21-27 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

20 ნოემბერი 19:20, 2016 წელი

ეს კვირა ურთიერთობების სფეროში საკმაოდ ბევრ პრობლემას მოგიტანთ. შესაძლოა, საერთო ენის გამონახვა იმ ადამიანებთანაც კი გაგიჭირდეთ, ვისიც ყოველთვის კარგად გესმოდათ. უმჯობესია, კონცენტრირდეთ  იმ საკითხებზე, რომლებიც ყველაზე მეტად გაღელვებთ. 

ვერძი
ამ კვირაში ვერძები ნებისმიერ ფასად შეეცდებიან ბავშვობის ოცნების რეალიზებას. თუკი თქვენი ოცნება მატერიალურია (პრესტიჟული ავტომობილი, ბინა ქალაქის ცენტრში ან სხვა მნიშვნელოვანი შენაძენი), ყველანაირი შანსი გაქვთ მის მისაღწევად. თანხას, რომელიც ოცნების ასრულებაში დაგაკლდებათ, მეგობარი გასესხებთ ან კრედიტს გააფორმებთ. ეს წვრილმანებია იმ დაუვიწყარ შთაბეჭდილებებთან შედარებით, რომელსაც აუცილებლად გამოცდით ძვირფასი შენაძენის შემდეგ.  ამ ფონზე კი კვირის განმავლობაში მომხდარი სხვა მოვლენები, უბრალოდ, დაიჩრდილება.




კურო
კუროებისთვის კვირა კონკურენციით დაიწყევა. „ბრძოლა“ აბსოლუტურად ყველგან გელოდებათ, სახლშიც და სამსახურშიც. სამსახურში ლიდერის პოზიციისთვის ბრძოლა დიდი წარმატებით დასრულდება. სამაგიეროდ „შეტაკების“ მომენტში, რომელიც თქვენს პირად ფრონტზე განვითარდება, გამუდმებით წააგებთ. თქვენი მეორე ნახევარი საკუთარი ავტორიტეტის შესანარჩუნებლად  ყველაფერს მოიმოქმედებს და ყველაზე ბანალურ საკითხებშიც კი დათმობაზე არ წავა. ბუნებრივია, ამგვარი მდგომარეობა ოჯახში ჰარმონიას ვერ უზრუნველყოფს, რადგან პირადი პოზიციების დათმობას არც თქვენ აპირებთ.


 


ტყუპები
ტყუპებს უცნაური იდეა აგეკვიატებთ, რომელიც თქვენს პირად ცხოვრებაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. ეს სიგიჟე არანაირად არ იმოქმედებს თქვენს ფინანსებსა და კარიერაზე. სამაგიეროდ, სამსახურიდან თავისუფალ დროს, ვნებით დაბრმავებული შეყვარებული მოზარდივით, თქვენს გატაცებას კვალდაკვალ დაუწყებთ დევნას და ხვეწნას, თქვენთან რომანი გააბას. ამგვარი დაჟინება მხოლოდ საწინააღდმეგო შედეგს მოგიტანთ - თქვენ უხეშ უარს მიიღებთ.


 


კირჩხიბი
კვირის განმავლობაში სიზარმაცე და პასიურობა გელით. ვერაფრით შეძლებთ, რომ სამსახურის საქმეს ენთუზიაზმით მიუდგეთ, ამიტომ თქვენი სამსახურში ყოფნა ფორმალური ხასიათის იქნება. ოჯახის წევრებისთვისაც უმოქმედოდ იქნებით. სახლში დაბრუნებული საყვარელ გაჯეტს მოიმარჯვებთ და დასვენების საათებს ვირტუალურ სივრცეში გაატარებთ. რეალობას მხოლოდ ხანდახან დაუბრუნდებით, ისიც იმიტომ, რომ მორიგი კვება არ გამოტოვოთ.


 


ლომი
ლომები ამ კვირაში დამატებითი შემოსავლის წყაროს ძიებით დაკავდებიან და დიდი შანსია, ინტერნეტით დისტანციურად დასაქმდნენ. ამასთან, გააგრძელებთ სამუშაო ვალდებულებების შესრულებას ისე, რომ კოლეგებსა და ხელმძღვანელებს თქვენი ახალი სამსახურის შესახებ არაფერს ეტყვით. ამის შესახებ მხოლოდ ახლობლებს და რამდენიმე მეგობარს შეატყობინეთ, რომლებსაც თქვენი უჩვეულო დასაქმების ამბავი უცნაურად და საეჭვოდ მოეჩვენებათ. ახალი საქმიანობა თანდათანობით სულ უფრო გაგიტაცებთ და, ფულადი სარგებელის  გარდა, უდიდეს სიამოვნებას მოგანიჭებთ.


 


ქალწული
გარშემომყოფებთან ურთიერთობის დროს მკვეთრ საუბრებს არ მოერიდებით. თქვენი ემოციური თავშეუკავებლობის მიზეზით ახალ მტრებს გაიჩენთ. ყველაზე უარესი კი ის არის, რომ საკუთარ თავს კონტროლს ვერ გაუწევთ და ამის გამო თქვენი ხანგრძლივი სასიყვარულო ურთიერთობაც დასრულდება. თქვენს რჩეულს ძალიან დაამცირებთ, რის შემდეგაც თქვენი საყვარელი ადამიანი ბარგს ჩაალაგებს და საცხოვრებლად სხვაგან გადავა. საკუთარი თავთან მარტოდ დარჩენილი მალევე მოიწყენთ, თუმცა, უახლოეს დღეებში სიტუაციის გამოსასწორებლად რაიმე სახის ზომებს მაინც არ მიმართავთ.


