ადამიანთა პლანეტარული კლასიფიკაცია

ჰოროსკოპი

14 ივლისი 10:00, 2016 წელი

ასტროლოგიაში ადამიანთა ტიპებს მისი დაბადების მომენტში ციური სხეულების განლაგების მიხედვით სწავლობენ. პლანეტები კი ადამიანთა გარეგნობასა თუ თვისებებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ...

პლანეტების კლასიფიკაციის მიხედვით გვხვდება ადამიანთა შემდეგი ტიპები:

მზის ტიპი 


ვიზუალური დახასიათება: საშუალო სიმაღლე, მრგვალი სახის ფორმა, დიდი თვალები, განვითარებული შუბლი, რიჟა ან რბილი ქერა თმა, მიდრეკილება აქვთ სიმელოტისკენ.


ფსიქოლოგიური დახასიათება: მზე სიცოცხლისუნარიანობის მაჩვენებელია. მზის პლანეტარული ტიპის ადამიანები ტემპერამენტითა და ფარული შესაძლებლობებით გამოირჩევიან. აქვთ ინდივიდუალურობა. არიან პრინციპულები. ახასიათებთ სიამაყე და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა. არიან გულწრფელები, პირდაპირები და კეთილშობილები. მათი ტემპერამენტი სანგვინიკურია.


 


მთვარის ტიპი 


ვიზუალური დახასიათება: სასიამოვნო გარეგნობა, საშუალო სიმაღლე, მრგვალი სახე, დიდი ნათელი თვალები, ღია თაფლისფერი თმა.
ფსიქოლოგიური დახასიათება: მთვარის პლანეტარული ტიპის ადამიანები გამოირჩევიან სიდინჯით, სიზარმაცით და ცვალებადი ხასიათით. მოკლებულნი არიან ემოციას. არიან მშვიდობისმოყვარე და მოსიყვარულეები. აქვთ კარგად განვითარებული ფანტაზია, მეოცნებე ბუნება. საზოგადოებაში მოკრძალებულები არიან. ახასიათებთ დაბნეულობა და აღენიშნებათ პასიურობა. მათი ტემპერამენტი ფლეგმატურია.


 


მარსის ტიპი 


ვიზუალური დახასიათება: მაღალი, ძლიერი სხეული, დიდი შუბლი, ნათელი სახე, ღრმად ჩამჯდარი თვალები, ხშირი, მუქი ფერის თმა.
ფსიქოლოგიური დახასიათება: მარსი თავისუფლების სიმბოლოა. მარსის პლანეტარული ტიპის ადამიანები ნიჭიერები არიან. უყვართ უკიდურესობები. ახასიათებთ ოპტიმიზმი და სიმამაცე. მიზანდასახულები, ენთუზიაზმით სავსეები და კეთილსინდისიერები არიან. მათი უარყოფითი თვისება აგრესიაა. გამოირჩევიან გარემოზე სწრაფი რეაგირებით. მათი ტემპერამენტი ქოლერიკულია.


 


ვენერას ტიპი


 ვიზუალური დახასიათება: მიმზიდველი გარეგნობა, ფართო მკერდი, ოვალური სახე, მუქი თმა, თაფლისფერი თვალები, მგრძნობიარე ტუჩები. აქვთ მიდრეკილება წონის მატებისკენ.


ფსიქოლოგიური დახასიათება: ვენერას პლანეტარული ტიპის ადამიანები იდეალური პარტნიორები არიან. აქვთ კარგი ორიენტაცია და კონცენტრირების უნარი. გამოირჩევიან კარგი გემოვნებით და ამაღლებული მისწრაფებებით. დაჯილდოებულები არიან შემოქმედებითი და სიყვარულის ნიჭით. ახასიათებთ პასუხისმგებლობის თავიდან აცილება, პასიურობა. არიან კომუნიკაბელურები, უყვართ სპონტანურობა. მათი ტემპერამენტი სანკვინიკურია.


