ზოდიაქოს პრანჭიები

ჰოროსკოპი

1 ნოემბერი 10:00, 2016 წელი

ასტროლოგები ირწმუნებიან, რომ არსებობენ ქალები, რომელთაც თანდაყოლილი და განსაკუთრებული უნარი აქვთ, მოიხდინონ ყველაფერი, ასაკის მატებასთან ერთად უფრო და უფრო ლამაზად გამოიყურებოდნენ და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ნებისმიერ სიტუაციაში დაახვიონ თავბრუ საპირისპირო სქესს.

პრანჭიებს შორის სამი ნიშანი ლიდერობს:


ლომი – მარტო იმის აღნიშვნაც კი, რომ ამ ნიშნით მოდის კანონმდებელი და საყოველთაო გურუ კოკო შანელი დაიბადა, უკვე თავისთავად ქმნის ლომ ქალზე და მის გემოვნებაზე წარმოდგენას. ქალი ლომები ეპატაჟის დედოფლები არიან, მათთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, როგორ შთაბეჭდილებას ახდენენ საზოგადოებაზე საკუთარი იმიჯით. ამ ქალებს უყვართ წვეულებები, დღესასწაულების ორგანიზება და მაღალ საზოგადოებაში ტრიალი. ამასთანავე, მანერებით ვერასდროს მიხვდებით ქალი ლომის წარმომავლობას – ის თავს ისე იჭერს, როგორც ნამდვილი ცისფერსისხლიანი მონარქი. ჩაცმის სტილი ლომებს მდიდრული, ძვირფასი აქსესუარებით ხაზგასმული და ეპატაჟური ახასიათებთ. მათი საყვარელი ფერი ჩალისფერია, მეტალი კი - ოქრო.


 



სასწორი
 – სიკეკლუცე და დახვეწილობა დაბადებიდან ხასიათში აქვს გამჯდარი, თუმცა ლომისგან განსხვავებით, მისი სტილი არასდროს არის არც ეპატაჟური, არც მკვეთრად ვულგარული. სასწორი ფერების შეხამების დიდოსტატია. ის, როგორც ნიჭიერ მხატვარს შეეფერება, ყოველ ჯერზე დიდხანს ფიქრობს და არჩევს, რა, როგორ და რა ფერთან შეხამებაში უნდა ჩაიცვას. მისთვის ჩაცმულობაში მნიშვნელოვანია ფერთა გამა და გრადაცია. არანაკლები სინატიფით არჩევს აქსესუარებს, რომელიც არასდროსაა თვალშისაცემი, მაგრამ აუცილებლად გაგაოცებთ დახვეწილობით.


 


 



თევზები
 – ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ ამ ქალმა რაც არ უნდა ჩაიცვას, ნებისმიერ შემთხვევაში მოიხდენს, მაშინაც კი, თუ ის შიშველ ტანზე უბრალო ჭილოფის ქსოვილს შემოიხვევს. ქალი თევზები ქალურობის, სინაზისა და დახვეწილობის განსახიერებაა. ის გასაოცარი ოსტატობით იხდენს ნებისმიერ სამოსს, თუნდაც მამაკაცურს და ამით მის სილამაზეს არაფერი აკლდება. ამას გარდა, იგი ფაქტურებისა და ქსოვილების იშვიათი კომბინაციების სიყვარულითაც გამოირჩევა. შეუძლია, მოხდენილად ატაროს შიფონის კაბა და უხეშად ნაქსოვი ჯემპრი, აბრეშუმის სარაფანზე მოიხვიოს ფულეს შარფი. მოკლედ, მისი ხელწერა ყველაფერს ეტყობა, მათ შორის იმ მამაკაცებს, ვისთანაც თევზ ქალს კავშირი აქვს – დიახ, იგი ხშირადაა საყვარელი ადამიანის სტილის თანაავტორიც.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?