ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან ყველაზე ერთგული ქმრები?

ჰოროსკოპი

17 ნოემბერი 10:00, 2016 წელი

ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ მამაკაცები ზოდიაქოს მიხედვით სხვადასხვა ფსიქოტიპის პერსონებად იყოფიან. კონკრეტულ ნიშნებს ჩანასახშივე აქვთ მიდრეკილება, იყვნენ კარგი მეუღლეები, მაშინ როცა სხვები ლამის მთელი ცხოვრება ანდომებენ ამის მიღწევას.

საუკეთესო პოტენციური ქმრების სამეული ასეთია:


კურო – სტაბილურობის მოყვარული ინდივიდია. არ უყვარს ცვლილებები, მათ შორის არც პარტნიორების კუთხით. თუმცა, თუკი ის ატიპურთა რიცხვს განეკუთვნება, შესაძლოა, არ იყოს მთლად ასე. კურო მიწის ნიშანია, მოსწონს საკუთარი ცხოვრების ნაბიჯ-ნაბიჯ შენება, აფასებს კომფორტსა და ერთგულებას. თავადაც აქვს უნარი, იყოს კარგი ქმარი, ერთგული პარტნიორი და მზრუნველი მეორე ნახევარი, თუკი იგივეს პარტნიორის მხრიდანაც ხედავს. კურო ძნელად იღებს გადაწყვეტილებას, ამიტომ მისთვის ლოდინი მოგიწევთ, სანამ ის საბოლოოდ ჩამოყალიბდება და მიხვდება, რომ თქვენ ხართ მისი ჭეშმარიტი მეორე ნახევარი. თუმცა მერწმუნეთ, ლოდინი ღირს ამად.


 


კირჩხიბი – ძალიან მოსიყვარულე, მზრუნველი და ერთგული ქმარია. კირჩხიბს მიჯაჭვულობა ახასიათებს მეორე ნახევრის მიმართ, რომელიც საკმაოდ მყარ ურთიერთობებს ნიშნავს. მართალია, ცოტა ბუტია და ფხუკიანია ოჯახურ ცხოვრებაში, მაგრამ რეალურად მასზე უფრო მზრუნველ პარტნიორს ვერსად იპოვით. იგი ყველაფერში დაგეხმარებათ – დაწყებული საოჯახო საქმეებითა და შოპინგით, დამთავრებული ბავშვის აღზრდით. რაც მთავარია, მისთვის ეს სასიამოვნო იქნება და არა რაღაც მძიმე ტვირთი ან მოვალეობა. კირჩხიბი ოჯახის ინტერესებს ყველაფერზე წინ აყენებს ამქვეყნად, ამიტომ მისთვის ყოველთვის წინა პლანზე იქნებით. თუმცა, აქ არის ერთი კომპრომისის აუცილებლობა – პატივი უნდა სცეთ მის დედას, იმიტომ რომ, დედაზე წინ ამ მამაკაცისთვის ცოლი ვერასოდეს დგება.


 


თხის რქა – ემოციურად ცოტა ცივი, საშინლად ჯიუტი, მაგრამ ძალიან ერთგული და საიმედო მეორე ნახევარია. მისი ემოციები თანდათან „თბება“, ამიტომ რაც მეტ წელს მოიტოვებს უკან თქვენი ოჯახი, მით უფრო რბილი და მზრუნველი გახდება თქვენი ქმარი თხის რქა, რომელიც ახალგაზრდობაში უფრო მოზომილი ტემპერამენტით გამოირჩეოდა. თხის რქები უზომოდ ერთგული ქმრები არიან. მათთვის მარტივია, საკუთარ თავზე აიღონ ოჯახური ტვირთის მთელი სიმძიმე და მეორე ნახევარი მაქსიმალურ კომფორტში ამყოფონ, ამ მხრივ. შესაძლოა, ის ცოტა მკაცრი და მომთხოვნი იყოს პერიოდულად, თუმცა თუკი ამ ნაკლს უგულებელყოფთ, მთლიანობაში თხის რქა ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატურაა პოტენციური მეორე ნახევრის პოზიციაზე მისთვის, ვინც ცხოვრებაში მყარ დასაყრდენს ეძებს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?