მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ხანდაზმულობამდე აქვთ სექსუალური ტემპერამენტი

ჰოროსკოპი

27 ნოემბერი 10:00, 2016 წელი

ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ არსებობენ ზოდიაქოს ნიშნები, რომელთაც, მმართველი პლანეტების ძალისა და ენერგიის წყალობით, ხშირად ხანდაზმულ ასაკშიც კი ბევრ ახალგაზრდა კონკურენტზე უკეთესი მაჩვენებელი აქვთ სექსუალური ცხოვრების ინტენსივობის კუთხით…

კურო – ერთი შეხედვით რბილი, დამთმობი, ჩუმი და ბუნჩულა ტიპის შთაბეჭდილებას ტოვებს, რის ხარჯზეც მდედრობითი სქესის წარმომადგენლები ხშირად ტყუვდებიან მისი სექსუალური პოტენციალის შეფასებისას. თუმცა, კურო არ განეკუთვნება იმ ტიპის მამრებს - ვინმეს რამე უმტკიცოს, მით უმეტეს სიტყვებით. თუკი რეალურად გწადიათ ამ კაცის გამოცდა – გამოსცადეთ იგი მოქმედებაში. მასზე უფრო სტაბილურ, ამტან და ტემპერამენტიან პარტნიორს იშვიათად ნახავთ. ამასთანავე, ის საოცრად ერთგული და მოსიყვარულეა ინტერესის ობიექტის მიმართ, თუ, რა თქმა უნდა, ამ უკანასკნელის საიმედოობაში კარგად დარწმუნდა.


 


მორიელი – მითი ზოდიაქოს ამ ნიშნის სუპერსექსუალურობაზე დიახაც რომ შეესაბამება სიმართლეს და ამის მიზეზი მორიელის მმართველი ორი პლანეტა – მარსი და პლუტონია. მარსი მორიელს მოქნილობას, ფიზიკურ ძალას ანიჭებს, პლუტონი კი სექსუალურ მადასა და დაუოკებელ ვნებას. მორიელისთვის სექსი სასიცოცხლოდ აუცილებელი სუბსტანციაა, ამიტომ ის მას პატარა ასაკიდანვე როგორც ერთ-ერთ აუცილებელ პროფესიას, ისე ეუფლება. ისინი ნაადრევად მწიფდებიან სექსუალურად, თუმცა ეს ხელს სულაც არ უშლით იმაში, რომ ხანდაზმულ ასაკშიც შეინარჩუნონ საპირისპირო სქესისადმი ლტოლვა და მათი მოხიბლვის უნარი.



თხის რქა – ისევე, როგორც ამ ნიშნის ქალი წარმომადგენლები, მამაკაცი თხის რქებიც კარგი კონიაკივით, ასაკის მატებასთან ერთად, უმჯობესდებიან, როგორც ფიზიკურად, ისე სექსუალური ტემპერამენტისა და გამოცდილების მხრივ. მაშინ როცა თანატოლები, თინეიჯერობის ასაკში ქალების დევნის აქტიურ ფაზაში არიან, მორიდებული თხის რქა სწავლობს ან კარიერას იკეთებს. სამაგიეროდ, უკვე მოწიფული, შესაბამისი ფინანსური ბეგრაუნდისა და ცხოვრებისეული გამოცდილების მქონეა, მათ შორის კარგად ერკვევა სექსში და თავის მოვლაც შესანიშნავად ეხერხება. შესაბამისად, თხის რქა ხანდაზმულობაში ინაზღაურებს იმ „დანაკლისს“, რაც მას ჭაბუკობაში არ ჰქონდა.

დღის ჰოროსკოპი

21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.
ამბები

ანა მიქელაძე: ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
საკნატუნო ამბები

მიზეზები, რომელთა გამო ქალები სექსზე უარს ამბობენ

როგორც აღმოჩნდა, იმ ფაქტორების კლასიფიცირება მოხდა, რომელთა გამო ქალბატონები სექსზე უარს აცხადებენ.   
დღის ჰოროსკოპი

20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ანა მიქელაძე: სულ შესულია 68 საჩივარი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებას 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ამბები

ცესკოში მორიგი საინფორმაციო ბრიგინგი გაიმართა

ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიასთან 15:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ისაუბრა.
ამბები

ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 სთ-ის მდგომარეობით

ცესკოს პრეს სპიკერმა აქტივობასთან ერთად მედიას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია
კულინარია

გემრიელი სალათების სეზონი გაიხსნა!

გაზაფხულთან ერთად, ფერადი და არომატული ბოსტნეულიც შემოვიდა. ეს სალათა, რომლის რეცეპტსაც დღეს გიზიარებთ, ჯანსაღი, გემრიელი და უმარტივესად მოსამზადებელია!