17-23 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

16 ოქტომბერი 19:20, 2016 წელი

ნუ მოერიდებით გენიალური იდეების გამხელას, რადგან აუცილებლად იპოვით თანამოაზრეებს, რომელთა მხარდაჭერითაც თქვენი პროექტის რეალიზებას შეძლებთ. ეს ყველაფერი ფინანსებსა და კარიერას უკავშირდება. პირად ცხოვრებაში მოკავშირეები არაფერში გჭირდებათ, რადგან ამ სფეროში დამოუკიდებლად შეძლებთ ყველაფრის მოწესრიგებას. ოდნავ მოგვიანებით, უკან მოიხედავთ და გაიგებთ, რომ უკანასკნელ 7 დღეში მნიშვნელოვნად შეძელით პირადი ცხოვრების კორექტირება და მას სწორედ ის ფორმა მიეცით, რომელიც იდეალურად მიგაჩნიათ.

ვერძი
კვირის მანძილზე ვერძები ქველმოქმედებით დაკავდებიან. თქვენ მიერ შესრულებული ყველა კეთილი საქმე სრულიად უანგარო იქნება. არ დაელოდებით მადლობის თქმას იმ ადამიანებისგან, რომელთაც დახმარებას გაუწევთ. თქვენს ალტრუიზმს ბევრი ღირსეულად შეაფასებს და ბრწყინვალე რეპუტაციას შეიქმნით. კარიერის საკითხში ოდნავ ნაკლები წარმატება გელოდებათ. სანამ კეთილ საქმეებს სჩადით, ახალი პროფესიული მიღწევებისთვის დრო არ დაგრჩებათ. საბოლოოდ, თქვენი პერსპექტიულ თანამდებობაზე დანიშვნა  დროებით გადაიდება.  



კურო
კუროები მთელ კვირას გარე სამყაროსგან იზოლირებულად გაატარებენ. მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობთ და ამასთანავე, ოჯახთან დაკავშირებულ ყველა საქმეს შესანიშნავად გაუძღვებით. თუმცა, თქვენი ფიქრები ამ მომენტისთვის რეალობის მიღმა დარჩება. თქვენი ნამდვილი დანიშნულებისა და ჭეშმარიტი გზის ძიებას შეუდგებით. სანამ საკუთარ თავთან განმარტოებული ფილოსოფოსობთ, მოქმედების სურვილი ნაკლებად გაგიჩნდებათ. თქვენი კარიერა პროგრესულ განვითარებას შეწყვეტს, ხოლო პირად ცხოვრებაში შემაშფოთებელი სიჩუმე აღინიშნება, თუმცა, ეს ფაქტი არ დაგძაბავთ, რადგან საკუთარი შეხედულებები და ფიქრები თქვენთვის გაცილებით მნიშვნელოვანი იქნება.


 


ტყუპები
ტყუპებს, კვირის მანძილზე, ცხოვრების ყველა ასპექტში დიდი წარმატება ელოდებათ. სამსახურში, ყველა თანამშრომელზე უფრო სწრაფად ისარგებლებთ რომელიღაც მნიშვნელოვანი ინფორმაციით (გამორიცხული არ არის, რომ სწორედ თქვენ დაიკავებთ იმ კოლეგის ადგილს, რომელიც ცოტა ხნის წინ თანამდებობიდან გადადგა). პირად ცხოვრებაშიც წინსვლა გელოდებათ - ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეძლებთ იმ ადამიანის ყურადღების მიპყრობას, რომელიც ერთი ნახვით დაგაინტერესებთ. თქვენი ახალი რომანი  საოცარი სისწრაფით განვითარდება, რაც გარშემომყოფების გაოცებას გამოიწვევს. თქვენ და თქვენი ახალი პასია დაუყოვნებლივ დაიწყებთ ერთად ცხოვრებას და ერთობლივი თანაცხოვრება თქვენი წყვილისთვის მძიმე გამოცდილებად ნამდვილად არ გადაიქცევა. 


 


კირჩხიბი
კირჩხიბებს კვირის განმავლობაში მცირე კონფლიქტების გადატანა მოუწევთ. კამათის უმეტესი ნაწილი სახლის კედლებში წარმოიქმნება, რადგან თქვენსა და თქვენს სასიყვარულო პარტნიორს შორის ურთიერთგაგება სრულიად გაქრება. ნებისმიერ წვრილმანზე იკამათებთ, მაგრამ მალე მიხვდებით, რომ მსგავსი ქმედება ოჯახურ იდილიას ხელს ნაკლებად შეუწყობს, რის შემდეგაც პარტნიორის მიმართ უფრო მომთმენი გახდებით. ოჯახში, სიმშვიდისა და სიმყუდროვის დაბრუნების შემდეგ, იმ პრობლემებზე გადაერთვებით, რომლებიც სამსახურში წარმოგექმნებათ. კოლეგებს შორის ერთ-ერთი თქვენთვის არაკეთილისმსურველი აღმოჩნდება და მასთან კამათი ცუდად აისახება თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.




