14-20 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

13 ნოემბერი 19:20, 2016 წელი

შეგიძლიათ, თამამად დაიწყოთ გადადებული სამუშაოების შესრულება. ყველა თქვენი წამოწყება წარმატებით დასრულდება, თანაც ეს პროგნოზი აქტუალურია როგორც გრძნობების სფეროსთვის, ასევე კარიერისთვის. ბედნიერებისკენ მიმავალ გზაზე ერთადერთი შემაფერხებელი გარემოება თქვენთვის აუჩქარებლობა და თავდაუჯერებლობა გახდება. თუკი ხვალიდან, საკუთარი თამამი ფანტაზიების რეალიზებას მოახდენთ, არ დაგავიწყდეთ ამ წარმატების იმ ადამიანებთან გაზიარება, ვისაც თქვენში ერთი წუთითაც არ შეჰპარვია ეჭვი.

ვერძი
კვირის მანძილზე ავანტიურული განწყობა გექნებათ. ახლო მეგობრის ჩანაფიქრს მხარს დაუჭერთ და თქვენი კაპიტალის ნაწილს სარისკო ფინანსურ წამოწყებებში დააბანდებთ. მალევე გაიგებთ, რომ რისკმა სრულიად გაამართლა და თქვენ „ოქროს ნაღმის“ გახსნა მოახერხეთ. პირად ცხოვრებაში თქვენი ავანტიურიზმი სამწუხარო შედეგით დასრულდება. ერთდროულად ორ კურდღელს დაედევნებით და საბოლოოდ, თქვენი თაყვანისმცემლები ერთმანეთის არსებობის შესახებ გაიგებენ. თამაშის დასასრულს დიდხანს იტირებთ, მაგრამ თქვენ გვერდით ულამაზესი ადამიანი გამოჩნდება, რომელიც აუცილებლად გაგამხნევებთ.


 


კურო
კუროებს დაძაბული სამუშაო კვირა ელოდებათ. მაქსიმალური შედეგის მისაღებად მთელ თქვენს თავისუფალ დროს დახარჯავთ. საბოლოოდ, რთულ პროექტზე მუშაობას დროზე ადრე დაასრულებთ, მაგრამ ეს მორალური შვების შესაძლებლობას ვერ მოგვცემთ. გამარჯვება ძვირად დაგიჯდებათ. ადამიანი, რომელზეც დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობდით, სამწუხაროდ, ვერ დაგელოდებათ და საკუთარ ბედს სხვას დაუკავშირებს. იმედგაცრუებას ძალიან მძიმედ გადაიტანთ და საპირისპირო სქესის მქონე ადამიანის მიმართ საკმაოდ სკეპტიკურად განეწყობით.


 


ტყუპები
ტყუპები ვირტუალურ სივრცეში დიდ პოპულარობას მოიპოვებენ. დამოუკიდებლად შეუდგებით ინტერნეტპროექტზე მუშაობას და სულ მალე რამდენიმე თანამოაზრე გამოგიჩნდებათ. სანამ ახალი საქმიანობით იქნებით დაკავებული, რეალური ცხოვრება არ დაგავიწყდებათ. როგორც კი დაკისრებულ მოვალეობას შეასრულებთ, ხელმძღვანელი მადლობას გადაგიხდით და შურიან კოლეგებს  კიდევ ერთხელ დაუპირისპირდებით, რომელთა უმეტესობა თქვენს ინტერნეტპოპულარობას სკეპტიკურად მიიღებს. დაიწყებენ ჭორაობას, რომ ეს თქვენი პირადი წარმატება არ არის და ის ბანალურად შეიძინეთ.


 


კირჩხიბი
პირად ცხოვრებაში გარკვეული სახის სირთულეები გელოდებათ. თქვენ და იმ ადამიანს, რომელთანაც ბავშვობიდან მეგობროთ, რომელიღაც რთული საკითხის მშვიდად გადაწყვეტა გაგიჭირდებათ. შედეგად კი თქვენ შორის ურთიერთგაგება სრულიად გაქრება. ამ დამოკიდებულების დაკარგვას რთულად გადაიტანთ. თქვენი მეორე ნახევარი ყველაფერს გააკეთებს, რომ მეგობართან კამათი უმტკივნეულოდ გადაიტანოთ, რისთვისაც მისი გულწრფელად მადლობელი იქნებით. გარშემომყოფებს თავს მოაჩვენებთ, თითქოს ყველაფერი რიგზეა, მაგრამ მარტო დარჩენილი ამ განხეთქილების გამო მწარედ იტირებთ, რადგან მიხვდებით, რომ ახლო მეგობარი ძალიან მოგენატრათ.


