ენერგოვამპირი ზოდიაქოს ნიშნები

ჰოროსკოპი

24 ნოემბერი 10:00, 2016 წელი

ალბათ, შეგხვედრიათ ადამიანი, რომელიც გაუჩერებლად წუწუნებს საკუთარ პრობლემებზე, არასდროს არაფერი მოსწონს, მუდმივად სადღაც აგვიანებს ან უპასუხისმგებლოა ყოველდღიურ წვრილმანებშიც კი... თუკი ასეთს ვინმეს იცნობთ, იცოდეთ, რომ ის ენერგოვამპირია და სხვადასხვაგვარად შეეცდება თქვენგან საჭირო ულუფა ენერგიის მიღებას.

ენერგოვამპირები თავს განსხვავებულად ავლენენ, მათ უმეტესობას არც კი ესმის, რომ რეალურად სხვისი ენერგიის მიტაცების „ექსპერტია“ და ზუსტად ამიტომ გაურბიან გარშემომყოფები.
ასტროლოგები ამბობენ, რომ ტიპურ ენერგოვამპირს შესაძლოა, ნებისმიერი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთა შორის გადააწყდეთ, თუმცა, არსებობენ ზოდიაქოს ნიშნები, რომელთა რიგებშიც ყველაზე ხშირად და ყველაზე მეტი დოზით ვხვდებით ენერგოვამპირებს.


 


ვერძი – ის აგრესორი ენერგოვამპირია. ვერძი ენერგოვამპირები თავს ჩხუბითა და უსაფუძვლო გაუაზრებელი უხეშობით ავლენენ. მათი უმეტესობა გამუდმებით ეძებს კონფლიქტის წამოწყების საბაბს და შემდეგ უდიდესი სიამოვნებით ერთვება ხელჩართულ ბრძოლაში - დაწყებული კოლეგებით, დასრულებული ქუჩაში გამვლელით ან პოლიციელით. ვერძისთვის ნებისმიერი, ვინც მის აგრესიაზე აგრესიითვე „წამოეგება“, პოტენციური „საკვებია“ ენერგოდეფიციტის შესავსებად.


 


კირჩხიბი – ის მოწუწუნე და „საწყალი“ ენერგოვამპირების რიცხვს განეკუთვნება. კირჩხიბ ენერგოვამპირს მოსწონს თვითგვემა, განწირული სტატუსების წერა სოციალურ ქსელში, ხშირად იგონებს, რომ ავადაა, თანაც მძიმედ, ამით კი მხოლოდ ის სურს, რომ გარშემომყოფებმა შეიცოდონ და მის ჩივილებს საათობით მორჩილად უსმინონ. კირჩხიბი ენერგოვამპირი დაუღალავად წუწუნებს საკუთარ უიღბლობაზე და იმაზე, რომ არასოდეს უმართლებს ცხოვრებაში. რეალურად კი მისი ცხოვრება არც ისე უღიმღამოა. ეს მხოლოდ მანევრია, თანამგრძნობი ბუნების ადამიანების მახეში გასაბმელად, რათა ენერგოვამპირმა კირჩხიბმა ენერგიის მორიგი ულუფა მიიღოს.


 


მერწყული – ალბათ, ყველაზე ნაკლებად ელოდით ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანს ტოპ ენერგოვამპირთა სიაში, თუმცა ნუ დაგავიწყდებათ, რომ ენერგოვამპირები სხვადასხვა მეთოდით ახერხებენ ადამიანებისთვის ენერგიის „გამოძალვას“, მათ შორისაა მუდმივი უპასუხისმგებლობა, დაგვიანება, ძილი შეუფერებელ ადგილებში… მოკლედ, სრული არაადეკვატურობა, რასაც მერწყულებს ვერავინ დაუკარგავს. მერწყული ენერგოვამპირი, ერთი შეხედვით უცოდველი სახით ახერხებს წყობიდან გამოიყვანოს არა ერთი ან ორი ადამიანი, არამედ მთელი კორპორაცია (ნუ დაგავიწყდებათ, ურანი – მერწყულის მმართველი პლანეტა ხომ ჯგუფურობის პრინციპს ატარებს). ჰოდა, ხომ ხვდებით, რამხელა და რამდენ ენერგიას იღებს თქვენი რომელიმე უპასუხისმგებლო მერწყული თანამშრომელი, როცა მის გამო თათბირის დაწყება მთელი საათით გვიანდება, ან მას, უბრალოდ, საშვი ავიწყდება ყოველ დილით სახლში და ამით სხვა თანამშრომლების ვითომ „უნებლიე“ დაგვიანების მიზეზი ხდება.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?