24-30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

23 ოქტომბერი 20:30, 2016 წელი

ნახეთ, რას გიწინასწარმეტყველებენ ვარსკვლავები მომდევნო კვირის განმავლობაში...

ვერძი
ვერძები მთელ კვირას უსასრულო კამათში და კონფლიქტში გაატარებენ. თქვენი მთავარი ოპონენტი ერთ-ერთი ახალი კოლეგა იქნება. მასთან საერთო ენის გამონახვა გაგიჭირდებათ და ყოველი საკამათო საკითხის განხილვა ხმამაღლა მოგიწევთ. ოჯახურ საქმეებში განსაკუთრებული პრობლემები არ შეინიშნება. დასვენების დღეებში მნიშვნელოვან სტუმრებს მიიღებთ. ეს ვიზიტი რთული ფინანსური საკითხის მოგვარებაში დაგეხმარებათ. თქვენი მეორე ნახევრის ნათესავები სიამოვნებით დაგეხმარებიან ძვირფასი ნივთის შეძენაში.


 


კურო  
კუროები კვირის მანძილზე რთული პროფესიონალური საკითხების მოგვარებით დაკავდებიან. თანამშრომლებთან პროდუქტიული კავშირის დამყარებას მოახერებთ და თქვენი ერთობლივი პროექტი სწრაფად დასრულდება. სანამ კარიერული საქმიანობით იქნებით დაკავებული, თქვენი ნათესავები იშვიათი ტაქტიკური ქცევით გაგაოცებენ. ყველანაირ დავალებას საკუთარ თავზე აიღებენ, რათა სამსახურიდან სახლში მოსულმა, მშვიდ და კომფორტულ გარემოში, ნორმალური დასვენება შეძლოთ.


 


ტყუპები
ტყუპები მომდევნო შვიდი დღის განმავლობაში საკუთარი შემოქმედებითი შესაძლებლობებით ნაყოფიერად ისარგებლებენ. დიდი ალბათობით, თქვენი ერთ-ერთი გატაცება დაგეხმარებათ, საბოლოო გათავისუფლდეთ ფინანსური პრობლემებიდან. თქვენი ჰობი, რომელსაც თქვენი ნათესავები საკმაოდ არასერიოზულად აღიქვამდნენ, პირველ ფულად მოგებას მოგიტანთ და თქვენი ოჯახური პოლიტიკა კარდინალურად შეიცვლება. დასვენების დღეებს იმ საქმისთვის გამოიყენებთ, რომელმაც თქვენზე დიდი ხანია, შთაბეჭდილება მოახდინა. ამასთან, თქვენს ძირითად სამსახურში  თავდაუზოგავ შრომას გააგრძელებთ.




კირჩხიბი
კირჩხიბები საკმაოდ დიდი წარმატებით გადაჭრიან რთულ საკითხს, რომელიც ყიდვა-გაყიდვას ან უძრავი ქონების გაცვლას უკავშირდება. ახალ საცხოვრებელ ადგილას გადასავლას, ოჯახის წევრებთან შეთანხმებით, დროებით გადადებთ, მაგრამ  ასე მნიშვნელოვანი მოვლენის მოლოდინს  ამაღლებულ ატმოსფეროში გაატარებთ. გარშემომყოფები (ნათესავები, მეგობრები) მოგილოცავენ ასეთ მომგებიან შენაძენს. ამ გრანდიოზული მოვლენის ფონზე, თქვენი ცხოვრების ყველა დანარჩენი ასპექტი თავის მნიშვნელობას დაკარგავს. 


 


ლომი
ლომებს რომელიმე ავტორიტეტული ადამიანის დადგენილი წესებით მოუწევთ თამაში. თქვენ და ეს განსაკუთრებული პიროვნება ერთად პროფესიონალურ ტანდემს შექმნით, რომელშიც მოკრძალებული შემსრულებლის როლში იქნებით. მართალია,  ამგვარი განლაგება დიდად არ გესიამოვნებათ, მაგრამ თქვენს ვალდებულებაზე უარს ვერ იტყვით. აი, მეორე ნახევართან ურთიერთობის დროს კი ნამდვილი ტირანი იქნებით. ამ უსაფუძვლო დესპოტიზმს თქვენი რჩეული ვერ აიტანს და სკანდალს მოაწყობს, რის შემდეგ, თქვენი ძალაუფლება საბოლოოდ დაემხობა.