 


ლომი
ლომები მთელი კვირის განმავლობაში საპირისპირო სქესის ყურადღების ქვეშ მოექცევიან. საკუთარი პერსონის მიმართ მაღალი ინტერესი თქვენში გაღიზიანებას გამოიწვევს. თანამშრომლებისგან მიღებული კომპლიმენტები და მათი თქვენდამი მზრუნველობა ნორმალურად მუშაობის საშუალებას არ მოგცემთ. მლიქვნელურ შენიშვნებზე უკმეხ პასუხებს გასცემთ. თუმცა, ამგვარი მიდგომაც არ გამოგადგებათ. კომპლიმენტები ოდნავ შემცირდება, მაგრამ ამოჩემებული თაყვანისმცემელი მაინც არ შეგეშვებათ. თქვენთან ურთიერთობისთვის ახალი მიზეზების პოვნას დაიწყებს, რითაც ნერვულ აშლილობამდე მიგიყვანთ.


 


ქალწული
ქალწულებისთვის უცხო იქნება სისტემატურობა და საკუთარი ქმედებების თანმიმდევრობა. კარიერის ასამაღლებლად ნაბიჯს გადადგამთ, მაგრამ  ამ ჩანაფიქრის განხორციელებას მალევე შეეშვებით. ზუსტად ამგვარ მიდგომას გამოავლენთ სასიყვარულო ურთიერთობაში. ჯიუტად იმოქმედებთ, რათა სხვა ადამიანის ყურადღება მიიპყროთ. თუმცა, როგორც კი ეს ადამიანი თანხმობას მოგცემთ, თქვენი ინტერესი მის მიმართ უკვალოდ გაქრება და ახალი სიმპათიის ობიექტის ძიებას შეუდგებით (უფრო სწორად, ახალი მსხვერპლის).


 


სასწორი
სასწორები დიდ დროს გაატარებენ გზაში. სამსახურებრივ პროექტზე მუშაობისას ან ნათესავის პრობლემების მოსაგვარებლად მთელ ქალაქში მოგიწევთ სიარული. შესაძლოა, უცნობ ადგილებშიც მოხვდეთ და საინტერესო თანამოსაუბრეები აღმოაჩინოთ. ერთ-ერთ მათგანთან ურთიერთობას ინტერნეტით გააგრძელებთ და თანდათანობით ეს ურთიერთობა ნამდვილ მეგობრობაში გადაიზრდება. პირად ცხოვრებაში დრამა, მოულოდნელობა და აღელვება არ გელოდებათ. თქვენ და თქვენი სასიყვარულო პარტნიორი ურთიერთგაგებასა და ერთმანეთის გრძნობებისა და აზრების პატივისცემას ისწავლით. ამ მიზეზით თქვენი ქორწინება გაცილებით ჰარმონიული გახდება. 


 


მორიელი
მორიელები კვირის დღეებს პასიურად გაატარებენ. იგრძნობთ, რომ თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი კრიტიკულ ქვედა ზღვარს უახლოვდება და ცხოვრების რიტმის შეცვლას არსებითად გადაწყვეტთ. სამსახურს თავს დაანებებთ, ხოლო პირად პროექტს, რომელზეც თავისუფალ დროს მუშაობდით, სრულიად შეაჩერებთ, რათა ჯანმრთელობის ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობას უფრო მეტი დრო დაუთმოთ. გაგიტაცებთ იოგა ან აუზზე სიარულს დაიწყებთ, ასევე, ხშირად ისეირნებთ ფეხით. სეირნობის დროს კი საინტერესო პიროვნებას გაიცნობთ.


 


მშვილდოსანი
მომდევნო კვირას ახალი ჰობი გაგიჩნდებათ, რომელსაც ინტერნეტსაიტებზე „ხეტიალის“ დროს აღმოაჩენთ. ახალი გატაცება პირველ ჯერზე დიდად არ დაგაინტერესებთ, თუმცა ამ საქმიანობის ათვისებას მაინც გადაწყვეტთ. მოგვიანებით შეეცდებით, ხშირად გამონახოთ ხელსაყრელი დრო ახალი ჰობის დასაუფლებლად. ახლობლებს გააკვირვებს ის ფაქტი, რომ ამ საქმიანობის გარდა, არაფერი გაინტერესებთ. განსაკუთრებით გასაკვირი კი ის იქნება, რომ უარს იტყვით იმ ადამიანთან ურთიერთობაზე, რომელიც ძალიან მოგწონდათ. ამ ადამიანს თხოვნით მიმართავთ, დაიცადოს, სანამ კარგად მოიფიქრებთ, ღირს თუ არა პოტენციური რომანის გაგრძელება.


