ქალის თავისებურებები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

ჰოროსკოპი

23 ივლისი 10:00, 2016 წელი

ალბათ, არამხოლოდ ქალებისთვის, მამაკაცებისთვისაც საინტერესოა, რა განსაკუთრებული თვისებებით დაასაჩუქრეს ვარსკვლავებმა სუსტი სქესის წარმომადგენლები?

ვერძი
ვერძის ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები ძლიერები, ერთგულები, კეკლუცები და მაცდურები არიან. უყვართ მრავალფეროვანი სექსუალური ურთიერთობები. ვერძი სხეულის სამყაროში ცხოვრობს, ფიზიკურად გადაამუშავებს და ითვისებს ადამიანური ურთიერთობების ყველა სხვა სფეროს. ქალი ვერძები დემონსტრაციულები არიან, თუმცა არა ვულგარულები.


 


 


 


კურო
კუროს ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები, ალბათ, ყველაზე მგრძნობიარეები და სრულყოფილები არიან. მათი გარეგნული სილამაზე და დახვეწილი მანერები სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის. სექსის დროს ისინი ხშირად იმპულსის გავლენით მოქმედებენ. კურო ქალებს ძალიან ხიბლავთ ლამაზი ნივთები, ფუფუნების საგნები და ფული. ეს მათი სისუსტეა.


 


 


 


ტყუპები
ტყუპების ნიშნის ქვეშ დაბადებულმა ქალებმა იციან მამაკაცებთან საინტერესო კუთხით მიდგომაც და მათი იგნორირებაც. ტყუპები „გაორებული“ პიროვნების კლასიკური ტიპია. ტყუპი ქალები მაღალი ზნეობით გამოირჩევიან. სექსში მაღალი აგზნება ახასიათებთ და მგრძნობიარე ნერვული სისტემა აქვთ, თუმცა სიყვარულში ერთგულებას არ იჩენენ.


 


 


 


კირჩხიბი
კირჩხიბის ნიშნით დაბადებული ქალები ნამდვილი ლედის თვისებების მატარებლები არიან. იზიდავთ თბილი და მყუდრო ატმოსფერო. საკუთარ თავში ქმნიან საინტერესო ქალს. სექსში ურთიერთობისას მასზე გამოცდილ პარტნიორებს ანიჭებენ უპირატესობას. ისინი იდეალური დიასახლისები, მეუღლეები და დედები არიან.


 


 


 


ლომი
ლომის ნიშნით დაბადებული ქალები ყველაზე იმპულსურები არიან. მათ შეუძლიათ, ვნების ქარცეცხლში გაგხვიონ. ყოველთვის აინტერესებთ, აკმაყოფილებენ თუ არა პარტნიორის სექსუალურ მოთხოვნილებებს. ურჩევნიათ ხანმოკლე კავშირები. ისინი არ ეტანებიან არაფერს მეორეხარისხოვანს. განსაკუთრებულად ზრუნავენ იმიჯზე.


 


 


 


ქალწული
ქალწულის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ქალებს გამძაფრებული აქვთ გემოვნების, მზერის, სმენისა და ყნოსვის გრძნობები. ჭკვიანურად იქცევიან მამაკაცებთან. ისინი სექსით მხოლოდ მაშინ კავდებიან, თუ ჭეშმარიტ სიყვარულს იპოვიან. ასეთ დროს ხშირად კარგავენ თავს.


 


 


 


სასწორი
სასწორის ნიშნით დაბადებული ქალები უბადლო სილამაზით გამოირჩევიან. განსაკუთრებული სექსუალური მიმზიდველობა აქვთ და ბევრი მამაკაცის სასურველი ობიექტნი არიან, თუმცა თვითონ მთელი ცხოვრება იდეალურ ადამიანს ეძებენ. ქალ სასწორებს უყვართ ნაზი მოპყრობა. ვერ იტანენ უხამს დეკორაციებს.


 


 


 


მორიელი
ქალი მორიელი დამოუკიდებელი ქალის ნათელი მაგალითია. თუნდაც ლამაზი არ იყოს, მაინც ძალიან მიმზიდველია. მათი შინაგანი სამყარო წარმოუდგენლად რთულია. მამაკაცებისთვის უმეტეს შემთხვევაში ამოუცნობად რჩებიან. მორიელს ესაჭიროება სექსი. სიყვარულთან ერთად მისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ვნებების კონტროლის საშუალებად გამოიყენოს.


 


 


 


მშვილდოსანი
მშვილდოსნის ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალი თავისი გრძნობებითა და განზრახვით ძალიან რომანტიკულები და ვნებიანები არიან. ისინი ზედმეტი ოპტიმიზმით გამოირჩევიან, გიჟდებიან ხეტიალზე. მათ უყვართ სექსუალური თავგადასავლები, პარტნიორების ცვლა, მანიპულაციები. პარტნიორთან დაშვებულ შეცდომებს გვიან ან საერთოდ ვერ ხვდებიან.


 


 


 


თხის რქა
თხის რქის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ქალებს ყველაფერი მაღალი ხარისხის უყვართ. ისინი სექსში უბადლო პარტნიორები და აზარტული მოთამაშეები არიან. გულის სიღრმეში კონსერვატორები და სევდიანები ისე იქცევიან, რომ მათ ამ თვისებას ვერავინ ამჩნევს. ხასიათით მორცხვები და თავდაჭერილები არიან.


 


 


 


მერწყული
ქალ მერწყულებს სურთ, მსოფლიო უკეთესობისკენ შეცვალონ. ისინი აქტიურად არიან ჩართულები საზოგადოებრივ ცხოვრებაში. არიან ექსცენტრიკულები. უყვართ პარტნიორთან თამაში, სიახლეები, მრავალფეროვნება. ამიტომ ისინი ხშირად ახალ და საინტერესო ადამიანებს ეძებენ.


 


 


 


თევზები
თევზის ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები წარმოუდგენლად ნიჭიერები არიან. ისინი დიდ წარმატებას აღწევენ ხელოვნების სფეროში. დამუხტულები არიან დადებითი ენერგიით. იზიდავთ ილუზიების სამყაროში ცხოვრება. არიან ლიბერალები სექსუალურ ურთიერთობებში. მათი უმეტესობა სხვების ემოციებისა და სექსუალურ სურვილებზე მანიპულაციების წყალობით აღწევს მიზანს.

საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.
ამბები

ანა მიქელაძე: ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
საკნატუნო ამბები

მიზეზები, რომელთა გამო ქალები სექსზე უარს ამბობენ

როგორც აღმოჩნდა, იმ ფაქტორების კლასიფიცირება მოხდა, რომელთა გამო ქალბატონები სექსზე უარს აცხადებენ.   
დღის ჰოროსკოპი

20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ანა მიქელაძე: სულ შესულია 68 საჩივარი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებას 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ამბები

ცესკოში მორიგი საინფორმაციო ბრიგინგი გაიმართა

ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიასთან 15:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ისაუბრა.
ამბები

ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 სთ-ის მდგომარეობით

ცესკოს პრეს სპიკერმა აქტივობასთან ერთად მედიას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია
კულინარია

გემრიელი სალათების სეზონი გაიხსნა!

გაზაფხულთან ერთად, ფერადი და არომატული ბოსტნეულიც შემოვიდა. ეს სალათა, რომლის რეცეპტსაც დღეს გიზიარებთ, ჯანსაღი, გემრიელი და უმარტივესად მოსამზადებელია!
დღის ჰოროსკოპი

19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?