18-24 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

18 ივლისი 00:05, 2016 წელი

წინ პროდუქტიული კვირა გელით. უახლოეს 7 დღეს რომანტიკული განწყობის ტყვეობაში გაატარებთ და თქვენს მეორე ნახევართან ერთად დაგეგმავთ ეგზოტიკურ დასვენებას შვებულების პერიოდში.

ვერძი
ამ კვირას ვერძები პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებას დაუთმობენ. ხელმძღვანელის პოსტის მიღებაზე ოცნების კვალდაკვალ ობიექტურად შეაფასებთ თქვენს პოტენციალს და მიხვდებით - ახლა სწავლისთვის შესაფერისი დროა. სპეციალურ კურსებსა და სემინარებს მთელ თქვენს დანაზოგს მოახმართ, ამიტომ თქვენს მეგობრებს თქვენ გარეშე მეუწევთ წვეულებებსა და პლაჟის სანაპიროზე სასეირნოდ წასვლა.




კურო
კუროები ამ კვირას რომანტიკული განწყობის ტყვეობაში გაატარებენ. დაივიწყებთ თქვენი მორიდებულობის შესახებ, როდესაც თქვენს ცხოვრებაში საპირისპირო სქესის უმშვენიერესი წარმომადგენელი გამოჩნდება. მისი გულის დაპყრობა კი თქვენი მთავარი ოცნება გახდება, რომლის ასასრულებლადაც ყველა საქმეს გვერდით გადადებთ. უამრავ ნაბიჯს გადადგამთ მასთან დასაახლოებლად, თუმცა ეს მოქმედებები მხოლოდ უმნიშვნელო შედეგებს მოგიტანთ.



ტყუპები
ტყუპებს ეს კვირა რაიმე გამორჩეულ და დასამახსოვრებელ მოვლენებს არ ჰპირდება. თქვენ განაგრძობთ ჩვეულებისამებრ თქვენი მოვალეობის შესრულებას და განაგრძობთ ოცნებას მაღალანაზღაურებად პოზიციაზე. დასვენების დღეებში კი ისე მოიქცევით, როგორც ნამდვილ მეოჯახეს შეეფერება. დიდ დროს გაატარებთ შვილებთან და ოჯახის წევრებთან და ეცდებით, ისინი ნამდვილ კულტურასა და ხელოვნებას აზიაროთ.




კირჩხიბი
კირჩხიბები უცხო ქვეყნის კულტურისა და ტრადიციების მიმართ ინტერესს გამოავლენენ. გაგახსენდებათ, რომ შვებულების დრო უკვე ახლოვდება და გადაწყვეტთ, უსაფრთხო და ლამაზი ადგილი მოძებნოთ, სადაც დაუვიწყარი დროის გატარებას შეძლებთ. მთელ ინტერნეტს გადაქექავთ საჭირო ინფორმაციის მოსაძებნად, შემდეგ კი ტუროპერატორს მიმართავთ კვალიფიციური რჩევისთვის.




ლომი
ბედისგან უდიდეს საჩუქარს მიიღებთ საინტერესო ნაცნობობის სახით. თქვენსა და ამ ადამიანს შორის ელექტროძაბვა გაირბენს და თქვენ მაშინვე მიხვდებით, რომ ის თქვენი ცხოვრების მთავარი რომანის გმირია. ვერც კი შენიშნავთ, რამდენად მალე დაუახლოვდებით თქვენს ახალ ნაცნობს, ძალიან მალე კი ერთად ცხოვრებასაც გადაწყვეტთ. ეს ელვისებური სისწრაფით განვითარებული რომანი თქვენს ახლობლებს შოკში ჩააგდებს.




ქალწული
ქალწულები კვირის უმეტეს ნაწილს, ძალებსა და ენერგიას მთლიანად მოახმარენ აგარაკის მოწყობას. თქვენი ოჯახი საბოლოოდ გადაწყვეტს ზაფხულში აგარაკში გადასვლას, შესაბამისად, მაშინვე გაჩნდება კითხვა - რა უნდა მოუხერხოთ სამსახურსა და სხვა საქმეებს, თუ ქალაქგარეთ მოგიწევთ ცხოვრება? დიდი შრომა მოგიწევთ ყველა ამ წამოჭრილი პრობლემის გადასაჭრელად.




სასწორი
წინ იმედგაცრუება გელით. იფიქრებთ, რომ ერთი ნაბიჯი გაშორებთ მაღალანაზღაურებად პოზიციას, თუმცა ზუსტად ამ დროს რაღაც უსიამოვნება შეგემთხვევათ. რთული იქნება თქვენთვის იმის გააზრება, რომ ვაკანსია, რომლისთვისაც დიდხანს იბრძოდით ვიღაც სხვას ერგო წილად. თქვენი სევდა იმდენად დიდი იქნება, რომ თქვენს მეგობრებსა და ახლობლებს სასწრაფოდ მოუწევთ გზების ძიება, რათა ამ მდგომარეობიდან დაგიხსნან.




