახურის შემდეგ პირდაპირ საყვარელი ადამიანისკენ გაეშურებით, ეცდებით,  სიურპრიზებით გაახაროთ. თქვენი მეორე ნახევარი თქვენს ამ მცდელობას დამსახურებულად შეაფასებს და იმ უთანხმოებას დაივიწყებს, რომელიც მოსვენებას არ გაძლევდათ.


მორიელი
ნაკლებ სავარაუდოა, მორიელებს ეს კვირა რაიმე გრანდიოზულით დაამახსოვრდეთ. დიდ დროს უსაქმურობაში გაატარებთ და ამ ზაფხულის არც ერთი დღის ხელიდან გაშვება არ გენდომებათ. კარიერა და ფინანსური საკითხები მეორე პლანზე გადაიწევს. უფრო მნიშვნელოვანი თქვენთვის პირადი ცხოვრება და რომანი იქნება, რომელიც სულ ახლახან დაიწყეთ. დასვენებისთვის ზღვის სანაპიროს აირჩევთ და მცხუნვარე მზის სხივებს წყალში დაემალებით.


მშვილდოსანი
ამ კვირაში მშვილდოსნები ძალიან მოიწყენენ. სამყარო თქვენ გარშემო თითქოს გაიყინება. მოგიწევთ, გაიაზროთ, რას ნიშნავს მარტოობა და მორალური მხარდაჭერის ნაკლებობა. თითოეულს თქვენი მრავალრიცხოვანი მეგობრებიდან საკუთარ საქმეები ექნება, რის გამოც ხშირად მოგიწევთ უარის მოსმენა დროის ერთად გატარებაზე. მუდმივი მწუხარება თქვენი ერთადერთი თანამგზავრი გახდება.  



თხის რქა
ვარსკვლავები ამ კვირაში თხის რქებს არ ურჩევენ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული რაიმე სახის ოპერაციების განხორციელებას. ბინის შეცვლა, თქვენი ქონების ყიდვა-გაყიდვა ისეთ შედეგებს მოგიტანთ, რასაც არაფრით მოელოდით. ამასთანავე, საუბარი არ არის მხოლოდ ფულის დაკარგვაზე, რომელიც უძრავ ქონებაში დააბანდეთ. არ არის გამორიცხული, რომ პრობლემებს გადასვლის შემდეგაც გადააწყდეთ, მაგალითად, აღმოჩნდეს, რომ ცუდ რაიონში მოხვდით, ანდაც თქვენი მეზობლები ამორალური მოქალაქეები არიან. ერთი სიტყვით, ბინის ცვლილებაზე ამ კვირაში არ უნდა იფიქროთ!


მერწყული
საბოლოოდ გაგიფუჭდებათ ურთიერთობა ნათესავებთან, რომლებიც გულზე არ გეხატებოდნენ. ვეღარ შეძლებთ გაჩუმებას მაშინ, როდესაც ვიღაც მათგანი კიდევ ერთხელ შეეცდება თქვენს ცოცხლად დამარხვას. დაიწყება სკანდალი, რომელიც თქვენი ოჯახური „კლანის“ დაშლის მიზეზი გახდება. კვირის ბოლომდე უამრავ სატელეფონო ზარს მიიღებთ ნათესავებისგან თხოვნით, მოთხოვნითა თუ მუქარით, რომლებიც ეცდებიან, სიტუაციაზე რამენაირად მაინც იქონიონ გავლენა. თუმცა თქვენ აქტიური ნაბიჯების გადადგმას არ აპირებთ.


თევზები
თევზები კვირას დაუსრულებელ მოგზაურობაში გაატარებენ. დღის საათებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ქალაქში ბოდიალს დაუთმობთ. საღამოებისა და დასვენების დღეების გატარებას კი ქალაქგარეთ, თქვენს აგარაკზე მოისურვებთ. ოჯახის წევრებთან ერთად დასვენება თქვენს ემოციურ ჯანმრთელობაზე დადებითად იმოქმედებს. მეტად მშვიდი და თავდაჯერებული გახდებით, თქვენი შიშები კი სადღაც გაქრება.

საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.
ამბები

ანა მიქელაძე: ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
საკნატუნო ამბები

მიზეზები, რომელთა გამო ქალები სექსზე უარს ამბობენ

როგორც აღმოჩნდა, იმ ფაქტორების კლასიფიცირება მოხდა, რომელთა გამო ქალბატონები სექსზე უარს აცხადებენ.   
დღის ჰოროსკოპი

20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ანა მიქელაძე: სულ შესულია 68 საჩივარი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებას 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ამბები

ცესკოში მორიგი საინფორმაციო ბრიგინგი გაიმართა

ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიასთან 15:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ისაუბრა.
ამბები

ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 სთ-ის მდგომარეობით

ცესკოს პრეს სპიკერმა აქტივობასთან ერთად მედიას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია
კულინარია

გემრიელი სალათების სეზონი გაიხსნა!

გაზაფხულთან ერთად, ფერადი და არომატული ბოსტნეულიც შემოვიდა. ეს სალათა, რომლის რეცეპტსაც დღეს გიზიარებთ, ჯანსაღი, გემრიელი და უმარტივესად მოსამზადებელია!
დღის ჰოროსკოპი

19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?