ცვლილებებისადმი განსაკუთრებული შიში აქვთ კუროებს, კირჩხიბებს, თევზებს, თხის რქებს, ქალწულებს, სასწორებსა და მორიელებს.
ამ ადამიანებთან მუშაობს ფრაზა: „ჩემი სახლი ჩემი ციხესიმაგრეა“. მათთვის მნიშვნელოვანია მიჩვეული გარემო და შესაბამისად, ცვლილებებს საკმაოდ მტკივნეულად ხვდებიან.
რაც შეეხება ვერძს, ლომსა და მერწყულს, მათში შერეული დამოკიდებულება ფიქსირდება, თუმცა უმეტესად მაინც ცვლილებებისა და თავგადასავლების მომხრენი არიან. მთავარია, გარემო და საზოგადოება იყოს საინტერესო.
მაწანწალებისა და ქრონიკული მოხეტიალეების რიცხვში შედიან ტყუპები და მშვილდოსნები. ამ ადამიანებისთვის ცვლილებები და მუდმივი სიახლეა „საწვავია“, რომლის გარეშეც არ შეუძლიათ არსებობა. მათთვის აუცილებელია გარემოსა და სიტუაციის ცვლა, ახალ-ახალი ადამიანები და შთაბეჭდილებები, რათა თავი სრულფასოვნად ბედნიერად იგრძნონ.