გემოვნებიანი ქალების ხუთეული ზოდიაქოს მიხედვით

ჰოროსკოპი

15 დეკემბერი 10:00, 2016 წელი

გამონაკლისი შემთხვევები, რა თქმა უნდა, არსებობს, თუმცა, როგორც წესი, ვარსკვლავები არ ცდებიან...

ტყუპი 
ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალები განსაკუთრებული კოპწიაობით არ გამოირჩევიან. თუმცა, ქალურობა და შარმი მათში იმდენად დიდი დოზითაა, რომ ისინი ყველაზე უბრალო სამოსშიც კი ახერხებენ, უზადოდ, მომხიბვლელად და სექსუალურად გამოიყურებოდნენ. ტყუპ ქალს უყვარს კომფორტული და მარტივი სამოსი, ამიტომ უპირატესობას ანიჭებს მაისურებს, მოკლე ქვედაბოლოებს, ტრიკოტაჟის სამოსს, კედებსა და ა.შ. იგი იშვიათად ხმარობს ზედმეტ კოსმეტიკას და ვარცხნილობის მხრივაც დაუდევარი დამოკიდებულებით გამოირჩევა. თუმცა, მიუხედავად ამისა, აქვს ქარიზმა, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ სამოსში გამოწყობილი მამაკაცს თავბრუს ახვევს.


 


ლომი
ქალი ლომი ეპატაჟის დედოფალია. არა აქვს მნიშვნელობა, ბუნებამ იდეალური სხეულის ფორმებით დააჯილდოვა თუ ტანმორჩილი აღნაგობა არგუნა. იგი ნებისმიერ შემთხვევაში შეძლებს, საკუთარი, განუმეორებელი სტილი მონახოს, რომლითაც არა მხოლოდ თავად მოიწონებს თავს საზოგადოების წინაშე, არამედ მიმდევრებიც ეყოლება. ლომები გრაციოზულები, დახვეწილები და ელეგანტურები არიან. მათ უყვართ ოქროს სამკაული, თუმცა, ამ მხრივ, მათ ვიზუალში ზედმეტობა არასდროს შეიმჩნევა. ისინი ყოველთვის დოზირებულად იყენებენ ოქროს სიდიადეს. ჩალისფერი და ოქროსფერიც ლომის საყვარელი ფერია. შესაბამისად, ხშირად შეხვდებით ქალ ლომს მსგავს ტონალობებში. მათ უყვართ ძვირფასი საათების, გულსაკიდებისა და ბროშების ტარება, რაც არა თვალშისაცემად, მაგრამ მაინც მკვეთრად უსვამს ხაზს მათ დახვეწილ გემოვნებას.



სასწორი
სასწორი ქალი გლამურისა და დახვეწილობის განსახიერებაა. სხვაგვარად როგორ? ამ ზოდიაქოს ხომ სილამაზისა და ჰარმონიის პლანეტა ვენერა მფარველობს. სწორედ ამის დამსახურებაა ის, რომ სასწორ ქალებს სტილისა და ფერის შეგრძნება თანდაყოლილი აქვთ. მათი უმრავლესობა აღმერთებს სხვადასხვა ტიპის პატარ-პატარა აქსესუარებს, ფერად მძივებსა და სამაჯურებს, ბაფთებსა და მაქმანებს. ქალი სასწორები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ფერთა გამას. ისინი იშვიათად სწყალობენ სუფთა ტონალობებს და, ძირითადად, პასტელური ფერების პალიტრით იმოსებიან. მათ სტილს შეგვიძლია, ერთდროულად გლამურული, პრაქტიკული და დახვეწილი ვუწოდოთ.


 


ვერძი
ვერძ ქალს ექსპერიმენტები უყვარს, როგორც ჩაცმა-დახურვის, ისე ვარცხნილობის კუთხით. ნუ დაგვავიწყდება, ვერძი თავით იმართება. აქედან გამომდინარე, მისი სისუსტე თმა და თმასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი შეიძლება იყოს. შესაბამისად, თმის ფერის, ფორმისა და სტრუქტურის ცვლაში ქალ ვერძს ვერავინ გაეჯიბრება. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალები, ძალზე ოსტატურად ირგებენ ულტრათანამედროვე სამოსსა და აქსესუარებს. ვერძს არ აშინებს „პიონერის“ როლი ცხოვრების არც ერთ სფეროში, მით უმეტეს თუ ეს მოდასა და გლამურს ეხება. მას მოსწონს საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნა და ხშირად თავად გვევლინება სტილისა და მოდის კანონმდებლად. თუმცა, მმართველი პლანეტა მარსის გავლენით, ქალი ვერძის იმიჯი ზოგჯერ ცოტა აგრესიული და ზედმეტად თამამია, რის გამოც მას ხშირად აკრიტიკებენ სუსტი სქესის წარმომადგენლები. სამაგიეროდ, მამაკაცებს პირიქით, ხიბლავთ ვერძის ამგვარი იმიჯი.


 


თევზები
იგი დახვეწილი, ქალური, სათუთი და ნაზია. ზუსტად ისეთი, როგორიც უნდა იყოს ჭეშმარიტი ქალი. არ აქვს მნიშვნელობა, მსუქანია თუ გამხდარი, ქალი თევზი ნებისმიერ შემთხვევაში ქალურად და მომხიბვლელად გამოიყურება. მას ოსტატურად ეხერხება ერთი შეხედვით უბრალო აქსესუარების დახმარებით – იქნება ეს შარფი, ბროში, ყელსაბამი თუ სათვალე, შექმნას განუმეორებელი იმიჯი და სხვებისგან გამოირჩეოდეს საკუთარი ვიზუალით. თევზი ქალები ნებისმიერი ფაქტურის სამოსს ატარებენ, თუმცა განსაკუთრებულად უყვართ რბილი, სრიალა და დამყოლი მასალისგან შეკერილი კაბები. ამიტომ მათი ძირითადი ნაწილი აბრეშუმის, ტრიკოტაჟისა და მაქმანის დიდი მოტრფიალეა. ისინი არანაკლები ოსტატობით იხდენენ მამაკაცურ სამოსსა და აქსესუარებს, თანაც ისე, რომ ეს ყველაფერი საკუთარ უჩვეულოდ ქალურ იმიჯზე აქვთ მორგებული. ამასთანავე, თავად სამოსი არ კარგავს ინდივიდუალიზმსა და გამომსახველობას.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?