31 ოქტომბერი - 6 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

30 ოქტომბერი 19:30, 2016 წელი

წარმატებული კვირა იქნება ახალი ნაცნობობისა და მარტივი ფლირტებისთვის. საწინააღმდეგო სქესის ადამიანი თქვენში დიდ ინტერესს გამოიწვევს იმ შემთხვევაშიც კი, თუკი უკვე ხანგრძლივ ურთიერთობებში ხართ. ფრთხილად იყავით, რადგან ახალი გატაცების გამო შესაძლოა, უკვე არსებულ მეორე ნახევარს უღალატოთ. ერთიანობაში, ეს კვირა არ შეგიქმნით განსაკუთრებულ პრობლემებს. კარიერა და ფინანსური საქმეები გეგმის მიხედვით განვითარდება. სტაბილურობა და სიმშვიდე დადებითად აისახება თქვენს შინაგან სამყაროზე.

ვერძი
ვერძები ამ კვირაში გაბედულ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ცხოვრებას მნიშვნელოვნად შეცვლით და ეს ცვლილებები საკმაო ნერვიულობას მოგიტანთ. მოულოდნელად განქორწინებას გადაწყვეტთ, რომელიც რამდენიმე წელი გრძელდებოდა ან სამუშაო ადგილის შეცვლაზე დაფიქრდებით. ორივე შემთხვევაში, მეგობრების მხარდაჭერა დაგჭირდებათ, რათა, რაც შეიძლება მალე შეეგუოთ თქვენს ახალ რეალობას. მეგობრებს შორის ბრძენ და  გამგებ ადამიანს აღმოაჩენთ, რომელიც თქვენი პირადი ფსიქოლოგი გახდება. მისი დახმარებით პანიკა გაგიქრებათ და საკუთარი მომავალი აღარ შეგაშინებთ.


 


კურო
კუროებს საკმაოდ საინტერესო კოლექტიურ პროექტში მოუწევთ მონაწილეობა. იდეა, რომელიც ყველას გაგაერთიანებთ, არა თქვენ, არამედ თქვენს კოლეგას მიეკუთვნება. მალე მიხვდებით, რომ ეს სწორედ ის პროექტია, რომელსაც მრავალი წელი ეძებდით და დაუფიქრებლად დაუთმობთ მას მთელ თქვენს საღამოებსა და დასვენების დღეებსაც. რა თქმა უნდა, ოჯახის წევრები შეწუხდებიან თქვენი მუდმივი მუშაობით. ამიტომ უახლოეს შვიდ დღეში, მათთან მუდმივი კამათი და კონფლიქტი თქვენთვის ნომერი პირველი პრობლემა გახდება.  


 


ტყუპები
ამ კვირაში გრანდიოზულ კარიერულ წარმატებას მიაღწევთ. დაგინიშნავენ ახალ ხელფასს, რომელიც ადრინდელთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალი იქნება, თუმცა, მომატებულ ხელფასთან ერთად, რა თქმა უნდა, ვალდებულებებიც საკმაოდ მოგემატებათ. სანამ ახალ თანამდებობას ეგუებით, სხვა დანარჩენი საქმეები უყურადღებოდ დაგრჩებათ. თქვენი მეორე ნახევარი ნაწყენი და შეშფოთებული იქნება, რადგან მნიშვნელოვან საოჯახო წვეულებას გამოტოვებთ და თან, სინდისის ქენჯნის გარეშე, საქმეებს, რომლებიც ნათესავებს უკავშირდება, მთლიანად მას გადააბარებთ.


 


კირჩხიბი
ამ კვირაში კირჩხიბებს ზღვა რომანტიკა ელოდებათ. თქვენი ახლად გამომცხვარი მეორე ნახევარი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თქვენ მუდმივად გაიღიმოთ და ნამდვილი ბედნიერება გამოსცადოთ. შეგრძნება, რომ ამ ადამიანს დედამიწაზე ყველაზე მეტად უყვარხართ, ყველა უსიამოვნებას დაგავიწყებთ. კერძოდ კი, დაუდევრად დაუქნევთ ხელს სირთულეებს, რომლებიც სამსახურში წარმოგექმნებათ. სულ მალე თქვენს ქცევას ინანებთ. მნიშვნელოვან პროექტზე მუშაობის დროს შეცდომას დაუშვებთ, რაზეც ხელმძღვანელი პრემიის ჩამორთმევით ან თანამდებობის დაქვეითებით თქვენს დასჯას გადაწყვეტს.




