ზოდიაქოს ნიშნები განშორების შემდეგ

ჰოროსკოპი

2 დეკემბერი 10:00, 2016 წელი

როცა ურთიერთობა არ გამოდის, სასურველია, უბრალოდ და მარტივად გაუშვათ ადამიანი, ვისთან კავშირსაც თქვენთვის ტკივილის მეტი არაფერი მოაქვს. თუმცა, ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ ყველას როდი ახასიათებს ამგვარი ლოიალური მიდგომა, როცა საქმე ყოფილს ეხება.

ვერძი განშორების შემდეგ ომს იწყებს ყოფილ პარტნიორთან. ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ცდილობს, დაამტკიცოს საკუთარი უპირატესობა და ის, რომ მისი დაკარგვით ყოფილმა ძალიან ბევრი დაკარგა.


 


 




კურო
 ძნელად ახერხებს პოზიციების დათმობას და, როგორც წესი, გვიან აცნობიერებს, რომ ყველაფერი მართლაც დამთავრდა. ამის შემდეგ ჯიუტად არ სურს ახალი რომანის წამოწყება იმის შიშით, რომ ისევ მიატოვებენ.


 


 




ტყუპი
 ძალიან მარტივად ეკიდება განშორების საკითხს. მას ყოველთვის აქვს რამდენიმე სათადარიგო ვარიანტი, ამიტომ ნაკლებად იშლის ნერვებს ყოფილთან ბრძოლით.


 


 





კირჩხიბი,
 პირველ რიგში, შეეცდება, ყველა შესაძლო თუ არაშესაძლო მეთოდით შეინარჩუნოს პარტნიორი. თუ ეს არ გამოსდის, მის გარშემო ინტრიგების ხლართვას იწყებს და ცდილობს, ყოფილი არ გაახაროს.


 


 




ლომი
 აუცილებლად შეეცდება, საჯაროდ დაამციროს ძველი სიყვარული იმის დამტკიცებით, რომ მალე მასზე უფრო წარმატებულ ან უკეთეს შემცვლელს იპოვის. ლომს სიამაყე არასდროს მისცემს უფლებას, ვინმეს ეხვეწოს.


 


 




ქალწული
 მანიაკალურად ებღაუჭება ყოფილ პარტნიორს, მაშინაც კი, როცა მის მიმართ სიყვარული აღარ აქვს. უჭირს ახალ ურთიერთობაზე გადართვა, ამიტომ ძველი, თუნდაც აუტანელი მეორე ნახევარი ურჩევნია ახალსა და პერსპექტიულს.


 


 




სასწორი
 თავს უბედურად გრძნობს, მაქსიმუმ, ერთი კვირა, შემდეგ ახალი ფლირტის გაჩაღებას იწყებს. მისთვის მარტივია სიყვარულში წარუმატებლობის გადაგორება, ოღონდ კი ვინმემ ანუგეშოს და მიუალერსოს.


 


 




მორიელისთვის
 „ყოფილი“ არ არსებობს, ამ სიტყვის როგორც პირდაპირი, ისე ირიბი გაგებით. იგი ეცდება, მაქსიმალური სიმკაცრით დასაჯოს პარტნიორი, რომელმაც გაბედა და მიატოვა. თუნდაც ამის გამო საკუთარი თავის განადგურებაც მოუხდეს.


 


 




მშვილდოსანი
 საშინლად განიცდის, თუკი პირველი მიატოვეს (როგორც წესი, მუდამ პირიქით ხდება), ასეთ დროს იგი იბოღმება და მაქსიმალურად ცდილობს, ყოფილს საერთო მეგობრებში შავი პიარი აუგოროს.


 


 




თხის
რქა მძიმედ იტანს იმედგაცრუებას, თუმცა, როგორც წესი, უკმაყოფილებას ჩხუბით ან სცენებით არასოდეს გამოხატავს. ასეთ დროს იგი მთლიანად ერთვება მუშაობაში და ცდილობს, მომდევნო ჯერზე პარტნიორის არჩევისას მეტი სიფრთხილე გამოიჩინოს.


 


 




მერწყული
 მარტივად და გაგებით ეკიდება, როცა მისგან მიდიან. იგი ყოველთვის ცდილობს, ყოფილ პარტნიორთან მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნოს და იშვიათად ეკიდება მას მტრად.


 


 




თევზები
 დეპრესიაში ვარდება, როცა ხედავს, რომ მისი სიყვარული „კვდება“ და რეანიმირებას აღარ ექვემდებარება. როგორც წესი, ყველანაირ მსხვერპლზე მიდის ურთიერთობის სანაცვლოდ, თუ ეს არ გამოსდის, დიდი ხნის მანძილზე უძნელდება გონზე მოსვლა.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?