სექსუალურად შეუთავსებელი ზოდიაქოს ნიშნები

ჰოროსკოპი

16 დეკემბერი 10:00, 2016 წელი

როგორც ასტროლოგები განმარტავენ, ამ წყვილებს შორის ყველაზე ხშირია „ფიზიკური გაუგებრობა“...

ვერძი – კურო
ვერძის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანს პრინციპული და ლიდერული ხასიათი აქვს. მას მოსწონს იდუმალებით მოცული და ძნელად მოსახელთებელი პარტნიორი, რომელთანაც დროდადრო „კვამლის გამოშვების” საშუალებაც მიეცემა, რაც, რაღა თქმა უნდა, ვნებიანი სასიყვარულო ღამით უნდა დასრულდეს. ვერძის ამგვარი ექსპერიმენტები კი სტაბილურობის მოყვარულ, დინჯ კუროს ნაკლებად მოეწონება. კურო მიწის ნიშანია, მისთვის დრო და კომფორტული ატმოსფეროა საჭირო, რათა პარტნიორთან ბოლომდე გაიხსნას.
ვერძს, როგორც წესი, მოკლევადიანი და მხურვალე რომანები ურჩევნია კუროსთვის მისაღებ ხანგრძლივ, სტაბილურ კავშირს.
ამიტომ ამ წყვილში ღალატის კოეფიციენტი ძალზე მაღალია, დამნაშავე კი ყოველთვის ვერძია.


კირჩხიბი – სასწორი
კირჩხიბების უმრავლესობა, როგორც წესი, საკუთარი ემოციების ცვალებადობაზე აგებს სექსუალურ ცხოვრებას. აქედან გამომდინარე, კირჩხიბი მხოლოდ მაშინ იხარჯება ბოლომდე, როცა პარტნიორთან თავს კომფორტულად და უსაფრთხოდ გრძნობს. იგი ნაკლებად გაიზიარებს სასწორისთვის დამახასიათებელ სოციუმის სიყვარულსა და სურვილს, მუდმივად იყოს ხალხში.
ამგვარი ატმოსფერო კირჩხიბს ნევროზულ მდგომარეობამდე მიიყვანს. ამის შემდეგ კი რომელ ვნებასა და კარგ სექსზე შეიძლება საუბარი?
ამასთანავე, სასწორის კომუნიკაბელურობა ბუნებით მესაკუთრე კირჩხიბს მუდმივად გაუჩენს იმის განცდას, რომ პარტნიორი მის მიმართ გულგრილი და ზედაპირულია.
აქედან გამომდინარე, ამ ორის ფიზიკური თავსებადობა ნაკლებად იქნება ვნებიანი.


მერწყული – თევზები
მერწყულების უმრავლესობა ბუნებით ექსპერიმენტატორი და ახალ-ახალი, უჩვეულო შეგრძნებების მოყვარულია. თუმცა, მიუხედავად თავისი ვიზუალური მომხიბვლელობისა, როგორც ქალი, ისე მამაკაცი მერწყული სექსში საკმაოდ არაპროგნოზირებადი და ჭირვეული პარტნიორი შეიძლება იყოს.
მათი გამუდმებული სწრაფვა სიახლისა და ცვლილებებისკენ, ემოციურ და მგრძნობიარე თევზს შინაგან დისკომფორტს უქმნის.
თევზები ბუნებით რომანტიკოსები და სათუთები არიან. მათთვის აუცილებელია პარტნიორთან ემოციური გახსნილობა და შეჩვევა, რის საშუალებასაც, როგორც წესი, მერწყული მათ ნაკლებად აძლევს.
ამიტომ ამ ორის ინტიმურ სიახლოვეს ხშირ შემთხვევაში კრახი ემუქრება.


ტყუპი – თხის რქა
ტყუპის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები ცვალებადი ხასიათითა და სიახლის სიყვარულით გამოირჩევიან. როგორც წესი, ისინი გამუდმებით დაეძებენ უფრო საინტერესო, უფრო ამოუცნობ ან უფრო მხიარულ პარტნიორს. ამიტომ, ტიპური ტყუპი ნაკლებად შეიზღუდავს თავს ხანგრძლივი ურთიერთობით, რაც, რაღა თქმა უნდა, არანაირად არ მოეწონება დინჯ, გაწონასწორებულ და კონსერვატორ თხის რქას.
თხის რქის სექსუალური პოტენციალი ძალზე მაღალია, თუმცა მის ბოლომდე გახსნასა და წარმოჩენას ჰაეროვანი და არამდგრადი ტყუპი ვერასოდეს შეძლებს. სანამ თხის რქა „მოიქოქება“, ტყუპი მოწყენილობის გასაქარვებლად ინტერესის ახალ ობიექტს მოძებნის.


მორიელი – მშვილდოსანი
მორიელი საოცრად ღრმა, ემოციური და ვნებიანი ნიშანია. მისი გაგება ბევრს არ შეუძლია. მისი აგრესიული ნატურა მზადაა, ყოველთვის ბოლომდე იბრძოლოს სასურველი მიზნის მისაღწევად. თუმცა, მორიელს ბრძოლაზე მეტად ფლობა და მართვა უყვარს. იგი, პირველ რიგში, ერთგულებას აფასებს, რაც ნაკლებად გამოუვა მის პარტნიორ მშვილდოსანს.
მშვილდოსანი თავქარიანი და არასტაბილური პარტნიორია. მას არ ესმის ხანგრძლივი, სერიოზული მიჯაჭვულობა ვინმეს მიმართ და ყოველთვის ცდილობს, თავი აარიდოს პარტნიორს, რომელიც მისგან ამას ელის.
გარდა ამისა, მორიელი მოთმინების უნარითა და გრძნობების ინტენსივობით გამოირჩევა; მაშინ როცა, მშვილდოსანი მალე აალდება და მალევე ქრება.
ამ ორს შორის, მოკლე რომანის გარდა, ნაკლებად მოსალოდნელია ხანგრძლივი სექსუალური თავსებადობა.


ლომი – ქალწული
ლომი მეფური ხასიათით იბადება. ამიტომ იგი საწოლშიც ისეთივე მეფე უნდა იყოს, როგორც ცხოვრებაში. მას უყვარს პარტნიორის მოხიბვლა და საჩუქრებით განებივრება, თუმცა, თუ აღმოაჩენს, რომ იგი მეწვრილმანე და ხარბია, თავმოყვარეობა საშინლად ელახება.
ქალწული კი ბუნებამ მერკანტილური ხასიათით დააჯილდოვა. იგი ყოველთვის შედეგზეა ორიენტირებული და ნებისმიერ სიტუაციაში ინარჩუნებს ცივ გონებას. მაშინ როცა, ლომი ბოლომდე ეძლევა ვნებას, ქალწული მოსალოდნელ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე ფიქრობს და ამას არც მალავს ლომთან. ეს კი ლომის მეფური თავმოყვარეობის შეურაცხყოფაა.
გარდა ამისა, ქალწულის მანიაკალური მიდრეკილება - ამქვეყნად ყველა და ყველაფერი აკრიტიკოს - ლომს საერთოდ უკარგავს ამ უკანასკნელთან ფიზიკური სიახლოვის სურვილს.
ქალწულის ცივი გონება და ლომის ცხელი გული იშვიათადაა კარგი ინტიმური თავსებადობის გარანტია.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?