როგორ შევურჩიოთ საკვები ბავშვს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

ჰოროსკოპი

28 ნოემბერი 10:00, 2016 წელი

ასტროლოგები საკმაოდ კონკრეტულ მინიშნებებს იძლევიან იმის შესახებ, რა აჯობებს თქვენი პატარასთვის.

ცეცხლის სტიქიის ბავშვები  - ვერძები, ლომები და მშვილდოსნები ჰიპერაქტიურობითა და ენერგიულობით გამოირჩევიან. მათთვის აუცილებელია, რკინის შემცველი პროდუქტები, ხილი და ბოსტნეული.
ასეთი ბავშვები უმადობას არასოდეს უჩივიან, თუმცა თამაშით გართულებს ხშირად ავიწყდებათ ჭამა.
შესაბამისად, მშობელს მაქსიმალური ყურადღება მოეთხოვება, რომ შვილის კვების რეჟიმი გარკვეულ გრაფიკს დაუქვემდებაროს.
ხშირად ცეცხლის ნიშნის ბავშვებს კომპიუტერთან ან თამაშის პროცესში მოსწონთ საკვების მიღება, რაც ასევე დაუშვებელია!


რაც შეეხებათ მიწის სტიქიის ნიშნებსკუროებს, ქალწულებსა და თხის რქებს, მათ შორის განსხვავებულ ინდივიდებს ვხვდებით. მაშინ როცა კურო საკმაოდ ღორმუცელა და გურმანი ბავშვია, ქალწულის მშობელს გამუდმებით უწევს შვილის პრეტენზიულობასთან შეგუება. ქალწულ ბავშვებს უმადობა ნაკლებად აწუხებთ, თუმცა მათ სპეციფიკური გემოვნება აქვთ, რაც ხშირად ხდება მშობლისთვის დიდი „თავის ტკივილის“ მიზეზი. რაც შეეხება თხის რქას, ის პატარა ასაკში ხშირად იტანჯება ცუდი მადით, ამიტომ სასურველია, ამგვარი ბავშვების რაციონში ვიტამინებით გაჯერებული საკვები შევიტანოთ.


წყლის სტიქიის ბავშვები - თევზები, კირჩხიბები და მორიელები ხშირად დიდი დოზით გურმანები არიან და არცთუ იშვიათად ახასიათებთ წონის მატებისკენ მიდრეკილება. ამიტომ მშობელს მოეთხოვება, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ პატარას ზედმეტად მსუყე, ქოლესტერინით მდიდარი და გაჯერებული საკვები დოზირებულად მიაწოდოს, რათა სამომავლოდ თავიდან ააცილოს წონასთან დაკავშირებული პრობლემები.


ჰაერის სტიქიის ნიშნებს - ტყუპს, სასწორებსა და მერწყულებს, ცეცხლის ნიშნების მსგავსად, ჰიპერაქტიურობა ახასიათებთ. თუმცა, ბევრი მათგანი ასევე მომატებული გონებრივი აქტივობითაც გამოირჩევა, რის ხარჯზეც თქვენს „ჰაეროვან შვილს“ ბევრი თხილეული და ისეთი ტიპის სასარგებლო პროდუქტი უნდა მოუმარაგოთ, რომელიც ტვინის აქტივობას მაქსიმალურად უწყობს ხელს.

დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ფისუნია, მანდ რა გინდა?! (10 ფოტო)

ნახეთ, ერთ დღესაც სად შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი ოთხფეხა მეგობარი. ჰოდა, პრევენციული ზომებიც მიიღეთ...
საკნატუნო ამბები

9 უტყუარი ნიშანი იმისა, რომ კაცი გღალატობთ

კერძო დეტექტივები ამბობენ, რომ ქალის ეჭვიანობის 80%-ის შემთხვევაში კაცის ღალატი დასტურდება.
დღის ჰოროსკოპი

21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.
ამბები

ანა მიქელაძე: ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
საკნატუნო ამბები

მიზეზები, რომელთა გამო ქალები სექსზე უარს ამბობენ

როგორც აღმოჩნდა, იმ ფაქტორების კლასიფიცირება მოხდა, რომელთა გამო ქალბატონები სექსზე უარს აცხადებენ.   
დღის ჰოროსკოპი

20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ანა მიქელაძე: სულ შესულია 68 საჩივარი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებას 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.