 


სასწორი
სასწორები ამ კვირაში ოჯახის წევრებთან ურთიერთობის შეცვლას გადაწყვეტთ - შესთავაზებთ მათ, უარი თქვან კონფლიქტებსა და კამათზე, რათა ოჯახში კვლავ დაისადგუროს ჰარმონიამ. ოჯახი სიხარულით დაუჭერეს მხარს თქვენს ინიციატივას და რამდენიმე დღის განმავლობაში ნამდვილად შეძლებთ ისიამოვნოთ იდილიით. თუმცა, სულ მალე მას წვრილმანი სკანდალი დაარღვევს, რომელიც ყოფითი პრობლემების ნიადაგზე წარმოიშვება და შეიძლება, ძალიან გამწვავდეს კიდეც. ერთი სიტყვით, ტყუილად იოცნებებთ ზავის დადებაზე.




მორიელი
ამ კვირაში სამსახურში პოზიციების გამყარების  შანსი მოგეცემათ. ყველა სამსახურებრივ ვალდებულებას, რომელსაც საკუთარ თავზე აიღებთ, მაქსიმალურად სწრაფად და ხარისხიანად შეასრულებთ. დირექტორი დააფასებს თქვენს შრომას და პრესტიჟულ თანამდებობაზე დანიშვნას შემოგთავაზებთ. ეს ფაქტი სიამაყით აგავსებთ, მაგრამ თქვენი კოლეგები თქვენს ზურგს უკან იჭორავებენ, ცილს დაგწამებენ, რაც თქვენს ემოციურ მდგომარეობაზე ნეგატიურად იმოქმედებს. მათ წინააღმდეგ ყველაზე მძლავრ იარაღს გამოიყენებთ - კოლეგების იგნორირებას გადაწყვეტთ.


 


მშვილდოსანი
მშვილდოსნებს კვირის განმავლობაში ფინანსური პრობლემები წარმოექმნებათ. დიდი სურვილი გაქვთ, თქვენი შემოსავალი მნიშვნელოვნად გაიზარდოს, მაგრამ ამ სურვილის შესასრულებლად გზას ვერ პოულობთ. ბიზნეს-პროექტები, რომელთა განხორციელებას ჩაიფიქრებთ, რეალობას მოწყვეტილი იქნება, რასაც სპეციალისტთან კონსულტაციის შედეგად შეუტყობთ. ერთი სიტვყით, მოგიწევთ დაკმაყოფილდეთ იმით, რაც გაგაჩნიათ (სხვათა შორის, ფინანსურ სფეროშიც და პირად ცხოვრებაშიც). თქვენი წარუმატებელი რომანის დასამთავრებლად ძალები არ გეყოფათ, რის გამოც თავსუიღბლო ადამიანად იგრძნობთ.




თხის რქა
ამ კვირაში დიდი ხნის კონკურენტის დამარცხებას შეძლებთ. უფრო ზუსტად, თქვენი კონკურენტი გადაწყვეტს, მშვიდობიანად შეწყვიტოს  ლიდერობისთვის ბრძოლა და საკუთარ დამარცხებას თავადვე აღიარებს. პირადი ცხოვრება სასიხარულო მოვლენებით ვერ გაგახარებთ. თქვენი დიდი ხნის სიმპათია სხვა პიროვნებით მოიხიბლება. მოვლენებს გვერდიდან მიადევნებთ თვალს და იმედს არ დაკარგავთ, რომ ყველაფერი თქვენს სასარგებლოდ შეიცვლება.


 


მერწყული
მერწყულები ყურადღებით მოუსმენთ საკუთარ ქვეცნობიერს, თუ კონკრეტულად რა  და რომელ მომენტში უნდა გაითვალისწინოთ, რათა  კარიერაში წარმატებას მიაღწიოთ. მეექვსე გრძნობა ნამდვილად დაგეხმარებათ და უდიდეს წარმატებას მიაღწევთ. გარშემომყოფებს მხოლოდ ისღა დარჩებათ, იმკითხაონ, თუ როგორ და რომელი ზებუნებრივი ძალების დახმარებით გახდით ასეთი იღბლიანი. თქვენი გამარჯვენის მიზეზს არავის აუხსნით, რადგან თქვენი იდუმალებით მოცული იმიჯი ძალიან მოგეწონებათ.


 


თევზები
თევზები ხანგრძლივ დაპირისპირებას მშვიდობით დაასრულებენ. ადამიანი, რომელთანაც რამდენიმეწლიანი კონფლიქტი გქონდათ, მოულოდნელად თქვენი კეთილისმსურველი მეგობარი გახდება. ფინანსურ საკითხებში და პირად ცხოვრებაში ამ შვიდი დღის განმავლობაში პოზიტიური ცვლილებები არ გელოდებათ. თუმცა, მიუხედავად ამისა, ერთი წუთითაც არ გაჩერდებით. საკუთარი წარმატებისთვის ბრძოლას განაგრძობთ და მომავალი გამარჯვებისთვის გარკვეული წინაპირობები აუცილებლად გამოჩნდება. ადამიანი, რომელიც მოგწონთ, თქვენს იგნორირებას შეწყვეტს, ხოლო თქვენი დირექტორი მიიჩნევს, რომ საკმაოდ ღირებული თანამშრომელი ხართ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?