ლომი
ლომებო, ამ კვირაში მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტა მოგიწევთ, რომელიც თქვენს  ქორწინებას შეეხება. გამორიცხული არ არის, რომ თქვენსა და თქვენს სასიყვარულო პარტნიორს შორის კვლავ კონფლიქტი წარმოიშვას და თანდათანობით წარმოუდგენელ მასშტაბებს მიაღწიოს. ამ მწვავე დაპირისპირების დროს კომპრომისის გამონახვას ვერ შეძლებთ, თქვენს ბარგს ჩაალაგებთ და საცხოვრებლად ნათესავთან გადახვალთ. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, გადაწყვეტთ, საბოლოოდ გაარკვიოთ, ღირს თუ არა ამ ქორწინების დასრულება თუ მას აქვს კიდევ რეაბილიტაციის შანსი? სამწუხაროდ, პასუხის მოძებნა ჯერჯერობით გაგიჭირდებათ.


 


ქალწული
ამ კვირაში ქალწულები საწინააღმდეგო სქესის ადამიანებში პოპულარობით ისარგებლებენ. ამგვარი ინტერესი მოგეწონებათ, მაგრამ, თუკი უკვე შეყვარებული ხართ, ვარსკვლავები გირჩევენ, ახლოს არავინ მიიკაროთ. ხოლო, თუკი ქორწინებაში ჯერ არ იმყოფებით, უსასრულო ფლირტაობის დროს არ დაივიწყოთ მთავარი: თქვენს იდეალურ პასიას მაღალი შემოსავალი და საზოგადოებაში პრესტიჟული სტატუსი უნდა ჰქონდეს. შესაძლოა, ნამდვილი ბედნიერება მოკრძალებულ და არაპრეზენტაბელურ ადამიანთან იპოვოთ, რომელიც დიდი ხანია, ინტერესით გაკვირდებათ.


 


სასწორი
ურთულეს ფინანსურ საკითხებს სწორედ ამ კვირაში გადაჭრით. გასამდიდრებლად საკმაოდ მარტივ გზას იპოვით. გამორიცხული არ არის, რომ ინდივიდუალური ბიზნესით დაკავდეთ ან მსოფლიო ბიზნესქსელის სივრცის შესწავლით დაკავდეთ. სანამ ამ მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯებს დგამთ, თქვენს ოჯახურ ურთიერთობებში კრიზისი შეინიშნება. თქვენი მეორე ნახევარი თქვენს მავნე ჩვევებს გაიხსენებს და მოგიწევთ ფიქრი, როგორ დააღწიოთ თავი მათი. დასახმარებლად ოჯახის წევრებს მიმართავთ და ისინიც სიამოვნებით დაგთანხმდებიან ამ საკითხის მოგვარებაში.


 


მორიელი
მორიელები მთელი კვირის მანძილზე საზოგადოების ყურადღების ცენტრში იქნებიან. ადამიანების ინტერესს საკმაოდ უცნაური გზით გამოიწვევთ. შესაძლოა, სამსახურში კონფლიქტის პროვოცირება მოახდინოთ, რომელიც მალე გახდება ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის. წარუმატებლად შეიცვლით გარეგნობას, რაც გარშემომყოფი ადამიანების ჭორაობის მიზეზი გახდება ან რომელიმე პიკანტური ვიდეორგოლის მთავარი გმირი აღმოჩნდებით. სამივე შემთხვევაში, პოპულარობა თქვენთვის დიდი გამოცდილება გახდება და ყველაფერს გააკეთებთ იმისთვის, რომ გარშემომყოფებმა რაც შეიძლება სწრაფად დაივიწყონ თქვენი „გმირობების“ შესახებ.