ლომი
ლომები მთელ კვირას მცირე მოგზაურობებში გაატარებენ. მოინახულებთ ულამაზეს ადგილებს, გაიცნობთ უცხოელებს და თქვენს ცხოვრებისეულ „პოლიტიკას“ გულდასმით გადახედავთ. მიხვდებით, რომ გარშემომყოფებზე კარგი შთაბეჭდილება მოსახდენად ძალიან ბევრ ყურადღებასა და ენერგიას ხარჯავდით. გადაწყვეტთ, რომ ვინმეს როლის შესრულება აღარ გსურთ და სინანულის გარეშე მოიხსნით ნიღაბს. თქვენს ნამდვილ „მესთან“ დაბრუნება ემოციური ბალანსის მოპოვებაში დაგეხმარებათ.  გარშემო სამყაროს სულ სხვა თვალით შეხედავთ, რაც უამრავ პოზიტიურ გაოცებას გამოიწვევს.  




ქალწული
კვირის მანძილზე, ქალწულებს, მნიშვნელოვანი ფინანსური საკითხების გადაჭრა მოუწევთ. თქვენი ოჯახის წევრები,  ცხოვრებაში რომელიღაც რთული პროექტის განხორციელებას გადაწყვეტენ, რაც უძრავი ქონების შეძენას, საცხოვრებლად სხვაგან გადასვლას ან კაპიტალურ რემონტს უკავშირდება. მხოლოდ ისღა დაგრჩებათ, იფიქროთ, საიდან მოიპოვოთ თანხები ამ ჩანაფიქრის განსახორციელებლად. გამორიცხული არ არის, რომ კვირის უმეტესი ნაწილი ბანკების მიერ საკრედიტო შემოთავაზებებს დაუთმოთ. კვირის ბოლოს კი, ყველა აუცილებელ დოკუმენტს გააფორმებთ და საჭირო თანხას მიიღებთ.




სასწორი
სასწორები საკუთარ ბუნებრივ შესაძლებლობებს სრულად გამოიყენებენ. არაერთხელ მიიღებთ მონაწილეობას ინტელექტუალურ ვიქტორინებში, სპორტულ შეჯიბრებებსა და მსგავს კონკურენტულ ღონისძიებებში. თქვენი მრავალმხრივი ნიჭის წყალობით, ეს კონკურსები მუდმივად თქვენი გამარჯვებით დასრულდება. მნიშვნელოვნად ნაკლები წარმატება გელოდებათ სასიყვარულო ფრონტზე. ადამიანი, რომლის გულის დაპყრობაზე ასე ძალიან ოცნებობდით, რომანს არა თქვენთან, არამედ სხვასთან დაიწყებს. იმედგაცრუებული დარჩებით და ამ ურთიერთობის დასრულებას დაელოდებით.  




მორიელი
მორიელები, კვირის დღეებს პირადი ცხოვრების მოწესრიგებას დაუთმობენ. გადაწყვეტთ, რომ თქვენს სასიყვარულო რომანს რეაბილიტაციის შანსი აქვს და მეორე ნახევართან დასაშორებლად ჯერჯერობით მზად არ ხართ. იმ მიზნით, რომ თქვენს წყვილს სიმშვიდე და სიწყნარე დაუბრუნოთ, საყვარელ ადამიანს მრავალრიცხოვანი საჩუქრებით, სასიამოვნო კომპლიმენტებითა და საოცარი ყურადღებით გაანებივრებთ. თქვენი რჩეული თქვენს ძალისხმევას დააფასებს და სულ მალე, თქვენი ურთიერთობები კვლავ საოცრად ჰარმონიული გახდება. სამწუხაროდ, სანამ საკუთარ რომანს „მკურნალობთ“, თქვენს კარიერაში საკმაოდ დიდი უსიამოვნებები წარმოიქმნება.




