რომელი ალკოჰოლური სასმელი შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ჰოროსკოპი

10 დეკემბერი 10:00, 2016 წელი

არ არსებობს „კარგი“ და „ცუდი“ ალკოჰოლი, არ არსებობს მისი „ელიტური“ და „მდარე“ სახეობები და სასმელები, რომლებიც თქვენს ხასიათს შეეფერება და არ შეეფერება.

ვერძიარაყი
როგორც ცნობილია, არაყი იდეალური სასმელია თავგადასავლებისთვის. ვერძებს კი ძალიან უყვართ თავგადასავლები. გარდა ამისა, არაყი ნებისმიერი სიტუაციისთვის შესაფერისია და კარგი დროსტარების გარანტია.


კუროლუდი
კურო ეს, როგორც წესი, ის ბიჭები და გოგოები არ არიან, ვისაც ყურადღების ცენტრში ყოფნა და თავდავიწყებით გართობა უყვართ. მათ მეგობრული შეხვედრები და კარგად ჩაციებული ლუდი ყველაფერს ურჩევნიათ.



ტყუპიტეკილა
თქვენ ხართ ტყუპი, ამიტომაც ხართ ჰიპერაქტიური და გიჟდებით დროსტარებაზე, მოძრაობასა და თავდავიწყებით ცეკვაზე. ამიტომაც თქვენი საუკეთესო მეკავშირე შეკრებების დროს ტეკილა იქნება. ტყუპი გარანტიას გაძლევთ, რომ ნებისმიერი წვეულება ზეიმად იქცევა და იქ არავინ მოიწყენს.


კირჩხიბიჯინი
კირჩხიბი მელანქოლიის ხშირი შემოტევებით არის ცნობილი. ჯინი იდუმალი სასმელია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს მის შესახებ სმენია, ბევრსაც უყვარს, ამ სასმელის ნამდვილი შემფასებლები ცოტანი არიან. ჯინი კირჩხიბებს ეხმარება, დარჩნენ იდუმალები და ამავე დროს, ექსტრავაგანტურები. ასევე, ის ძალიან სასიამოვნო დასალევია (ტონიკით განსაკუთრებით!).


ლომიწითელი ღვინო
ლომები ქარიზმატული ლიდერები არიან. ამიტომაც სასმელის არჩევა მათთვის პრესტიჟის საკითხია. ღვინოს კი, რა თქმა უნდა, თუ ის სწორად არის შერჩეული (ლომები ამ საკითხში შესანიშნავად ერკვევიან), შეუძლია, წარმოუდგენლად დიდი სიამოვნება მოუტანოს ადამიანს. ლომი უპირატესობას ანიჭებს მერლოს ან პინოს ჯიშის ძველ ღვინოებს. ეს ღვინოები არა მხოლოდ იმ ადამიანის გემოვნებას უსვამს ხაზს, ვინც მას ირჩევს, არამედ მის სოციალურ სტატუსსაც.


ქალწულითეთრი ღვინო
თეთრი ღვინო იმის ნიშანია, რომ ადამიანი მეგობრებთან ერთად სასიამოვნო საღამოს გატარებისთვის ემზადება. როცა თქვენი მეგობრები ერთად იკრიბებიან, სასმელის არჩევას ყოველთვის თქვენ განდობენ, რადგან საუკეთესოდ ერკვევით ღვინოში.
თეთრ ღვინოს, როგორც წესი, ირჩევენ კეთილი, მზრუნველი, სათნო ადამიანები.


სასწორიბურბონი
ბურბონი იმ ადამიანების სასმელია, რომლებიც ბიზნესს ზედმეტი დრამებისა და ისტერიკების გარეშე აკეთებენ. ისინი არ იძაბებიან წვრილმანების გამო და საკუთარ მომხიბვლელობას იმისთვის იყენებენ, რომ სიმაღლეებს მისწვდნენ. სასწორი გამჭრიახი, გონიერი ნიშანია. ვისკი მას ეხმარება, უფრო მეტად მოიკრიბოს ძალები, ენერგია, გონება და მეტად წარმოსადეგი გახდეს გარშემომყოფების თვალში.


მორიელიმუნშაინი
მუნშაინი ავთენტური ამერიკული სასმელია. მისი ლამაზი სახელწოდება იქიდან წარმოდგება, რომ მას ღამით, მთვარის შუქზე ხდიდნენ.
მორიელები საზოგადოებრივი სიმშვიდის ცნობილი დამრღვევები არიან და მხოლოდ საკუთარი წესებით ცხოვრობენ, ამიტომაც, უბრალოდ, მაღაზიაში ნაყიდი სასმელი მათ არ აკმაყოფილებთ. ისინი უძველესი რეცეპტით საკუთარი ხელით გამოხდილ სასმელს ანიჭებენ უპირატესობას. ქართველი მორიელებისთვის ეს, ალბათ, ჭაჭა იქნება.


მშვილდოსანიშამპანური
მშვილდოსნებს შესანიშნავი გემოვნება აქვთ და ისინი იშვიათად აკვირდებიან სასმელის არჩევისას ფასს. როცა მაღაზიაში ალკოჰოლის შესაძენად შედიან, ყველაზე მაღალი თაროდან ყველაზე ძვირიან შამპანურს იღებენ.
მათი დევიზია: თუკი ვავნებთ ჯანმრთელობას, მაშინ მხოლოდ საუკეთესოთი!


თხის რქასკოჩი
თხის რქისთვის იმაზე უკეთესი სასმელი არ არსებობს, ვიდრე შოტლანდიური (ან ირლანდიური) ვისკია.


მერწყული  ჩამოსასხმელი ღვინო მერწყული ნამდვილი ჰიპია. მისთვის მნიშვნელობა არ აქვს პრესტიჟს ან სოციალურ სტატუსს. ამიტომაც ირჩევს ყველაზე იაფ და „გემრიელ“ სასმელს, მთავარია, დრო გაატაროს.


თევზებიაბსენტი
თევზები ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულები მგრძნობიარე და შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები არიან. ამიტომაც მათთვის განსაკუთრებით აუცილებელია შთაგონება და ნამდვილი ემოციები. თითქოს სპეციალურად მათთვის შეიქმნა აბსენტი, სასმელი, რომელიც ხსნის მთელ შინაგან სამყაროს და ქვეცნობიერს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?