ვინ ხართ მაიას კალენდრის მიხედვით?

ჰოროსკოპი

6 ნოემბერი 10:00, 2016 წელი

შორეულ ამერიკაში ინდიელთა ტომებს წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ ზოდიაქოს ნიშნებზე, მაგრამ სწამდათ, რომ ვარსკვლავებს ადამიანების ცხოვრებაზე დიდი გავლენის მოხდენა შეეძლოთ. ასევე, სჯეროდათ თითოეული ინდივიდის გარკვეულ ცხოველთან მსგავსების... 

ნახეთ, რომელ ცხოველთან გაქვთ მეტი საერთო...

წავი: 20
იანვარი-8 თებერვალი
ამ ნიშნის მატარებელი ადამიანები არასტანდარტული ქცევებით გამოირჩევიან. ხანდახან მათი ქცევის გაგება გარშემომყოფებს ძალიან უჭირთ. მათი უჩვეულო ხასიათი ყველაზე კარგად მათივე შემოქმედებაში ვლინდება. წავს აქვს უპირატესობა, რაც კარგად განვითარებულ ინტელექტსა და წარმოსახვაში გამოისახება. ასეთი ადამიანები, როგორც წესი, ძალიან კარგი და მზრუნველი მეგობრები არიან, თუმცა ბევრი რამ მის აღზრდაზეც არის დამოკიდებული. ცხოვრების დასაწყისში ძალიან ადვილია იმ ბავშვის ფსიქიკის შერყევა, რომელიც ამ ნიშნის ქვეშ დაიბადა, მაგრამ, ასევე, ადვილია მისი მობრუნება საჭირო მიმართულებით.


მგელი: 19 თებერვალი-20 მარტი
მგელი ძალიან აფასებს სიყვარულს, შეიძლება ითქვას, რომ ის სიყვარულს განასახიერებს, თუმცა, ასევე, აფასებს დამოუკიდებლობას, ამიტომ მათ ურთიერთობებში უფრო უჭირთ, ვიდრე სხვებს. ხანდახან ისინი საერთოდ ამბობენ უარს ურთიერთობებზე. სხვა შემთხვევაში კი მგლები ძალიან ხელგაშლილები არიან.


შევარდენი: 21 მარტი-19 აპრილი
ამ ნიშნის წარმომადგენლებს არ უყვართ ზედმეტი ცერემონიები. შევარდენი ნამდვილ ლიდერად ითვლება, მისთვის არ არის პრობლემა იდეალური გადაწყვეტილების პოვნა რთულ სიტუაციებში. ამ ადამიანებმა იციან, დროის ფასი და უპირატესობას ანიჭებენ საქმეს და არა ლაპარაკს. შევარდენი ბუნებით ბიზნესმენია და მზადაა, თავის თავზე აიღოს ინიციატივა ნებისმიერ სიტუაციაში. გამარჯვებისკენ სწრაფვის გამო, ისინი ხშირად ქედმაღლებიც არიან.


თახვი: 20 აპრილი-20 მაისი
თახვები ყოველთვის და ყველგან ცდილობენ, საკუთარ თავზე აიღონ პასუხისმგებლობა. თუ რამეს ხელს მოჰკიდებენ, აუცილებლად მიიყვანენ საქმეს ბოლომდე, შედეგი ყოველთვის ამართლებს მოლოდინს. ერთადერთი ნაკლი, რაც თახვს აქვს, არის მათი ჰობი, გატაცება. აქ ზღვარს იშვიათად იცავენ და იშვიათად ჩერდებიან. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ეს ე.წ. „ნაკლი“ ღირსებად გადაიქცევა. თახვებს შეუძლიათ, იყონ ძალიან კარგი ხელმძღვანელები. ისინი მართალი, მაგრამ ლოიალური ხალხია. საკუთარ პრინციპებს უფრო მეტად საკუთარ თავზე ცდიან, ვიდრე სხვებზე.


ირემი: 21 მაისი-20 ივნისი
ინდიელებისთვის ირემი განსაკუთრებულ აზრს ატარებს და მუზას ასახიერებს. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები გარშემომყოფებისთვის შთაგონების წყაროს წარმოადგენენ, მარტივად უწყობენ ხასიათს იმ ადამიანებს, ვისთანაც კონტაქტზე იმყოფებიან. არიან უბადლო თანამოსაუბრეები და იშვიათად შეიძლება მოიძებნოს მათთან საკამათო მიზეზი.


კოდალა: 21 ივნისი-21 ივლისი
ინდიელების ტრადიციებში კოდალები ყველაზე კარგად აღზრდილები არიან, ისინი ყოველთვის გისმენენ და ყოველთვის და ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლიათ, საკუთარი თავის თქვენს ადგილზე დაყენება. როცა თანადგომა დაგჭირდებათ, კოდალები გვერდიდან არ მოგშორდებიან. ცხოვრებაში თავს ავლენენ, როგორც კარგი მშობლები და პარტნიორები. ამ ნიშნის წარმომადგენლებს თავდაჭერილობა და სიმორცხვე ახასიათებთ.