 


მშვილდოსანი
ამ კვირაში მშვილდოსნები საკუთარი გარეგნობით შეშფოთდებიან. მიხვდებით, რომ რამდენიმე ზედმეტი კილოგრამი, რომელიც მყარად შენარჩუნდა თქვენს სხეულზე, ხელს გიშლით საწინააღმდეგო სქესის ადამიანებზე შთაბეჭდილების მოხდენაში. ამ ფაქტის გაცნობიერების შემდეგ, საკუთარ თავზე გამუდმებით იმუშავებთ, თუმცა შედეგს ოდნავ მოგვიანებით დაინახავთ. გამაჯანსაღებელი პროცედურების პარალელურად, სამუშაო ვალდებულებების შესრულებას პირნათლად გააგრძელებთ და ხელმძღვანელის შექებასაც დაიმსახურებთ (სამწუხაროდ, ეს შექება, ხელფასის მომატებით არ იქნება გამყარებული).


 


თხის რქა
თხის რქები სერიოზულად მიუდგებიან ახლად გაცნობილი მეგობრის რჩევებს. ადამიანს, რომელსაც გაურკვეველი მიზეზის გამო, საკუთარი სულიერი სიმშვიდის მოსაპოვებლად აირჩევთ, ცხოვრებისადმი საკმაოდ სუბიექტური დამოკიდებულება ექნება. მალე ისევე დაიწყებთ ფიქრს, საუბარსა და ჩაცმას, როგორც თქვენი ახალი მეგობარი, რაც თქვენი ოჯახის წევრებსა და მეგობრებს არ მოეწონებათ. რომელიმე მათგანი შეეცდება, აგიხსნათ, რომ თქვენ თვითმარქვია „გურუს“ აჩრდილი გახდით. თუმცა, მათი რჩევების მოსმენაზე უარს იტყვით და ახალ მეგობართან ურთიერთობას განაგრძობთ.


 


მერწყული
კვირის მანძილზე, მერწყულები, ოჯახური კონფლიქტებისგან საბოლოოდ განთავისუფლდებიან. შეძლებთ გააგებინოთ ახლობელ ადამიანებს, რომ ურთიერთობების მუდმივი გარკვევა თქვენი სახლის კედლებში არსებულ ატმოსფეროზე უარყოფითად აისახება. ნათესავები ამ საკითხში მხარს დაგიჭერენ და გაახარებთ ის ფაქტი, რომ ბედნიერებისა და სიმშვიდის გამო კონფლიქტებსა და კამათზე უარის თქმა მოგიწევთ. ეს კვირა თქვენი ოჯახისთვის „სატესტო“ პერიოდი გახდება, რომლის დროსაც თქვენ აუცილებლად ისწავლით ერთობლივი ძალისხმევით ნებისმიერი კონფლიქტური სიტუაციის ჩახშობას. ეს დადებით შედეგს მოგიტანთ და თქვენი ოჯახი კვლავ გაიხსენებს, რას ნიშნავს ჰარმონია.


 


თევზები
თევზები ამ კვირაში ღრუბელივით შეიწოვენ ახალ ინფორმაციას, რაც სამსახურში აუცილებლად გამოგადგებათ. შეისწავლით შრომის ინოვაციურ მეთოდს და თქვენი ცნობისმოყვარეობა დაგეხმარებათ, სწავლების პროცესმა მაქსიმალურად სწრაფად და მარტივად ჩაიაროს. სხვისი პირადი საკითხებისადმი თქვენი გამძაფრებული ინტერესი სამწუხარო შედეგს მოგიტანთ. ზედმეტი ცნობისმოყვარეობის გამო ვიღაცის პირად საიდუმლოს შეიტყობთ, რაც თქვენთვის მძიმე ტვირთად გადაიქცევა. კონფიდენციალურ ინფორმაციაზე ფიქრი მშვიდად დაძინების საშუალებას არ მოგცემთ, თუმცა ამ ამბავში ნაცნობებსა და მეგობრებს არ გარევთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?