 


ქალწული
ქალწულები მთელ კვირას საკუთარი საცხოვრებელი სივრცის მოწყობას დაუთმობენ. სახლის კედლებში ინტერიერს სრულიად შეცვლით, ახალ ავეჯსა და უამრავ საყვარელ აქსესუარს შეიძენთ. მომდევნო კვირაში თქვენთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა ახალი ნაცნობობა გახდება. ადამიანი, რომელსაც ძალიან მალე დაუახლოვდებით, გარეგნულად და თვისებებით რომელიმე ყოფილ პარტნიორს მოგაგონებთ. წარსულისა და აწმყოს შედარება მალე მოგბეზრდებათ და გადაწყვეტთ, რომ ამ ადამიანებს შორის გასაოცარმა მსგავსებამ ახალ სასიყვარულო ურთიერთობის დაწყებას ხელი არ უნდა შეუშალოს.


 


სასწორი
სასწორებო, პირად ცხოვრებაში დიდ ცვლილებებს უნდა ელოდოთ. როგორც იქნა, დაიწყებთ რომანს იმ ადამიანთან, რომელიც დიდი ხნის მანძილზე ისე იქცეოდა, როგორც მიუდგომელი ციხე-სიმაგრე. ეს სასიყვარულო ურთიერთობა შეუდარებელ ნეტარებას გაჩუქებთ. თუმცა, ზოგჯერ იმასაც შეამჩნევთ, რომ თქვენი პარტნიორის გრძნობები არც ისეთი ძლიერია, როგორც ისურვებდით. კარიერასა და ყველა აუცილებელი საქმეს დაივიწყებთ და გააგრძელებთ იმაზე ფიქრს, თუ როგორც მიიპყროთ საყვარელი ადამიანის ყურადღება. სამწუხაროდ, თქვენი ახალი წამოწყება წარმატებისთვის განწირული იქნება, რადგან თქვენი ახლადგამომცხვარი პარტნიორი ამ სასიყვარულო ურთიერთობაში დამოკიდებულებას არ შეიცვლის.


 


მორიელი
მორიელები ამ კვირაში სრულიად დაივიწყებენ იმ  გადაუჭრელ პრობლემებს, რომლებიც მათ წინაშე დგას. ახლო მეგობრის ცხოვრებაში დიდი უსიამოვნება წარმოიქმნება და ამ პროლემების ფონზე პირადი სირთულეები არცთუ ისე სახიფათოდ მოგეჩვენებათ. მთელ თავისუფალ დროს მხოლოდ იმას დაუთმობთ, რომ მეგობრის ცხოვრებაში სიმშვიდე და სტაბილურობა შეიტანოთ. კვირის ბოლოს მისი უსიამოვნებების დიდი ნაწილი მოგვარდება და იგრძნობთ, რომ თქვენი მოვალეობა ბოლომდე შეასრულეთ. საკუთარ საქმეებს დაუბრუნდებით და გააცნობიერებთ, რომ მათ დასასრულებლად დიდი  ძალისხმევა დაგჭირდებათ.


 


მშვილდოსანი
მშვილდოსნების ცხოვრებაში კვირის განმავლობაში ნათელი და ამაღელვებელი მოვლენები განვითარდება. დიდი შანსია, საწინააღმდეგო სქესის ძველი მეგობარი სიმპათიაში გამოგიტყდეთ. ამგვარი სიახლე გაგაოცებთ და მაშინვე ვერ მიხვდებით, თუ რა პასუხი უნდა გასცეთ ამ აღიარებას. ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ გააცნობიერებთ, რომ ამ ადამიანის მიმართ მხოლოდ სულიერ ინტერესს განიცდით, ფიზიკური მიზიდულობის გარეშე. ერთი სიტყვით, მასთან რომანის წამოწყებაზე უარს იტყვით, რასაც თქვენი მეგობარი აბსოლუტურად მშვიდად შეხდება. თუმცა, ამის შემდეგ, მასთან ძველებურად ურთიერთობას ვეღარ შეძლებთ.


 


თხის რქა
თხის რქებს საკმაოდ დაძაბული კვირა ელოდებათ. სამსახურში იძულებული იქნებით, არამხოლოდ საკუთარი ვალდებულებები და საქმეები შეასრულოთ, არამედ თანამშრომელსაც დაეხმაროთ. გაგაღიზიანებთ ის ფაქტი, რომ ეს გაბრაზებული და გაბოროტებული ადამიანი მუდმივად ვიღაცაზე იჭორავებს. მასთან საერთო ენის გამონახვა გაგიჭირდებათ და ერთობლივი საქმიანობა თქვენთვის ნამდვილ ტანჯვად გადაიქცევა. გასაკვირი არ არის, რომ კვირის მანძილზე თქვენი განწყობა პოზიტიური ვერ იქნება და მხოლოდ სახლში, ახლობელი ადამიანების გარემოცვაში შეძლებთ სამსახურებრივი პრობლემების სრულიად დავიწყებას.


