25-31 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

25 ივლისი 00:05, 2016 წელი

ეს კვირა ბევრისთვის სასიამოვნო მოულოდნელობებით იქნება სავსე...

ვერძი
ვერძები უნდა მოერიდონ რთულ საუბრებს, განსაკუთრებით ფინანსურ სფეროში. ნუ შეეკითხებით რჩევებს ნათესავებს ან ახლო მეგობრებს, როგორ განკარგოთ საკუთარი კაპიტალი  (მათი რეკომენდაციები ვერაფერს გიშველით). მიენდეთ მხოლოდ საკუთარ თავს და ინტუიციის კარნახს. პირად ცხოვრებაში კი პირიქით, მეგობრების მხარდაჭერა გჭირდებათ, რადგან მათი ყოველმხრივი მონაწილეობის გარეშე მთელი რიგი სირთულეების დაძლევა გაგიჭირდებათ.



კურო

კუროები მთელ კვირას აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას დაუთმობენ. საზოგადოების ყურადღების ქვეშ ყოფნა დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ და გადაწყვეტთ, რომ ყოველთვის მიიღოთ აქტიური მონაწილეობა აბსოლუტურად ყველა საზოგადოებრივ ღონისძიებაში. სანამ ყველას წინაშე ბრწყინავთ, თქვენი პირადი ცხოვრება მტვრით იფარება. თუკი დასვენების დღეებში არ გამონახავთ გზას, როგორ დაუმტკიცოთ მეორე ნახევარს, რომ ის თქვენთვის სამყაროში ყველაზე ძვირფასია, მზად იყავით, რომ თქვენს სასიყვარულო ურთიერთობებში დიდი ბზარი გაჩნდება.



ტყუპები
ტყუპები კატეგორიულ უარს იტყვიან პროფესიულ აქტიურობაზე. უბრალოდ, დაგეზარებათ დროისა და ძალების დახარჯვა  სამსახურებრივი წარმატებისთვის. მთელი თქვენი ძალისხმევის კონცენტრირებას პირად ცხოვრებაზე მოახდენთ. თუკი დაოჯახებული ხართ, თქვენი წყვილი უახლოეს დღეებში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც უძრავ ქონებას ან ბავშვის დაბადებას უკავშირდება. თუკი მარტოხელა ხართ, კვირის ბოლოს საინტერესო ადამიანს გაიცნობთ. ძალიან მალე დაახლოვდებით და ახალი სასიყვარულო რომანის დაწყებაზე იოცნებებთ. თუმცა, თქვენი რჩეული ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების დროებით გადადებას მოინდომებს.  



კირჩხიბი
კირჩხიბებმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ ელექტრომოწყობილობებთან მუშაობის დროს. არავითარ შემთხვევაში არ სცადოთ დამოუკიდებლად მათი შეკეთება, თუკი ამ სფეროში პროფესიონალი არ ხართ. ზოგადად, უახლოეს დღეებში განსაკუთრებული პრობლემები და უსიამოვნებები მოსალოდნელი არ არის. სამსახური, ფინანსები და პირადი ცხოვრება სტაბილურობით გაგახარებთ და შეძლებთ, გამონახოთ თავისუფალი დრო პირადი საქმეებისთვის. გამორიცხული არ არის, რომ პროფესიულად ამაღლება გადაწყვიტოთ და სპეციალურ კურსებს მიმართოთ ან სამსახურის შემდეგ ახალი, უჩვეულო ჰობით დაკავდეთ.



ლომი
ლომები კვირის მანძილზე თამამ და არასტანდარტულ გადაწყვეტილებებს მიიღებენ. დიდი ალბათობით, გადაწყვეტთ, მნიშვნელოვნად გაზარდოთ თქვენი შემოსავალი და ამ მიზნის მისაღწევად მეორე სამსახურს იშოვით. უფულობისგან თავის დაღწევის მცდელობებში პირად ცხოვრებას დაივიწყებთ და ეს გულგრილობა სამწუხარო შედეგს მოგიტანთ. მარტოობით შეწუხებული თქვენი პარტნიორი ხშირად შეეცდება სახლიდან გაქცევას, რადგან თქვენგან ვერ იღებს საჭირო ყურადღებასა და სიყვარულს, გვერდით გაიხედავს და ისეთი ადამიანის ძებნას დაიწყებს, რომელიც შეეცდება, მას  დაკარგული ემოციები დაუბრუნოს.   



ქალწული
ქალწულები მორალური დახმარებისა და მხარდაჭერის მიღების იმედად იქნებიან. თქვენს ცხოვრებაში უამრავი პრობლემა წარმოიქმნება, რომლებიც ოპერატიულ ჩარევას მოითხოვს. შეეცდებით მათ მოგვარებას, მაგრამ ძალიან მალე ძალა გამოგელევათ და დეპრესიას თქვენი დაპყრობის უფლებას მისცემთ.  თბილი თანაგრძნობის  სიტყვების ძიებას ყველგან დაიწყებთ, თუმცა, ეს, ემოციური ბალანსის მოპოვებაში ვერ დაგეხმარებათ. როდესაც გონს მოხვალთ, ყველა თქვენს მრავალრიცხოვან პრობლემას ძველებურად, წარმატების მოსაპოვებლად მორიგ დაბრკოლებად მიიჩნევთ.



