ყველაზე ენაჭარტალა ზოდიაქოს ნიშნები

ჰოროსკოპი

15 ნოემბერი 10:00, 2016 წელი

ბევრი ადამიანისთვის „ენას კბილი დააჭირე“ რთულად შესასრულებელია, ჭორაობისკენ მიდრეკილებას კი, არც მეტი, არც ნაკლები, ვარსკვლავების გავლენა განაპირობებს. დღეს გიამბობთ, ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის არ ღირს გულის ზედმეტად გადაშლა. აქვე ისიც გაითვალისწინეთ, რომ ქვემომოყვანილი ინფორმაცია ნიშნის ტიპურ წარმომადგენლებს ეხებათ – შესაბამისად, თუკი სამეულში საკუთარი თავი აღმოაჩინეთ, აღშფოთებას ნუ იჩქარებთ, იქნებ სულაც არ ხართ ნიშნის ტიპური წარმომადგენელი...

ტყუპი – კომუნიკაბელური, ყველაზე მოლაპარაკე და აქტიური ნიშანია. ტყუპს, უბრალოდ, არ შეუძლია ინფორმაციულ ვაკუუმში გაძლება. შესაბამისად, ჭორაობა და სხვადასხვა ამბის მიღება-გავრცელება მისი საყვარელი საქმიანობაა. თუმცა, ტყუპს, ჭორების გავრცელებაზე მეტად, ინფორმაციის გავრცელება და გაცვლა-გამოცვლა მოსწონს. ამიტომ თუკი ტყუპი ენაჭარტალაა, მის ამ საქციელს იშვიათად უდევს საფუძვლად ბოროტი განზრახვა - ის, უბრალოდ, ავრცელებს ინფორმაციას, რომელიც მოიპოვა.


 


მშვილდოსანი – ალბათ, ყველაზე დაუკვირვებელია ამ სამეულს შორის. ბოროტი გული არც მშვილდოსანს აქვს, მეტიც – იგი მუდამ ორიენტირებულია სიკეთის კეთებაზე და უყვარს ადამიანების დახმარება, მაგრამ პრობლემას ქმნის მისი ხასიათის თვისება, ყოველთვის დაუფიქრებლად თქვას ის, რასაც ფიქრობს. ამის გამო კი ხშირად უტაქტობაში ადანაშაულებენ. მშვილდოსანს არ უყვარს ჭორების გავრცელება, თუმცა, თუკი მას რაიმე სახის ინფორმაცია ანდეთ, შესაძლოა, კარგ ხასიათზე მყოფმა, უბრალოდ, „წამოროშოს“ სამეგობრო წრეში, მშვილდოსნების სამეგობრო წრე კი, მერწმუნეთ, საკმაოდ მრავალრიცხოვანია.


 


თევზები  ალბათ, ყველაზე მეტად არის მიდრეკილი შეგნებული ინტრიგების ხლართვისკენ, ოღონდ ეს მხოლოდ მაშინ, როცა თქვენ მის სათუთ ფსიქიკას უხეშად შეეხებით. თევზები კეთილი და თანამგრძნობი ნიშანია, ამიტომ სასურველია, მისი ნდობა ბოროტად არ გამოიყენოთ. მას შეუძლია, „თევზივით ჩაიგუბოს პირში წყალი“ და თქვენი ყველაზე საშინელი საიდუმლოც კი წლობით ატაროს, მაგრამ, თუ თქვენ მის ნდობას არ გაამართლებთ ან აწყენინებთ, აუცილებლად დაიწყებს ენის ჭარტალს, თანაც დაგეგმილად და მიზნობრივი აუდიტორიის შერჩევით.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?