 


მერწყული
მერწყულები კვირი მანძილზე უსაფუძვლო სიჯიუტითა და აგრესიულობით გამოირჩევიან. ამ თვისებებს განსაკუთრებით მკვეთრად სასიყვარულო ურთიერთბებში გამოავლენთ. თქვენს მეორე ნახევარს გაუჭირდება იმასთან შეგუება, რომ თქვენი უსაფუძვლო ეჭვიანობით, საყვედურებითა და შენიშვნებით მუდმივად ახერხებთ მისი მდგომარეობიდან გამოყვანას.  როგორც კი თქვენი რჩეული მოთმინების უნარს დაკარგავს, პრობლემები შეგექმნებათ. თქვენი მეორე ნახევარი დიდ სკანდალს მოაწყობს, მოაგროვებს ნივთებს და წავა თქვენთვის უცნობი მიმართულებით.


 


თევზები
თევზებს ამ კვირაში ქრონიკული დაავადებები შეაწუხებთ. გამორიცხული არ არის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სამსახურიდან რამდენიმე დღიანი შვებულება აიღოთ. მკურნალ ექიმთან ხშირი და მუდმივი კონტაქტი გექნებათ და ის აუცილებლად დაგეხმარებათ, რაც შეიძლება სწრაფად გათავისუფლდეთ ავადმყოფობისგან. კვირის ბოლოს, ოჯახის წევრის შესახებ უსიამოვნო ინფორმაციას შეიტყობთ (საუბარია მძიმე დაავადებაზე, მსხვილ ფინანსურ სირთულეებზე ან არანაკლებ რთულ პრობლემებზე). როგორც კი საბოლოოდ გამოჯანმრთელდებით, ნერვიულობას ახლობელი ადამიანის ბედზე დაიწყებთ.

დღის ჰოროსკოპი

19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

როგორ იქცა 24 წლის უდარდელი ბიჭი მრავალშვილიან მამად

4 ქალიშვილის მამას საიმონ ჰუპერს (Simon Hooper) არცთუ მარტივი ცხოვრება აქვს, თუმცა ის ინსტაგრამზე ყოველგვარი შეფერადების გარეშე აღწერს თავის ყოველდღიურობას და იუმორით ჰყვება, როგორია, იყო ერთადერთი მამაკაცი ხუთი ქალის გარემოცვაში. 
საკნატუნო ამბები

(+18) მითები „უკანა კარზე“ - 11 მცდარი მოსაზრება ანალურ სექსზე

მართალია, ანალური სექსი ტაბუ აღარ არის, მაგრამ კითხვა და მითი ამ თემის გარშემო ბევრია. მტკივნეულია? შესაძლებელია ორგაზმის მიღება? ვინმე მუდმივად კავდება ანალური სექსით? სპეციალისტები გვიმხელენ, რა არის სიმართლე და რა მითი.  
დღის ჰოროსკოპი

18 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

საქართველოში კიდევ ერთი საერთაშორისო ბრენდი Ipekyol&Twist • იპეკოლი&ტვისტი შემოვიდა

16 მაისს ბრენდის პირველი ოფიციალური მაღაზია სავაჭრო ცენტრ „მერანში“ გაიხსნა.
კინო

2 ახალი სერიალი ჯესიკა ალბასა და ჯორჯ კლუნის მონაწილეობით

ისინი 2019 სერიალებია. ერთ-ერთის პრემიერა კი, რომელშიც ჯორჯ კლუნის ვიხილავთ, ამ კვირაში გაიმართება.
ამბები

ცესკომ მიმდინარე წლის 19 მაისის არჩევნებისთვის სადამკვირვებლო ორგანიზაციების შესახებ სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა

2019 წლის 19 მაისის არჩევნებისთვის სტატისტიკური მონაცემები სადამკვირვებლო ორგანიზაციების შესახებ.
დღის ჰოროსკოპი

17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

კაპრეზე პესტოს სოუსით - აუცილებლად სცადეთ!

მწიფე პამიდორი, მადისაღმძვრელი მოცარელა და ცხარე სოუსი... ეს იტალიური სალათი შთამბეჭდავია არა მარტო ინგრედიენტების კომბინაციით, არამედ განუმეორებელი გემოთიც...
საკნატუნო ამბები

ყველაზე გავრცელებული შეცდომები სექსში (+18)

როგორც აღმოჩნდა, ქალებსა და კაცებს აბსოლუტურად სხვადასხვა ქმედება აღიზიანებთ საწოლში.     
დღის ჰოროსკოპი

16 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

7 ფილმი სამყაროს უსასრულობაზე

თუკი გიოცნებიათ კოსმოსში მოგზაურობაზე, მაშინ ეს ფილმები თქვენთვისაა...