 


თხის რქა
თხის რქებო, არავის გაუზიაროთ თქვენი ფინანსური ჩანაფიქრები. შესაძლოა, თქვენი პროექტი ბევრმა ვერ გაიგოს ან იდეა თავხედურად წაგართვან. აუჩქარებლად, საკუთარ თავთან განმარტოებულმა  განავითარეთ ჩანაფიქრი და მას კონკრეტული ფორმები მიეცით. ასევე, უახლოეს დღეებში, ნუ დაივიწყებთ გრძნობებს საყვარელი ადამიანის მიმართ. მაქსიმალურად შეეცადეთ, მას კარგი განწყობა შეუქმნათ. კარგი იქნება, თუკი ქალაქგარეთ გაემგზავრებით და დასვენების დღეებს ერთად გაატარებთ ან მოაწყობთ რომანტიკულ დღეს სახლიდან გაუსვლელად.


 


მერწყული
მერწყულებს კვირის მანძილზე გაუმართლებელი ოპტიმიზმი შეიპყრობთ. გადაწყვეტთ, რომ თქვენი კარიერა აუცილებლად უნდა ამაღლდეს, იმ შემთხვევაშიც, თუკი ამისთვის განსაკუთრებულ ძალისხმევას არ  გამოიყენებთ. სასწაულები არ მოხდება და მოგიწევთ გააცნობიეროთ, რომ დიდი შრომის გარეშე კარიერულ წარმატებას ვერ მიუახლოვდებით. ამგვარ სამწუხარო დასკვნას (იმის შესახებ, რომ მხოლოდ თქვენზე და თქვენს გადაწყვეტილებაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული) მას შემდეგ მიიღებთ, რაც თქვენს სასიყვარულო ურთიერთობას შეაფასებთ. ადამიანი, რომელთანაც ასე ძლიერ გსურდათ რომანის დაწყება, თქვენგან კონკრეტული ნაბიჯის გადადგმას დაელოდება. თანაც, რაც უფრო დიდხანს დაგელოდებათ, მით უფრო ნაკლებია თქვენი შანსები.




თევზები
მომდევნო კვირაში თევზები უახლოეს მომავალთან დაკავშირებით საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას მიიღებენ. პროფესიონალურ ამპლუას შეიცვლით, უბედური სასიყვარულო დამოკიდებულებისგან განთავისუფლდებით ან უარს იტყვით მეგობრობაზე, რომელიც წლები გრძელდებოდა. ეს მნიშვნელოვანი ცვლილებები მდგომარეობიდან გამოგიყვანთ და თქვენი ემოციური ბალანსი დაირღვევა. დრო დაგჭირდებათ იმისთვის, რომ ჩვეულ მდგომარეობას დაუბრუნდეთ და აზრები მოიკრიბოთ. სანამ თვითანალიზით იქნებით დაკავებული, თქვენ გარშემო მოვლენები სწრაფი ტემპით განვითარდება. მოგიწევთ საკუთარი „ნაჭუჭიდან“ გამოსვლა, რათა ყველაფერში საფუძვლიანად გაერკვეთ.

დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ფისუნია, მანდ რა გინდა?! (10 ფოტო)

ნახეთ, ერთ დღესაც სად შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი ოთხფეხა მეგობარი. ჰოდა, პრევენციული ზომებიც მიიღეთ...
საკნატუნო ამბები

9 უტყუარი ნიშანი იმისა, რომ კაცი გღალატობთ

კერძო დეტექტივები ამბობენ, რომ ქალის ეჭვიანობის 80%-ის შემთხვევაში კაცის ღალატი დასტურდება.
დღის ჰოროსკოპი

21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.
ამბები

ანა მიქელაძე: ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
საკნატუნო ამბები

მიზეზები, რომელთა გამო ქალები სექსზე უარს ამბობენ

როგორც აღმოჩნდა, იმ ფაქტორების კლასიფიცირება მოხდა, რომელთა გამო ქალბატონები სექსზე უარს აცხადებენ.   
დღის ჰოროსკოპი

20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ანა მიქელაძე: სულ შესულია 68 საჩივარი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებას 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.