ორაგული: 22 ივლისი-21 აგვისტო
ორაგულების ცხოვრება ერთი დიდი თავგადასავალია და ეს შემთხვევითი არაა. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი ენერგიითა და ენთუზიაზმითაა სავსე. ორაგულთან ერთად მუშაობა – ეს საჩუქარია. ისინი დამუხტულები არიან ჯანმრთელი ოპტიმიზმით, სწრაფად აზროვნებენ და მხოლოდ საკუთარი სარგებლისთვისაც არ იბრძვიან. ორაგულს შეუძლია, ბევრი რამ ასწავლოს ადამიანებს საკუთარი გარემოცვიდან და ეს მას მხოლოდ სიამოვნებას მიანიჭებს.


დათვი: 22 აგვისტო – 21 სექტემბერი
დათვებისთვის პრაქტიკულობა და ლოგიკა პირველ ადგილზეა. ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებენ, ძალიან მკაცრ და ცივ ანალიზს გადის. გონება მათ სრულად მოდუნების საშუალებას არ აძლევს. თავდაჭერილობა და სიმორცხვე დათვს აძლევს შესაძლებლობას, იყოს ბრწყინვალე პარტნიორი ბიზნესში. თანდაყოლილი მოთმინების წყალობით, ისინი, ასევე, კარგი მასწავლებლები და ხელმძღვანელები ხდებიან.


ყვავი: 22 სექტემბერი-22 ოქტომბერი
ამ ნიშნის წარმომადგენლები მომხიბვლელი ადამიანები არიან და ადვილად შეუძლიათ სხვებზე გავლენის მოხდენა. ყვავები ითვისებენ საჭირო და სასარგებლო ინფორმაციას. ამ ჩვევით მათ ადვილად გამოსდით პოლიტიკა. აქვთ დიპლომატიის თანდაყოლილი ნიჭი, რომელიც უნდა განავითარონ. თუ ყვავს საკუთარი თავის რეალიზების საშუალება არ აქვს, ეს რისკია. ის შეიძლება ძალიან ჩუმი და რომანტიკული გახდეს.


გველი: 23 ოქტომბერი-22 ნოემბერი
გველები ძალიან ძლიერი ენერგეტიკით გამოირჩევიან. ისინი სულიერი ლიდერების ან ექიმების ნიშას იკავებენ. სწორედ ამიტომ მათთვის მნიშვნელოვანია, პატივს სცემდნენ და ანგარიშს უწევდნენ. აი, ფინანსურ საკითხებში კი არც ისე კარგი მრჩევლები არიან. ცხოვრობენ საკუთარ სამყაროში და რეალობა აპათიაში აგდებთ. საკუთარი ემოციურობიდან გამომდინარე, გველებს ხშირად ეცვლებათ ხასიათი.


ბუ: 23 ნოემბერი-21 დეკემბერი
ინდოელები ბუებს ძალიან მკაცრ და თავქარიან ადამიანებად მიიჩნევდნენ. მათი ცხოვრებისეული უნარი იმდენად მაღალია, რომ იშვიათად საჭიროებენ სხვა ადამიანის სითბოს. ბუებში შეინიშნება რისკიანი გადაწყვეტილებების მიღების ტენდენცია. ისინი ნამდვილი მონადირეები, მეხანძრეები და საზოგადო აქტივისტები არიან. საკუთარი მოხერხებულობის წყალობით, შეუძლიათ, ცხოვრების ნებისმიერ პირობებს მოერგონ, საერთო ჯამში, ისინი საკმაოდ ბედნიერები არიან, მნიშვნელოვანია, დაინახონ მიზანი, რომლისკენაც უღირთ სწრაფვა.


ბატი: 22 დეკემბერი-19 იანვარი
ამ ნიშნის მატარებელ ადამიანებს ამოუწურავი ამბიციები აქვთ. თუ თქვენს გუნდში არის ბატი, ნებისმიერი პროექტი წარმატებული იქნება. მის მიზანსწრაფულობასა და სიჯიუტეს ნებისმიერი კედლის გამტვრევა შეუძლია. თუ არსებობს მიზანი, მათ ვერაფერი შეაჩერებთ. ბატებს სტიმულს აძლევთ შეჯიბრება, კონკურენცია. ისინი წარმატებულები არიან ყველაფერში და ეს ფაქტია. ბატმა ყოველთვის იცის, რა უნდა ქნას, ცხოვრების რომელ სფეროსაც არ უნდა ეხებოდეს ეს.

საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.
ამბები

ანა მიქელაძე: ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
საკნატუნო ამბები

მიზეზები, რომელთა გამო ქალები სექსზე უარს ამბობენ

როგორც აღმოჩნდა, იმ ფაქტორების კლასიფიცირება მოხდა, რომელთა გამო ქალბატონები სექსზე უარს აცხადებენ.   
დღის ჰოროსკოპი

20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ანა მიქელაძე: სულ შესულია 68 საჩივარი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებას 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ამბები

ცესკოში მორიგი საინფორმაციო ბრიგინგი გაიმართა

ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიასთან 15:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ისაუბრა.
ამბები

ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 სთ-ის მდგომარეობით

ცესკოს პრეს სპიკერმა აქტივობასთან ერთად მედიას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია
კულინარია

გემრიელი სალათების სეზონი გაიხსნა!

გაზაფხულთან ერთად, ფერადი და არომატული ბოსტნეულიც შემოვიდა. ეს სალათა, რომლის რეცეპტსაც დღეს გიზიარებთ, ჯანსაღი, გემრიელი და უმარტივესად მოსამზადებელია!
დღის ჰოროსკოპი

19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?