მორიელი
მორიელებს ეს კვირა დიდ კარიერულ წარმატებებს ჰპირდება. თქვენ განაგრძობთ შრომას და საბოლოოდ მიხვდებით, რომ ტიტანური შრომა შესანიშნავ შედეგებს მოგიტანთ. მიიღებთ პოზიციას, რომელზეც თქვენი კოლეგები დიდი ხანია, ოცნებობდნენ. ამიტომაც გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ თანამშრომლებს შორის მაშინვე პერსონა ნონ გრატა გახდებით. თუმცა რასაკვირველია, ეს თქვენს ბედნიერებას ოდნავადაც ვერ შეუშლის ხელს.




მშვილდოსანი
მშვილდოსნები კვირას პროდუქტიულად გაატარებენ. თქვენ ამოცანათა გარკვეულ სიას დაისახავთ, რომელთა გადაჭრასაც მობილიზებულად შეუდგებით. გეგმაზომიერად მიუახლოვდებით თქვენს კარიერულ წარმატებასაც და ამ საკითხში შესანიშნავ შედეგებს მიაღწევთ. პროფესიული ოლიმპოს დაპყრობის პროცესში პირადი ცხოვრების შესახებ არ დაივიწყებთ და დასაწყისისთვის ბოდიშს მოუხდით ადამიანს, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ გული ატკინეთ.



თხის რქა
თხის რქები ამ კვირაში სპორტის არსებობის შესახებ გაიხსენებენ. კიდევ ერთხელ იგრძნობთ უკმაყოფილებას თქვენი ფიგურის გამო და გადაწყვეტთ, მომატებულ კილოგრამებთან ბრძოლას, სპორტის დახმარებით შეუდგეთ. ჩაეწერებით ფიტნეს ცენტრში ანდაც სახლში დაიწყებთ ვარჯიშს, შესაბამისი სავარჯიშოების მოძიებას კი ინტერნეტის საშუალებით ეცდებით.




მერწყული
ამ კვირაში ოჯახური პრობლემების გადაჭრის გზების ძიება მოგიწევთ. თქვენს მეორე ნახევართან ერთად იფიქრებთ იმაზე, როგორ შეაგროვოთ ფული კაპიტალური რემონტისთვის, ანდაც როგორ გადახვიდეთ ახალ ბინაში მაქსიმალურად სწრაფად და უმტკივნეულოდ. პარალელურად სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაც მოგიწევთ, თუმცა თქვენი კარიერა უახლოესი დღეების განმავლობაში, სამწუხაროდ, მკვდარი წერტილიდან ვერ დაიძვრება.



თევზები
სამსახურში კოლეგებთან სერიოზული კონფლიქტი გელით. წინასწარ იმის თქმა, რა საკითხი გახდება კონკრეტულად დავის საგანი, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია. ერთი კი ნათელია - სამსახურის კოლექტივის წინააღმდეგ ბრძოლაში სრულიად მარტო აღმოჩნდებით და „თეთრი ყვავის“ იარლიყსაც დაიმსახურებთ. საბედნიეროდ, თქვენ გვერდით თქვენი მეგობრები იქნებიან, თქვენი მეორე ნახევარი კი აუცილებლად შეგიმსუბუქებთ სევდას.

საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.
ამბები

ანა მიქელაძე: ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
საკნატუნო ამბები

მიზეზები, რომელთა გამო ქალები სექსზე უარს ამბობენ

როგორც აღმოჩნდა, იმ ფაქტორების კლასიფიცირება მოხდა, რომელთა გამო ქალბატონები სექსზე უარს აცხადებენ.   
დღის ჰოროსკოპი

20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ანა მიქელაძე: სულ შესულია 68 საჩივარი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებას 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ამბები

ცესკოში მორიგი საინფორმაციო ბრიგინგი გაიმართა

ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიასთან 15:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ისაუბრა.
ამბები

ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 სთ-ის მდგომარეობით

ცესკოს პრეს სპიკერმა აქტივობასთან ერთად მედიას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია
კულინარია

გემრიელი სალათების სეზონი გაიხსნა!

გაზაფხულთან ერთად, ფერადი და არომატული ბოსტნეულიც შემოვიდა. ეს სალათა, რომლის რეცეპტსაც დღეს გიზიარებთ, ჯანსაღი, გემრიელი და უმარტივესად მოსამზადებელია!
დღის ჰოროსკოპი

19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?