სამი ყველაზე მეგობრული მამა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ჰოროსკოპი

2 ნოემბერი 10:00, 2016 წელი

ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ არსებობენ ზოდიაქოს ნიშნები, რომელთაც ჩანასახშივე აქვთ განვითარებული პასუხისმგებლობის, სხვებზე ზრუნვისა და მფარველობის ნიჭი. ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული მამაკაცები საკუთარი შვილებისთვის ყოველთვის დიდი მეგობრები და თანამოაზრეები არიან.

ვერძი – ზოდიაქოს ამ ნიშნით ცეცხლოვანი, აქტიური და თავდაჯერებული მამრები ევლინებიან ქვეყანას. ვერძი ჯიუტი და პრინციპულია, როგორც ქმარი, მაგრამ საოცრად თავდადებული და ლოიალურია, როგორც მამა. ვერძის ზოდიაქოს ნიშანი სიმბოლურად „ასტრალურ ბავშვს“ შეესაბამება, იმიტომ რომ ის პირველია ზოდიაქოს ნიშნებს შორის. ამიტომ ვერძი მამები შესანიშნავად ახერხებენ შვილებთან „მათივე ენაზე“ კომუნიკაციას იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ თავადაც სულით ბავშვები და ინფანტილურები არიან. ვერძი ყურადღებიანი და მეგობრული მამაა, ამიტომ მისთვის არ არსებობს ე.წ „მამებისა და შვილების“ ტრადიციული პრობლემები. იგი ახალგაზრდული ხედვით გამოირჩევა, რაც საშუალებას აძლევს მას, რომ შვილებთან მუდამ ჰქონდეს მეგობრული, უშუალო დამოკიდებულება.


 


კირჩხიბი – ალბათ, ყველა ასტროლოგი დაგიდასტურებთ იმას, რომ კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ მამრს ნებისმიერ ქალზე უკეთ შეუძლია საკუთარი პირმშოს მოვლა. კირჩხიბს მთვარე მართავს, შესაბამისად, ზოდიაქოს ამ ნიშნის მამაკაცები გასაოცარი მზრუნველობით, ინტუიციური აღქმის უნარითა და სიფრთხილით გამოირჩევიან. მამობა კირჩხიბისთვის ცხოვრებაში ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი „თანამდებობა“ და რეგალიაა. ამიტომ ის საკუთარ შვილებს თავს ევლება, ზრუნავს მათზე და საკუთარი ინტერესების გვერდზე გადადებაც შეუძლია, თუკი ეს ყველაფერი ბავშვებისთვის აუცილებელ საჭიროებას ეწინააღმდეგება. მამა კირჩხიბი მოსიყვარულე და თბილია, მისთვის მარტივია, შვილებს მყუდრო და დაცული გარემო შეუქმნას. იგი შესანიშნავად ართობს პატარებს და არასოდეს ტოვებს უყურადღებოდ, როცა ისინი ზედმეტს ცელქობენ. ის კი არა, დიდ ასაკშიც აქტიურად ცდილობს კირჩხიბი მამა საკუთარი შვილების ცხოვრებაში დომინანტური როლის დაკავებას. რის გამოც ზოგჯერ, პრობლემებიც კი ექმნება თავის დამოუკიდებლობისმოყვარულ ნაშიერთან.


 


მორიელი – იშვიათი სიფრთხილით, წინდახედულებითა და ანალიტიკური აზროვნებით დაჯილდოებული მამრია. მართალია, იგი ხშირად სასტიკი და მკაცრია ქალებთან, მაგრამ სრულიად საპირისპიროა მისი დამოკიდებულება ბავშვების მიმართ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მამა მორიელი შვილებს ენის მოჩლექით ელაპარაკება ან მათ ყველაფრის უფლებას აძლევს დიდსულოვნად. თუმცა საკუთარი შვილების გამო, მორიელს ყველაფერზე წასვლა შეუძლია და პატარების უსაფრთხოებას ამ ქვეყნად ყველა პრიორიტეტზე წინ აყენებს მუდამ. მორიელმა ზუსტად იცის, რა სჭირდებათ ბავშვებს. ის არ ანებივრებს შვილებს ზედმეტად, თუმცა მისი ზომიერი სიმკაცრე და დაკვირვებულობა დიდ ასაკში ფასდება მისი ნაშიერების მხრიდან, იმ კუთხით, რომ ისინი ყოველთვის მიმართავენ რჩევისთვის მამას.

საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.
ამბები

ანა მიქელაძე: ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
საკნატუნო ამბები

მიზეზები, რომელთა გამო ქალები სექსზე უარს ამბობენ

როგორც აღმოჩნდა, იმ ფაქტორების კლასიფიცირება მოხდა, რომელთა გამო ქალბატონები სექსზე უარს აცხადებენ.   
დღის ჰოროსკოპი

20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ანა მიქელაძე: სულ შესულია 68 საჩივარი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებას 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ამბები

ცესკოში მორიგი საინფორმაციო ბრიგინგი გაიმართა

ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიასთან 15:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ისაუბრა.
ამბები

ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 სთ-ის მდგომარეობით

ცესკოს პრეს სპიკერმა აქტივობასთან ერთად მედიას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია
კულინარია

გემრიელი სალათების სეზონი გაიხსნა!

გაზაფხულთან ერთად, ფერადი და არომატული ბოსტნეულიც შემოვიდა. ეს სალათა, რომლის რეცეპტსაც დღეს გიზიარებთ, ჯანსაღი, გემრიელი და უმარტივესად მოსამზადებელია!
დღის ჰოროსკოპი

19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?