მშვილდოსანი
მშვილდოსნები, კვირის მანძილზე, კარიერული წარმატების მისაღწევად მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამენ. თქვენი პერსპექტიული წამოწყების განსახორციელებლად კოლეგების მხარდაჭერით ისარგებლებთ. შედეგი კი კოლოსალურ გამარჯვებას მოგიტანთ. მიიღებთ ვალდებულებას, რომელზეც დიდხანს ოცნებობდით, ხოლო ადამიანები, რომლებიც წარმატების მიღწევაში გეხმარებოდნენ, თქვენი გუნდის ნაწილი გახდებიან. პირადი ცხოვრება, უახლოეს დღეებში პოზიტიური ცვლილებებით ვერ გაგახარებთ. თუკი დაოჯახებული ჯერ არ ხართ, თქვენს გულში ადგილი ძველებურად ვაკანტური იქნება, ხოლო თუკი დაოჯახებული ხართ, თქვენს  ცოლქმრულ ცხოვრებაში მცირე ყოფითი კონფლიქტები წარმოიქმნება.




თხის რქა
თხის რქებს, კვირის განმავლობაში, მატერიალური მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესების შანსი მიეცემათ. შემოსავლის ახალ წყაროს მიაგნებთ და გამორიცხული არ არის, რომ ის თქვენი დიდი ხნის ჰობის უკავშირდებოდეს. სანამ თქვენი კაპიტალის გეგმაზომიერად გაზრდაზე ფიქრობთ, პირადი ცხოვრება უსიამოვნებებს გიმზადებთ. თქვენი მეორე ნახევარი მოიწყენს და საინტერესო გატაცების ძიებას შეუდგება. დიდი შანსია, ძველი მეგობრების წრეს დაუბრუნდეს, რაც თქვენი ოჯახისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს. სულ უფრო ხშირად იეჭვიანებთ, რაც ნაყოფიერ მუშაობაში ხელს უდავოდ  შეგიშლით.  




მერწყული
ამ კვირაში, მერწყულები საბოლოოდ იტყვიან უარს მავნე ჩვევებზე. დასაწყისისთვის, მთლიანად გადახედავთ რაციონს და მას ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით სასარგებლო პროდუქტებით შეავსებთ. როგორც კი თქვენი ორგანიზმი კვების ახალ რეჟიმს შეეგუება, თქვენს დღის წესრიგში ზომიერ სპორტულ ვარჯიშებს შეიტანთ. საკუთარ თავზე მუშაობის პარალელურად კომპლექსურ ბიზნესპროექტზე იმუშავებთ. ასევე, თქვენი მეორე ნახევარი შენიშნავს, რომ მის მიმართ საკმაოდ დიდ სიმპათიას განიცდით და იგივე გრძნობით გიპასუხებთ.




თევზები
თევზებს საკმაოდ რთული კვირა ელოდებათ წინ. სამსახურში, უამრავი გადაუდებელი საქმის შესრულება მოგიწევთ, რომლის გადაჭრას ქარაფშუტა ადამიანთან ერთად შეუდგებით. მასთან საერთო ენის გამონახვა გაგიჭირდებათ, რაც მნიშვნელოვნად გაართულებს თქვენს სამუშაოს. სახლში დაბრუნებულს, პარტნიორისგან დაუსრულებელი ისტერიკების მოსმენა მოგიწევთ. შემოდგომის დადგომასთან ერთად, თქვენს რჩეულს დეპრესია გაუძლიერდება და მთელ თავის ნეგატიურ განწყობას თქვენზე გადმოიტანს. ერთი სიტყვით, ამ დაძაბული შვიდი დღის გადასატანად ბევრი სიმშვიდე და მოთმინება გმართებთ.

საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.
ამბები

ანა მიქელაძე: ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
საკნატუნო ამბები

მიზეზები, რომელთა გამო ქალები სექსზე უარს ამბობენ

როგორც აღმოჩნდა, იმ ფაქტორების კლასიფიცირება მოხდა, რომელთა გამო ქალბატონები სექსზე უარს აცხადებენ.   
დღის ჰოროსკოპი

20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ანა მიქელაძე: სულ შესულია 68 საჩივარი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებას 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ამბები

ცესკოში მორიგი საინფორმაციო ბრიგინგი გაიმართა

ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიასთან 15:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ისაუბრა.
ამბები

ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 სთ-ის მდგომარეობით

ცესკოს პრეს სპიკერმა აქტივობასთან ერთად მედიას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია
კულინარია

გემრიელი სალათების სეზონი გაიხსნა!

გაზაფხულთან ერთად, ფერადი და არომატული ბოსტნეულიც შემოვიდა. ეს სალათა, რომლის რეცეპტსაც დღეს გიზიარებთ, ჯანსაღი, გემრიელი და უმარტივესად მოსამზადებელია!
დღის ჰოროსკოპი

19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?