რას მოაქვს ბედნიერება ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის?!

ჰოროსკოპი

3 ივლისი 10:00, 2016 წელი

ბედნიერების აღქმა ინდივიდუალურია... ვარსკვლავები დაგეხმარებიან, განსაზღვროთ, თქვენთვის რას მოაქვს ბედნიერება...

ვერძი
ვერძებისთვის ბედნიერების აღქმა თავისუფლებით იწყება. 
მათ აქვთ თანდაყოლილი ჟინი, გადადგან ნაბიჯი რაიმე ამაღელვებლისკენ. 
პირველობა ვერძებისთვის ისაა, რასაც დიდი სიამოვნება და ბედნიერება მოაქვს. ვერძები ყველაზე მეტად შეზღუდვებსა და წინააღმდეგობებს უფრთხიან. 





კურო
კუროებისთვის ბედნიერება ფულშია. კუროები ბუნებით შემგროვებლები 
არიან და ეს მათ ბედნიერებას ჰგვრით. მათთვის ბედნიერების აღქმა ოჯახური იდილიაცაა - მყუდროდ სანთლის შუქზე ვახშმობა, ან უბრალოდ, სიმშვიდის შეგრძნება. 





ტყუპები 
ტყუპებს წარმოსახვის დიდი უნარი აქვთ, ისინი ხანდახან ამ წარმოსახვით 
ცხოვრობენ და ეს ბედნიერებას ჰგვრით. მათ, ასევე, სიამოვნებას ანიჭებთ სხვების კრიტიკა. ტყუპები გონიერი ნიშანია, ამიტომ ისინი ყოველთვის 
რაციონალურად აზროვნებენ. ეს რაციონალიზმი ეხმარება მათ, შეიქმნან მშვიდი ცხოვრება და ბედნიერება მიიღონ ამით. 





კირჩხიბი 
ყველაზე დიდი ბედნიერება კირჩხიბებისთვის სასიყვარულო ურთიერთობებს მოაქვს. შეყვარებულ კირჩხიბს 
განწყობაზე ყველა შეატყობთ, რომ ბედნიერია. მათ ბედნიერებას 
ანიჭებთ საყვარელი ადამიანისთვის თავგანწირვაც. 





ლომი

პატივმოყვარე ლომისთვის ბედნიერება ძალაუფლებაა. ის ყოველთვის 
პოზიტიურია, როდესაც ძალაუფლება ხელში აქვს ჩაგდებული. თუ გინდათ, 
ლომების კეთილგანწყობა მოიპოვოთ, მაშინ საზოგადოებაში შესამჩნევი 
როლი ათამაშეთ. 





ქალწული
ქალწულებისთვის ბედნიერება შთაბეჭდილებებით ცხოვრებაა. 
მათ აქვთ უნარი, ყველგან ეძებონ ის, რაც შთაბეჭდილების ქვეშ მოაქცევთ, ასეთი სახით დაკვირვება 
ქალწულებს ერთგვარად ეხმარება, პრაქტიკულად დასახონ მიზნები და მიაღწიონ წარმატებას.





სასწორი
სასწორებისთვის ბედნიერების მომტანი ხელოვნებასთან მათი ურთიერთობაა.
სილამაზის თავისებური აღქმა და მხატვრული ხედვის უნარი სასწორებს ბედნიერს ხდის. მათ იზიდავთ დემონსტრაციული რიტუალები,
ლამაზი ნივთები, ფუფუნების საგნები და კომფორტში ცხოვრება. 





მორიელი
მორიელებისთვის ბედნიერება საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობაა. ისინი მაგნიტივით იზიდავენ პარტნიორებს და ამ „თამაშში“ უსაზღვრო 
ბედნიერებას განიცდიან. ცნობილია, რომ მორიელები ხშირად ქორწინდებიან. ვნებები - ეს ხომ მათი სისუსტეა. 





მშვილდოსანი 
მშვილდოსნებისთვის ბედნიერების აღქმა გახსნილი სივრციდან იწყება. 
სიახლის შეცნობა, თავგადასავლების ძებნა, მეგობრების შეძენა - ეს ისაა, რაც მშვილდოსანს ბედნიერს ხდის. დაბოლოს, მოგზაურობა - მის გარეშე მშვილდოსანი სრულყოფილი ვერასოდეს იქნება.





თხის რქა
თხის რქისთვის ბედნიერება საკუთარ თავთან ბრძოლაა. ისინი დაჟინებით მთელი ცხოვრება ცდილობენ, კომპრომისზე წავიდნენ, საკუთარი თავის წინააღმდეგ 
გაილაშქრონ, თავდადებულად იბრძოლონ რაღაც იდეისთვის - ეს მათ დიდ ბედნიერებას ანიჭებს ცხოვრების ყველა ეტაპზე. 





მერწყული
მერწყულებისთვის ბედნიერება ჰუმანურობას მოაქვს. ისინი 
კაცთმოყვარეები არიან და ადამიანებზე ზრუნვა სიამოვნებას ჰგვრით. 
მერწყულები აფასებენ ინტელექტს, მათ უყვართ მუსიკა, 
ლიტერატურა და ყველაფერი ის, რაც ადამიანებს აკეთილშობილებს. 





თევზები
თევზებისთვის ბედნიერება გრძნობებშია. სამყაროს ისინი
ემოციებით ჰყავს დაჯილდოებული. თევზები გარე სამყაროს ამ 
გრძნობებითა და ემოციებით აღიქვამენ
და ბედნიერებასაც ამ განცდებში პოულობენ. ხშირად თევზები მათსავე შექმნილ 
ილოზორულ სამყაროში ცხოვრობენ და იქ ეძებენ ბედნიერებას. 

დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ფისუნია, მანდ რა გინდა?! (10 ფოტო)

ნახეთ, ერთ დღესაც სად შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი ოთხფეხა მეგობარი. ჰოდა, პრევენციული ზომებიც მიიღეთ...
საკნატუნო ამბები

9 უტყუარი ნიშანი იმისა, რომ კაცი გღალატობთ

კერძო დეტექტივები ამბობენ, რომ ქალის ეჭვიანობის 80%-ის შემთხვევაში კაცის ღალატი დასტურდება.
დღის ჰოროსკოპი

21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.
ამბები

ანა მიქელაძე: ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
საკნატუნო ამბები

მიზეზები, რომელთა გამო ქალები სექსზე უარს ამბობენ

როგორც აღმოჩნდა, იმ ფაქტორების კლასიფიცირება მოხდა, რომელთა გამო ქალბატონები სექსზე უარს აცხადებენ.   
დღის ჰოროსკოპი

20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ანა მიქელაძე: სულ შესულია 68 საჩივარი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებას 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.