პატრიოტი ზოდიაქოს ნიშნები

ჰოროსკოპი

18 ნოემბერი 10:00, 2016 წელი

როდესაც საუბარია პატრიოტიზმზე, საკუთარი წინაპრებისა და ისტორიის სიყვარულზე, ასტროლოგები ყოველთვის გამოყოფენ ზოდიაქოს სამ ნიშანს… მათთვის ფესვები გაცილებით ძვირფასია, ვიდრე ინოვაცია და მომავლის ტექნოლოგიები.

კურო – მიწის პირველი ნიშანია, სტაბილურობისა და სიმშვიდის მოყვარული. კუროს საშინლად არ უყვარს შეჩვეული ადგილის შეცვლა. ამიტომ ამ ნიშნით დაბადებული ადამიანი, სადაც „ფესვებს გაიდგამს“, იქაურობას საკუთარი ნებით იშვიათად ტოვებს. როგორც იტყვიან, „შეჩვეული საძოვრები ურჩევნია შეუჩვეველ იალაღებს“. კუროს სიყვარულს საკუთარი კერიის მიმართ ზუსტად ეს სტაბილურობის მოთხოვნილება განაპირობებს. მას უყვარს ყველაფერი ის, რასაც შეეჩვევა – დაწყებული რკინის, ჭრიჭინა საწოლით, დამთავრებული ეზოში ჟასმინის ბუჩქითა და ბავშვობაში დედის ნაჩუქარი წითელი ჩაის ჭიქით. კურო სიძველეების მოყვარული არ არის, ის, უბრალოდ, შეჩვეულის მოყვარულია. ამიტომაც ხდება ისე, რომ კურო იშვიათად ტოვებს საკუთარ ოჯახს და თუ მაინც უწევს მსგავსი ნაბიჯის განხორციელება, ოჯახისგან მოშორებით იგი თავს არცთუ ბედნიერად იგრძნობს.


 


კირჩხიბი – მსოფლიოში ცნობილი ისტორიკოსების დაბადების თარიღებს თუ მოიძიებთ, აღმოაჩენთ, რომ ძალიან ბევრი მათგანი სწორედ კირჩხიბის ნიშნით იყო დაბადებული. და ეს შემთხვევითი როდია. კირჩხიბი ბუნებით სიძველეების მოყვარული ნიშანია. მას უყვარს თავისი ოჯახი, კერა და სანათესავო. იგი არასოდეს ამბობს უარს ამ ადამიანებზე იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი მის ცხოვრებაში, ცუდის გარდა, არაფრის მომტანი არ არიან. საკუთარი ქვეყნის, ოჯახისა და კერის სიყვარული ბუნებით მორცხვ და ფრთხილ კირჩხიბს ძალზე ხშირად აგრესიისა და გაუგონარი სიმამაცისკენაც კი უბიძგებს. ეს ის ადამიანია, რომელიც მზად არის, საკუთარი სიცოცხლეც კი სასწორზე დადოს ოჯახის წევრების სიმშვიდის სანაცვლოდ. კირჩხიბი ამაყობს საკუთარი გენეალოგიით და წინაპრებით. აგროვებს ძველ და ანტიკვარულ ნივთებს, ხშირად ცხოვრობს ბაბუის ან დიდი ბაბუის დანატოვარ სახლში და, რაც ყველაზე მთავარია, უფრთხილდება მათ ისტორიულ დანატოვარს.


 


თხის რქა – მსგავსად კირჩხიბისა, თხის რქაც უდიდეს პატივს სცემს საკუთარ ოჯახს. თუმცა, კირჩხიბისგან განსხვავებით, თხის რქას ამ ადამიანებისგან მოშორებით ცხოვრებაც შეუძლია, მაშინ როცა კირჩხიბი იშვიათად ძლებს დიდი ხნით ოჯახის წევრებისგან შორს. თხის რქა ყოველთვის მზადაა, დაეხმაროს და გვერდში დაუდგეს ნათესავებს. მისთვის ეს მოვალეობა წმინდათაწმინდაა და ვერანაირი სხვა ვალდებულებები ვერასოდეს გადაწონის მას. ოჯახის და სანათესავოს შეფასება თხის რქისთვის ყველაზე პრიორიტეტული მოსაზრებაა ცხოვრებაში. მას მართალია შეუძლია თავი მარტომაც გაიტანოს იმიტომ, რომ ძალზე ამტანი და ძლიერი ინდივიდია, მაგრამ ფესვები, ოჯახი და წინაპრების დანატოვარი, რომლითაც იგი ამაყობს, უმთავრესი ფასეულობა იქნება მისთვის მთელი ცხოვრება.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?