 


სატურნის ტიპი


ვიზუალური დახასიათება: საშუალო სიმაღლის ან მაღალი, განიერი ბეჭები, წვრილი გრძელი სახე, პატარა მუქი თვალები, მუქი ფერის თმა.
ფსიქოლოგიური დახასიათება: სატურნის პლანეტარული ტიპის ადამიანები რეალისტები, სამართლიანები და ორგანიზებულები არიან. ახასიათებთ კონსერვატიზმი და პედანტურობა. გამოირჩევიან სტაბილურობითა და დიდი ნებისყოფით. არიან კარგი ადმინისტრატორები. არ უყვართ სიურპრიზები. შეუძლიათ ემოციების მოთოკვა. გამოირჩევიან სიფრთხილით, ხშირად მორცხვობენ კიდეც. მათი ტემპერამენტი მელანქოლიურია.


 


მერკურის ტიპი 


ვიზუალური დახასიათება: სუსტი აღნაგობა, თხელი და გრძელი სახე, წვრილი თვალები, თხელი ტუჩები, მაღალი შუბლი.
ფსიქოლოგიური დახასიათება: მერკურის პლანეტარული ტიპის ადამიანებს აქვთ მაღალი მგრძნობელობა. ამჟღავნებენ გამომგონებლურ ნიჭს. გააჩნიათ დაკვირვების უნარი. აქვთ მშვიდი ხასიათი. ურთიერთობებში უბრალოებით გამოირჩევიან. უყვართ პირდაპირობა. დაინტერესებულები არიან სამეცნიერო სფეროებით. მათი უარყოფითი თვისება არასტაბილურობა და გულმავიწყობაა. გამოირჩევიან დიდი ფანტაზიის უნარით. მათი ტემპერამენტი ქოლერიკულია. 


 


იუპიტერის ტიპი


ვიზუალური დახასიათება: მაღალი, კარგი ფიზიკური აღნაგობა, ოვალი სახის ფორმა, დიდი თვალები, მსხვილი ტუჩები, ყავისფერი თმა.
ფსიქოლოგიური დახასიათება: იუპიტერის პლანეტარული ტიპის ადამიანები ხასიათდებიან ენერგიულობითა და ორგანიზებულობით. თავმოყვარეები, სამართლიანები და პატიოსნები არიან. ახასიათებთ ერთგულება და სიკეთის კეთება. უყვართ წესრიგი და ჰარმონია. გამოირჩევიან გამბედავი ხასიათით. მხიარულები და ოპტიმისტები არიან. მიდრეკილება აქვთ ძალაუფლებისკენ. იბრძვიან წარმატებისთვის. მათი ტემპერამენტი სანგვინიკურია.


 

საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.
ამბები

ანა მიქელაძე: ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
საკნატუნო ამბები

მიზეზები, რომელთა გამო ქალები სექსზე უარს ამბობენ

როგორც აღმოჩნდა, იმ ფაქტორების კლასიფიცირება მოხდა, რომელთა გამო ქალბატონები სექსზე უარს აცხადებენ.   
დღის ჰოროსკოპი

20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ანა მიქელაძე: სულ შესულია 68 საჩივარი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებას 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ამბები

ცესკოში მორიგი საინფორმაციო ბრიგინგი გაიმართა

ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიასთან 15:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ისაუბრა.
ამბები

ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 სთ-ის მდგომარეობით

ცესკოს პრეს სპიკერმა აქტივობასთან ერთად მედიას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია
კულინარია

გემრიელი სალათების სეზონი გაიხსნა!

გაზაფხულთან ერთად, ფერადი და არომატული ბოსტნეულიც შემოვიდა. ეს სალათა, რომლის რეცეპტსაც დღეს გიზიარებთ, ჯანსაღი, გემრიელი და უმარტივესად მოსამზადებელია!
დღის ჰოროსკოპი

19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?