სასწორი
სასწორებო, ნუ იქნებით მხოლოდ წარმატების იმედზე. დიახ, ფორტუნა, უახლოესი დღეების განმავლობაში ძალიან ლოიალურად მოგექცევათ, მაგრამ თუკი ხშირად იზარმაცებთ, იცოდეთ, რომ პრობლემებსაც შეგიქმნით. გამოავლინეთ პროფესიული ცოდნა და ნუ შეგეშინდებათ სამსახურში ჩვეულზე მეტი დროით დარჩენის. ამ შრომის შედეგს საკმაოდ მალე დაინახავთ, რაც ძალიან გაგახარებთ. პირად ცხოვრებაში, ასევე, არ ღირს პასიურად ჯდომა და ლოდინი, სანამ მოვლენები თქვენს სასარგებლოდ განვითარდება. თამამად გამოავლინეთ თქვენი სიმპათია კონკრეტული ადამიანის მიმართ და ისიც, რა თქმა უნდა, იგივეს გიპასუხებთ.



მორიელი
მორიელები საკმაოდ პროდუქტიულად გაატარებენ მთელ კვირას. საბოლოოდ დაასრულებთ დიდი ხნის გადადებულ სამუშაო საქმეებს და მოგვიანებით გადაწყვეტთ, რომ არავინ და არაფერი გიშლით ხელს სრულყოფილ დასვენებაში. თვალს გადაავლებთ თქვენს პირად ცხოვრებას. დასაწყისისთვის მეგობარს შეურიგდებით, რომელსაც რამდენიმე ხნის წინ ძალიან აწყენინეთ, შემდეგ კი დაიწყებთ ფიქრს, როგორ დაუბრუნოთ ძველებური რომანტიკა თქვენს სასიყვარულო წყვილს. საბოლოოდ, შეძლებთ იმ ყინულის გალღობას, რომელიც თქვენს ურთიერთობებს ჰარმონიულობის საშუალებას არ აძლევდა.



მშვილდოსანი
მშვილდოსნებს ეს კვირა რამდენიმე სასიამოვნო მოულოდნელობას მოუტანს. სამსახურში მცირე კარიერული ზრდა გელოდებათ, რაც თქვენს თანამშრომლებში შურს გამოიწვევს. დასვენების დღეებში კიდევ ერთი სასიხარულო მოვლენა გელით. გამორიცხული არ არის, რომ მოულოდნელად მეგობარი მოგინახულებთ, რომელიც წლებია, არ გინახავთ ან ის ნათესავი დაბრუნდება, რომელიც დიდი ხანია საზღვარგარეთ ცხოვრობს. ასეა თუ ისე, დასვენების დღეებში აუცილებლად მოგიწევთ ასე მნიშვნელოვანი მოვლენის აღნიშვნა. წვეულება, რომელიც რამდენიმე დღე გაგრძელდება, თქვენი წარმატებული 7 დღის ღირსეული დასასრული გახდება.


თხის რქა
თხის რქებს სასიყვარულო თავგადასავლები ელოდებათ. თქვენთვის სრულიად მოულოდნელად, ნაცნობი ადამიანის მიმართ ვნებას გამოცდით (გამორიცხული არ არის, ეს ის ადამიანი აღმოჩნდეს, რომელთანაც უკვე დიდი ხანია ურთიერთობთ როგორც თანამშრომელი). როდესაც საბოლოოდ მიხვდებით, რომ სწორედ ამ ადამიანის ნახვაზე ოცნებობთ თქვენი მეორე ნახევრის როლში, თქვენთვის სხვა დავალებები და მიზნები აღარ იარსებებს. მოიფიქრებთ, როგორ გამოხატოთ საკუთარი სიმპათია, ხოლო შემდეგ არცთუ ისე მარტივ საუბარს დაიწყებთ მასთან, რომელსაც ორაზროვანი შედეგი ექნება, რადგან თქვენი რჩეული ცოტაოდენ დროს გთხოვთ დასაფიქრებლად.



მერწყული
მერწყულები დიდ ინტერესს გამოხატავენ მაგიისა და ეზოთერიკული დისციპლინის მიმართ. უფრო ზუსტად კი, გადაწყვეტთ, რომ უდიდესი ექსტრასენსორული პოტენციალი გაქვთ და თქვენი ქვეცნობიერის გაუთავებელი ექსპერიმენტების შესრულებას შეუდგებით. თანდათანობით მიხვდებით, რომ თქვენი ბედის ან ამა თუ იმ  სიტუაციის განვითარების შესახებ წინასწარ რაიმე ინფორმაციის ცოდნა საჭირო არ არის. დაუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ წესს და ყველა იმ უსიამოვნების მოგვარებას შეეცდებით, რომლებიც  სამსახურში დაგიგროვდათ, სანამ ეზოთერიკაში ექსპერიმენტებით იყავით დაკავებული.



თევზები
თევზები ამ კვირაში საოჯახო პრობლემების აღმოფხვრას შეეცდებიან. სახლში წარმოქმნილი განხეთქილება  თქვენს ოჯახურ ცხოვრებას დიდ განსაცდელს მოუტანს. დროებით დაივიწყებთ სიამაყეს და  ყველა თქვენს ოცნებას, რომელიც კარიერულ მატებას ეხება და საკუთარ თავს მთლიანად ქორწინების გადარჩენას დაუთმობთ. თქვენი ძალისხმევა დიდი ხნის ნანატრ ეფექტს მოგიტანთ და ოჯახური სკანდალები მთლიანად შეწყდება. მხოლოდ იმის გადაწყვეტა მოგიწევთ, როგორ დაძლიოთ სამსახურში წარმოქმნილი პრობლემები.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?